ირანის ტელეარხ GEM TV-ის ხელმძღვანელი საიდ ქარიმიანი, რომელსაც სამშობლოში პატიმრობა შეუფარდეს, სტამბოლში მოკლეს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
ინციდენტი მასლაქის ოლქში მოხდა. უცნობმა პირმა ქარიამიანის ავტომანქანა გააჩერა, რომელშიც ტელეარხის ხელმძღვანელი ბიზნესპარტნიორთან ერთად იმყოფებოდა და ცეცხლი გაუხსნა. ქარიმიანი ადგილზე, მისი ბიზნესპარტნიორი კი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, ფინანსური დავა ყოფილიყო.
ქარიამიანს გასულ წელს ირანის სასამართლომ ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ საქმიანობის გამო, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.