პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უვიზო რეჟიმის 1 თვის შედეგები - რამდენმა ისარგებლა მიმოსვლით და რამდენი გამოაბრუნეს მესაზღვრეებმა უკან
უვიზო რეჟიმის 1 თვის შედეგები - რამდენმა ისარგებლა მიმოსვლით და რამდენი გამოაბრუნეს მესაზღვრეებმა უკან

უვი­ზო რე­ჟი­მის პირ­ვე­ლი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, შენ­გე­ნის ზო­ნა­ში უვი­ზო მი­მოს­ვლით სა­ქარ­თვე­ლოს 11 700-მდე მო­ქა­ლა­ქემ ისარ­გებ­ლა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ხუ­ლორ­და­ვამ გა­ნუ­ცხა­და და რო­გორც გან­მარ­ტა, უკან მხო­ლოდ 26 მო­ქა­ლა­ქის გა­მობ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

"27 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, შენ­გე­ნის ზო­ნა­ში, რო­მე­ლიც 30 ქვე­ყა­ნას მო­ი­ცავს, უვი­ზოდ სა­ზღვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს 11 700-მდე მო­ქა­ლა­ქემ გა­დაკ­ვე­თა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო ში­შე­ბი, ბევ­რი იქ­ნე­ბო­და ისე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რი­ცხვი, რო­მელ­თაც სა­ზღვრი­დან მო­აბ­რუ­ნებ­დნენ, ეს ში­შე­ბი არ გა­მარ­თლდა - სულ გვაქვს 26 ასე­თი შემ­თხვე­ვა და სა­სი­ხა­რუ­ლოა ის, რომ ეს შემ­თხვე­ვე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ობი­ექ­ტურ გა­რე­მო­ე­ბებს ანუ არა­საკ­მა­რის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და არა სუ­ბი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­მელ­საც იღებს ად­გილ­ზე მყო­ფი მე­სა­ზღვრე", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ლორ­და­ვამ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, პირ­ვე­ლი ერთი თვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი "ნამ­დვი­ლად კარ­გია".

"მე ვფიქ­რობ, უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის, რომ კარ­გად იცოდ­ნენ, რას გუ­ლის­ხმობს უვი­ზოდ მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი, რა უფ­ლე­ბას აძ­ლევს მათ ეს შე­ღა­ვა­თი და რა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ქო­ნაა სა­ჭი­რო. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რამ­დე­ნად ვას­რუ­ლებთ რე­ჟი­მის პი­რო­ბებს, ჯერ ამის თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია - იცით, რომ ეს არის 3-თვი­ა­ნი ხან­მოკ­ლე ვი­ზი­ტის პე­რი­ო­დი და ჯერ გა­სუ­ლია მხო­ლოდ 1 თვე. შე­სა­ბა­მი­სად, 90 დღის გას­ვლის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რამ­დე­ნად და­იც­ვეს ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ეს მო­თხოვ­ნა", - გან­მარ­ტა მან.

უვიზო რეჟიმის 1 თვის შედეგები - რამდენმა ისარგებლა მიმოსვლით და რამდენი გამოაბრუნეს მესაზღვრეებმა უკან

უვიზო რეჟიმის 1 თვის შედეგები - რამდენმა ისარგებლა მიმოსვლით და რამდენი გამოაბრუნეს მესაზღვრეებმა უკან

უვიზო რეჟიმის პირველი ერთი თვის განმავლობაში, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განუცხადა და როგორც განმარტა, უკან მხოლოდ 26 მოქალაქის გამობრუნების შემთხვევა დაფიქსირდა.

"27 აპრილის მონაცემებით, შენგენის ზონაში, რომელიც 30 ქვეყანას მოიცავს, უვიზოდ საზღვარი საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ იყო შიშები, ბევრი იქნებოდა ისეთი მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც საზღვრიდან მოაბრუნებდნენ, ეს შიშები არ გამართლდა - სულ გვაქვს 26 ასეთი შემთხვევა და სასიხარულოა ის, რომ ეს შემთხვევები უკავშირდება ობიექტურ გარემოებებს ანუ არასაკმარის დოკუმენტაციას და არა სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს ადგილზე მყოფი მესაზღვრე", - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე შეფასებით, პირველი ერთი თვის მაჩვენებლები "ნამდვილად კარგია".

"მე ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა საზოგადოების ინფორმირებისთვის, რომ კარგად იცოდნენ, რას გულისხმობს უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი, რა უფლებას აძლევს მათ ეს შეღავათი და რა დოკუმენტაციის ქონაა საჭირო. რაც შეეხება იმას, რამდენად ვასრულებთ რეჟიმის პირობებს, ჯერ ამის თქმა შეუძლებელია - იცით, რომ ეს არის 3-თვიანი ხანმოკლე ვიზიტის პერიოდი და ჯერ გასულია მხოლოდ 1 თვე. შესაბამისად, 90 დღის გასვლის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად დაიცვეს ჩვენმა მოქალაქეებმა ეს მოთხოვნა", - განმარტა მან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი