პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატურალური პროდუქტი პირდაპირ სოფლიდან - ონლაინ მაღაზია soplidan.ge-ს შექმნის ისტორია
ნატურალური პროდუქტი პირდაპირ სოფლიდან - ონლაინ მაღაზია soplidan.ge-ს შექმნის ისტორია

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტებს, სა­ხელ­მწი­ფო თუ კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ შექ­მნან ახა­ლი სერ­ვი­სი და ამით უფრო მე­ტად გა­ნა­ვი­თა­რონ ეს სფე­რო.

www.soplidan.ge - სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­აა. ვებგ­ვერ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნა­თია ნი­ნი­კე­ლაშ­ვი­ლი ვებგ­ვერ­დის შექ­მნის იდე­ა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"ჩემ­თვის ყო­ველ­თვის სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და ბავ­შვე­ბის საკ­ვე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი შე­მე­ძი­ნა, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი კა­ხე­თი­დან ჩა­მო­მე­ტა­ნა სოფ­ლის ნა­წარ­მი, გლე­ხებს ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი და სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტი ჩა­მომ­ქონ­და. ეს რომ გა­ი­გეს ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, გა­უჩ­ნდათ სურ­ვი­ლი მა­თაც შე­ე­ძი­ნათ პრო­დუქ­ტი, სა­ბო­ლო­ოდ კი გაჩ­ნდა იდეა, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ვებგ­ვერ­დი, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი შე­ე­ძი­ნა.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი და ონ­ლა­ინ შეს­ყიდ­ვე­ბის თემა და­ვუ­კავ­ში­რე ერ­თმა­ნეთს და შე­იქ­მნა soplidan.ge. შპს "სოფ­ლი­დან" 2015 წელს და­არ­სდა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი მი­ვა­წო­დოთ. ყვე­ლა ოჯახს, რო­მელ­საც სურ­ვი­ლი აქვს იკ­ვე­ბე­ბო­დეს ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტით, შე­უძ­ლია მის­თვის სა­სურ­ველ ად­გილ­ზე მი­ი­ღოს ყვე­ლა ის პრო­დუქ­ტი, რა­საც სა­იტ­ზე შე­ი­ძენს. კომ­პა­ნია აკონ­ტრო­ლებს და იცავს პრო­დუქ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის, შე­ნახ­ვის და და­ფა­სო­ე­ბის წე­სებს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ნორ­მე­ბით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს ვებგ­ვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ფერ­მე­რე­ბის­გან არის შე­ძე­ნი­ლი. ეს ერ­თგვა­რად ხელს უწყობს ფერ­მე­რებს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ და მათი მოყ­ვა­ნი­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი გა­ი­ტა­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე.

- ძი­რი­თა­დად რა სა­ხის პრო­დუქ­ტე­ბია ვებგ­ვერ­დზე sopidan.ge გან­თავ­სე­ბუ­ლი?

- ვებგ­ვერ­დზე soplidan.ge გან­თავ­სე­ბუ­ლია პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოთ, ვცდი­ლობთ ფარ­თო სპექტრი შევ­თა­ვა­ზოთ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს, მაგ­რამ გვაქვს ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც რთუ­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად გუ­დის ყვე­ლი. რთუ­ლია კარ­გი გუ­დის ყვე­ლის შე­ძე­ნა, შე­იძ­ლე­ბა გამ­ყიდ­ველ­მა მო­გა­ტყუ­ოთ კი­დეც და სახ­ლში რომ მიხ­ვალთ, შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტი გუ­დის ყვე­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს. გვაქვს დამ­ბალ­ხა­ჭო, კა­მე­ჩის მა­წო­ნი, კა­ხუ­რი ზეთი, ჯონ­ჯო­ლი, ფო­კის მო­ნას­ტრის პრო­დუქ­ტე­ბი, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი და სხვა, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ რთუ­ლი შე­სა­ძე­ნია.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ "თი­ბი­სი ბან­კის" პრო­ექ­ტში "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა" და გავ­ხდით აგ­რო­ბიზ­ნე­სის ჯგუ­ფის ფი­ნა­ლის­ტე­ბი. ჩა­ვერ­თეთ "თი­ბი­სი ბან­კის" პროგ­რა­მა­ში "სტარ­ტა­პე­რი", აქ­ტი­უ­რად ვსარ­გებ­ლობთ ტრე­ნინ­გე­ბით, ავი­ღეთ სტარ­ტაპ-სეს­ხი და შე­იქ­მნა ვი­დე­ორ­გო­ლიც, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა ჩვე­ნი ვებგ­ვერ­დის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­ში.

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: ADvan/ ედ­ვე­ნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნატურალური პროდუქტი პირდაპირ სოფლიდან - ონლაინ მაღაზია soplidan.ge-ს შექმნის ისტორია

ნატურალური პროდუქტი პირდაპირ სოფლიდან - ონლაინ მაღაზია soplidan.ge-ს შექმნის ისტორია

ბოლო პერიოდში საქართველოში დიდი ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ შექმნან ახალი სერვისი და ამით უფრო მეტად განავითარონ ეს სფერო.

www.soplidan.ge - სოფლის პროდუქტების პირველი ონლაინ მაღაზიაა. ვებგვერდის დამფუძნებელი ნათია ნინიკელაშვილი ვებგვერდის შექმნის იდეაზე გვესაუბრება:

"ჩემთვის ყოველთვის სირთულეს წარმოადგენდა ბავშვების საკვების დასამზადებლად ჯანსაღი პროდუქტი შემეძინა, ამიტომ იძულებული ვიყავი კახეთიდან ჩამომეტანა სოფლის ნაწარმი, გლეხებს ვუკავშირდებოდი და სხვადასხვა პროდუქტი ჩამომქონდა. ეს რომ გაიგეს ჩემმა მეგობრებმა, გაუჩნდათ სურვილი მათაც შეეძინათ პროდუქტი, საბოლოოდ კი გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ვებგვერდი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებოდა ნატურალური პროდუქტი შეეძინა.

დროთა განმავლობაში სოფლის პროდუქტები და ონლაინ შესყიდვების თემა დავუკავშირე ერთმანეთს და შეიქმნა soplidan.ge. შპს "სოფლიდან" 2015 წელს დაარსდა. ჩვენი მთავარი მიზანია, თბილისის მოსახლეობას ჯანსაღი პროდუქტი მივაწოდოთ. ყველა ოჯახს, რომელსაც სურვილი აქვს იკვებებოდეს ნატურალური პროდუქტით, შეუძლია მისთვის სასურველ ადგილზე მიიღოს ყველა ის პროდუქტი, რასაც საიტზე შეიძენს. კომპანია აკონტროლებს და იცავს პროდუქტის ტრანსპორტირების, შენახვის და დაფასოების წესებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ნორმებით.

მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტები, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფერმერებისგან არის შეძენილი. ეს ერთგვარად ხელს უწყობს ფერმერებს საკუთარი საქმიანობა გააუმჯობესონ და მათი მოყვანილი ნატურალური პროდუქტი გაიტანონ საქართველოს ბაზარზე.

- ძირითადად რა სახის პროდუქტებია ვებგვერდზე sopidan.ge განთავსებული?

- ვებგვერდზე soplidan.ge განთავსებულია პროდუქტები, რომლებიც ყველგან შეიძლება შეიძინოთ, ვცდილობთ ფართო სპექტრი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, მაგრამ გვაქვს ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც რთულად მოსაპოვებელია. მაგალითად გუდის ყველი. რთულია კარგი გუდის ყველის შეძენა, შეიძლება გამყიდველმა მოგატყუოთ კიდეც და სახლში რომ მიხვალთ, შეძენილი პროდუქტი გუდის ყველი არ აღმოჩნდეს. გვაქვს დამბალხაჭო, კამეჩის მაწონი, კახური ზეთი, ჯონჯოლი, ფოკის მონასტრის პროდუქტები, ხორცპროდუქტები და სხვა, რომლებიც საკმაოდ რთული შესაძენია.

მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობა მივიღეთ "თიბისი ბანკის" პროექტში "ბიზნესდაჯილდოება" და გავხდით აგრობიზნესის ჯგუფის ფინალისტები. ჩავერთეთ "თიბისი ბანკის" პროგრამაში "სტარტაპერი", აქტიურად ვსარგებლობთ ტრენინგებით, ავიღეთ სტარტაპ-სესხი და შეიქმნა ვიდეორგოლიც, რომელიც გვეხმარება ჩვენი ვებგვერდის ცნობადობის გაზრდაში.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ ედვენი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი