პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავადი ლევანი ფილმიდან "ქეთო და კოტე" - როგორ იგონებს მამას სოპრანო მედეა ამირანაშვილი
თავადი ლევანი ფილმიდან "ქეთო და კოტე" - როგორ იგონებს მამას სოპრანო მედეა ამირანაშვილი

...მდი­და­რი ვა­ჭა­რი მა­კა­რი გა­და­წყვეტს, ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი - ქეთო, დიდ­გვა­რო­ვანს მი­ა­თხო­ვოს. თა­ვად ლე­ვანს მა­ჭან­კალს მი­უგ­ზავ­ნის, თა­ვა­დი ვა­ჭარ­თან და­მოყვრე­ბას იუ­კად­რი­სებს, მაგ­რამ მე­ვა­ლე­ე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი, მდი­და­რი სა­პა­ტარ­ძლოს ნახ­ვას მა­ინც და­თან­ხმდე­ბა...

ქე­თო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კოტე, თა­ვა­დი ლე­ვა­ნის ძმის­შვი­ლი მა­ჭან­კალ ხა­ნუ­მას დახ­მა­რე­ბას სთხოვს... სა­პა­ტარ­ძლოდ გა­მო­წყო­ბი­ლი ხა­ნუ­მა სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე ქე­თოს ნაც­ვლად წარ­სდგე­ბა და თავ­გზას აუბ­ნევს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მა­ხინ­ჯი პა­ტარ­ძლის ხილ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი აურ­ზა­უ­რით კი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი - ქეთო და კოტე ისარ­გებ­ლებს და სას­წრა­ფოდ ჯვარს იწერს... - ეს ყვე­ლას­თა­ვის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "ქეთო და კო­ტეს" (რე­ჟი­სო­რი ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი) სი­უ­ჟე­ტია.

ფილმში ქარ­თუ­ლი კი­ნოს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი და ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს, თა­ვა­დი ლე­ვა­ნის როლს კი ოპე­რის ღვაწლ­მო­სი­ლი და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, ბა­რი­ტო­ნი პეტ­რე ამი­რა­ნაშ­ვი­ლი თა­მა­შობს, რო­მელ­საც წელს 110 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და...

პეტ­რე ამი­რა­ნაშ­ვი­ლი 1930 წლი­დან თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სო­ლის­ტი გახ­ლდათ და დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ქარ­თუ­ლი სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. მან აგ­რეთ­ვე ხელი შე­უ­წყო ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ახა­ლი ოპე­რე­ბის წინსვლას... ამი­რა­ნაშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დი­ო­და მოს­კო­ვის, ლე­ნინ­გრა­დის, კი­ე­ვის, მინ­სკი­სა და სა­ერ­თოდ, საბ­ჭო­თა სივ­რცის არა­ერთ ქა­ლაქ­ში, ასე­ვე ევ­რო­პის სა­ო­პე­რო სცე­ნებ­ზე. პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ო­და თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და რო­გორც ვთქვით, მის შე­მოქ­მე­დე­ბით ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა კი­ნო­ში ("ქეთო და კოტე") შეს­რუ­ლე­ბულ­მა თა­ვა­დი ფან­ტი­აშ­ვი­ლის სა­ხემ (1948 წელი).

პეტ­რე ამი­რა­ნაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია ქარ­თუ­ლი ოპე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვი, ლი­რი­კუ­ლი სოპ­რა­ნო მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი. აი, რას ჰყვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა მა­მა­ზე, რო­მე­ლიც ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა უმე­ტე­სად მა­ინც ფილ­მი­დან გა­იც­ნო:

"მა­მა­ჩე­მი ოც­ნე­ბობ­და, სცე­ნა­ზე ჩემი და მისი წარ­დგე­ნი­სას ასე გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ, - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბი, პეტ­რე და მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლე­ბი... მამა 1976 წლის 29 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა და მე კი ეს წო­დე­ბა იმა­ვე წლის 31 დე­კემ­ბერს მი­ვი­ღე. ჯილ­დო ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს ცკ-ს მა­შინ­დელ­მა მდი­ვან­მა პი­რა­დად მო­მი­ლო­ცა. ჩვენ­თან სახ­ლში და­რე­კა - მე­დი­კო გი­ლო­ცავ, შენ მი­ი­ღე სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა! თავი ვერ შე­ვი­კა­ვე და ტი­რი­ლი და­ვი­წყე - რა­ტომ ტი­რიო? - მკი­თხა. მამა ამას ასე ნატ­რუ­ლობ­და და ვერ მო­ეს­წრო-მეთ­ქი. მა­ნუ­გე­შა, - რას იზამ, ასე­თია ცხოვ­რე­ბაო!

იხი­ლეთ მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის ბლიც-ინ­ტერ­ვიუ

მა­მა­ჩე­მი გარ­და იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი ოპე­რის კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი იყო, ფარ­თო მა­ყუ­რე­ბე­ლი უკ­ვდა­ვი ფილ­მი­დან "ქეთო და კოტე" იც­ნობს, სა­დაც თა­ვა­დი ლე­ვა­ნის როლს თა­მა­შობს. რო­დე­საც რე­ჟი­სო­რი ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი ამ ფილ­მის­თვის პერ­სო­ნაჟს ეძებ­და, სრუ­ლი­ად სხვა არ­ტის­ტი ჰყავ­და შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ მამა რომ გა­სინ­ჯა, როლ­ზე ულა­პა­რა­კოდ და­ამ­ტკი­ცა: კი­დეც ითა­მა­შებ და კი­დეც იმ­ღე­რე­ბო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფილ­მი მუ­სი­კა­ლუ­რია...

მამა სა­ო­ცა­რი მომ­ღე­რა­ლი და არ­ტის­ტი იყო. არა­ჩე­უ­ლებ­რივ გა­რეგ­ნო­ბას­თან ერ­თად, ასე­თი­ვე ვო­კა­ლი, ხმა ჰქონ­და. მის მურ­მანს, კი­ა­ზოს, რი­გო­ლე­ტოს გრან­დი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ხვდა ყველ­გან. ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და გას­ტრო­ლე­ბით და ხალ­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ხვდე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ტურ­ნე­ე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და... ბავ­შვო­ბა იმე­რეთ­ში ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი, რა­საც ხში­რად იგო­ნებ­და ხოლ­მე, - ერთხელ ვაშ­ლის მო­სა­პა­რად ბავ­შვე­ბი ხეზე ასუ­ლან, პატ­რო­ნის და­ნახ­ვა­ზე ყვე­ლა გაქ­ცე­უ­ლა, ის ხეზე დარ­ჩე­ნი­ლა. ვაშ­ლის პატ­რონს წი­ნა­და­დე­ბა მი­უ­ცია - თუ იმ­ღე­რებ, გა­გიშ­ვე­ბო. პეტ­რე­საც უმ­ღე­რია და პირ­და­პირ ხეზე მჯდო­მი, ვაშ­ლით სავ­სე კა­ლა­თით და­უ­სა­ჩუქ­რე­ბი­ათ...

სცე­ნა­ზე მა­მის პარტნი­ო­რი ხში­რად ვყო­ფილ­ვარ, რაც მას ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებ­და და ხომ ვამ­ბობ, ეა­მა­ყე­ბო­და კი­დეც... მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ის და სცე­ნა­ზე ყო­ველ­თვის დიდი აჟი­ო­ტა­ჟით ხვდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ "ქეთო და კო­ტემ" მა­ყუ­რებ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მო­უ­ტა­ნა. ფილმში მეც ძა­ლი­ან მომ­წონს მამა. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შა... ის წელს 110 წლის გახ­დე­ბო­და..."

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ასე­ვე იხი­ლეთ: "იცით, რამ­დენ­ჯერ და­მით­მია ჩემი სპექ­ტაკ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის" - მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის ბლი­ცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თავადი ლევანი ფილმიდან "ქეთო და კოტე" - როგორ იგონებს მამას სოპრანო მედეა ამირანაშვილი

თავადი ლევანი ფილმიდან "ქეთო და კოტე" - როგორ იგონებს მამას სოპრანო მედეა ამირანაშვილი

...მდიდარი ვაჭარი მაკარი გადაწყვეტს, ულამაზესი ქალიშვილი - ქეთო, დიდგვაროვანს მიათხოვოს. თავად ლევანს მაჭანკალს მიუგზავნის, თავადი ვაჭართან დამოყვრებას იუკადრისებს, მაგრამ მევალეებით შეწუხებული, მდიდარი საპატარძლოს ნახვას მაინც დათანხმდება...

ქეთოზე შეყვარებული კოტე, თავადი ლევანის ძმისშვილი მაჭანკალ ხანუმას დახმარებას სთხოვს... საპატარძლოდ გამოწყობილი ხანუმა სტუმრების წინაშე ქეთოს ნაცვლად წარსდგება და თავგზას აუბნევს საზოგადოებას. მახინჯი პატარძლის ხილვით გამოწვეული აურზაურით კი შეყვარებული წყვილი - ქეთო და კოტე ისარგებლებს და სასწრაფოდ ჯვარს იწერს... - ეს ყველასთავის საყვარელი ქართული მხატვრული ფილმი "ქეთო და კოტეს" (რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი) სიუჟეტია.

ფილმში ქართული კინოს არაერთი ცნობილი და ლეგენდარული მსახიობი მონაწილეობს, თავადი ლევანის როლს კი ოპერის ღვაწლმოსილი და დამსახურებული მომღერალი, ბარიტონი პეტრე ამირანაშვილი თამაშობს, რომელსაც წელს 110 წელი შეუსრულდებოდა...

პეტრე ამირანაშვილი 1930 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი გახლდათ და დიდი წვლილი მიუძღვის ქართული საოპერო ხელოვნების ჩამოყალიბება-განვითარების საქმეში. მან აგრეთვე ხელი შეუწყო ქართველი კომპოზიტორების ახალი ოპერების წინსვლას... ამირანაშვილი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, მინსკისა და საერთოდ, საბჭოთა სივრცის არაერთ ქალაქში, ასევე ევროპის საოპერო სცენებზე. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში და როგორც ვთქვით, მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ღირსეული ადგილი დაიკავა კინოში ("ქეთო და კოტე") შესრულებულმა თავადი ფანტიაშვილის სახემ (1948 წელი).

პეტრე ამირანაშვილის ქალიშვილია ქართული ოპერის დამსახურებული ვარსკვლავი, ლირიკული სოპრანო მედეა ამირანაშვილი. აი, რას ჰყვება ქალბატონი მედეა მამაზე, რომელიც ფართო მაყურებელმა უმეტესად მაინც ფილმიდან გაიცნო:

"მამაჩემი ოცნებობდა, სცენაზე ჩემი და მისი წარდგენისას ასე გამოეცხადებინათ, - საქართველოს სახალხო არტისტები, პეტრე და მედეა ამირანაშვილები... მამა 1976 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა და მე კი ეს წოდება იმავე წლის 31 დეკემბერს მივიღე. ჯილდო ედუარდ შევარდნაძემ, საქართველოს ცკ-ს მაშინდელმა მდივანმა პირადად მომილოცა. ჩვენთან სახლში დარეკა - მედიკო გილოცავ, შენ მიიღე სახალხო არტისტის წოდება! თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე - რატომ ტირიო? - მკითხა. მამა ამას ასე ნატრულობდა და ვერ მოესწრო-მეთქი. მანუგეშა, - რას იზამ, ასეთია ცხოვრებაო!

იხილეთ მედეა ამირანაშვილის ბლიც-ინტერვიუ

მამაჩემი გარდა იმისა, რომ ქართული ოპერის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, ფართო მაყურებელი უკვდავი ფილმიდან "ქეთო და კოტე" იცნობს, სადაც თავადი ლევანის როლს თამაშობს. როდესაც რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ამ ფილმისთვის პერსონაჟს ეძებდა, სრულიად სხვა არტისტი ჰყავდა შერჩეული, მაგრამ მამა რომ გასინჯა, როლზე ულაპარაკოდ დაამტკიცა: კიდეც ითამაშებ და კიდეც იმღერებო. მოგეხსენებათ, ფილმი მუსიკალურია...

მამა საოცარი მომღერალი და არტისტი იყო. არაჩეულებრივ გარეგნობასთან ერთად, ასეთივე ვოკალი, ხმა ჰქონდა. მის მურმანს, კიაზოს, რიგოლეტოს გრანდიოზული წარმატება ხვდა ყველგან. ბევრს მოგზაურობდა გასტროლებით და ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა. საქართველოს მასშტაბით ტურნეები გამორჩეულად უყვარდა... ბავშვობა იმერეთში ჰქონდა გატარებული, რასაც ხშირად იგონებდა ხოლმე, - ერთხელ ვაშლის მოსაპარად ბავშვები ხეზე ასულან, პატრონის დანახვაზე ყველა გაქცეულა, ის ხეზე დარჩენილა. ვაშლის პატრონს წინადადება მიუცია - თუ იმღერებ, გაგიშვებო. პეტრესაც უმღერია და პირდაპირ ხეზე მჯდომი, ვაშლით სავსე კალათით დაუსაჩუქრებიათ...

სცენაზე მამის პარტნიორი ხშირად ვყოფილვარ, რაც მას ძალიან სიამოვნებდა და ხომ ვამბობ, ეამაყებოდა კიდეც... მაყურებელს ძალიან უყვარდა ის და სცენაზე ყოველთვის დიდი აჟიოტაჟით ხვდებოდნენ, მაგრამ "ქეთო და კოტემ" მაყურებლის გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა მოუტანა. ფილმში მეც ძალიან მომწონს მამა. შესანიშნავად ითამაშა... ის წელს 110 წლის გახდებოდა..."

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე იხილეთ: "იცით, რამდენჯერ დამითმია ჩემი სპექტაკლი ახალგაზრდებისთვის" - მედეა ამირანაშვილის ბლიცი

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"