საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან "პუტინის მგლები" და როგორ ექცევიან მათ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში
ვინ არიან "პუტინის მგლები" და როგორ ექცევიან მათ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, 9 მა­ი­სის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში "პუ­ტი­ნის მგლე­ბის" შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამს. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, "რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი კავ­ში­რი" ბა­ი­კე­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპა­ტი­ჟე­ბა, თა­ნაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან რუსი ბა­ი­კე­რე­ბის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვს...

არა­ერ­თმა ევ­რო­პულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, მათ შო­რის პო­ლო­ნეთ­მა ასე­ვე არა­ერ­თხელ უთხრა "ღა­მის მგლებს" უარი ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა­ზე, თუმ­ცა, ისი­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად მცდე­ლო­ბას მა­ინც გა­ნაგ­რძო­ბენ...

"რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი კავ­ში­რის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირაკ­ლი ყი­ფი­ა­ნი ამ­ბობს, რომ "ღა­მის მგლებ­თან" მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს: "ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი, რამ­დენ­ჯერ­მე მოს­კოვ­შიც ვი­ყა­ვით ჩა­სუ­ლი. ისი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მზად არი­ან და ძა­ლი­ან უნ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, რად­გან, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლად არი­ან გან­წყო­ბი­ლი. ამი­ტომ, მე რამ­დენ­ჯერ­მე ვთხო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და რამ­დე­ნი­მე სტრუქ­ტუ­რას კონ­კრე­ტუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის 1%-ს, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის ნარ­ჩე­ნებს, რა­ღაც პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნათ... მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა და ძა­ლი­ან მალე გა­და­წყდე­ბა მათი ჩა­მოს­ვლის ამ­ბა­ვიც".

კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ უწყე­ბებს სთხოვს გა­რან­ტი­ებს, ყი­ფი­ა­ნი არ აკონ­კრე­ტებს, რად­გან მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, მათ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რა­მაც ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩაშ­ლა გა­მო­იწ­ვი­ოს. ყი­ფი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის რუ­სე­თი­დან 35-მდე პი­რის ჩა­მოყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა. მათ შო­რის შე­საძ­ლოა იყოს რუსი ბა­ი­კე­რი ალექ­სან­დრ ზალ­დას­ტა­ნო­ვი - მეტ­სა­ხე­ლად "ქი­რურ­გი".

"ალექ­სან­დრ ზალ­დას­ტა­ნოვ­საც ძა­ლი­ან უნდა ჩა­მოს­ვლა, ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თვე­ლე­ბი და ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. რამ­დე­ნი­მე დღეა ვსა­უბ­რობთ და უკვე ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებს ვა­ზუს­ტებთ. შან­სი დი­დია მისი ჩა­მოს­ვლი­საც, რა­ტო­მაც არა, მით უმე­ტეს, 9 მა­ისს?!" - ამ­ბობს ყი­ფი­ა­ნი.

ბა­ი­კე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წელ­საც იყ­ვნენ. მათი ვი­ზი­ტი კი­დევ უფრო მძაფ­რი და შე­უ­არ­ცხმყო­ფე­ლი ე.წ. "გე­ორ­გი­ევ­სკის ლენ­ტებ­მა" გა­ხა­და, რო­მელ­საც პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს და საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის სიმ­ბო­ლოს­თან აი­გი­ვებს. ორ­ფე­რო­ვა­ნი ლენ­ტი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი რუ­სე­თის რწმე­ნას და დიდი რუ­სე­თის დაბ­რუ­ნე­ბის იდე­ას გა­მო­ხა­ტავს.

არა­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყან­ში აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ­წლი­უ­რად, პუ­ტი­ნის მე­გო­ბა­რი რუსი ბა­ი­კე­რე­ბი, ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შეს­ვლას მო­ა­ხერ­ხე­ბენ, მო­ტო­გარ­ბენს აწყო­ბენ, მი­ზა­ნი კი "ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღის" ბერ­ლინ­ში აღ­ნიშ­ვნაა.

რას წარ­მო­ად­გენს კლუ­ბი "ღა­მის მგლე­ბი" და ვინ არის ქი­რურ­გი?

ვინ არი­ან, "ღა­მის მგლე­ბი", - ეს არის, რუს ბა­ი­კერ­თა კლუ­ბი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 1989 წელს შე­იქ­მნა. "კლუ­ბი" თავ­და­პირ­ვე­ლად 15 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბო­და. შემ­დეგ კი, თან­და­თა­ნო­ბით, მათი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, ისე­ვე, რო­გორც, - და­ფი­ნან­სე­ბა. "პუ­ტი­ნის მგლე­ბის" და­ფი­ნან­სე­ბას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან უზ­რუნ­ველ­ყოფს, რად­გან მი­აჩ­ნია, ეს ბი­ჭე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის "ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ზე" ზრუ­ნა­ვენ.

2007 წლი­დან კლუ­ბის ბა­ი­კე­რებს სა­თა­ვე­ში, კი­რო­ვოგ­რა­დე­ლი ალექ­სან­დრ ზალ­დოს­ტა­ნო­ვი, იგი­ვე "ქი­რურ­გი" ჩა­უდ­გა. ექი­მე­ბის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ზალ­დას­ტა­ნო­ვი, პრო­ფე­სი­ით თა­ვად ექი­მია, მა­მა­მი­სი მე­დი­კო­სი იყო, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე... "ქი­რურ­გის" თქმით, სწო­რედ მა­მის მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უძღვნის ის ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას, მა­მა­სა და ყვე­ლა მის თა­ნა­მებ­რძოლ წი­თე­ლარ­მი­ელს.

ალექ­სან­დრ ზალ­დას­ტა­ნოვს მეტ­სა­ხე­ლად "ქი­რურ­გი" ძვე­ლი პრო­ფე­სი­ის გამო შე­არ­ქვეს. ყო­ფი­ლი მე­დი­კო­სი პუ­ტი­ნის ახლო მე­გო­ბა­რია და ამის გამო, რუ­სეთ­სა და მის მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებ­ში დიდი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობს.

ზალ­დას­ტა­ნოვ­მა მოს­კო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, სპე­ცი­ა­ლო­ბით ქი­რურ­გი-სტო­მა­ტო­ლო­გია. თუმ­ცა, ბა­ი­კე­რო­ბა თა­ვი­დან­ვე იზი­დავ­და, - რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, დღე თეთ­რი ხა­ლა­თი ეცვა, ღამე კი, - შავი ტყა­ვის ქურ­თუ­კი და "მძი­მე მე­ტალს" უს­მენ­და...

მას ცო­ლად გერ­მა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, შტუტ­გარ­დის "მერ­სე­დეს-ბენ­ცის" ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­შორ­დნენ... თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მან­ქა­ნებ­თან, კონ­კრე­ტუ­ლად მო­ტო­ციკლთან ურ­თი­ერ­თო­ბა, მა­ნევ­რი და სწრა­ფი ტა­რე­ბა, სწო­რედ შტუტ­გარ­დში ის­წავ­ლა... რუს-გერ­მა­ნელ წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ, გოშა, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ყო­ფი­ლი ცოლი ამ­ბობს, "ქი­რურგს" მის შემ­დეგ არა­ერ­თი ცოლი და საყ­ვა­რე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, შვი­ლე­ბი ჰყავს...

მსოფ­ლი­ო­ში ბა­ი­კე­რებს ხუ­ლიგ­ნე­ბის რე­პუ­ტა­ცია აქვთ და უარ­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, არც პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე იხე­ვენ უკან. თუმ­ცა კი, მუდ­მი­ვად აცხა­დე­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი და თუნ­დაც, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­გან შორს არი­ან, თუ არ ჩავ­თვლით ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლურ თა­რიღს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, " მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ბა­ი­კე­რე­ბი" არი­ან და იმ მარ­შრუტს გა­დი­ან, რაც საბ­ჭო­თა არ­მი­ამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გა­ი­ა­რა...

