საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლე მძღოლებისთვის - 6 კრიტერიუმი, რომელსაც ტექდათვალიერების პირველ ეტაპზე ყველა ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს
სიახლე მძღოლებისთვის - 6 კრიტერიუმი, რომელსაც ტექდათვალიერების პირველ ეტაპზე ყველა ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის აღ­დგე­ნის პირ­ველ ეტაპ­ზე, მძღო­ლებს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ბა­ზი­სო ფაქ­ტო­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას მოს­თხო­ვენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ეს ის ფაქ­ტო­რე­ბი იქ­ნე­ბა, რო­მელ­თა მო­წეს­რი­გე­ბა მი­ნი­მუმ აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ რო­გორც მძღოლ­თა, ისე მგზავ­რთა და ქვე­ით­თა სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ შე­ექ­მნას.

"პარ­ლა­მენ­ტის საქ­მეა, რომ მი­ი­ღოს კა­ნო­ნე­ბი. ჩვენ მხა­რი ერ­თხმად და­ვუ­ჭი­რეთ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის რე­ფორ­მებს. გარ­და ამი­სა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს კი­დევ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც დის­კუ­სია გა­აქ­ტი­ურ­და მა­შინ­ვე, რო­გორც კი საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნი და­ვამ­ტკი­ცეთ. პირ­ვე­ლი ეს არის ავ­ტოს­კო­ლე­ბის სა­კი­თხი და სა­ჭი­როა, რომ ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტი იქ­ნას შე­მო­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მი­ნი­მუმ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ავ­ტოს­კო­ლამ.

მე­ო­რე ეს არის საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რა­საც თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­მა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ უნდა მი­ხე­დოს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ოა გა­სა­წე­ვი, რათა საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს სტან­დარ­ტებს და ავა­რი­ე­ბის რის­კე­ბი აქე­დან არ მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

მე­სა­მე ესაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რა კუ­თხი­თაც ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მეა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლია ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა და მე­ო­თხე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ესაა ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბა.

ჩვენ ევ­რო­კავ­შირ­თან გვაქვს აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვი­ღოთ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი. რა თქმა უნდა, ევ­რო­პა­ში 100-ზე მეტ ტექ­ნი­კურ ფაქ­ტორ­ზე ხდე­ბა მან­ქა­ნე­ბის შე­მოწ­მე­ბა, ჩვენ კი ჯერ არ ვართ მზად, რომ ყვე­ლა ფაქ­ტო­რის შე­მოწ­მე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მან­ქა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უბ­რა­ლოდ ვე­ღარ გა­მო­ვა ქუ­ჩა­ში, ამი­ტომ პირ­ველ ეტაპ­ზე ვფიქ­რობთ, რომ უფრო გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა და არის სა­უ­ბა­რი, რომ მოხ­დეს სა­ბა­ზი­სო ფაქ­ტო­რე­ბის კონ­ტრო­ლი. ეს არის მა­გა­ლი­თად, "ბამ­პე­რი", რო­მე­ლიც მან­ქა­ნებს უყე­ნი­ათ წინა და უკა­ნა მხა­რეს, სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბა, სა­ბუ­რა­ვი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა იყოს, უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დე­ბი, გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა და გა­მო­ნა­ბოლ­ქვი. ვფიქ­რობ, მი­ნი­მუმ ეს 6 ფაქ­ტო­რი არის ის ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლის მო­წეს­რი­გე­ბა ნე­ბის­მი­ერ თავ­მოყ­ვა­რე მძღოლს მო­ე­თხო­ვე­ბა, რად­გან საქ­მე ეხე­ბა რო­გორც მათ, ისე მგზავ­რე­ბის და ქვე­ი­თე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აღარ არის. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პე­რი­ო­დუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის აღ­დგე­ნას გეგ­მავს, რაც, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა 2018 წლი­დან მოხ­დეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "ავ­ტოს­კო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და­ი­ნერ­გე­ბა"

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები

სიახლე მძღოლებისთვის - 6 კრიტერიუმი, რომელსაც ტექდათვალიერების პირველ ეტაპზე ყველა ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს

სიახლე მძღოლებისთვის - 6 კრიტერიუმი, რომელსაც ტექდათვალიერების პირველ ეტაპზე ყველა ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენის პირველ ეტაპზე, მძღოლებს მხოლოდ რამდენიმე საბაზისო ფაქტორის დაკმაყოფილებას მოსთხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ეს ის ფაქტორები იქნება, რომელთა მოწესრიგება მინიმუმ აუცილებელია იმისთვის, რომ როგორც მძღოლთა, ისე მგზავრთა და ქვეითთა სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

"პარლამენტის საქმეა, რომ მიიღოს კანონები. ჩვენ მხარი ერთხმად დავუჭირეთ გიორგი მღებრიშვილის რეფორმებს. გარდა ამისა საგზაო უსაფრთხოებას განაპირობებს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებზეც დისკუსია გააქტიურდა მაშინვე, როგორც კი საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონი დავამტკიცეთ. პირველი ეს არის ავტოსკოლების საკითხი და საჭიროა, რომ ერთიანი სტანდარტი იქნას შემოღებული, რომელიც მინიმუმ უნდა დააკმაყოფილოს ავტოსკოლამ.

მეორე ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, რასაც თვითმმართველობებმა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა მიხედოს. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და ავარიების რისკები აქედან არ მომდინარეობდეს.

მესამე ესაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა კუთხითაც ასევე ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, გასავითარებელია ეს მიმართულება და მეოთხე მნიშვნელოვანი ნაწილი ესაა ტექნიკური რეგლამენტი, ავტომობილების ტექნიკური გამართულობა.

ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ქვეყანაში შემოვიღოთ ტექნიკური რეგლამენტი. რა თქმა უნდა, ევროპაში 100-ზე მეტ ტექნიკურ ფაქტორზე ხდება მანქანების შემოწმება, ჩვენ კი ჯერ არ ვართ მზად, რომ ყველა ფაქტორის შემოწმება მოვახდინოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში მანქანების უმეტესობა უბრალოდ ვეღარ გამოვა ქუჩაში, ამიტომ პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ უფრო გონივრული იქნება და არის საუბარი, რომ მოხდეს საბაზისო ფაქტორების კონტროლი. ეს არის მაგალითად, "ბამპერი", რომელიც მანქანებს უყენიათ წინა და უკანა მხარეს, სამუხრუჭე სისტემის მოწესრიგება, საბურავი, რომელიც აუცილებლად კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს, უსაფრთხოების ღვედები, განათების სისტემა და გამონაბოლქვი. ვფიქრობ, მინიმუმ ეს 6 ფაქტორი არის ის ფაქტორები, რომლის მოწესრიგება ნებისმიერ თავმოყვარე მძღოლს მოეთხოვება, რადგან საქმე ეხება როგორც მათ, ისე მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო უკვე რამდენიმე წელია აღარ არის. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ავტომობილის სავალდებულო პერიოდული ტესტირების აღდგენას გეგმავს, რაც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შესაძლოა 2018 წლიდან მოხდეს.

წაიკითხეთ ასევე: "ავტოსკოლებთან მიმართებაში ახალი სტანდარტები დაინერგება"

იხილეთ ვიდეო

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების  დაცვით გაიხსნება

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრი მიკროავტობუსიდან - ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოები, რომლებიც 18 ივნისსაა გადაღებული

"ვრეკავდი აქეთ-იქეთ, ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე, რომელიც 18 ივნისის ღამესაა გადაღებული