პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძღოლების საყურადღებოდ: როგორ წახალისდებით, თუ წლის განმავლობაში მართვის მოწმობას 100 ქულით შეინარჩუნებთ?
მძღოლების საყურადღებოდ: როგორ წახალისდებით, თუ წლის განმავლობაში მართვის მოწმობას 100 ქულით შეინარჩუნებთ?

მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს არ და­არ­ღვე­ვენ და მარ­თვის მოწ­მო­ბას წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 100 ქუ­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფოს­გან წა­ხა­ლის­დე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მძღოლ­თა წა­ხა­ლი­სე­ბის ერთ-ერთი ფორ­მა შე­საძ­ლოა იყოს ავ­ტო­მან­ქა­ნის და სი­ცო­ცხლის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით და­ზღვე­ვა, რა კუ­თხი­თაც სა­ხელ­მწი­ფო კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­თან იმუ­შა­ვებს.

გარ­და ამი­სა, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის თქმით, შე­საძ­ლოა კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მძღო­ლე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა პრი­ზი ან გა­თა­მა­შე­ბაც და­წეს­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ერთი მხრივ, ჩვენ შე­მო­ვი­ღეთ სან­ქცია, რო­დე­საც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის მძღოლს მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე აკ­ლდე­ბა ქულა, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, იქ­ნე­ბა ბევ­რი მძღო­ლი, რო­მე­ლიც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად და­დის და იცავს წე­სებს. ვფიქ­რობთ, სა­ხელ­მწი­ფომ ასეთ მძღო­ლებ­საც რა­ღაც უნდა უთხრას. უნდა უთხრას, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა, მაგ­რამ და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მათი წა­ხა­ლი­სე­ბის­თვი­საც. ჩვენ ვმსჯე­ლობთ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს ქუ­ლე­ბის სის­ტე­მის და­კავ­ში­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ზღვე­ვის პი­რო­ბებ­თან, მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი ქულა არ ჩა­მო­აკ­ლდე­ბათ, უფრო შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზონ, როცა საქ­მე ეხე­ბა მათი მან­ქა­ნე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვას. ასე­თი მძღო­ლე­ბი, ლო­გი­კუ­რად გა­მო­დის, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს, სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას და სხვის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სი­ცო­ცხლე­საც.

მე­ო­რე, ვფიქ­რობთ ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა, თუ ყო­ველ­წლი­უ­რი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ცი­აც გვექ­ნე­ბა. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს წა­ხა­ლი­სე­ბა, ამა­ზე სა­ფიქ­რა­ლია: ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კვე­უ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი წა­ხა­ლი­სე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ და კერ­ძო სექ­ტორ­მა ერ­თად და­ა­წე­სონ პრი­ზე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გა­თა­მა­შე­ბა გა­კეთ­დეს და ა.შ. ფაქ­ტია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ამოქ­მე­დე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ჩვენ გვექ­ნე­ბა შე­დე­გე­ბის პირ­ვე­ლი ანა­ლი­ზი, უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი დავ­გეგ­მოთ", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

"საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც სხვა ახალ რე­გუ­ლა­ცი­ას­თან ერ­თად, მარ­თვის მოწ­მო­ბის 100-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მა შე­მო­დის, პარ­ლა­მენ­ტმა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ამ­ტკი­ცა და ის ძა­ლა­ში 1-ელი ივ­ლი­სი­დან შევა.

მძღოლების საყურადღებოდ: როგორ წახალისდებით, თუ წლის განმავლობაში მართვის მოწმობას 100 ქულით შეინარჩუნებთ?

მძღოლების საყურადღებოდ: როგორ წახალისდებით, თუ წლის განმავლობაში მართვის მოწმობას 100 ქულით შეინარჩუნებთ?

მძღოლები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არ დაარღვევენ და მართვის მოწმობას წლის განმავლობაში 100 ქულით შეინარჩუნებენ, სახელმწიფოსგან წახალისდებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის მძღოლთა წახალისების ერთ-ერთი ფორმა შესაძლოა იყოს ავტომანქანის და სიცოცხლის შეღავათიანი პირობებით დაზღვევა, რა კუთხითაც სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებთან იმუშავებს.

გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის თქმით, შესაძლოა კანონმორჩილი მძღოლებისთვის სხვადასხვა პრიზი ან გათამაშებაც დაწესდეს.

იხილეთ ვიდეო

"ერთი მხრივ, ჩვენ შემოვიღეთ სანქცია, როდესაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლს მართვის მოწმობაზე აკლდება ქულა, მაგრამ მეორე მხრივ, იქნება ბევრი მძღოლი, რომელიც მოწესრიგებულად დადის და იცავს წესებს. ვფიქრობთ, სახელმწიფომ ასეთ მძღოლებსაც რაღაც უნდა უთხრას. უნდა უთხრას, პირველ რიგში, მადლობა, მაგრამ დამატებით შესაძლებელია, რომ ქულების სისტემა გამოვიყენოთ მათი წახალისებისთვისაც. ჩვენ ვმსჯელობთ, რომ შესაძლებელი გახდეს ქულების სისტემის დაკავშირება სამედიცინო და ავტომობილის დაზღვევის პირობებთან, მუშაობა იქნება კერძო სადაზღვევო კომპანიებთან, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც წლის განმავლობაში არც ერთი ქულა არ ჩამოაკლდებათ, უფრო შეღავათიანი პირობები შესთავაზონ, როცა საქმე ეხება მათი მანქანებისა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასეთი მძღოლები, ლოგიკურად გამოდის, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ უსაფრთხოებას, საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ ქონებას და სხვის უსაფრთხოებასა და სიცოცხლესაც.

მეორე, ვფიქრობთ ძალიან პოზიტიური იქნება, თუ ყოველწლიური წამახალისებელი აქციაც გვექნება. რა შეიძლება იყოს ეს წახალისება, ამაზე საფიქრალია: ეს შეიძლება იყოს გარკვეული მატერიალური წახალისება, შეიძლება სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად დააწესონ პრიზები, შეიძლება გათამაშება გაკეთდეს და ა.შ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით, ახალი კანონმდებლობის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ გვექნება შედეგების პირველი ანალიზი, უკვე შესაძლებელი იქნება პირველი ნაბიჯები დავგეგმოთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლითაც სხვა ახალ რეგულაციასთან ერთად, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა შემოდის, პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა და ის ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი