მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ისარგებლებს უფასო მედიკამენტებით საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში
ვინ ისარგებლებს უფასო მედიკამენტებით საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ფარ­გლებ­ში უფა­სო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 150 ათა­სი­დან 200 ათას ადა­მი­ა­ნამ­დე ისარ­გებ­ლებს. ამის შე­სა­ხებ შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი პა­კე­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა.

რო­გორც და­ვით სერ­გე­ენ­კომ აღ­ნიშ­ნა, სა­მიზ­ნე პო­პუ­ლა­ცია იქ­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 600 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და ეს იქ­ნე­ბა 5 ძი­რი­თა­დი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის შე­სა­ბა­მის­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კა­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით გათ­ვა­ლეს ასა­კობ­რი­ვი ჭრი­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კის მი­ხედ­ვით, ამ 600 ათა­სი ადა­მი­ა­ნი­დან რამ­დენს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ფი­ნანსდე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ფარ­გლებ­ში. ეს არ ნიშ­ნავს, რომ 600 ათა­სი­ვე ადა­მი­ანს აქვს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ პროგ­რა­მის რე­ა­ლუ­რი მო­სარ­გებ­ლე იქ­ნე­ბა 150 ათა­სი­დან 200 ათას ადა­მი­ა­ნამ­დე, თუმ­ცა, სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბით. ზოგს შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს მა­გა­ლი­თად, შე­და­რე­ბით იაფი პრე­პა­რა­ტი, დი­ა­ბე­ტის მე­ო­რე ტი­პის სამ­კურ­ნა­ლო ტაბ­ლე­ტე­ბი, იმი­ტომ, რომ პირ­ველ ტიპ­ზე, ინ­სუ­ლინ­ზე უკვე არ­სე­ბობს პროგ­რა­მა და ა.შ. ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან სკურ­პუ­ლო­ზუ­რი გათ­ვლე­ბით გა­ი­წე­რა", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ზა­ფხუ­ლი­დან ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­უ­ფი­ნანსდე­ბათ.

ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბია: მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა; გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, კო­რო­ნა­ლუ­რი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი; დი­ა­ბე­ტის მე-2 ტიპი; ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი; ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, მე­დი­კა­მენ­ტის შეს­ყიდ­ვი­სას მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ხა­რისხზე გა­კეთ­დე­ბა. თუ მე­დი­კა­მე­ტი არ არის წარ­მო­ე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სერ­თი­ფი­კა­ტის წარ­მოდ­გე­ნა.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი სიმ­ბო­ლუ­რად თვე­ში მაქ­სი­მუმ 1 ლარი იქ­ნე­ბა.

ვინ ისარგებლებს უფასო მედიკამენტებით საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში

ვინ ისარგებლებს უფასო მედიკამენტებით საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით დაახლოებით 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე ისარგებლებს. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სამიზნე პოპულაცია იქნება დაახლოებით 600 ათასი ადამიანი და ეს იქნება 5 ძირითადი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტები.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამისმა სპეციალისტებმა საქართველოს სტატისტიკაზე და საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებით გათვალეს ასაკობრივი ჭრილი, ჯანმრთელობის რისკის მიხედვით, ამ 600 ათასი ადამიანიდან რამდენს შეიძლება ჰქონდეს პოტენციური ქრონიკული დაავადება, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ 600 ათასივე ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამის რეალური მოსარგებლე იქნება 150 ათასიდან 200 ათას ადამიანამდე, თუმცა, სხვადასხვა მასშტაბით. ზოგს შეიძლება დასჭირდეს მაგალითად, შედარებით იაფი პრეპარატი, დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო ტაბლეტები, იმიტომ, რომ პირველ ტიპზე, ინსულინზე უკვე არსებობს პროგრამა და ა.შ. ეს პროექტი ძალიან სკურპულოზური გათვლებით გაიწერა", - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ.

ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები; დიაბეტის მე-2 ტიპი; ფილტვების ქრონიკული დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მედიკამენტის შესყიდვისას მთავარი აქცენტი ხარისხზე გაკეთდება. თუ მედიკამეტი არ არის წარმოებული ევროკავშირის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატის წარმოდგენა.

მედიკამენტების ღირებულება კი სიმბოლურად თვეში მაქსიმუმ 1 ლარი იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი