პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
FBI-ის თარჯიმანი ცოლად გაყვა ISIS-ის მებრძოლს, რომელიც ტერორისტობამდე რეპერი იყო
FBI-ის თარჯიმანი ცოლად გაყვა ISIS-ის მებრძოლს, რომელიც ტერორისტობამდე რეპერი იყო

FBI-ის თარ­ჯი­მა­ნი ცო­ლად გაყ­ვა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძოლს, რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნა და მას­თან ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით 2014 წელს სი­რი­ა­ში გა­იქ­ცა - მარ­თა­ლია, ეს ფილ­მის სცე­ნარს გავს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი ამ­ბა­ვია და ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ CNN-მა გა­ავ­რცე­ლა.

საქ­მე ეხე­ბა ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს თარ­ჯი­მანს და­ნი­ე­ლა გრინს, რო­მე­ლიც ატყუ­ებ­და თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს სა­კუ­თა­რი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ და ჯი­ჰა­დისტ მე­უღ­ლეს აწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მას­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

გრინს, რო­მელ­საც უმაღ­ლეს სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი, და­ვა­ლე­ბა მი­ე­ცა გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა დე­ნის ქას­პერ­ტის საქ­მე - გერ­მა­ნე­ლი რე­პე­რი­სა, რო­მე­ლი ISIS-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჩა­ე­წე­რა. მისი რე­პე­რო­ბის დრო­ინ­დე­ლი მეტ­სა­ხე­ლი Deso Dogg იყო.

ტე­რო­რის­ტად ქცე­უ­ლი რე­პე­რი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ახალ­გაზ­რდე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბის საქ­მეს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და მისი გავ­ლე­ნე­ბი თან­და­თან იზ­რდე­ბო­და ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და პრო­პა­გან­დის­ტულ ვი­დე­ო­ებ­ში, მათ შო­რის რეპ-რე­ჩი­ტა­ტი­ვებ­ში ხოტ­ბას ას­ხამ­და ოსა­მა ბენ ლა­დენს და ბა­რაკ ობა­მას მუ­ქა­რის ტექ­სტებს უგ­ზავ­ნი­და.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში 38 წლის გრინ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რა რა შეც­დო­მა და­უშ­ვა და კვლავ აშშ-ში გა­იქ­ცა. ამე­რი­კა­ში ქალი და­ა­კა­ვეს. მან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ითა­ნამ­შრომ­ლა და 2-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მი­ე­სა­ჯა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი გა­სულ ზა­ფხულს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია CNN-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

FBI-ის თარჯიმანი ცოლად გაყვა ISIS-ის მებრძოლს, რომელიც ტერორისტობამდე რეპერი იყო

FBI-ის თარჯიმანი ცოლად გაყვა ISIS-ის მებრძოლს, რომელიც ტერორისტობამდე რეპერი იყო

FBI-ის თარჯიმანი ცოლად გაყვა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლს, რომელზეც გამოძიება უნდა ეწარმოებინა და მასთან ქორწინების მიზნით 2014 წელს სირიაში გაიქცა - მართალია, ეს ფილმის სცენარს გავს, თუმცა რეალური ამბავია და ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა გაავრცელა.

საქმე ეხება ფედერალური ბიუროს თარჯიმანს დანიელა გრინს, რომელიც ატყუებდა თავის თანამშრომლებს საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ და ჯიჰადისტ მეუღლეს აწვდიდა ინფორმაციას, რომ მასზე გამოძიება მიმდინარეობდა.

გრინს, რომელსაც უმაღლეს საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, დავალება მიეცა გამოეძიებინა დენის ქასპერტის საქმე - გერმანელი რეპერისა, რომელი ISIS-ის შემადგენლობაში ჩაეწერა. მისი რეპერობის დროინდელი მეტსახელი Deso Dogg იყო.

ტერორისტად ქცეული რეპერი ინტერნეტსივრცეში ახალგაზრდების რეკრუტირების საქმეს ხელმძღვანელობდა და მისი გავლენები თანდათან იზრდებოდა ტერორისტულ დაჯგუფებაში. ის მონაწილეობდა პროპაგანდისტულ ვიდეოებში, მათ შორის რეპ-რეჩიტატივებში ხოტბას ასხამდა ოსამა ბენ ლადენს და ბარაკ ობამას მუქარის ტექსტებს უგზავნიდა.

CNN-ის ინფორმაციით, დაქორწინებიდან რამდენიმე კვირაში 38 წლის გრინმა გააცნობიერა რა შეცდომა დაუშვა და კვლავ აშშ-ში გაიქცა. ამერიკაში ქალი დააკავეს. მან სამართალდამცველებთან ითანამშრომლა და 2-წლიანი სასჯელი მიესაჯა. არსებული ინფორმაციით, ქალი გასულ ზაფხულს გაათავისუფლეს.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"