საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყირიმში ნაპოვნია კიდევ 4 ქართველის ნეშტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ
ყირიმში ნაპოვნია კიდევ 4 ქართველის ნეშტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გრძელ­დე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი. ყი­რიმ­სა და ქერ­ჩი­დან მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს მუდ­მი­ვად ვაწ­ვდით ჩვენს მკი­თხველს, რათა მათ წლე­ბის წინ და­კარ­გუ­ლი წი­ნაპ­რე­ბის პოვ­ნა შეძ­ლონ...

უკვე არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ იქ მო­მუ­შა­ვე სამ­ძებ­რო კო­მი­სი­ის­გან, რო­მელ­საც ნა­ტა­ლია ძი­უ­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ამ­ჟა­მად გთა­ვა­ზობთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ ბოლო მო­ნა­ცე­მებს, რო­მე­ლიც ყი­რი­მი­დან მოგ­ვა­წო­დეს, ძი­უ­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­პოვ­ნია რამ­დე­ნი­მე და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის ნეშ­ტი...

მი­სი­ვე თქმით, 1000 და­ღუ­პუ­ლი­დან, 100-ზე მეტს უკვე ჩა­უ­ტარ­და ექ­სჰუ­მა­ცია, შე­და­რე­ბუ­ლია მათი დო­კუ­მენ­ტა­ცია და იდენ­ტი­ფი­კა­ცი­აც მოხ­და. ძი­უ­ბას თქმით, შარ­შან, 9 მა­ი­სის აღ­ლუმ­ზე, ყი­რიმ­ში ჩა­სუ­ლი იყო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის 94 წლის მო­ნა­წი­ლე, რო­მელ­მაც ძებ­ნის კო­მი­სი­ას აჩ­ვე­ნა მი­ახ­ლო­ე­ბი­თი ად­გი­ლი, სა­დაც ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ყო­ვე­ლი დიდი შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი დიდ ორ­მოს, ანუ სა­ერ­თო საფ­ლავს თხრიდ­ნენ და გვა­მებს იქ მარ­ხავ­დნენ.

"ად­რი­ან გა­ზა­ფხულ­ზე და­ვი­წყეთ იმ ტე­რი­ტო­რი­ზე ძებ­ნა და მარ­თლაც მი­ვაკ­ვლი­ეთ უზარ­მა­ზარ, ძა­ლი­ან დიდ ფარ­თობ­ზე გა­და­ჭი­მულ სა­საფ­ლა­ოს... იქ ათა­სამ­დე მე­ომ­რის ნეშ­ტია და ახლა, თან­და­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი ამოც­ნო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ ერთ-ერთი პოლ­კის ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან და­მარ­ხუ­ლი და ჩვენ ვცდი­ლობთ, გა­ვარ­კვი­ოთ მათი გვარ-სა­ხე­ლე­ბი, რათა ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის წევ­რებს მი­ვა­წო­დოთ ..." - აცხა­დებს სამ­ძებ­რო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­ტა­ლია ძი­უ­ბა.

გა­და­ხე­დეთ მათ გვარ-სა­ხე­ლებს, შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი იყოს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი იცო­დით.

  • 1915 წელს, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ანა­ნურ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, ალექ­სან­დრე სან­დროს ძე მამ­სი­რაშ­ვი­ლი. ის და­ი­ღუ­პა 1944 წლის, 11 იან­ვარს, კი­ევ­ში, უზინ­სკის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ვინ­ცენ­ტოვ­კა­ში.
  • გივი ან გი­ორ­გი ილი­ას ძე ტი­გიშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 ან 1927 წელს, ქა­ლაქ ბორ­ჯომ­ში, ბა­სე­ი­ნის და­სახ­ლე­ბა, #15
  • კი­ე­ვის მიმ­დე­ბა­რედ აღ­მო­ჩე­ნილ სა­ერ­თო საფ­ლავ­ში ნა­პოვ­ნია რა­დე­კო ნი­კო­ლო­ზის ძე ხა­ბა­ზაშ­ვი­ლი ან ხა­ბე­ზაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს, ქ. თბი­ლის­ში, არ­დონ­სკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე. და­ი­ღუ­პა ყი­რიმ­ში, 1944 წლის, 11 იან­ვარს, კრას­ნო პერ­ე­კოპს­კი რა­ი­ონ­ში
  • კოკა (ან კო­კა­ნი) ია­კი­მის ძე დარ­სა­ვე­ლი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1899 წელს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დიდ ჯი­ხა­იშ­ში, (მე­უღ­ლე თა­მა­რა დარ­სა­ვე­ლი­ძე), რო­მე­ლიც ასე­ვე 1944 წელს და­ი­ღუ­პა...
ტი­გიშ­ვილს, ხა­ბე­ზაშ­ვილს (ხა­ბე­ზაშ­ვილს) და დარ­სა­ვე­ლი­ძეს ერთი საფ­ლა­ვი აქვთ, სა­მი­ვე მათ­გა­ნის ნეშ­ტი ყი­რიმ­ში, კრას­ნო პერ­ე­კო­მ­სკის რა­ი­ონ­ში, შე­ე­მე­ლოვ­კა­ში იპო­ვეს...

პ.ს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყი­რიმ­ში, იმ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას ქარ­თვე­ლი და სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი იბ­რძოდ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე ხან­ში შე­საძ­ლოა, სხვა აქამ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის ნეშ­ტიც აღ­მო­ა­ჩი­ნონ...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­კარ­გუ­ლი რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცის ნეშ­ტი ნა­პოვ­ნია - გა­და­ა­მოწ­მეთ ამ სი­ა­ში თქვე­ნი წი­ნა­პა­რი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ყირიმში ნაპოვნია კიდევ 4 ქართველის ნეშტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ

ყირიმში ნაპოვნია კიდევ 4 ქართველის ნეშტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გრძელდება მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიკაციის პროცესი. ყირიმსა და ქერჩიდან მოწოდებულ ინფორმაციებს მუდმივად ვაწვდით ჩვენს მკითხველს, რათა მათ წლების წინ დაკარგული წინაპრების პოვნა შეძლონ...

უკვე არაერთი ინფორმაცია მივიღეთ იქ მომუშავე სამძებრო კომისიისგან, რომელსაც ნატალია ძიუბა ხელმძღვანელობს. ამჟამად გთავაზობთ ჩვენს ხელთ არსებულ ბოლო მონაცემებს, რომელიც ყირიმიდან მოგვაწოდეს, ძიუბას ინფორმაციით, ნაპოვნია რამდენიმე დაკარგული ქართველი მეომრის ნეშტი...

მისივე თქმით, 1000 დაღუპულიდან, 100-ზე მეტს უკვე ჩაუტარდა ექსჰუმაცია, შედარებულია მათი დოკუმენტაცია და იდენტიფიკაციაც მოხდა. ძიუბას თქმით, შარშან, 9 მაისის აღლუმზე, ყირიმში ჩასული იყო მეორე მსოფლიო ომის 94 წლის მონაწილე, რომელმაც ძებნის კომისიას აჩვენა მიახლოებითი ადგილი, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა და ყოველი დიდი შეტაკების შემდეგ გადარჩენილები დიდ ორმოს, ანუ საერთო საფლავს თხრიდნენ და გვამებს იქ მარხავდნენ.

"ადრიან გაზაფხულზე დავიწყეთ იმ ტერიტორიზე ძებნა და მართლაც მივაკვლიეთ უზარმაზარ, ძალიან დიდ ფართობზე გადაჭიმულ სასაფლაოს... იქ ათასამდე მეომრის ნეშტია და ახლა, თანდათან მიმდინარეობს მათი ამოცნობა. სავარაუდოდ, იქ ერთ-ერთი პოლკის ჯარისკაცები არიან დამარხული და ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ მათი გვარ-სახელები, რათა ინფორმაცია ოჯახის წევრებს მივაწოდოთ ..." - აცხადებს სამძებრო კომისიის ხელმძღვანელი ნატალია ძიუბა.

გადახედეთ მათ გვარ-სახელებს, შესაძლოა, რომელიმე მათგანი თქვენი ოჯახის წევრი იყოს, რომლის შესახებაც, ამდენი წლის განმავლობაში არაფერი იცოდით.

  • 1915 წელს, დუშეთის რაიონის, სოფელ ანანურში დაბადებული, ალექსანდრე სანდროს ძე მამსირაშვილი. ის დაიღუპა 1944 წლის, 11 იანვარს, კიევში, უზინსკის რაიონში, სოფელ ვინცენტოვკაში.
  • გივი ან გიორგი ილიას ძე ტიგიშვილი, დაბადებული 1924 ან 1927 წელს, ქალაქ ბორჯომში, ბასეინის დასახლება, #15
  • კიევის მიმდებარედ აღმოჩენილ საერთო საფლავში ნაპოვნია რადეკო ნიკოლოზის ძე ხაბაზაშვილი ან ხაბეზაშვილი, დაბადებული 1924 წელს, ქ. თბილისში, არდონსკაიას ქუჩაზე. დაიღუპა ყირიმში, 1944 წლის, 11 იანვარს, კრასნო პერეკოპსკი რაიონში
  • კოკა (ან კოკანი) იაკიმის ძე დარსაველიძე, დაბადებული 1899 წელს, სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, (მეუღლე თამარა დარსაველიძე), რომელიც ასევე 1944 წელს დაიღუპა...
ტიგიშვილს, ხაბეზაშვილს (ხაბეზაშვილს) და დარსაველიძეს ერთი საფლავი აქვთ, სამივე მათგანის ნეშტი ყირიმში, კრასნო პერეკომსკის რაიონში, შეემელოვკაში იპოვეს...

პ.ს. არსებული ინფორმაციით, ყირიმში, იმ კონკრეტულ ადგილას ქართველი და სომეხი სამხედროებით დაკომპლექტებული ნაწილები იბრძოდნენ, შესაბამისად, რამდენიმე ხანში შესაძლოა, სხვა აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრის ნეშტიც აღმოაჩინონ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: მეორე მსოფლიო ომში დაკარგული რამდენიმე ჯარისკაცის ნეშტი ნაპოვნია - გადაამოწმეთ ამ სიაში თქვენი წინაპარი!

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?