საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასპში გადამზადებისა და უნიკალური იდეების განვითარების ახალი შესაძლებლობა გაჩნდა
კასპში გადამზადებისა და უნიკალური იდეების განვითარების ახალი შესაძლებლობა გაჩნდა

კას­პში "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრი" გა­იხ­სნა. ცენ­ტრის მი­ზა­ნია რე­გი­ონ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და რე­გი­ონ­ში ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნის სტი­მუ­ლი­რე­ბა.

"ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრი" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის", "ტექ­ნო­პარ­კი სა­ქარ­თვე­ლოს" მხარ­და­ჭე­რით და კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით გა­იხ­სნა.

"ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ჭრილ­ში. ცენ­ტრში გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია. "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი უკვე მო­ნა­წი­ლე­ობს გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში. აქ აქ­ტი­უ­რად ჩა­ტარ­დე­ბა სე­მი­ნა­რე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი. ვეც­დე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან", "ტექ­ნო­პარკთან" და მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ჩვენს ცენ­ტრშიც გად­მო­ვი­ტა­ნოთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა. პირ­ვე­ლი ნა­კად­ში ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რომ­ლებ­მაც თა­ვად გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი. ზო­გა­დად, კი ჩვე­ნი კარი ყვე­ლას­თვის ღიაა. აქ მოს­ვლა და იდე­ის გა­ზი­ა­რე­ბა ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, ყვე­ლას და­ვეხ­მა­როთ," - გა­ნა­ცხა­და კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვილ­მა.

"ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრში"" სის­ტე­მა­ტი­უ­რად გა­ი­მარ­თე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სე­მი­ნა­რე­ბი მსოფ­ლი­ოს და­საქ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა­ზე დის­ტან­ცი­უ­რი სა­მუ­შო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით. სამ­თვი­ა­ნი კურ­სე­ბის ფარ­გლებ­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან მარ­კე­ტინგს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას, გრა­ფი­კულ პროგ­რა­მებს. სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც თბი­ლის­ში "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში", ისე კას­პის ახ­ლად­გახ­სნილ ცენ­ტრში. ცენ­ტრის ტრე­ნე­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი" უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"ეს დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კას­პის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რად­გან გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრი ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა გახ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­საქ­მე­ბის ცენ­ტრი. სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბის შემ­დეგ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის და­საქ­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რო­გორც ად­გილ­ზე, ასე­ვე დის­ტა­ცი­უ­რად, მა­გა­ლი­თად თბი­ლის­ში ან სა­ზღვრებს გა­რე­თაც კი. მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბი­სა და უნა­რე­ბის შე­ძე­ნა­ში კას­პის მცხოვ­რებ­ლებს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ცენ­ტრში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი და­ეხ­მა­რე­ბათ. მო­მა­ვალ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც ვა­პი­რებთ, კას­პი ამ პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თია. " - თქვა "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის" რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

ცენ­ტრის 5 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი უკვე 1 თვეა გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო და ერთი მათ­გა­ნი და­საქმდა კი­დეც. კას­პის ერთ-ერ­თმა კლი­ნი­კამ, რო­მე­ლიც რებ­რენ­დიგს აკე­თებს, სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ორ­გო­ლი და ახა­ლი ლოგო სწო­რედ "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრის" ბე­ნე­ფი­ცი­არს და­უკ­ვე­თა.

"კურ­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბას ვსწავ­ლობთ. ჯერ-ჯე­რო­ბით ერთი თვეა, რაც ვსწავ­ლობთ და მო­მა­ვა­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მეტი სწავ­ლი­სა და მეტი გან­ვი­თა­რე­ბის იმე­დი მაქვს. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი შეკ­ვე­თა უკვე მი­ვი­ღე. ერთ-ერთი კერ­ძო კლი­ნი­კა "მარი-მედი" ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­ნახ­ლე­ბას აკე­თებს და მე შევ­თავ­ზე სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის დამ­ზა­დე­ბა, რა­ზეც დამ­თახმდნენ. მე უნდა შევ­ქმნა მათი ახა­ლი ლო­გოც," - აღ­ნიშ­ნა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა თამ­თა თა­მა­რაშ­ვილ­მა.

"ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრი" ერ­თა­დერ­თი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი არაა, რო­მე­ლიც კას­პში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მუ­შა­ო­ბა იწყე­ბა მცი­რე ტექ­ნო­პარ­კის გახ­სნა­ზე, რაც 2018 წლის­თვი­საა და­გეგ­მი­ლი.

"ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­საქ­მე­ბის გაზ­რდის მიზ­ნით. ის, რაც ხდე­ბა თბი­ლი­სის ტექ­ნო­პარკში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც იქ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ, უბ­რა­ლოდ გა­სა­ო­ცა­რია. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნო­პარკში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იდე­ე­ბი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ფი­ნანსდე­ბა. ქარ­თვე­ლე­ბის იდე­ე­ბის აფი­ნან­სებს კა­ლი­ფორ­ნი­ის ში­ლი­ცონ Vალ­ლეყ-ც, სა­დაც მსოფ­ლი­ოს, ფაქ­ტორ­ბი­ვად, ყვე­ლა ინო­ვა­ცია იქ­მნე­ბა და ვი­თარ­დე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ცენ­ტრის კას­პში შექ­მნაც. დარ­წუ­მენ­ბუ­ლი ვარ ბევ­რი უნი­კა­ლუ­რი იდეა და­ი­ბა­დე­ბა აქ და ბევ­რი სტარ­ტა­პი აი­ღებს სა­თა­ვეს," - თქვა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

პრო­ექ­ტში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად წამ­ყვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი. ცენ­ტრს 5 პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად კომ­პა­ნია შოფტ­ლი­ნე-მა. შე­დე­გად "ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ახალ­გაზ­რდულ გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრში"" მუ­შა­ო­ბა 10 ბე­ნე­ფი­ცი­არს ერ­თდრო­უ­ლად შე­ეძ­ლე­ბა. ცენ­ტრში სწავ­ლა სრუ­ლი­ად უფა­სოა ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კასპში გადამზადებისა და უნიკალური იდეების განვითარების ახალი შესაძლებლობა გაჩნდა

კასპში გადამზადებისა და უნიკალური იდეების განვითარების ახალი შესაძლებლობა გაჩნდა

კასპში "ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი" გაიხსნა. ცენტრის მიზანია რეგიონში თანამედროვე განათლების ტენდენციების დამკვიდრება, ადგილობრივი ბენეფიციარების მომზადება დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება. 

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი"  საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის", "ტექნოპარკი საქართველოს" მხარდაჭერით და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით გაიხსნა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ჭრილში. ცენტრში გადამზადების პროცესი უკვე დაწყებულია. "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან" თანამშრომლობით 5 ბენეფიციარი უკვე მონაწილეობს გადამზადების პროცესში. აქ აქტიურად ჩატარდება სემინარები და ტრენინგები. ვეცდებით მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან", "ტექნოპარკთან" და მათ მიერ განხორციელებული პროექტები ჩვენს ცენტრშიც გადმოვიტანოთ. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. პირველი ნაკადში ის ბენეფიციარები მონაწილეობენ, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი. ზოგადად, კი ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. აქ მოსვლა და იდეის გაზიარება ყველას შეეძლება. მაქსიმალურად ვეცდებით, ყველას დავეხმაროთ," - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრში"" სისტემატიურად გაიმართება ტრენინგები თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და სოციალური მედიის მარკეტინგის მიმართულებით, სემინარები მსოფლიოს დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე დისტანციური სამუშოების შესასრულებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით. სამთვიანი კურსების ფარგლებში ბენეფიციარები შეისწავლიან მარკეტინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას, სოციალურ მედიას, გრაფიკულ პროგრამებს. სწავლების პროცესი განხორციელდება როგორც თბილისში "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში", ისე კასპის ახლადგახსნილ ცენტრში. ცენტრის ტრენერების გადამზადებას "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" უზრუნველყოფს.

"ეს დღე მნიშვნელოვანია კასპის მოსახლეობისთვის, რადგან გადამზადების ცენტრი ძალიან სწრაფად უნდა გახდეს ადგილობრივების დასაქმების ცენტრი. სპეციალური გადამზადების შემდეგ ბენეფიციარების დასაქმება შეიძლება მოხდეს, როგორც ადგილზე, ასევე დისტაციურად, მაგალითად თბილისში ან საზღვრებს გარეთაც კი. მოთხოვნადი პროფესიებისა და უნარების შეძენაში კასპის მცხოვრებლებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ცენტრში ჩატარებული სემინარები და ტრენინგები დაეხმარებათ. მომავალში ამ მიმართულებით განვითარებას სხვა რეგიონებშიც ვაპირებთ, კასპი ამ პროექტის პირველი მაგალითია. " - თქვა "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცენტრის 5 ბენეფიციარი უკვე 1 თვეა გადამზადების პროცესში ჩაერთო და ერთი მათგანი დასაქმდა კიდეც. კასპის ერთ-ერთმა კლინიკამ, რომელიც რებრენდიგს აკეთებს, სარეკლამო ვიდეორგოლი და ახალი ლოგო სწორედ "ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრის" ბენეფიციარს დაუკვეთა.

"კურსი ძალიან საინტერესოა. ვიდეორგოლების დამზადებას ვსწავლობთ. ჯერ-ჯერობით ერთი თვეა, რაც ვსწავლობთ და მომავალი 2 თვის განმავლობაში მეტი სწავლისა და მეტი განვითარების იმედი მაქვს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირველი შეკვეთა უკვე მივიღე. ერთ-ერთი კერძო კლინიკა "მარი-მედი" ტექნოლოგიურ განახლებას აკეთებს და მე შევთავზე სარეკლამო რგოლის დამზადება, რაზეც დამთახმდნენ. მე უნდა შევქმნა მათი ახალი ლოგოც," - აღნიშნა ბენეფიციარმა თამთა თამარაშვილმა.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდული გადამზადების ცენტრი" ერთადერთი ტექნოლოგიური პროექტი არაა, რომელიც კასპში ხორციელდება. მუშაობა იწყება მცირე ტექნოპარკის გახსნაზე, რაც 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.

"ტექნოლოგიური პროექტები მნიშვნელოვანია დასაქმების გაზრდის მიზნით. ის, რაც ხდება თბილისის ტექნოპარკში, ტექნოლოგიები, რომელიც იქ არის წარმოდგენილი და ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ, უბრალოდ გასაოცარია. საქართველოს ტექნოპარკში ჩამოყალიბებული იდეები მსოფლიო მასშტაბით ფინანსდება. ქართველების იდეების აფინანსებს კალიფორნიის შილიცონ Vალლეყ-ც, სადაც მსოფლიოს, ფაქტორბივად, ყველა ინოვაცია იქმნება და ვითარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცენტრის კასპში შექმნაც. დარწუმენბული ვარ ბევრი უნიკალური იდეა დაიბადება აქ და ბევრი სტარტაპი აიღებს სათავეს," - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

პროექტში ორგანიზატორების პარალელურად წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები არიან ჩართული. ცენტრს 5 პერსონალური კომპიუტერი გადასცა საჩუქრად კომპანია შოფტლინე-მა. შედეგად "ბიზნესისა და ტექნოლოგიების ახალგაზრდულ გადამზადების ცენტრში"" მუშაობა 10 ბენეფიციარს ერთდროულად შეეძლება. ცენტრში სწავლა სრულიად უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი