საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, ბევრი ადამიანის დილა ყავით იწყება. თუმცა, ცოტამ თუ იცის რეალურად ამ მცენარის შესახებ. არომატულ ყავას, "ხსნადსა" და "ნალექიანს" უმეტესად ენერგიის აღსადგენად და დაბალ წნევასთან საბრძოლველად ვსვამთ.
"პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" დღემდე უცნობ ფაქტებს მოგითხრობთ და საჭირო რეკომენდაციებს გთავაზობთ.
მსოფლიოში არ არის იმდენი ყავის მოსავალი, რამდენიც იყიდება. ასე რომ, ყავა, რომელსაც თქვენ მიირთმევთ, შეიძლება სულაც არ არის ყავა. სოიო, წაბლი, ქერი, რკო, ვარდკაჭაჭა - ეს იმ მცენარეების ჩამონათვალია, რომლისგანაც ფალსიფიცირებულ ყავას ამზადებენ.
ყავის მომზადების მრავალი წესი არსებობს. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა გემრიელი ყავის მომზადება სახლის პირობებში გვინდა? - ყავა მზადდება არა ონკანის, არამედ უქლორო სუფთა წყლისგან.
ყავის ხშირი მირთმევა ყველასთვის არ არის რეკომენდირებული. ენდოკრინოლოგი შოთიკო ჯანჯღავა გაგაცნობთ იმ დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებმაც თავი უნდა შეიკავონ ამ სასმელის მიღებისგან.
იხილეთ დეტალურად ვიდეოები:
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ყავა სახლში? - საუკეთესო რეცეპტს გასწავლით