კლუბ­ში მარ­თლაც იყი­დე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბი და ტა­ნი­სა­მო­სიც, რაც რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლეს პატ­რო­ნა­ჟით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

2011 წელს ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ზალ­დას­ტა­ნო­ვი "ახალ­გაზ­რდე­ბის გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის" გამო ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. ორ­დე­ნო­სა­ნი "ქი­რურ­გი" პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ტე­ლე­არ­ხის "ზვეზ­დას" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რია და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ან­ტი­უკ­რა­ი­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში.

54 წლის ზალ­დას­ტა­ნო­ვი ბა­ი­კერ-ცენ­ტრის მფლო­ბე­ლია, რო­მელ­შიც შე­დის, ღა­მის კლუ­ბი "სექ­სტო­ნი", ბარ-რეს­ტო­რა­ნი, სა­ცეკ­ვაო დარ­ბა­ზი, ლა­უნჯ ზონა და სას­ტუმ­რო, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მო­აქვს...

"ღა­მის მგლე­ბი", აქ­ტი­უ­რად უჭერ­დნენ მხარს უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას, რის გა­მოც მათ იქ ჩას­ვლა აეკ­რძა­ლათ. ამა­ვე მი­ზე­ზით, 2014 წელს აშშ-მ, რო­გორც "ღა­მის მგლებს", ასე­ვე, პერ­სო­ნა­ლუ­რად ზალ­დას­ტა­ნოვს ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. 2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში კი "ქი­რურგს" კა­ნა­და­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლა.

2015 წელს, რო­დე­საც "ღა­მის მგლე­ბი" ჰიტ­ლერ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის 70 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მოს­კო­ვი­დან ბერ­ლი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იძ­რნენ, მათ სლო­ვა­კე­თი­სა და ავ­სტრი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა შეძ­ლეს, თუმ­ცა, ბერ­ლი­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი ბა­ი­კე­რე­ბი პო­ლო­ნეთ­მა სა­კუ­თარ სა­ზღვარ­ზე არ შე­უშ­ვა. გერ­მა­ნი­ამ კი ვი­ზე­ბი გა­უ­უქ­მა.

2016 წლის მა­ის­ში "ქი­რურ­გი" "ღა­მის მგლებ­თან" ერ­თად, 9 მა­ი­სის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩე­ხეთ­ში ჩა­ვი­და, სა­დაც მათი ვი­ზი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ შეკ­რე­ბილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ის და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი სას­ტი­კად სცე­მეს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ვინ არიან "პუტინის მგლები" და როგორ ექცევიან მათ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

ვინ არიან "პუტინის მგლები" და როგორ ექცევიან მათ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

უკვე მერამდენე წელია, 9 მაისისთვის საქართველოში "პუტინის მგლების" შემოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ნაწილი პროტესტს გამოთქვამს. თუმცა, ამის მიუხედავად, "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირი" ბაიკერებს საქართველოში ეპატიჟება, თანაც ხელისუფლებისგან რუსი ბაიკერებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს...

არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის პოლონეთმა ასევე არაერთხელ უთხრა "ღამის მგლებს" უარი ქვეყანაში შესვლაზე, თუმცა, ისინი ყოველწლიურად მცდელობას მაინც განაგრძობენ...

"რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" წარმომადგენელი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ "ღამის მგლებთან" მუშაობა მიმდინარეობს: "ჩვენი ორგანიზაციის წევრები, რამდენჯერმე მოსკოვშიც ვიყავით ჩასული. ისინი აბსოლუტურად მზად არიან და ძალიან უნდათ საქართველოში ჩამოსვლა, რადგან, ძალიან მეგობრულად არიან განწყობილი. ამიტომ, მე რამდენჯერმე ვთხოვე საქართველოს მთავრობას და რამდენიმე სტრუქტურას კონკრეტული გარანტიები, რათა საზოგადოების 1%-ს, მიშა სააკაშვილის ნარჩენებს, რაღაც პრობლემა არ შეექმნათ... მუშაობა გრძელდება და ძალიან მალე გადაწყდება მათი ჩამოსვლის ამბავიც".

კონკრეტულად რომელ უწყებებს სთხოვს გარანტიებს, ყიფიანი არ აკონკრეტებს, რადგან მისივე თქმით, შესაძლოა, მათზე საზოგადოებისგან ზეწოლა განხორციელდეს, რამაც ღონისძიების ჩაშლა გამოიწვიოს. ყიფიანი ამბობს, რომ ამ ღონისძიების რუსეთიდან 35-მდე პირის ჩამოყვანა იგეგმება. მათ შორის შესაძლოა იყოს რუსი ბაიკერი ალექსანდრ ზალდასტანოვი - მეტსახელად "ქირურგი".

"ალექსანდრ ზალდასტანოვსაც ძალიან უნდა ჩამოსვლა, ძალიან უყვარს ქართველები და ძალიან უყვარს საქართველო. რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ და უკვე ტექნიკურ დეტალებს ვაზუსტებთ. შანსი დიდია მისი ჩამოსვლისაც, რატომაც არა, მით უმეტეს, 9 მაისს?!" - ამბობს ყიფიანი.

ბაიკერები საქართველოში 2015 წელსაც იყვნენ. მათი ვიზიტი კიდევ უფრო მძაფრი და შეუარცხმყოფელი ე.წ. "გეორგიევსკის ლენტებმა" გახადა, რომელსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს. ორფეროვანი ლენტი იმპერიალისტური რუსეთის რწმენას და დიდი რუსეთის დაბრუნების იდეას გამოხატავს.

არაერთ ევროპულ ქვეყანში აკრძალვის მიუხედავად, ყოველწლიურად, პუტინის მეგობარი რუსი ბაიკერები, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შესვლას მოახერხებენ, მოტოგარბენს აწყობენ, მიზანი კი "ფაშიზმზე გამარჯვების დღის" ბერლინში აღნიშვნაა.

რას წარმოადგენს კლუბი "ღამის მგლები" და ვინ არის ქირურგი?

ვინ არიან, "ღამის მგლები", - ეს არის, რუს ბაიკერთა კლუბი, რომელიც საბჭოთა კავშირში 1989 წელს შეიქმნა. "კლუბი" თავდაპირველად 15 ადამიანისგან შედგებოდა. შემდეგ კი, თანდათანობით, მათი რაოდენობა გაიზარდა, ისევე, როგორც, - დაფინანსება. "პუტინის მგლების" დაფინანსებას რუსეთის პრეზიდენტი ქვეყნის ბიუჯეტიდან უზრუნველყოფს, რადგან მიაჩნია, ეს ბიჭები საერთაშორისო საზოგადოების "ცნობიერების ამაღლებასა და განათლებაზე" ზრუნავენ.

2007 წლიდან კლუბის ბაიკერებს სათავეში, კიროვოგრადელი ალექსანდრ ზალდოსტანოვი, იგივე "ქირურგი" ჩაუდგა. ექიმების ოჯახში დაბადებული ზალდასტანოვი, პროფესიით თავად ექიმია, მამამისი მედიკოსი იყო, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე... "ქირურგის" თქმით, სწორედ მამის მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობას უძღვნის ის ამ ღონისძიებას, მამასა და ყველა მის თანამებრძოლ წითელარმიელს.

ალექსანდრ ზალდასტანოვს მეტსახელად "ქირურგი" ძველი პროფესიის გამო შეარქვეს. ყოფილი მედიკოსი პუტინის ახლო მეგობარია და ამის გამო, რუსეთსა და მის მოკავშირე ქვეყნებში დიდი გავლენით სარგებლობს.

ზალდასტანოვმა მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, სპეციალობით ქირურგი-სტომატოლოგია. თუმცა, ბაიკერობა თავიდანვე იზიდავდა, - როგორც თავად ამბობს, დღე თეთრი ხალათი ეცვა, ღამე კი, - შავი ტყავის ქურთუკი და "მძიმე მეტალს" უსმენდა...

მას ცოლად გერმანელი ჟურნალისტი, შტუტგარდის "მერსედეს-ბენცის" ქარხნის დირექტორის ქალიშვილი ჰყავდა, მაგრამ მალევე დაშორდნენ... თუმცა, როგორც თავად ამბობს, მანქანებთან, კონკრეტულად მოტოციკლთან ურთიერთობა, მანევრი და სწრაფი ტარება, სწორედ შტუტგარდში ისწავლა... რუს-გერმანელ წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავთ, გოშა, თუმცა, როგორც თავად ყოფილი ცოლი ამბობს, "ქირურგს" მის შემდეგ არაერთი ცოლი და საყვარელი და შესაბამისად, შვილები ჰყავს...

მსოფლიოში ბაიკერებს ხულიგნების რეპუტაცია აქვთ და უარყოფის მიუხედავად, არც პოლიტიკურ აქტივობებზე იხევენ უკან. თუმცა კი, მუდმივად აცხადებენ, რომ პოლიტიკური და თუნდაც, საზოგადოებრივი ცხოვრებისგან შორს არიან, თუ არ ჩავთვლით ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლურ თარიღს. სინამდვილეში, " მართლმადიდებელი ბაიკერები" არიან და იმ მარშრუტს გადიან, რაც საბჭოთა არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს გაიარა...

კლუბში მართლაც იყიდება მართლმადიდებლური სიმბოლოები და ტანისამოსიც, რაც რუსეთის პატრიარქ კირილეს პატრონაჟით ხორციელდება.

2011 წელს ვლადიმერ პუტინმა ზალდასტანოვი "ახალგაზრდების განმანათლებელი პატრიოტული ქმედებების" გამო ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ორდენოსანი "ქირურგი" პროპაგანდისტული ტელეარხის "ზვეზდას" დირექტორთა საბჭოს წევრია და აქტიურად მონაწილეობს ანტიუკრაინულ მოძრაობაში.

54 წლის ზალდასტანოვი ბაიკერ-ცენტრის მფლობელია, რომელშიც შედის, ღამის კლუბი "სექსტონი", ბარ-რესტორანი, საცეკვაო დარბაზი, ლაუნჯ ზონა და სასტუმრო, რომელსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მოაქვს...

"ღამის მგლები", აქტიურად უჭერდნენ მხარს უკრაინაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რის გამოც მათ იქ ჩასვლა აეკრძალათ. ამავე მიზეზით, 2014 წელს აშშ-მ, როგორც "ღამის მგლებს", ასევე, პერსონალურად ზალდასტანოვს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. 2015 წლის თებერვალში კი "ქირურგს" კანადაში შესვლა აეკრძალა.

2015 წელს, როდესაც "ღამის მგლები" ჰიტლერზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვიდან ბერლინის მიმართულებით დაიძრნენ, მათ სლოვაკეთისა და ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა შეძლეს, თუმცა, ბერლინისკენ მიმავალი ბაიკერები პოლონეთმა საკუთარ საზღვარზე არ შეუშვა. გერმანიამ კი ვიზები გაუუქმა.

2016 წლის მაისში "ქირურგი" "ღამის მგლებთან" ერთად, 9 მაისის აღსანიშნავად ჩეხეთში ჩავიდა, სადაც მათი ვიზიტის წინააღმდეგ შეკრებილმა მოქალაქეებმა ის და მისი თანაგუნდელები სასტიკად სცემეს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო