რა შეემთხვა "X ფაქტორის" რეპეტიციაზე მერაბ ამზოევს, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

რა შეემთხვა "X ფაქტორის" რეპეტიციაზე მერაბ ამზოევს, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

"X ფაქტორის" მენტორებმა, სოფო ნიჟარაძემ და სტეფანემ, სოციალურ ქსელში პროექტის რეპეტიციაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს და ინსტაგრამის "სთორებში" დაწერეს, რომ "რუსთავი 2-ში" სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო ბრიგადის დახმარება პროექტის მონაწილეს მერაბ ამზოევს დასჭირდა. დეტალების გასარკვევად Ambebi.ge ამზოევს დაუკავშირდა

- მერაბ, რა შეგემთხვათ "X ფაქტორის" რეპეტიციაზე?

- "რუსთავი 2"-ში ვიყავით რეპეტიციაზე მე და სანდრო, დერეფანში ვერ შევნიშნე ფანჯარა და დავეჯახე, თავი გამიტყდა, ამის მიუხედავად სისხლიანი მაინც შევედი გენერალურ რეპეტიციაზე და როცა სოფომ სისხლიანი დამინახა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. გადამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ხვიჩა და სანდრო მახლდნენ თან. ექიმებმა ჯერ აცრა გამიკეთეს, შემდეგ ერთი ნაკერი დამადეს თავზე. მსუბუქი თავბრუს ხვევები ახლაც მაწუხებს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დავდივარ რეპეტიციებზე და ვცდილობ დასახულ მიზანს მივაღწიო. სოფო ნიჟარაძეს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ასეთი მხარდაჭერისთვის. მისი ძალისხმევის გარეშე, ალბათ არც დავრეკავდი სასწრაფოში.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი