მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავტოსკოლებთან მიმართებაში ახალი სტანდარტები დაინერგება"
"ავტოსკოლებთან მიმართებაში ახალი სტანდარტები დაინერგება"

ავ­ტოს­კო­ლებ­ში სწავ­ლის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით ახა­ლი სტან­დარ­ტის და­ნერგვა­ზე მუ­შა­ო­ბა იწყე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ავ­ტოს­კო­ლებ­მაც უნდა ითა­მა­შონ, სა­დაც ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტის და­ნერგვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "ავ­ტოს­კო­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დი­დია - სა­ნამ მძღო­ლი სა­ჭეს მი­უჯ­დე­ბა, ის ავ­ტოს­კო­ლა­ში სწავ­ლე­ბას გა­ივ­ლის და მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის­თვის ემ­ზა­დე­ბა, ამი­ტომ, ავ­ტოს­კო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხი და სა­ი­მე­დო­ო­ბა ბევ­რად გა­ნა­პი­რო­ბებს უსაფრ­თხო მოძ­რა­ო­ბას".

"საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა მხა­რეს შო­რის არ­სე­ბობს კონ­სე­სუ­სი და სა­მუ­შაო პრო­ცეს­მაც გვიჩ­ვე­ნა, რომ ავ­ტოს­კო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და ცოდ­ნის მი­წო­დე­ბის ხა­რის­ხი უნდა იყოს ერ­თი­ან სტან­დარ­ტში მოყ­ვა­ნი­ლი - უნდა შე­იქ­მნას გარ­კვე­უ­ლი სა­ბა­ზი­სო სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა ავ­ტოს­კო­ლა, რად­გან როცა ჩვენ ვარ­თუ­ლებთ მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დას და ის რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­დაგ­ვაქვს, როცა ვლა­პა­რა­კობთ, რომ ბევრ მძღოლს არ აქვს საკ­მა­რი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია და ისი­ნი მა­გა­ლი­თად, მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სებს ხში­რად არ­ღვე­ვენ და ეს ავა­რი­ე­ბის და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია; თა­ვის­თა­ვად ჩნდე­ბა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რომ მოხ­დეს მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის­თვის მძღო­ლის სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბა, მომ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რომ სა­ჭეს­თან დაჯ­დეს და გა­მო­ვი­დეს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ში. ეს რა თქმა უნდა, არ არის მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის ან მხო­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს საქ­მე. სა­კი­თხი ეხე­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს. ეს არის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც დის­კუ­სია და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი ჯერ კი­დევ წინ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ და იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ჭი­როა ავ­ტოს­კო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ახა­ლი სტან­დარ­ტი დრო­უ­ლად და­ი­ნერ­გოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ავტოსკოლებთან მიმართებაში ახალი სტანდარტები დაინერგება"

"ავტოსკოლებთან მიმართებაში ახალი სტანდარტები დაინერგება"

ავტოსკოლებში სწავლის ხარისხის განვითარების მიზნით ახალი სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი როლი ავტოსკოლებმაც უნდა ითამაშონ, სადაც ერთიანი სტანდარტის დანერგვა აუცილებელია.

მისივე განმარტებით, "ავტოსკოლების პასუხისმგებლობა დიდია - სანამ მძღოლი საჭეს მიუჯდება, ის ავტოსკოლაში სწავლებას გაივლის და მართვის მოწმობის გამოცდისთვის ემზადება, ამიტომ, ავტოსკოლაში სასწავლო პროცესის ხარისხი და საიმედოობა ბევრად განაპირობებს უსაფრთხო მოძრაობას".

"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა მხარეს შორის არსებობს კონსესუსი და სამუშაო პროცესმაც გვიჩვენა, რომ ავტოსკოლებში სასწავლო პროცესი და ცოდნის მიწოდების ხარისხი უნდა იყოს ერთიან სტანდარტში მოყვანილი - უნდა შეიქმნას გარკვეული საბაზისო სტანდარტი, რომელსაც დააკმაყოფილებს ყველა ავტოსკოლა, რადგან როცა ჩვენ ვართულებთ მართვის მოწმობის გამოცდას და ის რეალურ მოძრაობაში გადაგვაქვს, როცა ვლაპარაკობთ, რომ ბევრ მძღოლს არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია და ისინი მაგალითად, მანევრირების წესებს ხშირად არღვევენ და ეს ავარიების და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია; თავისთავად ჩნდება აუცილებლობა, რომ მოხდეს მართვის მოწმობის გამოცდისთვის მძღოლის სათანადოდ მომზადება, მომზადება იმისთვის, რომ საჭესთან დაჯდეს და გამოვიდეს საგზაო მოძრაობაში. ეს რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ პარლამენტის ან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე. საკითხი ეხება ეკონომიკის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და განათლების სამინისტროს. ეს არის საკითხი, რომელზეც დისკუსია და სამუშაო შეხვედრები ჯერ კიდევ წინ გვაქვს", - განაცხადა თალაკვაძემ და იქვე აღნიშნა, რომ საჭიროა ავტოსკოლებთან მიმართებაში ახალი სტანდარტი დროულად დაინერგოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი