სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი ქათმის ხორცის შესახებ - რა უნდა იცოდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი არ შემოგაპარონ
ყველაფერი ქათმის ხორცის შესახებ - რა უნდა იცოდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი არ შემოგაპარონ

რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა კვერ­ცხი და ქა­თა­მი? სახ­ლის ჯო­ბია, თუ ფერ­მის? რა ასა­კი­დან და რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მივ­ცეთ ქათ­მის ხორ­ცი ბავ­შვებს? რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ამ პრო­დუქ­ტის ყიდ­ვი­სას? აქვს თუ არა ჰორ­მო­ნა­ლუ­რი და­ნა­მა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბულ ქათ­მის ხორცს და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ თუ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ქა­თა­მი გვაქვთ შე­ძე­ნი­ლი? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე, რო­მე­ლიც ხში­რად გიჩ­ნდე­ბათ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" გი­პა­სუ­ხებთ.

რო­დის მივ­ცეთ ქათ­მის ხორ­ცი ბავ­შვებს?

ბავ­შვის­თვის ქათ­მის ხორ­ცის მი­ცე­მას 7 თვი­დან ვი­წყებთ, რა­ო­დე­ნო­ბა თა­ვი­დან ძა­ლი­ან ცოტა, 20-30 გრა­მი დღე­ში, კვი­რა­ში უნდა იყოს 3-4 დღე ხორ­ცი­ა­ნი, და­ნარ­ჩე­ნი ხორ­ცის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე. შემ­დგომ თან­და­თა­ნო­ბით იზ­რდე­ბა ხორ­ცის რა­ო­დე­ნო­ბა და წლის ბო­ლოს­თვის და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ში 70-80 გრა­მამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ქათ­მის ნა­ხარ­ში (ბუ­ლი­ო­ნი) ბავ­შვის­თვის? - ექი­მის რჩე­ვით, ქათ­მის ნა­ხარ­ში ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, უბ­რა­ლოდ, ის 9 თვის ასა­კი­დან უნდა მის­ცეთ ბავ­შვს, კვი­რა­ში 2-3-ჯერ და ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით. 20-30 მი­ლი­ლიტ­რი წლამ­დე ასა­კის ბავ­შვის­თვის არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად საკ­მა­რი­სი.

რო­გორ გა­ნას­ხვა­ვოთ სოფ­ლის და ფერ­მის ქა­თა­მი?

  • სოფ­ლის ქა­თა­მი შე­და­რე­ბით გამ­ხდა­რია, მას აქვს გრძე­ლი და წვრი­ლი ბარ­კა­ლი, მისი ძვლე­ბი მა­გა­რია, რად­გან იმის­თვის, რომ ქა­თა­მი ზრდას­რულ ზო­მამ­დე მი­ვი­დეს, 4 თვეა სა­ჭი­რო, ფერ­მის ქა­თა­მი კი დიდ ზო­მას 40 დღე­ში აღ­წევს, შე­სა­ბა­მი­სად ამ მოკ­ლე პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე, მისი ძვლე­ბი ვერ ას­წრებს ბო­ლომ­დე ფორ­მი­რე­ბას და გა­მაგ­რე­ბას.
  • ფერ­მის ქა­თა­მი ვარ­დის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბი­საა, სოფ­ლის ქა­თა­მი კი ხორ­ცის­ფე­რი, ოდ­ნავ მოყ­ვი­თა­ლო, იმის­თვის, რომ ფერ­მის ქა­თა­მი, სოფ­ლის ქათმს გა­რეგ­ნუ­ლად და­ამ­სგავ­სონ, ყვით­ლად ღე­ბა­ვენ, ამი­ტომ და­ა­დეთ მას ხელ­სა­ხო­ცი, თუ ხელ­სა­ხოც­ზე ფერი გა­და­ვი­და, ქა­თა­მი შე­ღე­ბი­ლია. გარ­და ამი­სა, სოფ­ლის ქა­თა­მი ძი­რი­თა­დად 1 კი­ლოგ­რა­მი­დან მაქ­სი­მუმ კი­ლოგ­რამ ნა­ხევ­რამ­დე იწო­ნის, ამი­ტომ თუ ქა­თა­მი უფრო მძი­მეა, ის დიდი ალ­ბა­თო­ბით სოფ­ლის არ არის.
  • თუ ქათ­მის ხორ­ცი თავ­თან ერ­თად იყი­დე­ბა, კარ­გად და­აკ­ვირ­დით ნის­კარტს, ჯან­მრთე­ლი ქათ­მის ნის­კარ­ტი უნდა იყოს მშრა­ლი და ღია ფე­რის.
  • თუ გა­ყი­ნულ ქა­თა­მის ხორცს ყი­დუ­ლობთ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ქა­თა­მი არ უნდა იყოს დიდი ზო­მის, იდე­ა­ლუ­რი წონა 1,5 კი­ლოგ­რა­მია. კარ­გად და­აკ­ვირ­დით შე­ფუთ­ვას, მას­ში არ უნდა იყოს ყი­ნუ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბი, ან გა­ყი­ნუ­ლი სის­ხლის კვა­ლი, ეს მოწ­მობს იმა­ზე, რომ ქათ­მის ხორ­ცი ერთხელ უკვე გამლღვა­ლი და ხე­ლახ­ლა გა­ყი­ნუ­ლია, ასე­თი პრო­დუქ­ტი კი გარ­და იმი­სა, რომ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს კარ­გავს, ის შე­იძ­ლე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბის წყა­როც იყოს.
იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ ფერ­მის და სოფ­ლის ქა­თა­მი ბა­ზარ­ში?

რო­გორ შე­ვა­მოწ­მოთ ჯან­სა­ღია თუ არა ნა­ყი­დი ქა­თა­მი?

ნე­ბის­მი­ე­რი ქათ­მის ხორ­ცის ყიდ­ვი­სას არ­სე­ბობს რის­კი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სოფ­ლის ქა­თამს ყი­დუ­ლობთ, ახ­ლად­დაკ­ლულ ფერ­მი­სას, თუ გა­ყი­ნულს. არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბი, ხორცს გა­ყიდ­ვამ­დე ხე­ლოვ­ნუ­რად ამ­ძი­მე­ბენ. წყალ­ში პირო­ფოს­ფა­ტე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია არა­მარ­ტო ქათ­მის ხორ­ცის წო­ნის მო­მა­ტე­ბა, არა­მედ მისი ვი­ზუ­ა­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც. ასე­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ერ­თმა ქა­თამ­მა შე­იძ­ლე­ბა ნა­ხე­ვა­რი კი­ლოგ­რა­მიც კი მო­ი­მა­ტოს. იგი­ვე ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად ქა­თამს ხე­ლოვ­ნურ ცი­ლა­ში დე­ბენ ასეთ შემ­თხვე­ვა­შიც ქათ­მის ხორ­ცი იმა­ტებს წო­ნა­ში და ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

  • ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად მო­ჭე­რით ქათ­მის ხორცს პა­ტა­რა ნა­ჭე­რი და ჩა­აგ­დეთ წყალ­ში, კარ­გი ხორ­ცი წყალ­ში ჩა­ი­ძი­რე­ბა, ხე­ლოვ­ნურ ცი­ლა­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი კი ზე­და­პირ­ზე იტივ­ტი­ვებს.
  • ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის მიზ­ნით, ხში­რად მწარ­მო­ებ­ლე­ბი ხორცს ქლორ­ში, ან ჭი­ან­ჭვე­ლის მჟა­ვა­ში აჩე­რე­ბენ, ამი­ტომ იცო­დეთ!!! თუ არ გინ­დათ, რომ ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი თქვენს ორ­გა­ნიზ­მში აღ­მოჩ­ნდეს, მომ­ზა­დე­ბამ­დე მი­ნი­მუმ 5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად გა­რე­ცხეთ ქათ­მის ხორ­ცი.
  • ხარ­შვი­სას ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ფრინ­ვე­ლის ხორ­ცში არ­სე­ბობ­დეს, წყალ­ში გა­მო­დის, ამი­ტომ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­უც­ვა­ლეთ მას ნა­ხარ­ში, გარ­და ამი­სა ნუ მი­ირ­თმევთ ქათ­მის კანს და ცხიმს, რად­გან ყვე­ლა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა, სწო­რედ ფრინ­ვე­ლის კან­ში და ცხიმ­ში კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა.
  • ყვე­ლა­ზე დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას ქათ­მის ხორ­ცში სალ­მო­ნე­ლა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ქა­თამს საკ­ვე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს, იცო­დეთ! იმის­თვის, რომ ქათ­მის ხორ­ცით მომ­ზა­დე­ბულ­მა კერძმა სალ­მო­ნე­ლო­ზი არ დაგ­მარ­თოთ, მი­ნი­მუმ 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, 180 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მო­ამ­ზა­დეთ, ამის შემ­დეგ კი შე­გიძ­ლი­ათ გემ­რი­ე­ლად და მშვი­დად მი­ირ­თვათ.

იხი­ლეთ გა­და­ცე­მა: "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" - ყვე­ლა­ფე­რი ქათ­მის ხორ­ცის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ყველაფერი ქათმის ხორცის შესახებ - რა უნდა იცოდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი არ შემოგაპარონ

ყველაფერი ქათმის ხორცის შესახებ - რა უნდა იცოდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი არ შემოგაპარონ

რამდენად სასარგებლოა კვერცხი და ქათამი? სახლის ჯობია, თუ ფერმის? რა ასაკიდან და რა რაოდენობით უნდა მივცეთ ქათმის ხორცი ბავშვებს? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ პროდუქტის ყიდვისას? აქვს თუ არა ჰორმონალური დანამატები საქართველოში წარმოებულ ქათმის ხორცს და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ანტიბიოტიკებით გაჯერებული ქათამი გვაქვთ შეძენილი? - ამ და სხვა კითხვებზე, რომელიც ხშირად გიჩნდებათ "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გიპასუხებთ.

როდის მივცეთ ქათმის ხორცი ბავშვებს?

ბავშვისთვის ქათმის ხორცის მიცემას 7 თვიდან ვიწყებთ, რაოდენობა თავიდან ძალიან ცოტა, 20-30 გრამი დღეში, კვირაში უნდა იყოს 3-4 დღე ხორციანი, დანარჩენი ხორცისგან თავისუფალი დღე. შემდგომ თანდათანობით იზრდება ხორცის რაოდენობა და წლის ბოლოსთვის დაახლოებით დღეში 70-80 გრამამდეა შესაძლებელი.

რამდენად სასარგებლოა ქათმის ნახარში (ბულიონი) ბავშვისთვის? - ექიმის რჩევით, ქათმის ნახარში ძალიან სასარგებლოა, უბრალოდ, ის 9 თვის ასაკიდან უნდა მისცეთ ბავშვს, კვირაში 2-3-ჯერ და ძალიან მცირე რაოდენობით. 20-30 მილილიტრი წლამდე ასაკის ბავშვისთვის არის აბსოლუტურად საკმარისი.

როგორ განასხვავოთ სოფლის და ფერმის ქათამი?

  • სოფლის ქათამი შედარებით გამხდარია, მას აქვს გრძელი და წვრილი ბარკალი, მისი ძვლები მაგარია, რადგან იმისთვის, რომ ქათამი ზრდასრულ ზომამდე მივიდეს, 4 თვეა საჭირო, ფერმის ქათამი კი დიდ ზომას 40 დღეში აღწევს, შესაბამისად ამ მოკლე პერიოდის მანძილზე, მისი ძვლები ვერ ასწრებს ბოლომდე ფორმირებას და გამაგრებას.
  • ფერმის ქათამი ვარდისფერი შეფერილობისაა, სოფლის ქათამი კი ხორცისფერი, ოდნავ მოყვითალო, იმისთვის, რომ ფერმის ქათამი, სოფლის ქათმს გარეგნულად დაამსგავსონ, ყვითლად ღებავენ, ამიტომ დაადეთ მას ხელსახოცი, თუ ხელსახოცზე ფერი გადავიდა, ქათამი შეღებილია. გარდა ამისა, სოფლის ქათამი ძირითადად 1 კილოგრამიდან მაქსიმუმ კილოგრამ ნახევრამდე იწონის, ამიტომ თუ ქათამი უფრო მძიმეა, ის დიდი ალბათობით სოფლის არ არის.
  • თუ ქათმის ხორცი თავთან ერთად იყიდება, კარგად დააკვირდით ნისკარტს, ჯანმრთელი ქათმის ნისკარტი უნდა იყოს მშრალი და ღია ფერის.
  • თუ გაყინულ ქათამის ხორცს ყიდულობთ, ამ შემთხვევაშიც ქათამი არ უნდა იყოს დიდი ზომის, იდეალური წონა 1,5 კილოგრამია. კარგად დააკვირდით შეფუთვას, მასში არ უნდა იყოს ყინულის ნარჩენები, ან გაყინული სისხლის კვალი, ეს მოწმობს იმაზე, რომ ქათმის ხორცი ერთხელ უკვე გამლღვალი და ხელახლა გაყინულია, ასეთი პროდუქტი კი გარდა იმისა, რომ სასარგებლო თვისებებს კარგავს, ის შეიძლება ბაქტერიების წყაროც იყოს.
იხილეთ ვიდეო: როგორ გავარჩიოთ ფერმის და სოფლის ქათამი ბაზარში?

როგორ შევამოწმოთ ჯანსაღია თუ არა ნაყიდი ქათამი?

ნებისმიერი ქათმის ხორცის ყიდვისას არსებობს რისკი. არ აქვს მნიშვნელობა სოფლის ქათამს ყიდულობთ, ახლადდაკლულ ფერმისას, თუ გაყინულს. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები, ხორცს გაყიდვამდე ხელოვნურად ამძიმებენ. წყალში პიროფოსფატებისა და სხვადასხვა ინგრედიენტების დამატებით, შესაძლებელია არამარტო ქათმის ხორცის წონის მომატება, არამედ მისი ვიზუალის გაუმჯობესებაც. ასეთი მოქმედებების შედეგად ერთმა ქათამმა შეიძლება ნახევარი კილოგრამიც კი მოიმატოს. იგივე ეფექტის მისაღებად ქათამს ხელოვნურ ცილაში დებენ ასეთ შემთხვევაშიც ქათმის ხორცი იმატებს წონაში და ვიზუალურადაც უმჯობესდება.

  • ფალსიფიკაციის გამოსავლენად მოჭერით ქათმის ხორცს პატარა ნაჭერი და ჩააგდეთ წყალში, კარგი ხორცი წყალში ჩაიძირება, ხელოვნურ ცილაში გაჩერებული კი ზედაპირზე იტივტივებს.
  • ვადის გახანგრძლივების მიზნით, ხშირად მწარმოებლები ხორცს ქლორში, ან ჭიანჭველის მჟავაში აჩერებენ, ამიტომ იცოდეთ!!! თუ არ გინდათ, რომ ეს ნივთიერებები თქვენს ორგანიზმში აღმოჩნდეს, მომზადებამდე მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში კარგად გარეცხეთ ქათმის ხორცი.
  • ხარშვისას ანტიბიოტიკი, რომელიც შეიძლება ფრინველის ხორცში არსებობდეს, წყალში გამოდის, ამიტომ რამდენჯერმე გამოუცვალეთ მას ნახარში, გარდა ამისა ნუ მიირთმევთ ქათმის კანს და ცხიმს, რადგან ყველა მავნე ნივთიერება, სწორედ ფრინველის კანში და ცხიმში კონცენტრირდება.
  • ყველაზე დიდ საშიშროებას ქათმის ხორცში სალმონელა წარმოადგენს, რომელიც ქათამს საკვებიდან შეიძლება დაემართოს, იცოდეთ! იმისთვის, რომ ქათმის ხორცით მომზადებულმა კერძმა სალმონელოზი არ დაგმართოთ, მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუს ტემპერატურაზე მოამზადეთ, ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გემრიელად და მშვიდად მიირთვათ.

იხილეთ გადაცემა: "არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი ქათმის ხორცის შესახებ

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში

დე ფაქტო აფხაზეთიდან 2,1 მლნ დოლარის კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობები გაიტანეს

თემქაზე ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და რამდენიმე ავტომანქანას დაეცა