პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანგელა მერკელი - უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ზავს დიდი მნიშვნელობა აქვს
ანგელა მერკელი - უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ზავს დიდი მნიშვნელობა აქვს

უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის ზავს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეუთო-ს მუ­შა­ო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და სამ­წუ­ხა­როა, რომ ის ხალ­ხი, ვინც კონ­ფლიქ­ტის დე­ეს­კა­ლა­ცი­ას უწყობს ხელს, ამ კონ­ფლიქ­ტის მსხვერ­პლი გახ­და. "ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ ამ კონ­ფლიქ­ტის გა­და­საჭ­რე­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, დიდ პროგ­რესს ჯერ არ აქვს ად­გი­ლი. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, ჩვენ ზავი გვჭირ­დე­ბა და შემ­დეგ უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა.

თა­ვის მხრივ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ვის ჩა­მო­უ­შო­რე­ბია დონ­ბა­სი უკ­რა­ი­ნის­გან და რომ თვი­თონ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს ამას ბლო­კა­დის პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბით.

"ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ კი­ე­ვის დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხე­ლი­დან გა­უშ­ვა შან­სი, მინ­სკის შე­თან­ხმე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ეხ­დი­ნა მა­შინ, რო­დე­საც სა­ა­მი­სოდ ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჰქონ­და", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ან­გე­ლა მერ­კე­ლი ასე­ვე შე­ე­ხო ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის სა­კითხს. მისი თქმით, რუ­სეთ­სა და გერ­მა­ნი­ას შე­უძ­ლი­ათ მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლონ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის სა­კი­თხში. "ჩვენ ერ­თი­ა­ნი ვართ იმა­ში, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლას შე­ე­ხე­ბა. ამ სფე­რო­ში გერ­მა­ნი­ა­სა და რუ­სეთს უფრო მჭიდ­როდ შე­უძ­ლი­ათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ანგელა მერკელი - უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ზავს დიდი მნიშვნელობა აქვს

ანგელა მერკელი - უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ზავს დიდი მნიშვნელობა აქვს

უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ზავს დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო-ს მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს და სამწუხაროა, რომ ის ხალხი, ვინც კონფლიქტის დეესკალაციას უწყობს ხელს, ამ კონფლიქტის მსხვერპლი გახდა. "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად. სამწუხაროდ, დიდ პროგრესს ჯერ არ აქვს ადგილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ზავი გვჭირდება და შემდეგ უკვე პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავის ჩამოუშორებია დონბასი უკრაინისგან და რომ თვითონ უკრაინის ხელისუფლება აკეთებს ამას ბლოკადის პოლიტიკის გატარებით.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიევის დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შანსი, მინსკის შეთანხმებების რეალიზება მოეხდინა მაშინ, როდესაც საამისოდ შიდაპოლიტიკური შესაძლებლობები ჰქონდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელი ასევე შეეხო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს. მისი თქმით, რუსეთსა და გერმანიას შეუძლიათ მჭიდროდ ითანამშრომლონ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში. "ჩვენ ერთიანი ვართ იმაში, რაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას შეეხება. ამ სფეროში გერმანიასა და რუსეთს უფრო მჭიდროდ შეუძლიათ თანამშრომლობა", - აღნიშნა მან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"