Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - ენდოკრინოლოგის პასუხი ყველა საინტერესო კითხვაზე წყლის სმასთან დაკავშირებით
უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - ენდოკრინოლოგის პასუხი ყველა საინტერესო კითხვაზე წყლის სმასთან დაკავშირებით

ყვე­ლა ექი­მი, სპე­ცი­ა­ლის­ტი პა­ცი­ენტს ურ­ჩევს, რომ ორ­გა­ნიზ­მმა ყო­ველ­დღი­უ­რად წყა­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ი­ღოს, რად­გა­ნაც ის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სა­სი­ცო­ცხლო პრო­ცე­სებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ნა­წი­ლო­ებს, თუმ­ცა მისი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბაც და­უშ­ვე­ბე­ლია.

"ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის და­ახ­ლო­ე­ბით, 70% წყლის­გან შედ­გე­ბა, ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ორ­გა­ნიზ­მში მისი ბა­ლან­სი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ - წყლის რო­გორც ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე ნაკ­ლე­ბო­ბა, დარ­ღვე­ვებს იწ­ვევს," - გვე­უბ­ნე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა.

ხოლო ვინც ყო­ველ­დღი­უ­რად საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის წყალს არ სვამს, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს, ამა­ზე ექი­მი ასე გვპა­სუ­ხობს: "წყლის დე­ფი­ციტ­მა ანუ დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნის ყვე­ლა ორ­გო­ნო­თა სის­ტე­მა­ზე: გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე (ტა­ქი­კარ­დია, და­ბა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა), კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტზე (შე­ბე­რი­ლო­ბა, ყაბ­ზო­ბა), შარდ-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მა­ზე (ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თირკმლის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი). დე­ჰიდ­რა­ტა­ცია იწ­ვევს ისეთ ზო­გად სიმპტო­მებს, რო­გო­რი­ცაა: თა­ვის ტკი­ვი­ლი, ად­ვი­ლად დაღ­ლა, თმის სტრუქ­ტუ­რის დარ­ღვე­ვა, კა­ნის სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბე­ბი და შე­საძ­ლო­ე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაც".

- წყა­ლის მი­ღე­ბა წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას თუ უწყობს ხელს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქოს ის წო­ნის მა­ტე­ბას იწ­ვევს...

- წყა­ლი ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მო­წეს­რი­გე­ბას, რაც გვეხ­მა­რე­ბა წო­ნის კლე­ბა­ში, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ ასუ­ქებს, რად­გა­ნაც კა­ლო­რა­ჟი არ აქვს. მის­მა მი­ღე­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს შე­შუ­პე­ბა, რაც შემ­დგომ სას­წორ­ზეც აი­სა­ხე­ბა, ეს კი მა­რი­ლი­ა­ნი საკ­ვებს კავ­შირ­დე­ბა. ამ დროს წყა­ლი ორ­გა­ნიზ­მში რჩე­ბა და ქსო­ვი­ლებ­ში მისი დაგ­რო­ვე­ბა ხდე­ბა.

- ეთან­ხმე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ყო­ველ დი­ლით, უზ­მო­ზე ერთი ჭიქა წყა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლამ უნდა დავ­ლი­ოთ?

- პა­ცი­ენტს ყო­ველ­თვის უნდა შევ­ხე­დოთ, რო­გორც ინ­დი­ვიდს, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მივ­ცეთ გარ­კვე­უ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი, რად­გან არ­სე­ბობს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­დე­საც დი­ლით უზ­მოდ წყლის მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ ორ­გა­ნიზ­მი ჯან­მრთე­ლია, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყლის მი­ღე­ბა უზ­მოდ, რად­გან ამ დროს ხდე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის მომ­ზა­დე­ბა საჭ­მე­ლის მო­ნე­ლე­ბის­თვის.

- რის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა დღის მან­ძილ­ზე მი­სა­ღე­ბი წყლის რა­ო­დე­ნო­ბა?

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად: ასა­კის, სი­მაღ­ლის, წო­ნის და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით, ასე­ვე მსოფ­ლიო სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ არის მო­წო­დე­ბუ­ლი შემ­დე­გი ფორ­მუ­ლა, რომ ჩვე­ნი წონა უნდა გა­ვამ­რავ­ლოთ 0.033-ზე და მი­ღე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უნდა მი­ვი­ღოთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- ექი­მე­ბის მო­საზ­რე­ბით, წყა­ლი უნდა მი­ვი­ღოთ ჭა­მამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე და ჭა­მის შემ­დეგ მი­ნი­მუმ ერთ სა­ათ­ში...

- რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ყვე­ლა პა­ცი­ენტს რო­გორც ინ­დი­ვიდს, ისე უნდა მი­ვუდ­გეთ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­ვე წყლის რა­ო­დე­ნო­ბაც...

დიახ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა ნამ­დვი­ლად სწო­რია და კვე­ბამ­დე მი­ღე­ბუ­ლი წყა­ლი ორ­გა­ნიზ­მში მრა­ვალ ფაქ­ტორ­ზე მოქ­მე­დებს, მაგ.: კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტს ამ­ზა­დებს საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბა-შე­წო­ვი­სათ­ვის, იწ­ვევს კუ­ჭ­სავ­სე­ო­ბას, რის გა­მოც ამ­ცი­რებს საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას, ანე­იტ­რა­ლებს მში­ერ კუ­ჭზე გა­მო­ყო­ფილ მჟა­ვას (კუ­ჭის წვენს), რაც ამ­ცი­რებს საკ­ვე­ბი­სად­მი მო­თხოვ­ნი­ლე­ბას, თუმ­ცა თუ კვე­ბის პრო­ცეს­ში მოგ­ვწყურ­და, რა თქმა უნდა, შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ წყა­ლი, მაგ­რამ საკ­ვე­ბის და წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა არ უნდა იყოს მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რაც შემ­დგომ­ში იწ­ვევს, რო­გორც პი­რის ღრუ­ში ლორ­წო­ვა­ნის და კბი­ლე­ბის გარ­კვე­ულ და­ზი­ა­ნე­ბას, ასე­ვე კუჭ-ნაწ­ლავ­ში ლორ­წო­ვა­ნის მე­ტა­ბო­ლიზმს.

- რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ წყა­ლი, რომ მისი მი­ღე­ბა წო­ნის კლე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თოს? ერთი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­დო­მის მიზ­ნით წყალს ჭა­მამ­დე 20 წუ­თით ადრე სვამ­და და წო­ნის კლე­ბის ნაც­ვლად მო­ი­მა­ტა.

- წყა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მცი­რე ულუ­ფე­ბით უნდა მი­ვი­ღოთ იმის მი­უ­ხე­და­ვად, გვექ­ნე­ბა წყურ­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა თუ არა, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც ახ­სე­ნეთ, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, სა­სურ­ვე­ლი იყო, წყლის მი­ღე­ბი­სას ორ­გა­ნიზ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა სცოდ­ნო­და და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ე­ზღუ­და მა­რი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა.

- რამ­დე­ნად სა­ში­შია ჭარ­ბი წყლის მი­ღე­ბა ნაღ­ველ-კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის?

- ნაღ­ველ-კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს წყლის მი­ღე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი არ არის, მაგ­რამ რო­დე­საც არის თირკმლის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მისი მი­ღე­ბა უნდა შე­ი­ზღუ­დოს მკურ­ნა­ლო­ბის დროს, რად­გან არ მოხ­დეს კენ­ჭი სა­დი­ნარ­ში, ხოლო იმი­სათ­ვის, რომ კენ­ჭი არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს თირკმელ­ში, უნდა მი­ვირ­თვათ სი­თხე, ასე­ვე სი­თხის მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და შარდ-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მის გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს.

- გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში უფრო მეტი წყა­ლია ხომ სა­ჭი­რო?

- დიახ, გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ზე იზ­რდე­ბა წყლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რად­გან სი­თხის და­ნა­კარ­გი ამ პე­რი­ოდ­ში იზ­რდე­ბა.

ამ­რი­გად, წყა­ლი ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, სა­სი­ცო­ცხლო კომ­პო­ნენ­ტია და უნდა მი­ვირ­თვათ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ვთქვი, მცი­რე ულუ­ფე­ბით და ხში­რად, რად­გან შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ლა­მა­ზე.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
0

წყალი უნდა დალიო როცა მოგეყურდება

ზურა
3

ვარ 192 სმ. სიმაღლის, 84 კგ. ჩემი წონა აქ მოცემულ 0,033-ზე რომ გავამრავლე, მივიღე 2,8 ლიტრი. ამ რაოდენობის წყალს ვერანაირად დავლევ. ზოგადად, თითქმის არასოდეს მწყურდება,იშვიათად ვოფლიანდები, ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი. დიდი ძალისხმევით, სწორედ იმიტომ, რომ ვიცი, აუცილებელია წყლის მიღება, ვსვამ 1 ლიტრს. მოკლედ, ძალიან მეეჭვება, რომ ეს იძულებით 2,5-3 ლიტრი წყლის სმა სწორი მიდგომა იყოს. 

უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - ენდოკრინოლოგის პასუხი ყველა საინტერესო კითხვაზე წყლის სმასთან დაკავშირებით

უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - ენდოკრინოლოგის პასუხი ყველა საინტერესო კითხვაზე წყლის სმასთან დაკავშირებით

ყველა ექიმი, სპეციალისტი პაციენტს ურჩევს, რომ ორგანიზმმა ყოველდღიურად წყალი დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს, რადგანაც ის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია და სასიცოცხლო პროცესებში სერიოზულად მონაწილოებს, თუმცა მისი გადამეტებული რაოდენობით მიღებაც დაუშვებელია.

"ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით, 70% წყლისგან შედგება, ამიტომ, აუცილებელია, ორგანიზმში მისი ბალანსი შევინარჩუნოთ - წყლის როგორც ჭარბი რაოდენობა, ასევე ნაკლებობა, დარღვევებს იწვევს," - გვეუბნება ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.

ხოლო ვინც ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის წყალს არ სვამს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს, ამაზე ექიმი ასე გვპასუხობს: "წყლის დეფიციტმა ანუ დეჰიდრატაციამ შეიძლება გავლენა იქონის ყველა ორგონოთა სისტემაზე: გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (ტაქიკარდია, დაბალი არტერიული წნევა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (შებერილობა, ყაბზობა), შარდ-სასქესო სისტემაზე (ინფექციური დაავადებები, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები). დეჰიდრატაცია იწვევს ისეთ ზოგად სიმპტომებს, როგორიცაა: თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, თმის სტრუქტურის დარღვევა, კანის სტრუქტურის ცვლილებები და შესაძლოებელია ტემპერატურული ცვლილებების გამოვლინებაც".

- წყალის მიღება წონაში დაკლებას თუ უწყობს ხელს, გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ის წონის მატებას იწვევს...

- წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, რაც გვეხმარება წონის კლებაში, მაგრამ ნამდვილად არ ასუქებს, რადგანაც კალორაჟი არ აქვს. მისმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, რაც შემდგომ სასწორზეც აისახება, ეს კი მარილიანი საკვებს კავშირდება. ამ დროს წყალი ორგანიზმში რჩება და ქსოვილებში მისი დაგროვება ხდება.

- ეთანხმებით გავრცელებულ რეკომენდაციას, რომ ყოველ დილით, უზმოზე ერთი ჭიქა წყალი აუცილებლად ყველამ უნდა დავლიოთ?

- პაციენტს ყოველთვის უნდა შევხედოთ, როგორც ინდივიდს, უნდა გავითვალისწინოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მივცეთ გარკვეული მითითებები, რადგან არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როდესაც დილით უზმოდ წყლის მიღება არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ორგანიზმი ჯანმრთელია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ოთახის ტემპერატურის წყლის მიღება უზმოდ, რადგან ამ დროს ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მომზადება საჭმელის მონელებისთვის.

- რის მიხედვით განისაზღვრება დღის მანძილზე მისაღები წყლის რაოდენობა?

- დღის განმავლობაში წყლის რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად: ასაკის, სიმაღლის, წონის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, ასევე მსოფლიო სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ არის მოწოდებული შემდეგი ფორმულა, რომ ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 0.033-ზე და მიღებული რაოდენობა უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში.

- ექიმების მოსაზრებით, წყალი უნდა მივიღოთ ჭამამდე ერთი საათით ადრე და ჭამის შემდეგ მინიმუმ ერთ საათში...

- როგორც მოგახსენეთ, ყველა პაციენტს როგორც ინდივიდს, ისე უნდა მივუდგეთ და გავითვალისწინოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე წყლის რაოდენობაც...

დიახ, გავრცელებული მოსაზრება ნამდვილად სწორია და კვებამდე მიღებული წყალი ორგანიზმში მრავალ ფაქტორზე მოქმედებს, მაგ.: კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ამზადებს საკვების მონელება-შეწოვისათვის, იწვევს კუჭსავსეობას, რის გამოც ამცირებს საკვების მიღებას, ანეიტრალებს მშიერ კუჭზე გამოყოფილ მჟავას (კუჭის წვენს), რაც ამცირებს საკვებისადმი მოთხოვნილებას, თუმცა თუ კვების პროცესში მოგვწყურდა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მივიღოთ წყალი, მაგრამ საკვების და წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს მკვეთრად განსხვავებული, რაც შემდგომში იწვევს, როგორც პირის ღრუში ლორწოვანის და კბილების გარკვეულ დაზიანებას, ასევე კუჭ-ნაწლავში ლორწოვანის მეტაბოლიზმს.

- რა ინტენსივობით უნდა მივიღოთ წყალი, რომ მისი მიღება წონის კლების პროცესში ჩაერთოს? ერთი ქალბატონი გახდომის მიზნით წყალს ჭამამდე 20 წუთით ადრე სვამდა და წონის კლების ნაცვლად მოიმატა.

- წყალი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით უნდა მივიღოთ იმის მიუხედავად, გვექნება წყურვილის შეგრძნება თუ არა, ხოლო რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც ახსენეთ, როგორც უკვე აღვნიშნე, სასურველი იყო, წყლის მიღებისას ორგანიზმის მდგომარეობა სცოდნოდა და დღის განმავლობაში შეეზღუდა მარილის რაოდენობა.

- რამდენად საშიშია ჭარბი წყლის მიღება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებებისთვის?

- ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების დროს წყლის მიღება შეზღუდული არ არის, მაგრამ როდესაც არის თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ამ შემთხვევაში, მისი მიღება უნდა შეიზღუდოს მკურნალობის დროს, რადგან არ მოხდეს კენჭი სადინარში, ხოლო იმისათვის, რომ კენჭი არ ჩამოყალიბდეს თირკმელში, უნდა მივირთვათ სითხე, ასევე სითხის მიღება არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის და შარდ-სასქესო სისტემის გარკვეული პათოლოგიების დროს.

- გაზაფხულსა და ზაფხულში უფრო მეტი წყალია ხომ საჭირო?

- დიახ, გაზაფხულსა და ზაფხულზე იზრდება წყლის მოთხოვნილება, რადგან სითხის დანაკარგი ამ პერიოდში იზრდება.

ამრიგად, წყალი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო კომპონენტია და უნდა მივირთვათ დღის განმავლობაში, როგორც ვთქვი, მცირე ულუფებით და ხშირად, რადგან შევინარჩუნოთ ჩვენი ჯანმრთელობა და სილამაზე.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE