კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევარდნაძემ მითხრა, მეც სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგაო და იქვე მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა"
"შევარდნაძემ მითხრა, მეც სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგაო და იქვე მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა"

დიდი წარ­დგე­ნა არ სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტისტს, სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლის, "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ ჯე­მალ ჭკუ­ა­სელს. ენა­მოს­წრე­ბულ გუ­რულს ღი­მი­ლის მომ­გვრელ ხუმ­რო­ბებს რა და­უ­ლევს?! გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჟურ­ნალ "გზის" სტა­ტი­ი­დან:

"რა გვა­რი­სა ბრძან­დე­ბით?"

- ერთი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი მყავ­და, თენ­გიზ გო­გო­ტიშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი კაცი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კო­სი და მო­ქა­ლა­ქე (ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი სული უფალ­მა). მე­გობ­რის ოჯახ­ში ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლი. თენ­გი­ზის გვერ­დით ერთი მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნა იჯდა, მოკ­ლე კა­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თენ­გი­ზი ძალ­ზე პა­ტი­ო­სა­ნი კაცი გახ­ლდათ, დრო­დად­რო მა­ინც გა­ურ­ბო­და თვა­ლე­ბი ზო­მი­ე­რად ჩა­პუტ­კუ­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნას მო­ქათ­ქა­თე, და­უ­ფა­რა­ვი მუხ­ლის­თა­ვე­ბის ზე­მოთ. - გო­გო­ნი, რა გვა­რი­სა ბრძან­დე­ბით? - ჰკი­თხა თენ­გიზ­მა. - კალ­მა­ხე­ლი­ძე, ბა­ტო­ნო, - უპა­სუ­ხა ქა­ლიშ­ვილ­მა. - რა ვქნა, მე მა­ინც ბარ­კა­ლა­ია მგო­ნი­ხარ­თო, - გა­შა­ლა ხე­ლე­ბი კაც­მა.

ჩემი გუნ­დი

- 1996 წლის 26 მა­ისს, ჩემს გუნდთან ერ­თად, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ ვი­დე­ქი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ე­დან­ზე, პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე გა­მოჩ­ნდა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ამა­ლის თან­ხლე­ბით. შეგ­ვამ­ჩნია და წა­მო­ვი­და ჩვენ­კენ. მოგ­ვე­სალ­მა, მოგ­ვი­ლო­ცა დღე­სას­წა­უ­ლი. შემ­დეგ, თით­ქოს შე­მოგვჩივ­ლა - "ძა­ლი­ან მიყ­ვარს სიმ­ღე­რა. მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიმ­ღე­რებ­დი, მაგ­რამ გუნ­დი არ მი­ვარ­გა", - და ცერა თი­თით, მის ზურგს უკან მდგომ მთავ­რო­ბის წევ­რებ­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნა. მინ­დო­და მეთ­ქვა, - ბა­ტო­ნო ედუ­არდ, ჩემი გუნ­დი მე თვი­თონ შე­ვარ­ჩიე-მეთ­ქი, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე.

"კტო ტამ?"

- ნა­ბა­ხუ­სევ­ზე ხაშს მი­ვირ­თმევ­დით. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის გვერ­დით მჯდო­მი კაცი ხაშს ხვნე­შით შე­ექ­ცე­ო­და. ჭამა და­ამ­თავ­რა, თუმ­ცა ძვალს, რომ­ლის შუ­ა­გულ­ში ტვი­ნი ეგუ­ლე­ბო­და, ვე­რაფ­რით შე­ე­ლია. ძვა­ლი ჯერ მე­ზღვა­უ­რის ჭოგ­რი­ტი­ვით ეჭი­რა ხელ­ში და გას­ცქე­რო­და, შემ­დეგ ნა­თუ­რის­კენ შებ­რუნ­და და მო­ნა­დი­რე რომ თო­ფის ლუ­ლას ჭვრეტს დიდი ხნის მან­ძილ­ზე, ისე უჭყი­ტი­ნებ­და. ასე რომ ვე­რა­ფე­რი გა­ა­წყო, ხან და­ნით, ხან ჩან­გლით, ხან რით და ხან რით და­ი­წყო გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კა­კუ­ნი. უხერ­ხულ, და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ის­მა ბი­ძი­ნას შე­წუ­ხე­ბუ­ლი ხმა: "კაცო, სა­ნამ მა­ქე­დან ვინ­მე არ და­გი­ძა­ხებს, "კტო ტამო", მა­ნამ არ და­ა­ნე­ბებ მაგ ძვალს თავს?" (იხი­ლეთ სრუ­ლად ჟურ­ნალ "გზის" 4 მა­ი­სის ნო­მერ­ში)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შევარდნაძემ მითხრა, მეც სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგაო და იქვე მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა"

"შევარდნაძემ მითხრა, მეც სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგაო და იქვე მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა"

დიდი წარდგენა არ სჭირდება საქართველოს სახალხო არტისტს, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელს. ენამოსწრებულ გურულს ღიმილის მომგვრელ ხუმრობებს რა დაულევს?! გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზის" სტატიიდან:

"რა გვარისა ბრძანდებით?"

- ერთი უფროსი მეგობარი მყავდა, თენგიზ გოგოტიშვილი, ცნობილი კაცი, შესანიშნავი მუსიკოსი და მოქალაქე (ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა). მეგობრის ოჯახში ვიყავით მიწვეული. თენგიზის გვერდით ერთი მშვენიერი გოგონა იჯდა, მოკლე კაბით. მიუხედავად იმისა, რომ თენგიზი ძალზე პატიოსანი კაცი გახლდათ, დროდადრო მაინც გაურბოდა თვალები ზომიერად ჩაპუტკუნებული გოგონას მოქათქათე, დაუფარავი მუხლისთავების ზემოთ. - გოგონი, რა გვარისა ბრძანდებით? - ჰკითხა თენგიზმა. - კალმახელიძე, ბატონო, - უპასუხა ქალიშვილმა. - რა ვქნა, მე მაინც ბარკალაია მგონიხართო, - გაშალა ხელები კაცმა.

ჩემი გუნდი

- 1996 წლის 26 მაისს, ჩემს გუნდთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ ვიდექი. მოულოდნელად მოედანზე, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოჩნდა მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით. შეგვამჩნია და წამოვიდა ჩვენკენ. მოგვესალმა, მოგვილოცა დღესასწაული. შემდეგ, თითქოს შემოგვჩივლა - "ძალიან მიყვარს სიმღერა. მეც სიამოვნებით ვიმღერებდი, მაგრამ გუნდი არ მივარგა", - და ცერა თითით, მის ზურგს უკან მდგომ მთავრობის წევრებზე მიგვანიშნა. მინდოდა მეთქვა, - ბატონო ედუარდ, ჩემი გუნდი მე თვითონ შევარჩიე-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე.

"კტო ტამ?"

- ნაბახუსევზე ხაშს მივირთმევდით. ბატონი ბიძინა კვერნაძის გვერდით მჯდომი კაცი ხაშს ხვნეშით შეექცეოდა. ჭამა დაამთავრა, თუმცა ძვალს, რომლის შუაგულში ტვინი ეგულებოდა, ვერაფრით შეელია. ძვალი ჯერ მეზღვაურის ჭოგრიტივით ეჭირა ხელში და გასცქეროდა, შემდეგ ნათურისკენ შებრუნდა და მონადირე რომ თოფის ლულას ჭვრეტს დიდი ხნის მანძილზე, ისე უჭყიტინებდა. ასე რომ ვერაფერი გააწყო, ხან დანით, ხან ჩანგლით, ხან რით და ხან რით დაიწყო გაუთავებელი კაკუნი. უხერხულ, დაძაბულ სიტუაციაში გაისმა ბიძინას შეწუხებული ხმა: "კაცო, სანამ მაქედან ვინმე არ დაგიძახებს, "კტო ტამო", მანამ არ დაანებებ მაგ ძვალს თავს?" (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 4 მაისის ნომერში)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი