შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების პროგრამა თბილისში - დეტალური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების პროგრამა თბილისში - დეტალური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორები ლექციებს თბილისში კვირაში ერთხელ, პარასკევს, შაბათსა და კვირას ჩაატარებენ. საბუთების მიღება 31 მაისამდე წარმოებს.

Ambebi.ge შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აკადემიურ დირექტორ ლესლი ზეიმოზს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნული კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა:

- კონკრეტულად რა საქმიანობებში არიან ჩართული ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველები და რატომ აბარებენ ისინი აღნიშნულ პროგრამაზე? ასევე, საშუალოდ, რა ასაკის პირები სწავლობენ თქვენთან?

- სტუდენტები თითქმის ყველა სექტორიდან მოდიან (ტელეკომი, ფარმაცევტული სფერო, ბანკი, გაყიდვები და საზოგადოებრივი სექტორი). მათი დაახლოებით 30% მარკეტინგითაა დაკავებული, 20% გაყიდვებით. სტუდენტების საშუალო ასაკი კი 30-35 წელია.

- რა უპირატესობები აქვს თქვენი უნივერსიტეტის დიპლომს?

- გულწრფელად რომ ვთქვათ, დიპლომი განათლების დემონსტრირებისთვის მნიშვნელოვანია. შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა კი მენეჯმენტში საერთაშორისო სტანდარტების ცოდნას იძლევა. უფრო და უფრო მეტი კომპანია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო, დასაქმებისთვის ეძებს კანდიდატებს, რომელთაც განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აქვთ.

- რა პერსპექტივას სთავაზობს ეს პროგრამა სტუდენტებს? იქნება ეს მაღალი ხელფასები, კარგ პოზიციაზე დასაქმება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში...

- ჩვენი პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საშუალებას, თავიანთ კარიერაში წინ წავიდნენ ( რაც ჩვენი სტუდენტების შემთხვევაში ხშირად მომხდარა) ან საკუთარი ორგანიზაცია შექმნან და ბიზნესი დაიწყონ. ზოგიერთ მაგისტრანტს მაღალი ანაზღაურება ჩვენს პროგრამაში ჩართვამდე უკვე ჰქონდა, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კურსის დასრულების შემდეგ კი მათ უფრო მაღალი პოზიციები შესთავაზეს, რადგან უფრო კომპეტენტურები გახდნენ. სტუდენტების უმეტესობა, რომლებიც ბიზნესის ადმინისტრირების ჩვენს პროგრამაზე სწავლობენ, კარგი სამსახური და კომპანიებში ლიდერის პოზიციებზე დასაქმება სურთ. მათი პერპექტივა კი ამ მხრივ იზრდება, რადგან იმ კავშირებსა და აქტივობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლებიც სტუდენტებს ჩვენს პროგრამაში ჩართვისას აქვთ.

- როგორ ხდება იმ პროფესორთა შერჩევა, რომლებიც კურსის მიმდინარეობის პროცესში ასწავლიან? უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ სპეციალური კვალიფიკაცია?

- ჩვენი კურსის პროფესორების კომპეტენციის შემოწმება (როგორც საგანმანათლებლო, ისე პრაქტიკული მიმართულებით) განსაკუთრებულად ხდება. ჩვენს პროფესორებს შეუძლიათ თეორიული და პრაქტიკული ნაწილი სტუდენტებს ეფექტურად გადასცენ. პროფესორთა უმეტეს მათგანს წარსულში განათლება ან პრაქტიკული ცოდნა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში აქვთ მიღებული. გარდა ამისა, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ნებისმიერ მათგანს მინიმუმ მაგისტრის ხარისხი ჰქონდეს.

- რამდენად წარმატებულია თქვენი პროფესორების მიერ წაკითხული პროგრამა და როგორ შედეგებს იღებენ ისინი სტუდენტებისგან?

- სტუდენტების შედეგები პროგრამის მიმდინარეობის დროს ძალიან პოზიტიურია. ჩვენ ამ პროგრამას უკვე 20 წელია ვახორციელებთ და სტუდენტები ძალიან აფასებენ შესაძლებლობას, რომ განათლება საერთაშორისო დონის ლექტორებისგან მიიღონ, რასაც შემდეგ თავიანთ კოლეგებს გაუზიარებენ. ბევრი სტუდენტი გვეუბნება, რომ კომპანიებში, სადაც დასაქმებულები არიან, უფრო წარმატებულები გახდნენ.

ჩვენი პროგრამის მთავარი დადებითი მხარე ე.წ გასვლითი სწავლების საათებიცაა, რა დროსაც, ძირითადად, დასვენების დღეებში სტუდენტებს შეუძლიათ ლექციებს თესალონიკში, ბუქარესტში, ერევანში, ბელგრადში, სოფიასა და კიევში დაესწრონ.

- დაახლოებით რა პოზიციას იკავებს თქვენი პროგრამა მსგავსი საერთაშორისო პროგრამების ჩამონათვალში და რა შეგიძლიათ მითხრათ სხვა ქვეყნებში არსებული ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების შესახებ?

- გამოცემა Economist-ზე დაყრდნობით, შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მსოფლიოს ბიზნესის 1 000 საუკეთესო სკოლას შორის 44-ე ადგილს იკავებს, ევროპაში კი ის მე-13 პოზიციაზეა. ჩვენი სერტიფიკატები კი მნიშვნელობით მსოფლიოში წამყვან ადგილებს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ შეფილდის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა უკვე თბილისშიც ხემისაწვდომია. მისი გავლა 2017 წლის ოქტომბრიდან შეგეძლებათ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა კი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: + 995 577 221 166 ან ინფორმაციის მიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც შეგიძლიათ მისამართზე: georgia@city.academic.gr

ინფორმაციის მიღება ვებ-გვერდის საშუალებითაც შეგიძლიათ: www.citycollege.sheffield.eu

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი