საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატები და მათი შანსები არჩევნებზე
თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატები და მათი შანსები არჩევნებზე

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე რჩე­ბა. ყვე­ლა­ზე დიდ ინ­ტე­რესს თბი­ლი­სის მო­მა­ვა­ლი მე­რის ვი­ნა­ო­ბა იწ­ვევს. პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ში კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ მი­ნის­ტრე­ბი - კახი კა­ლა­ძე და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი, კუ­ლუ­ა­ლუ­რად სა­ხელ­დე­ბა ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის კან­დი­და­ტუ­რაც. რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ნიკა მე­ლი­ა­სა და გრი­გოლ ვა­შა­ძეს, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­და­ტად კი - ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას. სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი ეყო­ლე­ბა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის ახალ პარ­ტი­ა­საც, იქ­ნე­ბა თუ არა ის თა­ვად უსუ­ფაშ­ვი­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­და­ტად შე­საძ­ლოა ვი­ხი­ლოთ საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბის შე­საძ­ლო კან­დი­და­ტებ­სა და მათ შან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ვინც არ უნდა წა­რად­გი­ნოს კან­დი­და­ტად, იქ­ნე­ბა ეს ხა­ზა­რა­ძე, ქუმ­სიშ­ვი­ლი, კა­ლა­ძე თუ ვინ­მე სხვა, ყვე­ლა აი­ღებს ერთი და იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ხმებს და რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მათ არ აქვთ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი - გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სხვა ტი­პის რე­სურ­სე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ხარ­ჯზე უნდა გახ­დნენ სა­ვა­რუ­დოდ მე­რე­ბი. პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყვე­ლა კან­დი­დატს აქვს ზუს­ტად ერთი და იგი­ვე შან­სი. ვინც არ უნდა იყოს ამ პარ­ტი­ის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, აი­ღებს ზუს­ტად იმ­დენ ხმას, რამ­დენ­საც "იჩა­ლი­ჩებს" თვი­თონ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

- რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლა თბი­ლი­სის ჯერ ისევ მოქ­მედ­მა მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ?

- და­ვით ნარ­მა­ნია შე­მიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თო წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვად. ერთი მხრივ, ის, უდა­ვოდ, წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­ნე­ჯე­რულ თვი­სე­ბებ­სა და პო­ლი­ტი­კურ ავ­ტო­რი­ტეტს, აქ მან ცალ­სა­ხად არ გა­ა­მარ­თლა. ფორ­მა­ლუ­რად მე­რის სტა­ტუ­სი აქვს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ამ ფუნ­ქცი­ას სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ, რომ­ლე­ბიც საქ­მეს ჩრდილ­ში მდგო­მე­ბი აკე­თებ­დნენ. იქ­ნე­ბა თუ არა ნარ­მა­ნია სა­მო­მავ­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი, პროგ­ნო­ზი­რე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კონ­კრე­ტულ კან­დი­დატს. პარ­ტი­ა­ში სა­ერ­თოდ არა­ვის აქვს ის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი, რომ­ლი­თაც რა­ღა­ცას შე­მა­ტებ­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას".

ნარ­მა­ნი­ას მოღ­ვა­წე­ო­ბა იყო ერთი დიდი სიზ­მა­რი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამო­ვარ­დნი­ლი იყო თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და ეს წლე­ბი გა­ა­ტა­რა სიზ­მარ­ში. როცა დამ­თავ­რდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩავ­თვა­ლოთ, რომ მან გა­იღ­ვი­ძა და და­უბ­რუნ­დე­ბა თა­ვის სა­მეც­ნი­ე­რო სა­მუ­შა­ო­ებს და ეს იქ­ნე­ბა მის­თვის გა­მო­სა­ვა­ლი, რად­გან მუდ­მი­ვად ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია.

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­ბო­ლოო კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვა, თქვე­ნი აზ­რით, პარ­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა?

- არ ვიცი ვისი კან­დი­და­ტე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა, მაგ­რამ ის, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შე­ა­თან­ხმე­ბენ მი­ნი­მუმ, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ.

- რაც შე­ე­ხე­ბა, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის კან­დი­და­ტებს, რე­ა­ლუ­რად მათ რამ­დე­ნად აქვთ შან­სი?

- არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და არა­პარ­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი.

- მა­გა­ლი­თად, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი?

- ჩემ­თვის ელი­საშ­ვი­ლი მთლად კარ­გი კან­დი­და­ტი არ არის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლაქ­ზე დიდი ამა­გი აქვს, მის მე­ნე­ჯე­რულ თვი­სე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის ნიშ­ნე­ბი მაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის კან­დი­და­ტებს, აქ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გარ­კვე­ულ უპი­რა­ტე­სო­ბას ინარ­ჩუ­ნებს იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ სხვა პარ­ტი­ე­ბი არა­ნაკ­ლებ დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან თბი­ლი­სე­ლი ამომ­რჩევ­ლის თვალ­ში. ამომ­რჩე­ველს ცუდ­სა და უა­რეს არ­ჩე­ვანს შო­რის მო­უ­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა და ვი­ნა­ი­დან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" დღეს და­მა­ტე­ბით კი­დევ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი აქვს, ის ამ ბრძო­ლას მო­ი­გებს, მაგ­რამ არა­პარ­ტი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა თუ იყო, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მათ პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატები და მათი შანსები არჩევნებზე

თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატები და მათი შანსები არჩევნებზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება. ყველაზე დიდ ინტერესს თბილისის მომავალი მერის ვინაობა იწვევს. პოლიტიკურ პარტიებში კანდიდატების შერჩევა უკვე დაწყებულია.

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" სავარაუდო კანდიდატები შეიძლება იყვნენ მინისტრები - კახი კალაძე და დიმიტრი ქუმსიშვილი, კულუალურად სახელდება ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის კანდიდატურაც. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არსებული ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობაში" თბილისის მერობის კანდიდატებად განიხილავენ ნიკა მელიასა და გრიგოლ ვაშაძეს, "ევროპული საქართველოს" კანდიდატად კი - ელენე ხოშტარიას. საკუთარი კანდიდატი ეყოლება დავით უსუფაშვილის ახალ პარტიასაც, იქნება თუ არა ის თავად უსუფაშვილი, ჯერჯერობით უცნობია. დამოუკიდებელ კანდიდატად შესაძლოა ვიხილოთ საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი.

დედაქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატებსა და მათ შანსებთან დაკავშირებით AMBEBI.GE პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

- "ქართულმა ოცნებამ" ვინც არ უნდა წარადგინოს კანდიდატად, იქნება ეს ხაზარაძე, ქუმსიშვილი, კალაძე თუ ვინმე სხვა, ყველა აიღებს ერთი და იგივე რაოდენობის ხმებს და რატომ? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საკუთარი პოლიტიკური ავტორიტეტი - გამომდინარე აქედან, ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსების ექსპლუატაციის ხარჯზე უნდა გახდნენ სავარუდოდ მერები. პარტია "ქართული ოცნების" ყველა კანდიდატს აქვს ზუსტად ერთი და იგივე შანსი. ვინც არ უნდა იყოს ამ პარტიის მერობის კანდიდატი, აიღებს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენსაც "იჩალიჩებს" თვითონ პარტია "ქართული ოცნება".

- რამდენად გაამართლა თბილისის ჯერ ისევ მოქმედმა მერმა, დავით ნარმანიამ?

- დავით ნარმანია შემიძლია დავახასიათო წინააღმდეგობრივად. ერთი მხრივ, ის, უდავოდ, წესიერი ადამიანია, მაგრამ რაც შეეხება მის მენეჯერულ თვისებებსა და პოლიტიკურ ავტორიტეტს, აქ მან ცალსახად არ გაამართლა. ფორმალურად მერის სტატუსი აქვს, მაგრამ რეალურად ამ ფუნქციას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანები ასრულებდნენ, რომლებიც საქმეს ჩრდილში მდგომები აკეთებდნენ. იქნება თუ არა ნარმანია სამომავლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი, პროგნოზირება გამიჭირდება, ვინაიდან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს "ქართული ოცნების" მერობის კონკრეტულ კანდიდატს. პარტიაში საერთოდ არავის აქვს ის პოლიტიკური კაპიტალი, რომლითაც რაღაცას შემატებდა "ქართულ ოცნებას".

ნარმანიას მოღვაწეობა იყო ერთი დიდი სიზმარი. აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო თავისი ბუნებრივი მდგომარეობიდან და ეს წლები გაატარა სიზმარში. როცა დამთავრდება ეს ყველაფერი, ჩავთვალოთ, რომ მან გაიღვიძა და დაუბრუნდება თავის სამეცნიერო სამუშაოებს და ეს იქნება მისთვის გამოსავალი, რადგან მუდმივად ამ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანისთვის ძალიან დამთრგუნველია.

- "ქართული ოცნების" საბოლოო კანდიდატის შერჩევა, თქვენი აზრით, პარტიული გადაწყვეტილება იქნება?

- არ ვიცი ვისი კანდიდატები განიხილება, მაგრამ ის, რომ საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმებენ მინიმუმ, ამაში დარწმუნებული ვარ.

- რაც შეეხება, ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს, რეალურად მათ რამდენად აქვთ შანსი?

- არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაზე პერსპექტიული იქნებოდა არაპარტიული პროექტი, დამოუკიდებელი კანდიდატი.

- მაგალითად, ალეკო ელისაშვილი?

- ჩემთვის ელისაშვილი მთლად კარგი კანდიდატი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქზე დიდი ამაგი აქვს, მის მენეჯერულ თვისებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მაქვს. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების კანდიდატებს, აქ "ქართული ოცნება" გარკვეულ უპირატესობას ინარჩუნებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვა პარტიები არანაკლებ დისკრედიტირებულები არიან თბილისელი ამომრჩევლის თვალში. ამომრჩეველს ცუდსა და უარეს არჩევანს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება და ვინაიდან "ქართულ ოცნებას" დღეს დამატებით კიდევ ადმინისტრაციული რესურსი აქვს, ის ამ ბრძოლას მოიგებს, მაგრამ არაპარტიული შეთავაზება თუ იყო, ამ შემთხვევაში შეიძლება მათ პრობლემა შეექმნათ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."