სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა თა­ვად გა­გუ­ას კლი­ნი­კამ შე­ი­ტა­ნა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მი­ნის­ტრო­ში გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის მხრი­დან სა­ჩი­ვა­რი შე­სუ­ლი არ არის.

გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა 30 აპ­რილს იმ­შო­ბი­ა­რა, 1-ელ მა­ისს კი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­შო­ბილს, ის თავს კარ­გად გრძნობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოში შეტყობინება თავად გაგუას კლინიკამ შეიტანა. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, სამინისტროში გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან საჩივარი შესული არ არის.

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, ის თავს კარგად გრძნობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

"ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ" - კახეთში დაკარგული დების ბაბუა პოლიციას რეაგირებისთვის მადლობას უხდის

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია რამდენიმე ქუჩა (ფოტოები)