პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლახან მოხუცი გარდაიცვალა, რომლისთვისაც ერთადერთი ჭირისუფალი აღმოვჩნდი" - გაიცანით ხევსურეთის 34 სოფლის ერთადერთი ექიმი
"ახლახან მოხუცი გარდაიცვალა, რომლისთვისაც ერთადერთი ჭირისუფალი აღმოვჩნდი" - გაიცანით  ხევსურეთის 34 სოფლის ერთადერთი ექიმი

თბი­ლი­სი­დან ხევ­სუ­რეთ­ში სა­მუ­შა­ოდ ექი­მი-თე­რა­პევ­ტი, ლელა გა­ბუ­რი, 2011 წელს გა­და­ვი­და. ექი­მი, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად ბა­რი­სა­ხოს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ერ­თა­დერ­თია, ვინც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას მთელ პი­რა­ქე­თა ხევ­სუ­რეთს და კავ­კა­სი­ონს გა­დაღ­მა არ­ხო­ტის თემს, სულ 34 სო­ფელს უწევს. ამ სოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე 150 კომ­ლის­თვის (და­ახ­ლო­ე­ბით 500 ადა­მი­ა­ნი), წარ­მო­შო­ბით თა­ვა­დაც ხევ­სუ­რი, არ­ხო­ტი­ო­ნი ლელა მხო­ლოდ ექი­მი რო­დია. ხელ­მძღვა­ნე­ლობს და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რობს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ჩარ­თუ­ლია სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლე­ბი­სა და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში. ახ­ლა­ხან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია - "ხევ­სუ­რი ქა­ლე­ბი ჯან­სა­ღი მო­მავ­ლი­სათ­ვის" და­ა­არ­სა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ცდი­ლობს. გარ­და ამი­სა, პო­ეტ­სა და სა­ბავ­შვო მწე­რალს შორს გა­მიზ­ნუ­ლი სა­მე­ურ­ნეო გეგ­მე­ბი აქვს - ერთი წლის წინ ქლი­ა­ვის ბაღი გა­ა­შე­ნა, მალე მო­სა­ვალს ელის და მისი გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო გზე­ბიც უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი აქვს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლელა, რა იყო ამ არ­ცთუ ისე ად­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი?

- არ და­გი­მა­ლავთ, ერთ-ერთი მი­ზე­ზი სრუ­ლი­ად "არა­პო­ე­ტუ­რი" იყო და ის შე­მო­სა­ვალს უკავ­შირ­დე­ბო­და. თბი­ლის­ში სამ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი, ჯამ­ში კი ჩემი ანა­ზღა­უ­რე­ბა გზის ხარჯსაც ვერ ფა­რავ­და. არა­და, ბუ­ნებ­რი­ვია, როცა გა­ნათ­ლე­ბას იღებ, პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი, სურ­ვი­ლი გაქვს, შრო­მა ასე თუ ისე ადეკ­ვა­ტუ­რად და­ფას­დეს. გარ­და ამი­სა, ჩემი მე­უღ­ლე, გი­ორ­გი ლი­ქო­კე­ლი ბა­რი­სა­ხო­ში მუ­შა­ობს. წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ზღვრის დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, ახლა კი მრჩე­ვე­ლი გახ­ლავთ. მო­სახ­ლე­ო­ბას არ ჰყავ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი და თხოვ­ნით მე მომ­მარ­თეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რთუ­ლად არ მი­მი­ღია, რად­გან ეს მხა­რე ჩემი მშობ­ლი­უ­რი კუ­თხეა. მარ­თა­ლია, ბარ­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ არ­და­დე­გებს და-ძმებ­თან ერ­თად, ხევ­სუ­რეთ­ში ვა­ტა­რებ­დი. ახლა უკვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ბი­უ­ჯე­ტი გაგ­ვი­ზარ­და და სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, პე­დი­ატ­რიც ავიყ­ვა­ნოთ. სტო­მა­ტო­ლო­გი­ის კა­ბი­ნე­ტი წელს გა­იხ­სნე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ად­გილ­ზე ერთი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დაც ყო­ფი­ლი­ყო. დუ­შე­თი­დან წა­მო­სულ "სას­წრა­ფოს" ბა­რი­სა­ხომ­დე მოს­ვლი­სა და უკან დაბ­რუ­ნე­ბის­თვის თით­ქმის 140 კმ-ის გავ­ლა უხ­დე­ბა, რა­საც 3 სა­ათ­ზე მეტს ან­დო­მებს. გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის დროს კი, ბუ­ნებ­რი­ვია, მისი გა­მო­ძა­ხე­ბა აზრს კარ­გავს.

- რა არის დღეს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა?

- უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად - საკ­ვებ­სა და ყვე­ლა სხვა სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის გზაა. ყვე­ლა სხვა სირ­თუ­ლეს ეს მთა­ვა­რი ბა­რი­ე­რი იწ­ვევს. გარ­და პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა, რაც უგ­ზო­ო­ბის გამო იზღუ­დე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხევ­სუ­რე­ბის­თვის. როცა ასეთ ად­გი­ლას ხან­გრძლი­ვად ცხოვ­რობ, ულა­მა­ზეს მთებ­საც უცვდე­ბა თა­ვი­სი ხიბ­ლი...

- ზამ­თარ­ში გზა იკე­ტე­ბა?

- ბა­რი­სა­ხო პი­რა­ქე­თა ხევ­სუ­რე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრია და ზამ­თარ­ში გზა იწ­მინ­დე­ბა, პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რე­თის­კენ კი გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მი­დან სა­მან­ქა­ნე გზა აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, დათ­ვი­ჯვრის უღელ­ტე­ხი­ლი იკე­ტე­ბა და შა­ტილ­ში მოხ­ვედ­რა მხო­ლოდ ვერ­ტმფრე­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. არ­ხოტ­ში კი გზა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მშე­ნებ­ლო­ბა, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. მო­სახ­ლე­ო­ბის მთა­ში დაბ­რუ­ნე­ბის პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა სწო­რედ გზე­ბის მო­წეს­რი­გე­ბაა. ზამ­თარ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დად, ორ სო­ფელ­ში, ბა­რი­სა­ხო­სა და კორ­შა­ში რჩე­ბა. ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პირ­ვე­ლად კორ­შის გზა გა­იყ­ვა­ნა, ახლა კი არ­ხო­ტის­კე­ნაც და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა.

- მთის კა­ნო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას არ ამ­სუ­ბუ­ქებს?

- მთის კა­ნო­ნი მოქ­მე­დებს და ჩვე­ნი ხალ­ხი ამის მად­ლი­ე­რია, მაგ­რამ ეს მე­ტად მცი­რეა მათი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. მიდ­გო­მა ასე­თია: არ არის მო­სახ­ლე­ო­ბა, რა­ტომ უნდა და­ი­ხარ­ჯოს ბევ­რი ფული?! არა­და, თუ არ და­ხარ­ჯე, არც არა­სო­დეს იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა... ამ ჩა­კე­ტი­ლი წრის გარ­ღვე­ვა და კე­თი­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნაა სა­ჭი­რო. ადა­მი­ა­ნებს, ამ ფრა­ზის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, სახ­ლე­ბი თავ­ზე ენგრე­ვათ. მუდ­მივ შიშ­სა და სტრეს­ში ცხოვ­რო­ბენ, რომ მათი შვი­ლე­ბი ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ არ აღ­მოჩ­ნდნენ. თვი­დან თვემ­დე წამ­ლის ფული არა აქვთ, რაც მათ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს. მთის კა­ნო­ნი მა­შინ იქ­ნე­ბა შე­დე­გი­ა­ნი, როცა ამ ადა­მი­ა­ნებს სახ­ლებს აუ­შე­ნე­ბენ, სა­ქო­ნელს უყი­დი­ან. მერ­წმუ­ნეთ, ამის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის­თვის მი­ზე­რუ­ლია. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, როცა დაც­ლილ ხევ­სუ­რეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღა დაბ­რუნ­და, მათ სახ­ლე­ბი აუ­შე­ნეს, მო­ა­წყვეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა... სო­ფე­ლი გუ­და­ნი მა­შინ ნა­გე­ბი ქვით­კი­რის სახ­ლე­ბით, დღემ­დე ერთ-ერთ ძლი­ერ სოფ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კით, ორ წე­ლი­წად­ში ერთი ან წე­ლი­წად­ში ერთი ბავ­შვი იბა­დე­ბა. რეპ­რო­დუქ­ცი­ის უნა­რის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბა ანუ ახალ­გაზ­რდო­ბა ნაკ­ლე­ბია და შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც, შე­სა­ბა­მი­სად, და­ბა­ლია. თუკი ადრე ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა­ში 400-500 ბავ­შვი სწავ­ლობ­და, ახლა იქ მხო­ლოდ 65 მოს­წავ­ლეა. ხევ­სუ­რეთ­ში, სა­ზღვრის­პი­რა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ თი­თო­ე­ულ მო­სახ­ლეს ერთი სა­ქარ­თვე­ლოს ფასი აქვს...

- ფაქ­ტია, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ექიმ­ზე ბევ­რად უფრო მეტი ხართ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ახლახან მოხუცი გარდაიცვალა, რომლისთვისაც ერთადერთი ჭირისუფალი აღმოვჩნდი" - გაიცანით ხევსურეთის 34 სოფლის ერთადერთი ექიმი

"ახლახან მოხუცი გარდაიცვალა, რომლისთვისაც ერთადერთი ჭირისუფალი აღმოვჩნდი" - გაიცანით  ხევსურეთის 34 სოფლის ერთადერთი ექიმი

თბილისიდან ხევსურეთში სამუშაოდ ექიმი-თერაპევტი, ლელა გაბური, 2011 წელს გადავიდა. ექიმი, რომელიც პარალელურად ბარისახოს ამბულატორიას ხელმძღვანელობს, ერთადერთია, ვინც სამედიცინო დახმარებას მთელ პირაქეთა ხევსურეთს და კავკასიონს გადაღმა არხოტის თემს, სულ 34 სოფელს უწევს. ამ სოფლებში მოსახლე 150 კომლისთვის (დაახლოებით 500 ადამიანი), წარმოშობით თავადაც ხევსური, არხოტიონი ლელა მხოლოდ ექიმი როდია. ხელმძღვანელობს და ორგანიზატორობს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, ჩართულია საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროექტებში. ახლახან არასამთავრობო ორგანიზაცია - `ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის" დააარსა, რომლის საშუალებითაც ადგილობრივების სოციალური თუ იურიდიული პრობლემების მოგვარებას ცდილობს. გარდა ამისა, პოეტსა და საბავშვო მწერალს შორს გამიზნული სამეურნეო გეგმები აქვს - ერთი წლის წინ ქლიავის ბაღი გააშენა, მალე მოსავალს ელის და მისი გადამუშავებისათვის საჭირო გზებიც უკვე მოძიებული აქვს.

- ქალბატონო ლელა, რა იყო ამ არცთუ ისე ადვილი გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი?

- არ დაგიმალავთ, ერთ-ერთი მიზეზი სრულიად `არაპოეტური" იყო და ის შემოსავალს უკავშირდებოდა. თბილისში სამ ადგილას ვმუშაობდი, ჯამში კი ჩემი ანაზღაურება გზის ხარჯსაც ვერ ფარავდა. არადა, ბუნებრივია, როცა განათლებას იღებ, პროფესიას ეუფლები, სურვილი გაქვს, შრომა ასე თუ ისე ადეკვატურად დაფასდეს. გარდა ამისა, ჩემი მეუღლე, გიორგი ლიქოკელი ბარისახოში მუშაობს. წლების მანძილზე საზღვრის დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი იყო, ახლა კი მრჩეველი გახლავთ. მოსახლეობას არ ჰყავდა ადგილობრივი ექიმი და თხოვნით მე მომმართეს. გადაწყვეტილება რთულად არ მიმიღია, რადგან ეს მხარე ჩემი მშობლიური კუთხეა. მართალია, ბარში დავიბადე, მაგრამ არდადეგებს და-ძმებთან ერთად, ხევსურეთში ვატარებდი. ახლა უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ ბიუჯეტი გაგვიზარდა და საშუალება მოგვეცა, პედიატრიც ავიყვანოთ. სტომატოლოგიის კაბინეტი წელს გაიხსნება. კარგი იქნებოდა, ადგილზე ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადაც ყოფილიყო. დუშეთიდან წამოსულ `სასწრაფოს" ბარისახომდე მოსვლისა და უკან დაბრუნებისთვის თითქმის 140 კმ-ის გავლა უხდება, რასაც 3 საათზე მეტს ანდომებს. გადაუდებელი შემთხვევის დროს კი, ბუნებრივია, მისი გამოძახება აზრს კარგავს.

- რა არის დღეს ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი პრობლემა?

- უცნაურია, მაგრამ ნამდვილად - საკვებსა და ყველა სხვა საჭიროებაზე ბევრად მნიშვნელოვანი აქ მცხოვრებლებისთვის გზაა. ყველა სხვა სირთულეს ეს მთავარი ბარიერი იწვევს. გარდა პრაქტიკული საჭიროებებისა, რაც უგზოობის გამო იზღუდება, კომუნიკაცია, ადამიანებთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხევსურებისთვის. როცა ასეთ ადგილას ხანგრძლივად ცხოვრობ, ულამაზეს მთებსაც უცვდება თავისი ხიბლი...

- ზამთარში გზა იკეტება?

- ბარისახო პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია და ზამთარში გზა იწმინდება, პირიქითა ხევსურეთისკენ კი გვიანი შემოდგომიდან სამანქანე გზა აღარ ფუნქციონირებს, დათვიჯვრის უღელტეხილი იკეტება და შატილში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. არხოტში კი გზა არასოდეს ყოფილა და ახლა მიმდინარეობს მშენებლობა, რაც ძალიან გვახარებს. მოსახლეობის მთაში დაბრუნების პირველი საშუალება სწორედ გზების მოწესრიგებაა. ზამთარში მოსახლეობა ძირითადად, ორ სოფელში, ბარისახოსა და კორშაში რჩება. ახალმა ხელისუფლებამ პირველად კორშის გზა გაიყვანა, ახლა კი არხოტისკენაც დაიწყეს მუშაობა.

- მთის კანონი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას არ ამსუბუქებს?

- მთის კანონი მოქმედებს და ჩვენი ხალხი ამის მადლიერია, მაგრამ ეს მეტად მცირეა მათი პრობლემების მოსაგვარებლად. მიდგომა ასეთია: არ არის მოსახლეობა, რატომ უნდა დაიხარჯოს ბევრი ფული?! არადა, თუ არ დახარჯე, არც არასოდეს იქნება მოსახლეობა... ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა და კეთილი ნების გამოვლენაა საჭირო. ადამიანებს, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით, სახლები თავზე ენგრევათ. მუდმივ შიშსა და სტრესში ცხოვრობენ, რომ მათი შვილები ნანგრევების ქვეშ არ აღმოჩნდნენ. თვიდან თვემდე წამლის ფული არა აქვთ, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბუნებრივია, კიდევ უფრო ამძიმებს. მთის კანონი მაშინ იქნება შედეგიანი, როცა ამ ადამიანებს სახლებს აუშენებენ, საქონელს უყიდიან. მერწმუნეთ, ამისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიზერულია. კომუნისტების დროს, როცა დაცლილ ხევსურეთში ადამიანების პირველი ტალღა დაბრუნდა, მათ სახლები აუშენეს, მოაწყვეს ინფრასტრუქტურა... სოფელი გუდანი მაშინ ნაგები ქვითკირის სახლებით, დღემდე ერთ-ერთ ძლიერ სოფლად მიიჩნევა. წარმოიდგინეთ, დღევანდელი სტატისტიკით, ორ წელიწადში ერთი ან წელიწადში ერთი ბავშვი იბადება. რეპროდუქციის უნარის მქონე მოსახლეობა ანუ ახალგაზრდობა ნაკლებია და შობადობის მაჩვენებელიც, შესაბამისად, დაბალია. თუკი ადრე ბარისახოს სკოლაში 400-500 ბავშვი სწავლობდა, ახლა იქ მხოლოდ 65 მოსწავლეა. ხევსურეთში, საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოსახლეს ერთი საქართველოს ფასი აქვს...

- ფაქტია, ამ ადამიანებისთვის ექიმზე ბევრად უფრო მეტი ხართ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი