პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბარს მოკიდონ ხელი და გაამწვანონ ქალაქი" - ლისის ტბაზე დამწვარი ხეები და ნარმანიას განცხადება
"ბარს მოკიდონ ხელი და გაამწვანონ ქალაქი" - ლისის ტბაზე დამწვარი ხეები და ნარმანიას განცხადება

ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხე­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოძ­რა­ო­ბა "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის" წევ­რმა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ვი­დე­ოს მი­ხედ­ვით, ტბას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ხე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ძირი დამ­წვა­რი აქვს. ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა და ხე­ე­ბი ვი­ღა­ცის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს ეწი­რე­ბა. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და უმოქ­მე­დო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ქა­ლა­ქის მერი ოპო­ნენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ხე­ე­ბი ლი­სის ტბა­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­იწ­ვა.

"ეს არის ნა­ხან­ძრა­ლი ხე­ე­ბი, როცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ზა­ფხულ­ში, ბა­ლახს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი და რამ­დე­ნი­მე ხე და­იწ­ვა. სირ­ცხვი­ლია მათი ასე­თი ქცე­ვა, როცა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და ჯერ სა­კი­თხში გა­ერ­კვნენ, მოგ­ვის­მი­ნონ ჩვენ და მერე გა­ა­კე­თონ გან­ცხა­დე­ბე­ბი. კი­დევ უფრო უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, სა­ერ­თოდ, ბარს მო­კი­დონ ხელი და ჩვენ­თან ერ­თად გა­ამ­წვა­ნონ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი, დარ­გონ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ხე. თუ ასე შეტ­კი­ვათ გული ჩვენს ქა­ლაქ­ზე და მის გამ­წვა­ნე­ბა­ზე, გა­ამ­წვა­ნონ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

კომ­პა­ნია "ლისი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი", რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მფლო­ბე­ლია, აცხა­დებს, რომ ხე­ე­ბის დაწ­ვა მინ­დვ­რის სე­ზო­ნურ ხან­ძრებს უკავ­შირ­დე­ბა, რას­თა­ნაც მათ ყო­ველ­წლი­უ­რად უწევთ ბრძო­ლა:

"ლისი დე­ვე­ლოპ­მენ­ტი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყვე­ლა­ნა­ირ მი­ზან­მი­მარ­თულ ვან­და­ლურ აქტს ხე­ე­ბის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად. კომ­პა­ნია და­არ­სე­ბის დღი­დან ათა­სო­ბით ხეს რგავს და ზრუ­ნავს მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გამ­წვა­ნე­ბა­ზე. კომ­პა­ნი­ამ ბოლო 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 3000-ზე მეტი ხე დარ­გო. ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად გვი­წევს ბრძო­ლა მინ­დვ­რის სე­ზო­ნურ ხან­ძრებ­თან, ბო­ლოს მსგავ­სი შემ­თხვე­ვა 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მოვ­ლინ­და; ამ ფაქტს რე­ა­გი­რე­ბა მოყ­ვა შსს-ს და მე­რი­ის მხრი­დან და აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ამა­ვე წელს კომ­პა­ნი­ამ მი­მარ­თა კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნოს, რად­გან მომ­ხდა­რი­ყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ე­ბის შეს­წავ­ლა, მომ­ზად­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ხე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ბარს მოკიდონ ხელი და გაამწვანონ ქალაქი" - ლისის ტბაზე დამწვარი ხეები და ნარმანიას განცხადება

"ბარს მოკიდონ ხელი და გაამწვანონ ქალაქი" - ლისის ტბაზე დამწვარი ხეები და ნარმანიას განცხადება

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დაზიანების შესახებ გავრცელებულ კადრებს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში მოძრაობა "ახალი საქართველოსათვის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა, მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოს მიხედვით, ტბასთან ახლოს მდებარე ხეების უმრავლესობას ძირი დამწვარი აქვს.  ხაბეიშვილის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და ხეები ვიღაცის ბიზნესინტერესებს ეწირება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დედაქალაქის მერიის პასუხისმგებლობასა და უმოქმედობაზე საუბრობენ.

ქალაქის მერი ოპონენტების განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხეები ლისის ტბაზე რამდენიმე წლის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა.

"ეს არის ნახანძრალი ხეები, როცა რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში, ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია მათი ასეთი ქცევა, როცა დეზინფორმაციებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უკეთესი იქნებოდა ჯერ საკითხში გაერკვნენ, მოგვისმინონ ჩვენ და მერე გააკეთონ განცხადებები. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, საერთოდ, ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენთან ერთად გაამწვანონ ჩვენი ქალაქი, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე. თუ ასე შეტკივათ გული ჩვენს ქალაქზე და მის გამწვანებაზე, გაამწვანონ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომპანია "ლისი დეველოპმენტი", რომელიც აღნიშნული ტერიტორიის მფლობელია, აცხადებს, რომ ხეების დაწვა მინდვრის სეზონურ ხანძრებს უკავშირდება, რასთანაც მათ ყოველწლიურად უწევთ ბრძოლა:

"ლისი დეველოპმენტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მიზანმიმართულ ვანდალურ აქტს ხეების დასაზიანებლად. კომპანია დაარსების დღიდან ათასობით ხეს რგავს და ზრუნავს მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამწვანებაზე. კომპანიამ ბოლო 3 თვის განმავლობაში 3000-ზე მეტი ხე დარგო. ჩვენ ყოველწლიურად გვიწევს ბრძოლა მინდვრის სეზონურ ხანძრებთან, ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2016 წლის სექტემბერში გამოვლინდა; ამ ფაქტს რეაგირება მოყვა შსს-ს და მერიის მხრიდან და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამავე წელს კომპანიამ მიმართა კომპეტენტურ ორგანოს, რადგან მომხდარიყო დაზიანებული ხეების შესწავლა, მომზადდა ოფიციალური დასკვნა აღნიშნული ხეების მდგომარეობის შესახებ" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი