სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამთენიისას ზღვაზე შტორმი დაიწყო და ხომალდი შუაზე გადატეხა" - ქერჩის ახალი ტრაგედია
"გამთენიისას ზღვაზე შტორმი დაიწყო და ხომალდი შუაზე გადატეხა" - ქერჩის ახალი ტრაგედია

19 აპ­რილს გამ­თე­ნი­ი­სას შავ ზღვა­ში პა­ნა­მის დრო­შის ქვეშ თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) ) სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მცუ­რა­ვი სატ­ვირ­თო გემი Geroi Arsenala (IMO 8727604) ) ჩა­ი­ძი­რა, რომ­ლის ბორტზეც ეკი­პა­ჟის 12 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. მათ­გან ერთ-ერთი ეკი­პა­ჟის წევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ბოც­მა­ნი ლაშა ქა­ჯა­ია ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

ძებ­ნა-გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ნი­ლია ეკი­პა­ჟის ერთი წევ­რი (უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე) და ამოყ­ვა­ნი­ლია სამი გარ­დაც­ვლი­ლი მე­ზღვა­უ­რი, აქე­დან ორი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა და ერთი - რუ­სე­თის.

25 წლის ლაშა ქა­ჯა­ი­ას ძებ­ნას ლა­შას უფ­რო­სი ძმა, გია ქა­ჯა­ია ისევ აგ­რძე­ლებს. ქა­ჯა­ი­ებს ჯერ კი­დევ იმე­დი აქვთ, რომ ლაშა შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლი იპო­ვონ. გე­მის ეკი­პა­ჟის ერ­თა­დერ­თი გა­დარ­ჩე­ნი­ლი წევ­რის თქმით, ლაშა ქა­ჯა­ი­ამ ეკი­პა­ჟის სხვა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ წევ­რებ­თან ერ­თად მაშ­ველ კაფ­სუ­ლა­ში ჩაჯ­დო­მა მო­ას­წრო. დღეს ხელ­ვა­ჩა­უ­რის სო­ფელ ფე­რი­ა­ში, ქა­ჯა­ი­ე­ბის ოჯახ­ში ენით აუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ მე­ზღვა­ურ­ზე მისი ბი­ცო­ლა, ნინო დუმ­ბა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ლაშა ისე­თი ბი­ჭია, არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ოჯა­ხის, ამ ქვეყ­ნის იმე­დიც იყო, მაგ­რამ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მის მო­სა­ძებ­ნად გრო­შიც ვერ გა­ი­მე­ტა. თით­ქოს გულ­მა რა­ღაც ცუდი მიგ­რძნო, გა­მომ­შვი­დო­ბე­ბის­თვის ჩემ­თან რომ შე­მო­ი­ა­რა, უთხა­რი, - რა იყო, ბიჭო, სა­ას­პა­რე­ზოდ, მიწა რა­ტომ გე­პა­ტა­რა­ვე­ბა, ახლა ზღვის­კენ მი­დი­ხარ-მეთ­ქი?! სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ეს დე­ვი­ვით ბიჭი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, სულ შრო­მობ­და. სა­ზღვაო სკო­ლაც და­ამ­თავ­რა და პა­რა­ლე­ლუ­რად, ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ო­ზე, მათ შო­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზეც მუ­შა­ობ­და, ოჯახ­ზე ზრუ­ნავ­და. ამ­ბობ­და, ამ რე­ი­სი­დან რომ ჩა­მო­ვალ, მერე სხვა საქ­მე­ებ­საც მივ­ხე­და­ვო, ვინ იცის, იქ­ნებ ოჯა­ხის შექ­მნაც უნ­დო­და. ახლა კი აღარ ვი­ცით, რა ვი­ფიქ­როთ...

- ოჯახ­მა რო­გორ შე­ი­ტყო გე­მის ჩა­ძირ­ვის ამ­ბა­ვი?

- ტე­ლე­ვი­ზი­ით. მერე ნაც­ნო­ბებ­ში ვრე­კავ­დით, ზუს­ტად რო­მე­ლი გემი ჩა­ი­ძი­რა ეს რომ გაგ­ვე­გო. 19 მარტს ლაშა და მისი უფ­რო­სი ძმა თურ­ქე­თი­დან ზღვა­ში ერ­თად გა­ვიდ­ნენ, ოღონდ სხვა­დას­ხვა გე­მით. ლა­შას გემი ხორ­ბლით იყო დატ­ვირ­თუ­ლი. 4 აპ­რილს ეს გემი ფო­თის ნავ­სად­გურ­ში შე­მო­ვი­და, მერე კი ქერ­ჩი­სა­კენ გა­ცუ­რა და ნა­პი­რი­დან 13 მილ­ზე დად­გა. თურ­მე გე­მის კა­პი­ტა­ნი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, შტორ­მი იქ­ნე­ბაო, მაგ­რამ მან რა­ტომ­ღაც იქ გა­ა­ჩე­რა გემი, სა­დაც საფრ­თხის ზონა იყო.

გამ­თე­ნი­ი­სას ზღვა­ზე 3,5-ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი და­ი­წყო და ხო­მალ­დი შუ­ა­ზე გა­და­ტე­ხა. შუ­ა­ზე გა­და­ტე­ხილ­მა გემ­მა კი იმ წამ­სვე ჩა­ძირ­ვა და­ი­წყო. 13-კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი­დან მაშ­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ 3 იპო­ვეს. მათ შო­რის, 2 უკვე დამ­ხრჩვა­ლი იყო, ერთს, უკ­რა­ი­ნელ მე­ზღვა­ურს ცო­ცხლად მი­უს­წრეს და გა­და­არ­ჩი­ნეს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"გამთენიისას ზღვაზე შტორმი დაიწყო და ხომალდი შუაზე გადატეხა" - ქერჩის ახალი ტრაგედია

"გამთენიისას ზღვაზე შტორმი დაიწყო და ხომალდი შუაზე გადატეხა" - ქერჩის ახალი ტრაგედია

19 აპრილს გამთენიისას შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) ) საკუთრებაში არსებული მცურავი სატვირთო გემი Geroi Arsenala (IMO 8727604) ) ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მათგან ერთ-ერთი ეკიპაჟის წევრი საქართველოს მოქალაქე, ბოცმანი ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ძებნა-გადარჩენის ოპერაციების შედეგად გადარჩენილია ეკიპაჟის ერთი წევრი (უკრაინის მოქალაქე) და ამოყვანილია სამი გარდაცვლილი მეზღვაური, აქედან ორი უკრაინის მოქალაქეა და ერთი - რუსეთის.

25 წლის ლაშა ქაჯაიას ძებნას ლაშას უფროსი ძმა, გია ქაჯაია ისევ აგრძელებს. ქაჯაიებს ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ლაშა შეიძლება ცოცხალი იპოვონ. გემის ეკიპაჟის ერთადერთი გადარჩენილი წევრის თქმით, ლაშა ქაჯაიამ ეკიპაჟის სხვა გაუჩინარებულ წევრებთან ერთად მაშველ კაფსულაში ჩაჯდომა მოასწრო. დღეს ხელვაჩაურის სოფელ ფერიაში, ქაჯაიების ოჯახში ენით აუწერელი ტრაგედია ტრიალებს. გაუჩინარებულ მეზღვაურზე მისი ბიცოლა, ნინო დუმბაძე გვესაუბრება:

- ლაშა ისეთი ბიჭია, არა მხოლოდ ჩვენი ოჯახის, ამ ქვეყნის იმედიც იყო, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ მის მოსაძებნად გროშიც ვერ გაიმეტა. თითქოს გულმა რაღაც ცუდი მიგრძნო, გამომშვიდობებისთვის ჩემთან რომ შემოიარა, უთხარი, - რა იყო, ბიჭო, საასპარეზოდ, მიწა რატომ გეპატარავება, ახლა ზღვისკენ მიდიხარ-მეთქი?! სკოლის დამთავრების შემდეგ ეს დევივით ბიჭი არ გაჩერებულა, სულ შრომობდა. საზღვაო სკოლაც დაამთავრა და პარალელურად, ნებისმიერ სამუშაოზე, მათ შორის მშენებლობაზეც მუშაობდა, ოჯახზე ზრუნავდა. ამბობდა, ამ რეისიდან რომ ჩამოვალ, მერე სხვა საქმეებსაც მივხედავო, ვინ იცის, იქნებ ოჯახის შექმნაც უნდოდა. ახლა კი აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ...

- ოჯახმა როგორ შეიტყო გემის ჩაძირვის ამბავი?

- ტელევიზიით. მერე ნაცნობებში ვრეკავდით, ზუსტად რომელი გემი ჩაიძირა ეს რომ გაგვეგო. 19 მარტს ლაშა და მისი უფროსი ძმა თურქეთიდან ზღვაში ერთად გავიდნენ, ოღონდ სხვადასხვა გემით. ლაშას გემი ხორბლით იყო დატვირთული. 4 აპრილს ეს გემი ფოთის ნავსადგურში შემოვიდა, მერე კი ქერჩისაკენ გაცურა და ნაპირიდან 13 მილზე დადგა. თურმე გემის კაპიტანი გაფრთხილებული ყოფილა, შტორმი იქნებაო, მაგრამ მან რატომღაც იქ გააჩერა გემი, სადაც საფრთხის ზონა იყო.

გამთენიისას ზღვაზე 3,5-ბალიანი შტორმი დაიწყო და ხომალდი შუაზე გადატეხა. შუაზე გადატეხილმა გემმა კი იმ წამსვე ჩაძირვა დაიწყო. 13-კაციანი ეკიპაჟიდან მაშველებმა მხოლოდ 3 იპოვეს. მათ შორის, 2 უკვე დამხრჩვალი იყო, ერთს, უკრაინელ მეზღვაურს ცოცხლად მიუსწრეს და გადაარჩინეს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი