სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსადი" - ლეგენდები და სინამდვილე მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურზე
"მოსადი" - ლეგენდები და სინამდვილე მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურზე

ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი "მო­სა­დი", რო­გორც ის­რა­ე­ლის სხვა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, თით­ქმის მი­თი­უ­რი. ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვა­ზე ლე­გენ­დებს თხზა­ვენ. ის აშშ-ის დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­გენ­ტოს­თან (CIA), ბრი­ტა­ნულ MI-6-თან, რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­თან (СВР) ერ­თად მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო და ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სი­ა­ში შე­დის.

პა­ტა­რა ის­რა­ელ­ში დიდ პა­ტივს სცე­მენ თა­ვი­ანთ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ვინ­მე აგ­დე­ბუ­ლად სა­უბ­რობ­დეს მათ­ზე. "თუ შენ პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რია გაქვს, შენ თვი­თონ უნდა შექ­მნა ოპე­რა­ტი­უ­ლი სივ­რცე, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო ტე­რი­ტო­რი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის კომ­პენ­სი­რე­ბას მო­ახ­დენს. ამი­ტო­მაც გვჭირ­დე­ბო­და ჩვენ კარ­გი და ძლი­ე­რი დაზ­ვერ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მეირ ამიტ­მა, რო­მე­ლიც "მო­სა­დის" დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ 1963-1968 წლებ­ში.

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის პირ­ვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და, ძვე­ლი იე­რუ­სა­ლი­მის ორ­თო­დოქ­სა­ლურ უბან­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მა­მა­მი­სი რა­ბი­ნი იყო და რა თქმა უნდა, სურ­და, მისი შვი­ლიც რა­ბი­ნი გამ­ხდა­რი­ყო. სა­უ­ბა­რია რე­უ­ვენ ში­ლო­აჰზე - ადა­მი­ან­ზე, ვინც ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვა შექ­მნა. თავ­და­პირ­ვე­ლად "მო­სა­დი" გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო თელ-ავივ­ში, ბენ იუ­დას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე პა­ტა­რა ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში, შე­სავ­ლელ კარ­ზე პა­ტა­რა წარ­წე­რით: "სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი".

პირ­ვე­ლი აღი­ა­რე­ბა

...ის­რა­ე­ლის პირ­ველ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და­ვიდ ბენ-გუ­რი­ონს არ­ჩე­ვა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და: ის ის­რა­ელს აშშ-სა და და­სავ­ლე­თის მო­კავ­ში­რედ ხე­დავ­და. სა­ა­მი­სოდ მას სჭირ­დე­ბო­და შან­სი, რათა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ის­რა­ე­ლი სან­დო პარტნი­ო­რი და მო­კავ­ში­რეა. ამა­ში მას და­ეხ­მარ­ნენ ებ­რა­ე­ლი წარ­მო­შო­ბის ახალ­გაზ­რდა პო­ლო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და "მო­სა­დის" აგენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც იღ­ბა­ლი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვეს. შემ­დგომ­ში, "მო­სა­დის" ამ ოპე­რა­ცი­ას "XX სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ გა­ჟონ­ვას" უწო­დე­ბენ. ამ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის ახალ­გაზ­რდა სპეც­სამ­სა­ხუ­რი, "მო­სა­დი" მსოფ­ლი­ოს აღი­ა­რე­ბას მი­ი­ღებს.

ეს ის­ტო­რია 1956 წლის 25 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო. სსრკ-ს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მე-20 ყრი­ლო­ბის ბოლო დღე. ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვ­მა უცხო­ელ სტუმ­რებ­სა და პრე­სას სხდო­მის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა. ის მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვა სტა­ლი­ნის კულ­ტის შე­სა­ხებ. ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის პო­ლო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვიქ­ტორ გრა­ევ­სკი იხ­სე­ნებს: "პო­ლო­ნეთ­ში გა­ვი­გე, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვის სი­ტყვით გა­მოს­ვლის ტექ­სტის­თვის 1,5 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს იძ­ლე­ვი­ან და ამ დო­კუ­მენ­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სურთ".

reclama

ვიქ­ტორ გრა­ევ­სკი იმ დროს პო­ლო­ნე­თის პრე­სის სა­ა­გენ­ტო­ში სსრკ-ს გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი იყო. "მე მყავ­და მე­გო­ბა­რი გოგო, ლუ­ცია ბა­რა­ნოვ­სკა­ია, რო­მე­ლიც პო­ლო­ნე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ მუ­შა­თა პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ კო­მი­ტეტ­ში პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის რე­ფე­რენ­ტად მუ­შა­ობ­და" - იხ­სე­ნებს გრა­ევ­სკი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გრა­ევ­სკის თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მა ჰქონ­და პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მან თა­ვის მე­გო­ბარ გო­გოს სამ­სა­ხურ­ში მი­ა­კი­თხა და შემ­თხვე­ვით და­ი­ნა­ხა მის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე წი­თე­ლი ბრო­შუ­რა, რო­მელ­საც რუ­სულ ენა­ზე ეწე­რა: "Совершенно секретно". ეს ხრუ­შო­ვის სი­ტყვით გა­მოს­ვლის ტექ­სტის ეგ­ზემპლა­რი იყო, გან­კუთ­ვნი­ლი პო­ლო­ნე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის­თვის. ლუ­ცია ბა­რა­ნოვ­სკა­ი­ას არც კი ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნა იმის შე­სა­ხებ, თუ რა დო­კუ­მენ­ტი ედო სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე. ამი­ტო­მაც, ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ეს დო­კუ­მენ­ტი თა­ვის მე­გო­ბარს, ვიქ­ტორ გრა­ევ­სკის გა­ა­ტა­ნა.

"ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლას სურ­და ამ მოხ­სე­ნე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, გა­ე­გოთ თუ რა ეწე­რა მანდ. შე­მეძ­ლო წავ­სუ­ლი­ყა­ვი ამე­რი­კე­ლებ­თან და 1,5 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი ამე­ღო, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩო­ში წას­ვლა" - იგო­ნებს პო­ლო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლის მშობ­ლე­ბი იმ დრო­ის­თვის უკვე ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობ­დნენ, თვი­თო­ნაც აპი­რებ­და სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში გა­დას­ვლას და ამ დო­კუ­მენ­ტის ის­რა­ე­ლის­თვის გა­და­ცე­მა, მშვე­ნი­ე­რი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბო­და მისი მო­მა­ვა­ლი სამ­შობ­ლოს­თვის...

ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩო­ში ვიქ­ტორ გრა­ევ­სკი ნი­კი­ტა ხრუ­შო­ვის სი­ტყვით გა­მოს­ვლის ტექ­სტის ასლს ვინ­მე ბარ­მორს გა­დას­ცემს ("მო­სა­დის" ოფი­ცე­რი), რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ემ­გზავ­რე­ბა ვე­ნა­ში, სა­დაც აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტს ის­რა­ე­ლის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნელს ამას მა­ნორს გა­დას­ცემს. ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ეს დო­კუ­მენ­ტი. მათ სულ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს: ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვის სა­ი­დუმ­ლო მოხ­სე­ნე­ბა აშშ-ის დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­გენ­ტოს (CIA) გა­დას­ცეს. ამით ის­რა­ელ­მა სსრკ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­ი­ფუ­ჭა და ამავდრო­უ­ლად აშშ-სთან ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ძირ­კვე­ლი ჩა­უ­ყა­რა.

გრა­ევ­სკი იგო­ნებს: "ის­რა­ელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის შემ­დეგ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ჩემ­თან ვი­ღაც და­ბა­ლი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და, რო­მე­ლიც ჩემ­თან ცო­ტა­თი ივ­რით­ზე და ცო­ტა­თი პო­ლო­ნურ ენა­ზე სა­უბ­რობ­და. მან მი­თხრა: "ბა­ტო­ნო გრა­ევ­სკი, ჩვენ არ და­ვი­ვი­წყებთ თუ რა გა­ა­კე­თეთ ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის". ჯილ­დოს სა­ხით, მან გუ­ლის ჯი­ბი­დან კა­ლა­მი გა­მო­ი­ტა­ნა და გად­მომ­ცა. თუ არ ვცდე­ბი, "მონბ­ლა­ნის" კა­ლა­მი იყო".

ჟურ­ნა­ლისტს წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­და, რომ ეს და­ბა­ლი მა­მა­კა­ცი, ხელ­ში "მონბ­ლა­ნის" კალ­მით, ის­რა­ელ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პირი - "მო­სა­დის" ლე­გენ­და­რუ­ლი დი­რექ­ტო­რი, ისერ ჰა­რე­ლი იყო.

"მე მჭირ­დე­ბა ხალ­ხი, რომ­ლებ­საც ეზი­ზღე­ბათ მკვლე­ლო­ბა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა ას­წავ­ლო მოკ­ვლა"

"მო­სა­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გარ­და, ისერ ჰა­რე­ლი ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ის­რა­ე­ლის კონ­ტრდაზ­ვერ­ვას, "შინ-ბეთს" და უშიშ­რო­ე­ბის სფე­რო­ში გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და. მას მხო­ლოდ ორი უფ­რო­სი ჰყავ­და: ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ვიდ ბენ-გუ­რი­ო­ნი და ღმერ­თი!

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "მო­სა­დის" პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი რე­უ­ვენ ში­ლო­ა­ჰი იყო, რომ­ლის დრო­საც შე­იქ­მნა ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია, "მო­სა­დი" მსოფ­ლიო ბრენ­დად ზუს­ტად რომ ისერ ჰა­რელ­მა აქ­ცია. ისერ ჰა­რე­ლის "მო­სად­ში" მოს­ვლის დროს პერ­სო­ნა­ლი სამ ოთახ­ში იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ისერ ჰა­რელ­მა და­ვიდ ბენ-გუ­რი­ონს ბი­უ­ჯე­ტის ათ­მა­გად გაზ­რდა მოს­თხო­ვა, რა­ზეც და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან. მან "მო­სა­დის" ძი­რე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი გარ­დაქ­მნა მო­ახ­დი­ნა. მის დროს შე­იქ­მნა აგენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლა და მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სე­ლექ­ცი­ის მკაც­რი სტან­დარ­ტე­ბი და­წეს­და.

reclama

"მე მჭირ­დე­ბა ხალ­ხი, რომ­ლებ­საც ეზი­ზღე­ბათ მკვლე­ლო­ბა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა ას­წავ­ლო მოკ­ვლა" - ამ­ბობ­და ჰა­რე­ლი, რო­მე­ლიც "მო­სა­დის" როლს შემ­დეგ­ნა­ი­რად ხე­დავ­და: "ჩვენ ირ­გვლივ მტრე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც რი­ცხობ­რი­ვად აღგ­ვე­მა­ტე­ბი­ან. ამი­ტო­მაც, იძუ­ლე­ბულ­ნი ვართ ჩვე­ნი დაზ­ვერ­ვა რაც შე­იძ­ლე­ბა წინ წავ­წი­ოთ. ის ჩვენ რო­გორც ერ­თგვა­რი გრძე­ლი ხელი გვემ­სა­ხუ­რე­ბა და დრო­ი­სა და სივ­რცის კომ­პენ­სი­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა".

"მო­სა­დის" ლე­გენ­და­რუ­ლი ოპე­რა­ცია - 20 წამი, რო­მელ­მაც 1960 წელს მსოფ­ლიო შეძ­რა

"მო­სა­დის" ოპე­რა­ცია, რო­მელ­მაც ისერ ჰა­რელს მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა და ლე­გენ­დად აქ­ცია და რო­მელ­საც ის პი­რა­დად კუ­რი­რებ­და, 1960 წლის 11 მა­ისს არ­გენ­ტი­ნა­ში, ქა­ლაქ ბუ­ე­ნოს აი­რეს­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

გა­სუ­ლი წლის 11 მა­ისს, როცა პი­რა­დად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი არ­გენ­ტი­ნა­ში, გა­ვი­ფიქ­რე: "დრო­ის მან­ქა­ნა რომ არ­სე­ბობ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ნაც­ვლებ­დი 1960 წლის 11 მა­ისს, სან ფერ­ნან­დო­ში (ბუ­ე­ნოს აი­რე­სის პრო­ვინ­ცია), ზუს­ტად ამ ად­გი­ლას, გა­რი­ბალ­დის ქუ­ჩა­ზე, რათა მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო და უნი­კა­ლუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მოწ­მე გამვხდა­რი­ყა­ვი, რომ­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი "მო­სა­დი" იყო".

...1960 წლის 11 მა­ი­სი. ქ. სან ფერ­ნან­დო (28 კმ ბუ­ე­ნოს აი­რე­სი­დან). 20:05 სა­ა­თი. გა­რი­ბალ­დის ქუ­ჩი­სა და 202 ნო­მე­რი გზის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე მდე­ბა­რე ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე, 203-ე ნო­მე­რი ავ­ტო­ბუ­სი­დან ვინ­მე რი­კარ­დო კლე­მენ­ტე ჩა­მო­ვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი Waffen-SS-ის ობერშტურმ­ბან­ფი­უ­რე­რი (ფა­შის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში ესე­სე­ლე­ბის ოფიც­რის წო­დე­ბა), ჰო­ლო­კოს­ტის არ­ქი­ტექ­ტო­რი, ადოლფ აიხ­მა­ნი, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, წლე­ბია არ­გენ­ტი­ნა­ში იმა­ლე­ბა.

ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბი­დან სახ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი, გა­რი­ბალ­დის ქუ­ჩა­ზე რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მეტრს გა­ივ­ლის, რო­დე­საც ტრო­ტუ­არ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი და ვი­თომ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ირ­გვლივ მყო­ფი მა­მა­კა­ცე­ბი­დან ერთ-ერთი, კერ­ძოდ, "მო­სა­დის" აგენ­ტი პი­ტერ მალ­კი­ნი, ეს­პა­ნუ­რად მი­მარ­თავს: Un momentito, señor. ამ ფრა­ზის წარ­მოთ­ქმი­დან ადოლფ აიხ­მა­ნის და­კა­ვე­ბამ­დე 20 წამი გავა. ის 20 წამი, რო­მე­ლიც 1960 წელს მსოფ­ლი­ოს შეძ­რავს.

reclama

ადოლფ აიხ­მანს კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ, სა­დაც "მო­სა­დის" აგენ­ტებს ის 9 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეყო­ლე­ბათ დამ­წყვდე­უ­ლი. ისი­ნი სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღე­ბენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­სა და აღი­ა­რე­ბას, რომ პირი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ და რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ კუ­რი­რებ­და 6 მი­ლი­ო­ნი ებ­რა­ე­ლის ფი­ზი­კურ გა­ნად­გუ­რე­ბას, რე­ა­ლუ­რად ადოლფ აიხ­მა­ნია.

20 მა­ისს, აიხ­მა­ნი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ და ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბით (რო­გორც ის­რა­ე­ლის ავი­ა­ხა­ზე­ბის პი­ლო­ტი) არ­გენ­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს. 22 მა­ისს, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ვიდ ბენ გუ­რი­ო­ნი გა­მო­ა­ცხა­დებს, რომ ადოლფ აიხ­მა­ნი ის­რა­ელ­შია და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას გა­და­ე­ცე­მა.

ეს იყო "მო­სა­დის" პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი და უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია და ერ­თგვა­რი მე­სი­ჯი, რომ ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი მტრე­ბის დას­ჯა­ში მხო­ლოდ თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რაც დამ­ტკიც­და მომ­დევ­ნო წლებ­ში, "მო­სა­დის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი უპ­რე­ცე­დენ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში.

#1 აგენ­ტი "მო­სა­დის" ის­ტო­რი­ა­ში

ალ­ბათ, თავს ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი, რომ ამ სტა­ტი­ის წე­რი­სას არ შევ­ხე­ბო­დი "მო­სა­დის" ის­ტო­რი­ა­ში #1 აგენტს, ლე­გენ­და­რულ ელი კო­ენს, რომ­ლის კა­რი­ე­რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ფი­ნა­ლი კი ტრა­გი­კუ­ლი.

ელი კო­ე­ნი 1924 წლის 16 დე­კემ­ბერს, ეგ­ვიპ­ტე­ში, ებ­რა­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 1949 წელს მისი ოჯა­ხი ის­რა­ელ­ში გა­და­სახ­ლდა, თუმ­ცა ელი კო­ე­ნი ეგ­ვიპ­ტე­ში დარ­ჩა. 50-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ეგ­ვიპ­ტე­ში და­ა­კა­ვეს ის­რა­ე­ლის აგენ­ტე­ბი - მოშე მარ­ზუ­კი და სემი ეზე­რი, მათ­თან ერ­თად ელი კო­ე­ნიც. კო­ენს გა­უ­მარ­თლა. ის და­კი­თხვა­ზე არა "მუ­ჰა­ბა­რათ­ში" (სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი), არა­მედ პო­ლი­ცი­ა­ში მოხ­ვდა და თავი გა­და­ირ­ჩი­ნა. პო­ლი­ცი­ელ­მა და­უ­ჯე­რა მის ვერ­სი­ას, რომ მხო­ლოდ ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რა ებ­რა­ელ მუ­შებს და არც კი იცო­და თუ რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ ისი­ნი ეგ­ვიპ­ტე­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 1956 წელს ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­ძე­ვა ის ქვეყ­ნი­დან, რო­გორც "არა­სა­ი­მე­დო ებ­რა­ე­ლი".

ელი კო­ე­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში. რო­გორც კი ის­რა­ელ­ში აღ­მოჩ­ნდა, "მო­სად­ში" შე­ი­ტა­ნა სა­ბუ­თე­ბი, თუმ­ცა უარი მი­ი­ღო. 1960 წელს ელი კო­ე­ნით ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა "ამა­ნი" და­ინ­ტე­რეს­და. მან ინ­ტენ­სი­უ­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი გა­ი­ა­რა, ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ მისი ინ­ტე­ლექ­ტით, ერუ­დი­ცი­ით და არა­ბუ­ლი ენის ცოდ­ნით. კურ­სის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, ელი კო­ე­ნი "მო­სად­ში" ჩა­რი­ცხეს. "მო­სა­დის" ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ელი კო­ე­ნი უნდა გამ­ხდა­რი­ყო სი­რი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და ჩა­ნერ­გი­ლი­ყო სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ვე­ბულ წრე­ებ­ში. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ელი კო­ენ­მა არ­გენ­ტი­ნი­დან და­ი­წყო...

reclama

1961 წლის 6 თე­ბერ­ვალს, ელი კო­ე­ნი ბუ­ე­ნოს აი­რეს­ში გა­ემ­გზავ­რა ქა­მალ ამინ თა­ვა­თის სა­ხე­ლით, სა­დაც კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­რა სი­რი­ელ დიპ­ლო­მა­ტებ­თან და ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან. სულ ორი თვე დას­ჭირ­და ელი კო­ენს იმი­სათ­ვის, რომ ში­ნა­უ­რი გამ­ხდა­რი­ყო დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­ღე­ბებ­ზე. და­უ­მე­გობ­რდა სი­რი­ის სა­ელ­ჩოს სამ­ხედ­რო ატა­შეს, ამინ ალ-ჰა­ფეზს, რო­მე­ლიც ფა­რუ­ლად იყო პარ­ტია "ბა­ა­სის" წევ­რი (იმ დროს ეს პარ­ტია არა­ლე­გა­ლუ­რად იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სი­რი­ა­ში). 1961 წლის ზა­ფხულს, ამინ ალ-ჰა­ფე­ზი სი­რი­ა­ში დაბ­რუნ­და და პარ­ტი­ულ იერ­არ­ქი­ა­ში წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვა. 1962 წლის 10 იან­ვარს თვით ელი კო­ე­ნიც ჩა­ვი­და სი­რი­ა­ში. არ­გენ­ტი­ნა­ში გაც­ნო­ბი­ლი სი­რი­ე­ლი "მე­გობ­რე­ბის" დახ­მა­რე­ბით ის და­უ­ახ­ლოვ­და სი­რი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის ძმის­შვილს, ლე­ი­ტე­ნანტ კა­რიმ ზა­ჰე­რის, სამ­ხედ­რო ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს და რაც მთა­ვა­რია, ის უკვე იყო გე­ნე­რალ ამინ ალ-ჰა­ფე­ზის, პარ­ტია "ბა­ა­სის" ლი­დე­რის ახლო მე­გო­ბა­რი. მალე სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში ელი კო­ენ­ზე, რო­გორც სი­რი­ის პატ­რი­ოტ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ.

1963 წლის მარტს, სი­რი­ა­ში მო­რი­გი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მოხ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პარ­ტია "ბა­ა­სი" მო­ვი­და. სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი კი ამინ ალ-ჰა­ფე­ზი გახ­და - ელი კო­ე­ნის მიერ არ­გენ­ტი­ნა­ში გაც­ნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო ატა­შე და "მე­გო­ბა­რი". აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ელი კო­ენს ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე. უფრო მე­ტიც, მას შეს­თა­ვა­ზეს ოფიც­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა უშიშ­რო­ე­ბის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში, სა­დაც პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბაც კი მი­ი­ღო. სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის­თვის ელი კო­ე­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სან­დო ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­საც ხში­რად რჩე­ვებ­საც სთხოვ­და სა­ხელ­მწი­ფო და სამ­ხედ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კო­ე­ნი მას რჩე­ვებს სწრა­ფად არა­სო­დეს აძ­ლევ­და. სთხოვ­და გარ­კვე­ულ დროს, რათა სა­კი­თხის არსში გარ­კვე­უ­ლი­ყო. ამ დროს კი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ცენ­ტრში გა­დას­ცემ­და და "მო­სა­დის" სამ­ხედ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ პა­სუხს, სი­რი­ის პრე­ზი­დენტს მე­გობ­რუ­ლი რჩე­ვის სა­ხით აწ­ვდი­და.

მალე სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ქა­მალ ამინ თა­ვა­თი (ელი კო­ე­ნი) თა­ვის სამ­ხედ­რო მრჩევ­ლად და­ნიშ­ნა. ეს კი ნიშ­ნავ­და იმას, რომ "მო­სა­დის" აგენ­ტი, ებ­რა­ე­ლი ელი კო­ე­ნი (ლე­გენ­დის თა­ნახ­მად ქა­მალ ამინ თა­ვა­თი) სი­რი­ის მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში სრუ­ლი სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლობ­და. უფრო მე­ტიც, ის უკვე იმ სა­მე­ულ­ში შე­დი­ო­და, ვინც მო­მა­ვალ­ში სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტად მო­ი­აზ­რე­ბო­და. ელი კო­ენს ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მა ნე­ბის­მი­ერ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ზე ან ობი­ექ­ტზე, ის ნე­ბის­მი­ე­რი სამ­ხედ­რო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის საქ­მის კურ­სში იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვა უნი­კა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­და იმ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მე­ლიც მისი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო...

1964 წელს, ელი კო­ე­ნი ხში­რად გა­დას­ცემ­და რა­დი­ოგ­რა­მებს "მო­სად­ში", ვი­ნა­ი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მას­თან, მისი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­დი­ო­და. რა­დი­ოგ­რა­მე­ბის ხშირ­მა გაგ­ზავ­ნამ გარ­კვე­უ­ლი დაბ­რკო­ლე­ბა შე­უქ­მნა ინ­დო­ე­თის სა­ელ­ჩოს კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბას (ინ­დო­ე­თის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბა ელი კო­ე­ნის სახ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და). ეს კო­ენ­მა იცო­და, თუმ­ცა რა­დი­ოგ­რა­მე­ბის გაგ­ზავ­ნა არ შე­უ­წყვე­ტია. სი­რი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და­ი­წყეს, თუმ­ცა სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კა არ გა­აჩ­ნდათ. ამ დროს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან მათ ახა­ლი პე­ლენ­გა­ტო­რე­ბი მი­ი­ღეს და მალე გა­ირ­კვა ინ­დო­ე­თის სა­ელ­ჩოს კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ხა­ზის დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზი. ამან სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბევ­რი შოკ­ში ჩა­აგ­დო.

reclama

1965 წლის 18 იან­ვარს, დი­ლის 08:30 სა­ათ­ზე, კო­ე­ნი რო­გორც ყო­ველ­თვის რა­დი­ოგ­რა­მას ელო­დე­ბო­და ის­რა­ე­ლი­დან. უეც­რად კარ­ზე კა­კუ­ნის ხმა გა­ის­მა. ვერც კი მო­ას­წრო ორი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რო­დე­საც მის ბი­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი შე­ვარ­და...

სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი სა­შინ­ლად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ მისი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც იც­ნობ­და რო­გორც სი­რი­ელს, რო­მელ­საც ენ­დო­ბო­და, უზი­ა­რებ­და სა­ი­დუმ­ლო სა­ხელ­მწი­ფო სა­კი­თხებს, რო­მელ­საც მემ­კვიდ­რედ და­ტო­ვე­ბას უპი­რებ­და, აღ­მოჩ­ნდა ებ­რა­ე­ლი და თა­ნაც "მო­სა­დის" აგენ­ტი... გა­მო­ძი­ე­ბი­სას ელი კო­ენს სას­ტი­კად აწა­მებ­დნენ. გა­ი­მარ­თა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. 1965 წლის 18 მა­ისს ელი კო­ე­ნი და­მას­კოს ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე ჩა­მო­ახ­რჩვეს. დღემ­დე მისი ცხე­და­რი სი­რი­ა­შია - სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კა­ტე­გო­რი­ულ უარ­ზეა ის­რა­ელს ელი კო­ე­ნის გვა­მი გა­დას­ცეს...

შეც­დო­მა = სიკ­ვდილს

"მო­სადს" ყო­ველ­თვის უწევ­და ერ­თდრო­უ­ლად მო­სა­მარ­თლი­სა და ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ეს არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს არ­ჩე­ვა­ნი. ეს იყო ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზომა, რო­მე­ლიც პა­ტა­რა და გარ­შე­მო მტრე­ბით შე­მორ­ტყმულ სა­ხელ­მწი­ფოს თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის სჭირ­დე­ბო­და.

"მო­სა­დის" საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ტო­მე­უ­ლე­ბის და­წე­რა შე­იძ­ლე­ბა, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ამ სტა­ტი­ის ფორ­მა­ტი არ იძ­ლე­ვა. პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოს სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურს უნი­კა­ლუ­რი, გა­ბე­დუ­ლი და უპ­რე­ცე­დენ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­საც კი შე­შურ­დე­ბო­დათ.

"მო­სა­დის" კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რის­კის ქვეშ აყე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ სი­ცო­ცხლეს, თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბის­გან შორს ცხოვ­რო­ბენ მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბი­თა და ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ით, მა­მაც და ხში­რად წარ­მო­უდ­გე­ნელ ოპე­რა­ცი­ებს ატა­რე­ბენ ის­რა­ე­ლი­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც უმ­ცი­რეს­მა შეც­დო­მამ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს მათი და­კა­ვე­ბა, წა­მე­ბა ან სიკ­ვდი­ლი.

"მო­სა­დის" აგენ­ტებს შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არ აქვთ, ვი­ნა­ი­დან მათ შემ­თხვე­ვა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა ხში­რად ფა­ტა­ლურ შე­დეგს ნიშ­ნავს.

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და კახა დგე­ბუ­ა­ძემ

ალექსი
1

მოსადმა ჩაისვარა 1972 წელს მიუნჰენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"მოსადი" - ლეგენდები და სინამდვილე მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურზე

"მოსადი" - ლეგენდები და სინამდვილე მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურზე

ისრაელის სადაზვერვო სამსახური "მოსადი", როგორც ისრაელის სხვა სპეცსამსახურები, საიდუმლო ორგანიზაციაა, თითქმის მითიური. ისრაელის დაზვერვაზე ლეგენდებს თხზავენ. ის აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან (CIA), ბრიტანულ MI-6-თან, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან (СВР) ერთად მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ეფექტური სპეცსამსახურების სიაში შედის.

პატარა ისრაელში დიდ პატივს სცემენ თავიანთ სპეცსამსახურებს. წარმოუდგენელია, რომ ვინმე აგდებულად საუბრობდეს მათზე. "თუ შენ პატარა ტერიტორია გაქვს, შენ თვითონ უნდა შექმნა ოპერატიული სივრცე, რომელიც საჭირო ტერიტორიის ნაკლებობის კომპენსირებას მოახდენს. ამიტომაც გვჭირდებოდა ჩვენ კარგი და ძლიერი დაზვერვა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მეირ ამიტმა, რომელიც "მოსადის" დირექტორი გახლდათ 1963-1968 წლებში.

ადამიანი, რომელიც ისრაელის დაზვერვის პირველი ხელმძღვანელი გახდა, ძველი იერუსალიმის ორთოდოქსალურ უბანში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი რაბინი იყო და რა თქმა უნდა, სურდა, მისი შვილიც რაბინი გამხდარიყო. საუბარია რეუვენ შილოაჰზე - ადამიანზე, ვინც ისრაელის დაზვერვა შექმნა. თავდაპირველად "მოსადი" განლაგებული იყო თელ-ავივში, ბენ იუდას ქუჩაზე მდებარე პატარა ორსართულიან სახლში, შესავლელ კარზე პატარა წარწერით: "საკონსულტაციო მომსახურებები".

პირველი აღიარება

...ისრაელის პირველ პრემიერ-მინისტრს დავიდ ბენ-გურიონს არჩევანი გაკეთებული ჰქონდა: ის ისრაელს აშშ-სა და დასავლეთის მოკავშირედ ხედავდა. საამისოდ მას სჭირდებოდა შანსი, რათა დაემტკიცებინა, რომ ისრაელი სანდო პარტნიორი და მოკავშირეა. ამაში მას დაეხმარნენ ებრაელი წარმოშობის ახალგაზრდა პოლონელი ჟურნალისტი და "მოსადის" აგენტები, რომლებმაც იღბალი ხელიდან არ გაუშვეს. შემდგომში, "მოსადის" ამ ოპერაციას "XX საუკუნის ყველაზე გახმაურებულ გაჟონვას" უწოდებენ. ამ ოპერაციის შემდეგ ისრაელის ახალგაზრდა სპეცსამსახური, "მოსადი" მსოფლიოს აღიარებას მიიღებს.

ეს ისტორია 1956 წლის 25 თებერვალს დაიწყო. სსრკ-ს კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის ბოლო დღე. ნიკიტა ხრუშჩოვმა უცხოელ სტუმრებსა და პრესას სხდომის დატოვება მოსთხოვა. ის მოხსენებით გამოვა სტალინის კულტის შესახებ. ებრაული წარმოშობის პოლონელი ჟურნალისტი ვიქტორ გრაევსკი იხსენებს: "პოლონეთში გავიგე, რომ ამერიკელები ნიკიტა ხრუშჩოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტისთვის 1,5 მილიონ აშშ დოლარს იძლევიან და ამ დოკუმენტის ხელში ჩაგდება სურთ".

reclama

ვიქტორ გრაევსკი იმ დროს პოლონეთის პრესის სააგენტოში სსრკ-ს განყოფილების მთავარი რედაქტორი იყო. "მე მყავდა მეგობარი გოგო, ლუცია ბარანოვსკაია, რომელიც პოლონეთის გაერთიანებულ მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში პარტიის გენერალური მდივნის რეფერენტად მუშაობდა" - იხსენებს გრაევსკი. აქედან გამომდინარე, გრაევსკის თავისუფალი წვდომა ჰქონდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში. ერთ მშვენიერ დღეს მან თავის მეგობარ გოგოს სამსახურში მიაკითხა და შემთხვევით დაინახა მის სამუშაო მაგიდაზე წითელი ბროშურა, რომელსაც რუსულ ენაზე ეწერა: "Совершенно секретно". ეს ხრუშოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტის ეგზემპლარი იყო, განკუთვნილი პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის გენერალური მდივნისთვის. ლუცია ბარანოვსკაიას არც კი ჰქონდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტი ედო სამუშაო მაგიდაზე. ამიტომაც, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რამდენიმე საათით ეს დოკუმენტი თავის მეგობარს, ვიქტორ გრაევსკის გაატანა.

"ვიცოდი, რომ ყველას სურდა ამ მოხსენების ხელში ჩაგდება, გაეგოთ თუ რა ეწერა მანდ. შემეძლო წავსულიყავი ამერიკელებთან და 1,5 მილიონი აშშ დოლარი ამეღო, მაგრამ გადავწყვიტე ისრაელის საელჩოში წასვლა" - იგონებს პოლონელი ჟურნალისტი, რომლის მშობლები იმ დროისთვის უკვე ისრაელში ცხოვრობდნენ, თვითონაც აპირებდა საცხოვრებლად ისრაელში გადასვლას და ამ დოკუმენტის ისრაელისთვის გადაცემა, მშვენიერი საჩუქარი იქნებოდა მისი მომავალი სამშობლოსთვის...

ისრაელის საელჩოში ვიქტორ გრაევსკი ნიკიტა ხრუშოვის სიტყვით გამოსვლის ტექსტის ასლს ვინმე ბარმორს გადასცემს ("მოსადის" ოფიცერი), რომელიც შემდგომში დაუყოვნებლივ გაემგზავრება ვენაში, სადაც აღნიშნულ დოკუმენტს ისრაელის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელს ამას მანორს გადასცემს. ისრაელის ხელისუფლებამ არ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი. მათ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს: ნიკიტა ხრუშჩოვის საიდუმლო მოხსენება აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს (CIA) გადასცეს. ამით ისრაელმა სსრკ-სთან ურთიერთობა არ გაიფუჭა და ამავდროულად აშშ-სთან ნდობით აღჭურვილ ურთიერთობებს საძირკველი ჩაუყარა.

გრაევსკი იგონებს: "ისრაელში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან ვიღაც დაბალი მამაკაცი მოვიდა, რომელიც ჩემთან ცოტათი ივრითზე და ცოტათი პოლონურ ენაზე საუბრობდა. მან მითხრა: "ბატონო გრაევსკი, ჩვენ არ დავივიწყებთ თუ რა გააკეთეთ ისრაელის სახელმწიფოსთვის". ჯილდოს სახით, მან გულის ჯიბიდან კალამი გამოიტანა და გადმომცა. თუ არ ვცდები, "მონბლანის" კალამი იყო".

ჟურნალისტს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ეს დაბალი მამაკაცი, ხელში "მონბლანის" კალმით, ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი - "მოსადის" ლეგენდარული დირექტორი, ისერ ჰარელი იყო.

"მე მჭირდება ხალხი, რომლებსაც ეზიზღებათ მკვლელობა, თუმცა მიუხედავად ამისა, შეიძლება ასწავლო მოკვლა"

"მოსადის" ხელმძღვანელობის გარდა, ისერ ჰარელი ასევე ხელმძღვანელობდა ისრაელის კონტრდაზვერვას, "შინ-ბეთს" და უშიშროების სფეროში განუსაზღვრელი უფლებამოსილებით სარგებლობდა. მას მხოლოდ ორი უფროსი ჰყავდა: ისრაელის პრემიერ-მინისტრი დავიდ ბენ-გურიონი და ღმერთი!

მიუხედავად იმისა, რომ "მოსადის" პირველი დირექტორი რეუვენ შილოაჰი იყო, რომლის დროსაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია, "მოსადი" მსოფლიო ბრენდად ზუსტად რომ ისერ ჰარელმა აქცია. ისერ ჰარელის "მოსადში" მოსვლის დროს პერსონალი სამ ოთახში იყო განლაგებული. თანამდებობის დაკავების შემდეგ ისერ ჰარელმა დავიდ ბენ-გურიონს ბიუჯეტის ათმაგად გაზრდა მოსთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო პრემიერ-მინისტრისგან. მან "მოსადის" ძირეული სტრუქტურული გარდაქმნა მოახდინა. მის დროს შეიქმნა აგენტების მომზადების სპეციალური სკოლა და მომავალი თანამშრომლების სელექციის მკაცრი სტანდარტები დაწესდა.

reclama

"მე მჭირდება ხალხი, რომლებსაც ეზიზღებათ მკვლელობა, თუმცა მიუხედავად ამისა, შეიძლება ასწავლო მოკვლა" - ამბობდა ჰარელი, რომელიც "მოსადის" როლს შემდეგნაირად ხედავდა: "ჩვენ ირგვლივ მტრები არიან, რომლებიც რიცხობრივად აღგვემატებიან. ამიტომაც, იძულებულნი ვართ ჩვენი დაზვერვა რაც შეიძლება წინ წავწიოთ. ის ჩვენ როგორც ერთგვარი გრძელი ხელი გვემსახურება და დროისა და სივრცის კომპენსირებაში გვეხმარება".

"მოსადის" ლეგენდარული ოპერაცია - 20 წამი, რომელმაც 1960 წელს მსოფლიო შეძრა

"მოსადის" ოპერაცია, რომელმაც ისერ ჰარელს მსოფლიო აღიარება მოუტანა და ლეგენდად აქცია და რომელსაც ის პირადად კურირებდა, 1960 წლის 11 მაისს არგენტინაში, ქალაქ ბუენოს აირესში განხორციელდა.

გასული წლის 11 მაისს, როცა პირადად ვიმყოფებოდი არგენტინაში, გავიფიქრე: "დროის მანქანა რომ არსებობდეს, აუცილებლად გადავინაცვლებდი 1960 წლის 11 მაისს, სან ფერნანდოში (ბუენოს აირესის პროვინცია), ზუსტად ამ ადგილას, გარიბალდის ქუჩაზე, რათა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უპრეცედენტო და უნიკალური სპეცოპერაციის მოწმე გამვხდარიყავი, რომლის შემსრულებელი "მოსადი" იყო".

...1960 წლის 11 მაისი. ქ. სან ფერნანდო (28 კმ ბუენოს აირესიდან). 20:05 საათი. გარიბალდის ქუჩისა და 202 ნომერი გზის გზაჯვარედინზე მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე, 203-ე ნომერი ავტობუსიდან ვინმე რიკარდო კლემენტე ჩამოვა, სინამდვილეში კი Waffen-SS-ის ობერშტურმბანფიურერი (ფაშისტურ გერმანიაში ესესელების ოფიცრის წოდება), ჰოლოკოსტის არქიტექტორი, ადოლფ აიხმანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, წლებია არგენტინაში იმალება.

ავტობუსის გაჩერებიდან სახლისკენ მიმავალი, გარიბალდის ქუჩაზე რამდენიმე ათეულ მეტრს გაივლის, როდესაც ტროტუარზე გაჩერებული და ვითომ გაფუჭებული მანქანის ირგვლივ მყოფი მამაკაცებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, "მოსადის" აგენტი პიტერ მალკინი, ესპანურად მიმართავს: Un momentito, señor. ამ ფრაზის წარმოთქმიდან ადოლფ აიხმანის დაკავებამდე 20 წამი გავა. ის 20 წამი, რომელიც 1960 წელს მსოფლიოს შეძრავს.

reclama

ადოლფ აიხმანს კონსპირაციულ ბინაში გადაიყვანენ, სადაც "მოსადის" აგენტებს ის 9 დღის განმავლობაში ეყოლებათ დამწყვდეული. ისინი საბოლოოდ მიიღებენ მტკიცებულებებსა და აღიარებას, რომ პირი, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდნენ და რომელიც უშუალოდ კურირებდა 6 მილიონი ებრაელის ფიზიკურ განადგურებას, რეალურად ადოლფ აიხმანია.

20 მაისს, აიხმანი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და ყალბი დოკუმენტებით (როგორც ისრაელის ავიახაზების პილოტი) არგენტინის ტერიტორიიდან გაიყვანეს. 22 მაისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი დავიდ ბენ გურიონი გამოაცხადებს, რომ ადოლფ აიხმანი ისრაელშია და მართლმსაჯულებას გადაეცემა.

ეს იყო "მოსადის" პირველი მასშტაბური და უნიკალური ოპერაცია და ერთგვარი მესიჯი, რომ ისრაელის სახელმწიფო თავისი მტრების დასჯაში მხოლოდ თავისი ტერიტორიით არ შემოიფარგლება, რაც დამტკიცდა მომდევნო წლებში, "მოსადის" მიერ ჩატარებული არაერთი უპრეცედენტო ოპერაციების ფარგლებში.

#1 აგენტი "მოსადის" ისტორიაში

ალბათ, თავს ვერ ვაპატიებდი, რომ ამ სტატიის წერისას არ შევხებოდი "მოსადის" ისტორიაში #1 აგენტს, ლეგენდარულ ელი კოენს, რომლის კარიერა წარმოუდგენელი იყო, ფინალი კი ტრაგიკული.

ელი კოენი 1924 წლის 16 დეკემბერს, ეგვიპტეში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. 1949 წელს მისი ოჯახი ისრაელში გადასახლდა, თუმცა ელი კოენი ეგვიპტეში დარჩა. 50-იანი წლების დასაწყისში ეგვიპტეში დააკავეს ისრაელის აგენტები - მოშე მარზუკი და სემი ეზერი, მათთან ერთად ელი კოენიც. კოენს გაუმართლა. ის დაკითხვაზე არა "მუჰაბარათში" (სახელმწიფო უშიშროების სამსახური), არამედ პოლიციაში მოხვდა და თავი გადაირჩინა. პოლიციელმა დაუჯერა მის ვერსიას, რომ მხოლოდ ბინის დაქირავებაში დაეხმარა ებრაელ მუშებს და არც კი იცოდა თუ რას საქმიანობდნენ ისინი ეგვიპტეში. მიუხედავად ამისა, 1956 წელს ეგვიპტის ხელისუფლებამ გააძევა ის ქვეყნიდან, როგორც "არასაიმედო ებრაელი".

ელი კოენი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ისტორიულ სამშობლოში. როგორც კი ისრაელში აღმოჩნდა, "მოსადში" შეიტანა საბუთები, თუმცა უარი მიიღო. 1960 წელს ელი კოენით ისრაელის სამხედრო დაზვერვა "ამანი" დაინტერესდა. მან ინტენსიური მოსამზადებელი კურსი გაიარა, ინსტრუქტორები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ინტელექტით, ერუდიციით და არაბული ენის ცოდნით. კურსის დამთავრებისთანავე, ელი კოენი "მოსადში" ჩარიცხეს. "მოსადის" ლეგენდის თანახმად, ელი კოენი უნდა გამხდარიყო სირიელი ბიზნესმენი და ჩანერგილიყო სირიის ხელისუფლებასთან დაახლოვებულ წრეებში. ამ მნიშვნელოვანი დავალების შესრულება ელი კოენმა არგენტინიდან დაიწყო...

reclama

1961 წლის 6 თებერვალს, ელი კოენი ბუენოს აირესში გაემგზავრა ქამალ ამინ თავათის სახელით, სადაც კონტაქტები დაამყარა სირიელ დიპლომატებთან და ბიზნესმენებთან. სულ ორი თვე დასჭირდა ელი კოენს იმისათვის, რომ შინაური გამხდარიყო დიპლომატიურ მიღებებზე. დაუმეგობრდა სირიის საელჩოს სამხედრო ატაშეს, ამინ ალ-ჰაფეზს, რომელიც ფარულად იყო პარტია "ბაასის" წევრი (იმ დროს ეს პარტია არალეგალურად იყო გამოცხადებული სირიაში). 1961 წლის ზაფხულს, ამინ ალ-ჰაფეზი სირიაში დაბრუნდა და პარტიულ იერარქიაში წამყვანი პოზიციები დაიკავა. 1962 წლის 10 იანვარს თვით ელი კოენიც ჩავიდა სირიაში. არგენტინაში გაცნობილი სირიელი "მეგობრების" დახმარებით ის დაუახლოვდა სირიის გენერალური შტაბის უფროსის ძმისშვილს, ლეიტენანტ კარიმ ზაჰერის, სამხედრო ელიტის წარმომადგენლებს და რაც მთავარია, ის უკვე იყო გენერალ ამინ ალ-ჰაფეზის, პარტია "ბაასის" ლიდერის ახლო მეგობარი. მალე სირიის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ელი კოენზე, როგორც სირიის პატრიოტზე ალაპარაკდნენ.

1963 წლის მარტს, სირიაში მორიგი სამხედრო გადატრიალება მოხდა. ხელისუფლებაში პარტია "ბაასი" მოვიდა. სირიის პრეზიდენტი კი ამინ ალ-ჰაფეზი გახდა - ელი კოენის მიერ არგენტინაში გაცნობილი სამხედრო ატაშე და "მეგობარი". აქედან გამომდინარე, ელი კოენს ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფო ინფორმაციაზე. უფრო მეტიც, მას შესთავაზეს ოფიცრის თანამდებობა უშიშროების მთავარ სამმართველოში, სადაც პოლკოვნიკის წოდებაც კი მიიღო. სირიის პრეზიდენტისთვის ელი კოენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი იყო, რომელსაც ხშირად რჩევებსაც სთხოვდა სახელმწიფო და სამხედრო მნიშვნელობის საქმეებთან დაკავშირებით. კოენი მას რჩევებს სწრაფად არასოდეს აძლევდა. სთხოვდა გარკვეულ დროს, რათა საკითხის არსში გარკვეულიყო. ამ დროს კი ამ ინფორმაციას ცენტრში გადასცემდა და "მოსადის" სამხედრო სპეციალისტების მიერ მომზადებულ პასუხს, სირიის პრეზიდენტს მეგობრული რჩევის სახით აწვდიდა.

მალე სირიის პრეზიდენტმა ქამალ ამინ თავათი (ელი კოენი) თავის სამხედრო მრჩევლად დანიშნა. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ "მოსადის" აგენტი, ებრაელი ელი კოენი (ლეგენდის თანახმად ქამალ ამინ თავათი) სირიის მაღალ ეშელონებში სრული სანდოობით სარგებლობდა. უფრო მეტიც, ის უკვე იმ სამეულში შედიოდა, ვინც მომავალში სირიის პრეზიდენტად მოიაზრებოდა. ელი კოენს ჰქონდა თავისუფალი წვდომა ნებისმიერ სამხედრო ნაწილზე ან ობიექტზე, ის ნებისმიერი სამხედრო მოლაპარაკებების საქმის კურსში იყო. აქედან გამომდინარე, ისრაელის დაზვერვა უნიკალურ ინფორმაციას იღებდა იმ ქვეყანაზე, რომელიც მისი ერთ-ერთი უმთავრესი მოწინააღმდეგე იყო...

1964 წელს, ელი კოენი ხშირად გადასცემდა რადიოგრამებს "მოსადში", ვინაიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასთან, მისი პოზიციებიდან გამომდინარე, თითქმის ყოველდღიურად მიდიოდა. რადიოგრამების ხშირმა გაგზავნამ გარკვეული დაბრკოლება შეუქმნა ინდოეთის საელჩოს კავშირგაბმულობას (ინდოეთის საელჩოს შენობა ელი კოენის სახლის ქუჩაზე მდებარეობდა). ეს კოენმა იცოდა, თუმცა რადიოგრამების გაგზავნა არ შეუწყვეტია. სირიის სპეცსამსახურებმა ამ საკითხის შესწავლა დაიწყეს, თუმცა სათანადო ტექნიკა არ გააჩნდათ. ამ დროს საბჭოთა კავშირიდან მათ ახალი პელენგატორები მიიღეს და მალე გაირკვა ინდოეთის საელჩოს კავშირგაბმულობის ხაზის დაბრკოლებების მიზეზი. ამან სირიის ხელისუფლებაში ბევრი შოკში ჩააგდო.

reclama

1965 წლის 18 იანვარს, დილის 08:30 საათზე, კოენი როგორც ყოველთვის რადიოგრამას ელოდებოდა ისრაელიდან. უეცრად კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ვერც კი მოასწრო ორი ნაბიჯის გადადგმა, როდესაც მის ბინაში შეიარაღებული ჯგუფი შევარდა...

სირიის პრეზიდენტი საშინლად იმედგაცრუებული იყო, როდესაც გაიგო, რომ მისი მეგობარი, რომელსაც იცნობდა როგორც სირიელს, რომელსაც ენდობოდა, უზიარებდა საიდუმლო სახელმწიფო საკითხებს, რომელსაც მემკვიდრედ დატოვებას უპირებდა, აღმოჩნდა ებრაელი და თანაც "მოსადის" აგენტი... გამოძიებისას ელი კოენს სასტიკად აწამებდნენ. გაიმართა სასამართლო პროცესი. 1965 წლის 18 მაისს ელი კოენი დამასკოს ცენტრალურ მოედანზე ჩამოახრჩვეს. დღემდე მისი ცხედარი სირიაშია - სირიის ხელისუფლება კატეგორიულ უარზეა ისრაელს ელი კოენის გვამი გადასცეს...

შეცდომა = სიკვდილს

"მოსადს" ყოველთვის უწევდა ერთდროულად მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთა ფუნქციების შესრულება. ეს არასოდეს ყოფილა ისრაელის სახელმწიფოს არჩევანი. ეს იყო ის აუცილებელი ზომა, რომელიც პატარა და გარშემო მტრებით შემორტყმულ სახელმწიფოს თვითგადარჩენისთვის სჭირდებოდა.

"მოსადის" საქმიანობაზე ტომეულების დაწერა შეიძლება, რის საშუალებასაც ამ სტატიის ფორმატი არ იძლევა. პატარა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურს უნიკალური, გაბედული და უპრეცედენტო ოპერაციები აქვს ჩატარებული, რაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურებსაც კი შეშურდებოდათ.

"მოსადის" კაცები და ქალები, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს, თავიანთი ოჯახებისგან შორს ცხოვრობენ მოგონილი სახელებითა და ცხოვრების ისტორიით, მამაც და ხშირად წარმოუდგენელ ოპერაციებს ატარებენ ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებში, სადაც უმცირესმა შეცდომამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაკავება, წამება ან სიკვდილი.

"მოსადის" აგენტებს შეცდომის უფლება არ აქვთ, ვინაიდან მათ შემთხვევაში დაშვებული შეცდომა ხშირად ფატალურ შედეგს ნიშნავს.

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის მოამზადა კახა დგებუაძემ