Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მაღალჩინოსნების" დაკავების სერია დაიწყო
ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მაღალჩინოსნების" დაკავების სერია დაიწყო

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის შემ­დეგ სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­დად­გა. ძვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ე.წ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი, ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბო­ლო­ჯერ შე­იკ­რი­ბა. ისი­ნი ახა­ლი ე.წ. მთავ­რო­ბის და­ნიშ­ვნამ­დე მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. თა­ნამ­დე­ბო­ბა ასე­ვე და­ტო­ვა ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა და სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ანა­ტო­ლი პლი­ევ­მა.

რო­გორც კი ბი­ბი­ლოვ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბა იგ­რძნო, რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უდ­გა და პირ­ვე­ლი, ე.წ. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ბის მი­ნისტრს ვი­ტა­ლი პლი­ევს მი­ად­გა, რო­მელ­საც კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში დას­დეს ბრა­ლი. ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი უწყე­ბის "აგ­რომ­პო­სერ­ვი­სის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე ჯი­ე­ო­ვი. მა­საც "სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის" გაფ­ლან­გვა ბრალ­დე­ბა. ორი­ვე მათ­გა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, "სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა" აღ­ძრუ­ლი.

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მალე "მას­შტა­ბუ­რი ან­ტი­კოროფ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი" მოჰ­ყვე­ბა. "ეს არის წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი ხანა დას­რულ­და",- აცხა­დებს ბი­ბი­ლო­ვის უწყე­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია უფრო და­ბალ ეშე­ლო­ნებ­შიც.

უკვე სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ე.წ. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს კო­რიფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო ყო­ფი­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ყო­ფი­ლი "პრე­ზი­დენ­ტი", ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვიც და სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მას­თა­ნაც მი­ვი­დეს. თუმ­ცა კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ამ უწყე­ბას­თან კი­თხვე­ბი თა­ვად თი­ბი­ლოვ­საც ჰქონ­და და პლი­ე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რედ მის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბას უკვე მოჰ­ყვა რე­ზო­ნან­სი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, - ე.წ. ოპო­ზი­ცი­ის ინფრო­მა­ცი­ით, ეს ნა­ბი­ჯე­ბი ბი­ბი­ლოვს ძვი­რად და­უჯ­დე­ბა, რად­გან მან იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრა, ვი­საც მის გა­მარ­ჯვე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

საქ­მე ის არის, რომ ვი­ტა­ლი პლი­ე­ვის ძმა, ანა­ტო­ლის ბიბ­ლო­ვის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად ვი­ტა­ლიც ბი­ბი­ლო­ვის სა­არ­ჩევ­ნო პო­ლი­ტი­კის მხარ­დამ­ჭე­რი იყო... მისი უკვე ყო­ფი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, ბი­ბი­ლოვ­მა პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა "კა­გე­ბეს" მას­ტერკლა­სი. ამ­გვა­რად, და­კა­ვე­ბის მო­ლო­დინ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი "მი­ნის­ტრი" და ოსი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია და მათ გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი "საქ­მის მო­ძი­ე­ბის" დას­რუ­ლე­ბამ­დე, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ.

ამ სი­ა­ში არი­ან ე.წ. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი გრი­გო­რი კუ­ლი­ჯა­ნო­ვი და მისი მო­ად­გი­ლე, ახ­სარ ზა­სე­ე­ვიც. ასე­ვე, ე.წ. საგ­ზაო მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის უფ­რო­სი ედუ­არდ გუ­ზი­ტა­ე­ვი.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ეს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი უკვე ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში არი­ან. "ეხო კავ­კა­ზას" სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მხო­ლოდ შიდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­უძ­ლი­ათ გა­და­ად­გი­ლე­ბა. თუმ­ცა, ისიც ით­ქვა, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი აპი­რებ­და რე­გი­ო­ნის და­ტო­ვე­ბას, ზოგი მათ­გა­ნი, სა­ზღვრი­დან მო­აბ­რუ­ნეს, ზო­გიც კი პირ­და­პირ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სის­ხლის სა­მარ­თლის" თით­ქმის ყვე­ლა საქ­მე გახ­სნი­ლია და თან­ხე­ბი, რო­მელ­თაც მათ ახლა "გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა" ედა­ვე­ბა, 2008 წელს მი­ით­ვი­სეს. ეს ის თან­ხე­ბია, რო­მე­ლიც ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­მა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. მთავ­რო­ბას იმ წლის სექ­ტემ­ბერ­ში "რეს­პუბ­ლი­კის აღ­სად­გე­ნად" გა­და­უ­რი­ცხა.

"არა­და, არა­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ელო­და, რომ ბი­ბი­ლო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ის გავ­ლე­ნებს გა­იმ­ტკი­ცებ­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ის მათ ცოდ­ვებს ჩუ­მად იწერ­და, ისე რო­გორც ეს სტა­ჟი­ან "კა­გე­ბეს" თა­ნამ­შრომ­ლებს ჩვე­ვი­ათ... დრო გვაჩ­ვე­ნებს, ეს ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის "ახა­ლი ცო­ცხის" პრინ­ცი­პით მუ­შა­ო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბაა თუ სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მე­ბი და კო­რუფ­ცი­ის და­სა­მარ­ცხებ­ლად სის­ტე­მუ­რი ბრძო­ლა..." - წე­რენ ოსე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

რუ­სუ­ლი მე­დია კი თა­ვი­დან­ვე ეჭ­ვის თვა­ლი­თა და ირო­ნი­ით უყუ­რებ­და "ოსურ პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს" და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის არც ერთ კან­დი­დატს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა და გეგ­მა არ გა­აჩ­ნდა. მათი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ამომ­რჩევ­ლის მი­მართ, რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბა იყო.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მაღალჩინოსნების" დაკავების სერია დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მაღალჩინოსნების" დაკავების სერია დაიწყო

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ კონსტიტუციის შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტი ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სრული შემადგენლობით გადადგა. ძველი შემადგენლობით ე.წ მინისტრთა კაბინეტი, ბოლოს რამდენიმე დღის წინ ბოლოჯერ შეიკრიბა. ისინი ახალი ე.წ. მთავრობის დანიშვნამდე მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან. თანამდებობა ასევე დატოვა ე.წ. უშიშროების საბჭოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანატოლი პლიევმა.

როგორც კი ბიბილოვმა ძალაუფლება იგრძნო, რეფორმების განხორციელებას შეუდგა და პირველი, ე.წ. სოფლის მეურნების მინისტრს ვიტალი პლიევს მიადგა, რომელსაც კორუფციულ გარიგებებში დასდეს ბრალი. ასევე, დაკავებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების "აგრომპოსერვისის" ყოფილი დირექტორი ალექსანდრე ჯიეოვი. მასაც "სახელმწიფო ბიუჯეტის" გაფლანგვა ბრალდება. ორივე მათგანის წინააღმდეგ, "სისხლის სამართლის საქმეა" აღძრული.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეს ყველაფერი პირველი ნაბიჯია, რომელსაც ძალიან მალე "მასშტაბური ანტიკოროფციული ღონისძიებები" მოჰყვება. "ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფციული ხანა დასრულდა",- აცხადებს ბიბილოვის უწყება, რომლის თქმითაც, გამოძიება დაწყებულია უფრო დაბალ ეშელონებშიც.

უკვე საუბარია იმაზეც, რომ ე.წ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კორიფციულ გარიგებებში ჩართული იყო ყოფილი ცხინვალის რეგიონის ყოფილი "პრეზიდენტი", ლეონიდ თიბილოვიც და სრულიად შესაძლებელია, რომ გამოძიება მასთანაც მივიდეს. თუმცა კიდევ ერთი ვერსიით, ამ უწყებასთან კითხვები თავად თიბილოვსაც ჰქონდა და პლიევის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე დაიწყო.

მაღალჩინოსნების დაკავებას უკვე მოჰყვა რეზონანსი ცხინვალის რეგიონში, - ე.წ. ოპოზიციის ინფრომაციით, ეს ნაბიჯები ბიბილოვს ძვირად დაუჯდება, რადგან მან იმ ადამიანების წინააღმდეგ გაილაშქრა, ვისაც მის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

საქმე ის არის, რომ ვიტალი პლიევის ძმა, ანატოლის ბიბლოვის საარჩევნო შტაბის აქტიური წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ თავად ვიტალიც ბიბილოვის საარჩევნო პოლიტიკის მხარდამჭერი იყო... მისი უკვე ყოფილი თანამებრძოლების შეფასებით, ბიბილოვმა პირველივე დღეებში გამოავლინა "კაგებეს" მასტერკლასი. ამგვარად, დაკავების მოლოდინში კიდევ რამდენიმე ყოფილი "მინისტრი" და ოსი მაღალჩინოსანია და მათ გარშემო დაწყებული "საქმის მოძიების" დასრულებამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დატოვების უფლება არ აქვთ.

ამ სიაში არიან ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი გრიგორი კულიჯანოვი და მისი მოადგილე, ახსარ ზასეევიც. ასევე, ე.წ. საგზაო მშენებლობისა და საავტომობილო გზების ექსპლუატაციის კომიტეტის უფროსი ედუარდ გუზიტაევი.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მაღალჩინოსნები უკვე შინაპატიმრობაში არიან. "ეხო კავკაზას" სანდო წყაროს ინფორმაციით, მათ მხოლოდ შიდა ტერიტორიაზე შეუძლიათ გადაადგილება. თუმცა, ისიც ითქვა, რომ რამდენიმე მათგანი აპირებდა რეგიონის დატოვებას, ზოგი მათგანი, საზღვრიდან მოაბრუნეს, ზოგიც კი პირდაპირ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს...

არსებული ინფორმაციით, "სისხლის სამართლის" თითქმის ყველა საქმე გახსნილია და თანხები, რომელთაც მათ ახლა "გენერალური პროკურატურა" ედავება, 2008 წელს მიითვისეს. ეს ის თანხებია, რომელიც ოსური მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობას იმ წლის სექტემბერში "რესპუბლიკის აღსადგენად" გადაურიცხა.

"არადა, არაერთი მაღალჩინოსანი ელოდა, რომ ბიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის გავლენებს გაიმტკიცებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მათ ცოდვებს ჩუმად იწერდა, ისე როგორც ეს სტაჟიან "კაგებეს" თანამშრომლებს ჩვევიათ... დრო გვაჩვენებს, ეს ანატოლი ბიბილოვის "ახალი ცოცხის" პრინციპით მუშაობის დემონსტრირებაა თუ სერიოზული რეფორმები და კორუფციის დასამარცხებლად სისტემური ბრძოლა..." - წერენ ოსები სოციალურ ქსელებში.

რუსული მედია კი თავიდანვე ეჭვის თვალითა და ირონიით უყურებდა "ოსურ პოლიტიკურ ცვლილებებს" და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს დამოუკიდებელი სამოქმედო პროგრამა და გეგმა არ გააჩნდა. მათი მთავარი გზავნილი, ე.წ. დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლის მიმართ, რუსეთთან შეერთება იყო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე