სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს შემაკავებელი ორდერი და როგორ უნდა დაიცვათ თავი მოძალადისგან?
რას ნიშნავს შემაკავებელი ორდერი და როგორ უნდა დაიცვათ თავი მოძალადისგან?

ბოლო სამ თვე­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით 855 პირი და­ა­კა­ვა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მსხვერ­პლთა დაც­ვის მიზ­ნით შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი 1402 პი­რის მი­მართ გა­მოს­ცეს.

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბად ით­ვლე­ბა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბა: ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა.

2012 წლის მა­ის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოხ­და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცია. ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას, პო­ლი­ცი­ე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მსხვერ­პლის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის და ძა­ლა­დო­ბის გან­მე­ო­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით გა­მოს­ცეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი.

შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის მუხ­ლით 175-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მუხ­ლით 381 პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

მარ­თა­ლია, პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით ძა­ლა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რე­ა­ლუ­რად ბევ­რად მა­ღა­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013-2017 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­მო­ცე­მუ­ლია შემ­დე­გი რა­ო­დე­ნო­ბის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი (იგუ­ლის­ხმე­ბა ოჯა­ხის ნე­ბის­მი­ერ წევ­რზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ორ­დე­რე­ბი):

  • 2013 წელს 227 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­ი­ცა
  • 2014 წელს რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის გა­ო­თხმაგ­და და 817 გახ­და
  • 2015 წელს კი­დევ სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - 2 598
  • რაც შე­ე­ხე­ბა 2016 წლის სტა­ტის­ტი­კას, პო­ლი­ცი­ამ 2 877 ორ­დე­რი გა­მოს­ცა
  • 2017 წლის 24 აპ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით კი უკვე 752 ორ­დე­რია გა­ცე­მუ­ლი

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და რა შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­ცე­მა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია იგი და რო­გორ მოქ­მე­დებს. გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ნინო ჩიხ­ლა­ძე:

"სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ორი დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მია გან­სა­ზღვრუ­ლი - ესაა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და დამ­ცა­ვი ორ­დე­რი.

შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დერს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბის დროს გა­მოს­ცემს. პატ­რუ­ლი მის­ვლის შემ­დეგ, თუკი ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ, შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დერს აფორ­მებს, რის შემ­დე­გა­დაც ის სა­სა­მარ­თლო­ში და­სამ­ტკი­ცებ­ლად იგ­ზავ­ნე­ბა. მას სა­სა­მარ­თლო ერთ თვემ­დე ვა­დით ამ­ტკი­ცებს.

თუ მსხვერ­პლი არ მი­მარ­თავს პატ­რულს და მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს, სა­სა­მარ­თლო მი­მარ­თვი­დან 10 დღის ვა­და­ში ჩა­ნიშ­ნავს პრო­ცესს და სამ თვემ­დე ვა­დით გა­მოს­ცემს დამ­ცავ ორ­დერს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია გაგ­რძელ­დეს 6 თვის ვა­დით. ჯამ­ში ეს ორ­დე­რი 9 თვე მოქ­მე­დებს.

- რას გუ­ლის­ხმობს ეს ორი ორ­დე­რი და რით გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან?

- ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ეს ორი ორ­დე­რი იდენ­ტუ­რია. მათი სა­შუ­ა­ლე­ბით, მო­ძა­ლა­დეს გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი ეკ­რძა­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა: მსხვერ­პლის სამ­სა­ხურ­თან და სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას მი­ახ­ლო­ე­ბა, ან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი. თუ ამ შე­ზღუდ­ვე­ბი­დან რო­მე­ლი­მე და­ირ­ღვა, მსხვერ­პლმა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს უნდა აც­ნო­ბოს.

- რო­გორ მოქ­მე­დებს ორ­დე­რი და რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად იცავს მსხვერ­პლს მო­ძა­ლა­დის­გან?

- არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ეს ორ­დე­რი მოქ­მე­დებს და მო­ძა­ლა­დეს ამის ეში­ნია. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა ორ­დე­რის გა­მო­წე­რის შემ­დეგ, მო­ძა­ლა­დე კი­დევ უფრო გა­ღი­ზი­ან­დეს. რე­ა­ლუ­რად ეს არის დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ამას იმის­თვის იყე­ნე­ბენ, რომ მსხვეპ­ლი თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­ვი­დეს.

- რო­დე­საც ორ­დე­რის მოქ­მე­დე­ბა სრულ­დე­ბა და მო­ძა­ლა­დე ძა­ლა­დო­ბას კვლავ აგ­რძე­ლებს, მსხვერ­პლი რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს?

- დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ მან იგი­ვე პრო­ცე­დუ­რა უნდა გა­ი­ა­როს. რე­ა­ლუ­რად, ჩვენ წრე­ზე ვტრი­ა­ლებთ. თუ ორ­დე­რის მოქ­მე­დე­ბა გა­ვი­და და მო­ძა­ლა­დემ ისევ და­ი­წყო ძა­ლა­დო­ბა, მა­შინ ისევ ან სა­პატ­რუ­ლოს ან სა­სა­მარ­თლოს უნდა მი­მარ­თოს.

- დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა?

- მო­ძა­ლა­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა ან გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ელო­დე­ბა. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის 7 დღემ­დე პა­ტიმ­რო­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ხოლო დამ­ცა­ვი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის - 15-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ან გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

- ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი რამ­დე­ნად ხში­რია?

- ჩემს პრაქ­ტი­კა­ში ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არ ფიქ­სირ­დე­ბა. სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად ხში­რად ირ­ღვე­ვა ამ ორ­დე­რის მოქ­მე­დე­ბა ან ირ­ღვე­ვა თუ არა, ამის მო­ნი­ტო­რინ­გი არ ხდე­ბა. თუმ­ცა, თუ გა­ვიხ­სნებთ იგი­ვე 2014 წლის ქალ­თა მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რი­ას, რო­მე­ლიც საია-მ შე­ის­წავ­ლა და იმ საქ­მე­ე­ბის სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მსხვერ­პლებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­დათ მი­მარ­თუ­ლი, თუმ­ცა მათ შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნეს, ანუ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­წე­რი­ლი არ იყო. ეს ორ­დე­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­წე­რი­ლი, ვერ გე­ტყვით ამ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბო­და თუ არა მკვლე­ლო­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო რე­ა­გი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა.

- თუ მსხვერ­პლმა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა, რა შემ­თხვე­ვა­ში არ წე­რენ ორ­დერს?

- ხში­რად თვლი­ან, რომ სა­ჭი­რო არ არის. რო­გორც წესი, თუ ფაქ­ტი არ და­ფიქ­სირ­და და პო­ლი­ცი­ას ორი­ვე მათ­გა­ნი ად­გილ­ზე არ დახ­ვდა, ორ­დერს არ წე­რენ ხოლ­მე. ფაქ­ტი რო­დე­საც ხდე­ბა, მა­შინ უნდა გა­მო­ი­ძა­ხო პატ­რუ­ლი, რო­მე­ლიც ორი­ვე მხა­რეს და­კი­თხავს. თუ მო­ძა­ლა­დე ად­გილ­ზე არ ხვდე­ბა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ წე­რენ.

ხში­რად რე­გი­ონ­ში, სა­დაც ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს, ცდი­ლო­ბენ, საქ­მე ისე მო­აგ­ვა­რონ, რომ ორ­დე­რი არ გა­მო­ი­ყე­ნონ და სი­ტყვი­ერ გაფრ­თხი­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, ან ჯერ კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი ხელ­წე­რი­ლე­ბის წე­რის პრაქ­ტი­კა.

- პო­ლი­ცი­ას თუ მო­ძა­ლა­დე ად­გილ­ზე ხვდე­ბა და ძა­ლა­დო­ბას არ ადას­ტუ­რებს, ორ­დერს არ წე­რენ?

- ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­ძა­ლა­დე ძა­ლა­დო­ბას არას­დროს არ ადას­ტუ­რებს, უნდა მოხ­დეს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ძა­ლა­დო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს პო­ლი­ცი­ე­ლებს შე­ფა­სე­ბი­თი ფორ­მა, რი­თიც ისი­ნი შე­ა­ფა­სებ­დნენ თუ რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ძა­ლა­დო­ბის რის­კი, არ აქვთ. რის­კის შე­ფა­სე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა იყე­ნებს. ეს იმას გუ­ლის­ხმობს, რომ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი კი­თხვა­რი და პროგ­რა­მა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა გარ­კვე­ვა, ვინ არის მსხვერ­პლი და ვინ მო­ძა­ლა­დე.

ამი­ტო­მაც საია-ს აქვს ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ამ რის­კის შე­ფა­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კა­ში უნდა და­ი­ნერ­გოს. პრო­ექ­ტი თვის ბო­ლოს იქ­ნე­ბა მზად.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ასა­ხავს თუ არა რე­ა­ლო­ბას სტა­ტის­ტი­კა?

- რა თქმა უნდა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის­გან გან­სხვა­ვე­ბით არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა ბევ­რად მა­ღა­ლია. ბევრ მსხვერ­პლს ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არ სურს. მა­გა­ლი­თად, თუ წლი­უ­რად 2 000 ორ­დე­რია გა­მო­წე­რი­ლი, რა თქმა უნდა, ეს სრულ­ყო­ფი­ლი სუ­რა­თი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად სტა­ტის­ტი­კაც ბევ­რად მა­ღა­ლია.

ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რას ნიშნავს შემაკავებელი ორდერი და როგორ უნდა დაიცვათ თავი მოძალადისგან?

რას ნიშნავს შემაკავებელი ორდერი და როგორ უნდა დაიცვათ თავი მოძალადისგან?

ბოლო სამ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.

ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობა.

2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით 175-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით 381 პირველი ნაწილით.

მართალია, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა სპეციალისტების შეფასებით ძალადობის მაჩვენებელი რეალურად ბევრად მაღალია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2017 წლების მონაცემებით, გამოცემულია შემდეგი რაოდენობის შემაკავებელი ორდერები (იგულისხმება ოჯახის ნებისმიერ წევრზე ძალადობის შემთხვევაში გამოცემული ორდერები):

  • 2013 წელს 227 შემაკავებელი ორდერი გამოიცა
  • 2014 წელს რაოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და 817 გახდა
  • 2015 წელს კიდევ სამჯერ გაიზარდა შემაკავებელი ორდერების რაოდენობა - 2 598
  • რაც შეეხება 2016 წლის სტატისტიკას, პოლიციამ 2 877 ორდერი გამოსცა
  • 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით კი უკვე 752 ორდერია გაცემული

AMBEBI.GE დაინტერესდა რა შემთხვევაში გაიცემა შემაკავებელი ორდერი, რამდენად ეფექტურია იგი და როგორ მოქმედებს. გვესაუბრება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი ნინო ჩიხლაძე:

"საქართველოს კანონმდებლობით ორი დამცავი მექანიზმია განსაზღვრული - ესაა შემაკავებელი და დამცავი ორდერი.

შემაკავებელ ორდერს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ფაქტზე რეაგირების დროს გამოსცემს. პატრული მისვლის შემდეგ, თუკი ჩათვლის საჭიროდ, შემაკავებელ ორდერს აფორმებს, რის შემდეგადაც ის სასამართლოში დასამტკიცებლად იგზავნება. მას სასამართლო ერთ თვემდე ვადით ამტკიცებს.

თუ მსხვერპლი არ მიმართავს პატრულს და მიმართავს სასამართლოს, სასამართლო მიმართვიდან 10 დღის ვადაში ჩანიშნავს პროცესს და სამ თვემდე ვადით გამოსცემს დამცავ ორდერს, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს 6 თვის ვადით. ჯამში ეს ორდერი 9 თვე მოქმედებს.

- რას გულისხმობს ეს ორი ორდერი და რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

- შინაარსობრივად ეს ორი ორდერი იდენტურია. მათი საშუალებით, მოძალადეს გარკვეული ქმედებები ეკრძალება, როგორიცაა: მსხვერპლის სამსახურთან და საცხოვრებელ ადგილას მიახლოება, ან სატელეფონო ზარები. თუ ამ შეზღუდვებიდან რომელიმე დაირღვა, მსხვერპლმა შესაბამის ორგანოს უნდა აცნობოს.

- როგორ მოქმედებს ორდერი და რეალურად რამდენად იცავს მსხვერპლს მოძალადისგან?

- არის შემთხვევები, როდესაც ეს ორდერი მოქმედებს და მოძალადეს ამის ეშინია. თუმცა, შესაძლოა ორდერის გამოწერის შემდეგ, მოძალადე კიდევ უფრო გაღიზიანდეს. რეალურად ეს არის დაცვითი მექანიზმი და ხშირ შემთხვევაში ამას იმისთვის იყენებენ, რომ მსხვეპლი თავშესაფარში გადავიდეს.

- როდესაც ორდერის მოქმედება სრულდება და მოძალადე ძალადობას კვლავ აგრძელებს, მსხვერპლი როგორ უნდა მოიქცეს?

- დროის გასვლის შემდეგ მან იგივე პროცედურა უნდა გაიაროს. რეალურად, ჩვენ წრეზე ვტრიალებთ. თუ ორდერის მოქმედება გავიდა და მოძალადემ ისევ დაიწყო ძალადობა, მაშინ ისევ ან საპატრულოს ან სასამართლოს უნდა მიმართოს.

- დარღვევის შემთხვევაში რა ხდება?

- მოძალადეს ადმინისტრაციული პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოები ელოდება. შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის 7 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ხოლო დამცავი ორდერის დარღვევისთვის - 15-დღიანი პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოები.

- ორდერის დარღვევის შემთხვევები რამდენად ხშირია?

- ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები არ ფიქსირდება. საერთოდ, რამდენად ხშირად ირღვევა ამ ორდერის მოქმედება ან ირღვევა თუ არა, ამის მონიტორინგი არ ხდება. თუმცა, თუ გავიხსნებთ იგივე 2014 წლის ქალთა მკვლელობების სერიას, რომელიც საია-მ შეისწავლა და იმ საქმეების სასამართლო გადაწყვეტილებებს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდა, რომ მსხვერპლებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის რამდენჯერმე ჰქონდათ მიმართული, თუმცა მათ შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინეს, ანუ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი არ იყო. ეს ორდერი რომ ყოფილიყო გამოწერილი, ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში მოხდებოდა თუ არა მკვლელობა, ყოველ შემთხვევაში საჭირო რეაგირება არ მომხდარა.

- თუ მსხვერპლმა პოლიციას მიმართა, რა შემთხვევაში არ წერენ ორდერს?

- ხშირად თვლიან, რომ საჭირო არ არის. როგორც წესი, თუ ფაქტი არ დაფიქსირდა და პოლიციას ორივე მათგანი ადგილზე არ დახვდა, ორდერს არ წერენ ხოლმე. ფაქტი როდესაც ხდება, მაშინ უნდა გამოიძახო პატრული, რომელიც ორივე მხარეს დაკითხავს. თუ მოძალადე ადგილზე არ ხვდება, ასეთ შემთხვევაში ვერ წერენ.

ხშირად რეგიონში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ცდილობენ, საქმე ისე მოაგვარონ, რომ ორდერი არ გამოიყენონ და სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევენ, ან ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ხელწერილების წერის პრაქტიკა.

- პოლიციას თუ მოძალადე ადგილზე ხვდება და ძალადობას არ ადასტურებს, ორდერს არ წერენ?

- ხშირ შემთხვევაში მოძალადე ძალადობას არასდროს არ ადასტურებს, უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, რამდენად შეესაბამება ძალადობას. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიციელებს შეფასებითი ფორმა, რითიც ისინი შეაფასებდნენ თუ რამდენად მაღალია ძალადობის რისკი, არ აქვთ. რისკის შეფასებას ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს. ეს იმას გულისხმობს, რომ არსებობს სპეციალური კითხვარი და პროგრამა, რისი საშუალებითაც ხდება გარკვევა, ვინ არის მსხვერპლი და ვინ მოძალადე.

ამიტომაც საია-ს აქვს ახალი პროექტი, რომელიც ამ რისკის შეფასებას ითვალისწინებს, რომელიც პრაქტიკაში უნდა დაინერგოს. პროექტი თვის ბოლოს იქნება მზად.

- როგორ ფიქრობთ, ასახავს თუ არა რეალობას სტატისტიკა?

- რა თქმა უნდა, ოფიციალური სტატისტიკისგან განსხვავებით არაოფიციალური სტატისტიკა ბევრად მაღალია. ბევრ მსხვერპლს ძალადობის შესახებ საუბარი არ სურს. მაგალითად, თუ წლიურად 2 000 ორდერია გამოწერილი, რა თქმა უნდა, ეს სრულყოფილი სურათი არ არის, შესაბამისად სტატისტიკაც ბევრად მაღალია.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

"მოკლა ცოლი და მეზობელი, ამის შემდეგ მიიმალა..." - ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობა გურჯაანში - მამაკაცმა ცოლი მოკლა, ასევე ესროლა დასახმარებლად შესულ მეზობლებს

გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს