კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი სკანდალურ დეტალებს ყვება
სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი სკანდალურ დეტალებს ყვება

სიღ­ნა­ღის სა­სა­მარ­თლომ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მცხოვ­რებ 36 წლის და­ვით ლ-ს ჩეხი ტუ­რის­ტის, რე­ნა­ტა ბ-ს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის საქ­მე­ზე 6 წლი­თა და 3 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. შემ­თხვე­ვა გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში, სიღ­ნაღ­ში მოხ­და. და­ვით ლ. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ 2016 წლის ივ­ნის­ში და­ა­კა­ვა. მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ედე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს სქე­სობ­რივ კავ­შირს ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ჩეხი ტუ­რის­ტის თქმით, იგი ღა­მით ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, სა­დაც ღა­მის გა­სა­თე­ვად და­ბი­ნავ­და. საქ­მეს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე იხი­ლავ­და. სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი და­დას­ტურ­და, თუმ­ცა ძა­ლა­დო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საქ­მე­ში არ დევს. და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხი უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩენს ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩოს აქ­ტი­უ­რო­ბას უკავ­ში­რებს და მათ ჩა­რე­ვას გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ზე­წო­ლად აფა­სებს.

გა­ზეთ "ვერ­სი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლეა, სამი ჩეხი ტუ­რის­ტი ჩა­ლა­უბ­ნის გზა­ზე გა­იც­ნო, ისი­ნი სიღ­ნა­ღის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას გეგ­მავ­დნენ და დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა. სიღ­ნა­ღის სხვა­დას­ხვა კა­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, კვად­რო­ციკ­ლის გა­ქი­რა­ვე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ გო­გო­ნა­სა და მა­მა­კაცს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ:

"100%-ით გე­უბ­ნე­ბით, რომ ეს გო­გო­ნა ბიჭს კი­სერ­ზე ეკი­დე­ბო­და, კოც­ნი­და, მე­გობ­რე­ბი კი ფო­ტო­ებს უღებ­დნენ და ერ­თო­ბოდ­ნენ. არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ჰქონ­და, პი­რი­ქით, გო­გო­ნა იჩენ­და ყუ­რა­დღე­ბას მა­მა­კა­ცის მი­მართ. შემ­დეგ ტუ­რის­ტე­ბი დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში წა­იყ­ვა­ნა, მწვა­დი შე­უწ­ვა, ასე­ირ­ნა, ბო­ლოს კი სიღ­ნაღ­ში სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში და­ა­ბი­ნა­ვა და თა­ვა­დაც იქ დარ­ჩა", - ყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში წე­რია: "შე­მოწ­მე­ბი­სას სხე­ულ­ზე გა­რეგ­ნუ­ლად მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის რა­ი­მე ობი­ექ­ტუ­რი ნიშ­ნე­ბი არ აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­ქალ­წუ­ლე აპ­კის მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლია, თუმ­ცა დარ­ღვე­ვის ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სა და პე­რი­ო­დის გან­სა­ზღვრა ექ­სპერ­ტი­ზას არ შე­უძ­ლია, ვი­ნა­ი­დან გა­სუ­ლია ორ კვი­რა­ზე მეტი დრო. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნა არ შე­დის სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში".

და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ ბე­გი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ საქ­მე­ში არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ დევს, რაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ის, რომ გა­მო­ძი­ე­ბას სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს, თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­ზე­ზით მოხ­და, რად­გან დრო­ზე ადრე დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში ისე, რომ სა­თა­ნა­დო კვლე­ვე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბია და არც მას შემ­დეგ უთა­ნამ­რომ­ლია გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის უკა­ნო­ნო. სა­მარ­თლებ­რი­ვად სწო­რი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი არ არის. აბ­სურ­დულ ცი­ლის­წა­მე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი გა­მოც­დი­ლი სამ­ხედ­რო ვე­ტე­რა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იბ­რძო­და, სხვა­დას­ხვა მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და სამ­შობ­ლოს ყო­ველ­თვის გვერ­დით ედგა. ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის­თა­ნა­ვე სა­მი­ვე ტუ­რის­ტმა და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა შე­ეძ­ლოთ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხელი შე­ე­წყოთ. ეს მათ ინ­ტე­რეს­შიც შე­დი­ო­და, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ უთა­ნამ­შრომ­ლი­ათ" - ამ­ბობს ბე­გი­აშ­ვი­ლი.

"ჩვენს მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი მოწ­მე­ე­ბი და სექ­სო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით ახ­სნიდ­ნენ, სა­სა­მარ­თლომ არ და­კი­თხა. ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და უც­ნა­უ­რია, რომ სა­სა­მარ­თლო არ და­ინ­ტე­რეს­და, ეს დე­ტა­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­მო­ეკვლია. უნდა მომ­ხდა­რი­ყო სა­კი­თხის ანა­ლი­ზი არა მხო­ლოდ იუ­რი­დი­უ­ლად, არამ­დე სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სი­თაც. მთა­ვა­რი ისაა, რომ თუკი ისი­ნი რა­ი­მე სა­ხის საფრ­თხეს გრძნობ­დნენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში და­თოს მათ­თან ერ­თად არ და­ტო­ვებ­დნენ ან კარს სა­გულ­და­გუ­ლოდ და­კე­ტავ­დნენ. გა­ირ­კვა, რომ სა­კე­ტი ღია იყო და არც გვერ­დით ოთახ­ში გა­უ­გია ვინ­მეს ძა­ლა­დო­ბის ხმა. რო­დე­საც გა­თენ­და, მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ და­ი­წყო ყვი­რი­ლი და პატ­რულს და­უ­რე­კა. ამ დროს კი რე­ნა­ტა თავს იმარ­თლებ­და, რომ ეძი­ნა და არა­ფე­რი ახ­სოვს. რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­მე­ო­რა, რომ ეძი­ნა, რი­თაც ალი­ბის შექ­მნას ცდი­ლობ­და. უამ­რა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაა ჩვე­ნე­ბებ­ში და ბევ­რი სიც­რუე წე­რია, ამი­ტო­მაც სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე ხე­ლა­ხალ და­კი­თხვებს თავი აა­რი­დეს, რად­გან ტყუ­ი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი მალე გა­ქარ­წყლდე­ბო­და. სა­სა­მარ­თლო­ზე რომ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, ანა­ლი­ზის შე­დე­გად ისეთ კი­თხვებს და­ვუს­ვამ­დით, რომ ნამ­დვი­ლად ჩა­იჭ­რე­ბოდ­ნენ" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

- გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ მათ სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვა ჰქონ­დათ და შე­საძ­ლოა ამით ტუ­რის­ტებ­მა კომ­პენ­სა­ცია მი­ი­ღეს. იქ­ნებ სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სის გამო ატე­ხეს ხმა­უ­რი?

- გა­ირ­კვა, რომ სა­მი­ვე ტუ­რის­ტი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რა­ზეც სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვი­სას ყურ­და­ღე­ბა არ გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლა. სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია გუ­ლის­ხმობ­დეს რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და­ზღვე­ვას, ისე სექ­სუ­ა­ლუ­რი რის­კე­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის სა­კი­თხსაც. სწო­რედ ეს გა­რე­მო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ მათ და ნე­ბის­მი­ერ დროს სა­ქარ­თვე­ლოს უჩივ­ლონ, რომ ამ ქვე­ყა­ნამ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მათი დაც­ვა სქე­სობ­რი­ვი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის კუ­თხით.

- გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია, მის­ჯი­ლია 6-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა, ოჯა­ხის პო­ზი­ცია გვი­თხა­რით, რას აპი­რებთ ახლა?

- ბრძო­ლას ვაგ­რძე­ლებთ. გა­სა­ჩივ­რე­ბას ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში ვგეგ­მავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ კი, თუ სა­მარ­თალს ვერ ვი­პო­ვით, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალთ ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში. დათო ღირ­სე­უ­ლი მა­მა­კა­ცია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სამ­შობ­ლოს ემ­სა­ხუ­რა, არც ერთი შეც­დო­მა არ და­უშ­ვია სამ­ხედ­რო მი­სი­ებ­ში, ყვე­ლა ტი­პის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა გავ­ლი­ლი აქვს და მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნი ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და. იმ დროს, რო­დე­საც მის გა­მოც­დი­ლე­ბას ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თა­ვის სა­სი­კე­თოდ უნდა იყე­ნებ­დეს, მას ექ­ვსი წლით ცი­ხე­ში ტო­ვებს.

ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩო­ში მხო­ლოდ იმ ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მათი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. სა­ელ­ჩო­ში მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურთ და ამ­ბო­ბენ, რომ მე­დი­ას­თან და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ვერ გას­ცე­მენ.

ილია მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი სკანდალურ დეტალებს ყვება

სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი სკანდალურ დეტალებს ყვება

სიღნაღის სასამართლომ დედოფლისწყაროში მცხოვრებ 36 წლის დავით ლ-ს ჩეხი ტურისტის, რენატა ბ-ს გაუპატიურების საქმეზე 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, სიღნაღში მოხდა. დავით ლ. გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 2016 წლის ივნისში დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

ჩეხი ტურისტის თქმით, იგი ღამით ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმროში გააუპატიურეს, სადაც ღამის გასათევად დაბინავდა. საქმეს სიღნაღის რაიონული სასამართლო 9 თვის განმავლობაში დახურულ სხდომაზე იხილავდა. სქესობრივი კავშირი დადასტურდა, თუმცა ძალადობის მტკიცებულებები საქმეში არ დევს. დაკავებულის ოჯახი უსამართლო განაჩენს ჩეხეთის საელჩოს აქტიურობას უკავშირებს და მათ ჩარევას გამოძიებაზე ზეწოლად აფასებს.

გაზეთ "ვერსიის" ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, სამი ჩეხი ტურისტი ჩალაუბნის გზაზე გაიცნო, ისინი სიღნაღის დათვალიერებას გეგმავდნენ და დახმარება შესთავაზა. სიღნაღის სხვადასხვა კაფის თანამშრომლები, კვადროციკლის გაქირავების მომსახურე პერსონალი ამტკიცებენ, რომ გოგონასა და მამაკაცს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მთელი დღის განმავლობაში კონფლიქტი არ ჰქონიათ:

"100%-ით გეუბნებით, რომ ეს გოგონა ბიჭს კისერზე ეკიდებოდა, კოცნიდა, მეგობრები კი ფოტოებს უღებდნენ და ერთობოდნენ. არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონდა, პირიქით, გოგონა იჩენდა ყურადღებას მამაკაცის მიმართ. შემდეგ ტურისტები დედოფლისწყაროში წაიყვანა, მწვადი შეუწვა, ასეირნა, ბოლოს კი სიღნაღში საოჯახო სასტუმროში დააბინავა და თავადაც იქ დარჩა", - ყვება თვითმხილველი.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია: "შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, თუმცა დარღვევის ხანდაზმულობისა და პერიოდის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან გასულია ორ კვირაზე მეტი დრო. გაუპატიურების ფაქტის დადგენა არ შედის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციაში".

დაკავებულის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი ამბობს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, რაც დაზარალებულის უმწეობაზე მიანიშნებს. ის, რომ გამოძიებას სათანადო მტკიცებულებები არ აქვს, თავად დაზარალებულის მიზეზით მოხდა, რადგან დროზე ადრე დაბრუნდა სამშობლოში ისე, რომ სათანადო კვლევები არ ჩატარებია და არც მას შემდეგ უთანამრომლია გამოძიებასთან.

"გადაწყვეტილება არის უკანონო. სამართლებრივად სწორი და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. აბსურდულ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი გამოცდილი სამხედრო ვეტერანის მიმართ, რომელიც საქართველოსთვის იბრძოდა, სხვადასხვა მისიაში მონაწილეობდა და სამშობლოს ყოველთვის გვერდით ედგა. ჩვენების მიცემისთანავე სამივე ტურისტმა დატოვა საქართველო და გაემგზავრა, თუმცა შეეძლოთ, კიდევ რამდენიმე დღე დარჩენილიყვნენ და გამოძიებისთვის ხელი შეეწყოთ. ეს მათ ინტერესშიც შედიოდა, თუმცა გამოძიებასთან არ უთანამშრომლიათ" - ამბობს ბეგიაშვილი.

"ჩვენს მიერ მითითებული მოწმეები და სექსოლოგები, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით ახსნიდნენ, სასამართლომ არ დაკითხა. ძალიან დამამცირებელი და უცნაურია, რომ სასამართლო არ დაინტერესდა, ეს დეტალები სპეციალისტებთან გამოეკვლია. უნდა მომხდარიყო საკითხის ანალიზი არა მხოლოდ იურიდიულად, არამდე სამედიცინო თვალსაზრისითაც. მთავარი ისაა, რომ თუკი ისინი რაიმე სახის საფრთხეს გრძნობდნენ, ამ შემთხვევაში დათოს მათთან ერთად არ დატოვებდნენ ან კარს საგულდაგულოდ დაკეტავდნენ. გაირკვა, რომ საკეტი ღია იყო და არც გვერდით ოთახში გაუგია ვინმეს ძალადობის ხმა. როდესაც გათენდა, მეგობარმა გოგონამ დაიწყო ყვირილი და პატრულს დაურეკა. ამ დროს კი რენატა თავს იმართლებდა, რომ ეძინა და არაფერი ახსოვს. რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეძინა, რითაც ალიბის შექმნას ცდილობდა. უამრავი წინააღმდეგობაა ჩვენებებში და ბევრი სიცრუე წერია, ამიტომაც სასამართლო სხდომებზე ხელახალ დაკითხვებს თავი აარიდეს, რადგან ტყუილი ჩვენებები მალე გაქარწყლდებოდა. სასამართლოზე რომ ჩამოსულიყვნენ, ანალიზის შედეგად ისეთ კითხვებს დავუსვამდით, რომ ნამდვილად ჩაიჭრებოდნენ" - ამბობს ადვოკატი.

- გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ სამოგზაურო დაზღვევა ჰქონდათ და შესაძლოა ამით ტურისტებმა კომპენსაცია მიიღეს. იქნებ სწორედ ფინანსური ინტერესის გამო ატეხეს ხმაური?

- გაირკვა, რომ სამივე ტურისტი სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელია, რაზეც სასამართლო განხილვისას ყურდაღება არ გამახვილებულა. სამოგზაურო დაზღვევა შესაძლებელია გულისხმობდეს როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზღვევას, ისე სექსუალური რისკებისა და ხელშეუხებლობის საკითხსაც. სწორედ ეს გარემოება შეიძლება გამოიყენონ მათ და ნებისმიერ დროს საქართველოს უჩივლონ, რომ ამ ქვეყანამ ვერ უზრუნველყო მათი დაცვა სქესობრივი ხელშეუხებლობის კუთხით.

- განაჩენი გამოტანილია, მისჯილია 6-წლიანი პატიმრობა, ოჯახის პოზიცია გვითხარით, რას აპირებთ ახლა?

- ბრძოლას ვაგრძელებთ. გასაჩივრებას ყველა ინსტანციაში ვგეგმავთ საქართველოში, შემდეგ კი, თუ სამართალს ვერ ვიპოვით, აუცილებლად წავალთ ევროსასამართლოში. დათო ღირსეული მამაკაცია, მთელი ცხოვრება სამშობლოს ემსახურა, არც ერთი შეცდომა არ დაუშვია სამხედრო მისიებში, ყველა ტიპის ფსიქოლოგიური ტესტირება გავლილი აქვს და მოძალადე ადამიანი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. იმ დროს, როდესაც მის გამოცდილებას ჩვენი ქვეყანა თავის სასიკეთოდ უნდა იყენებდეს, მას ექვსი წლით ციხეში ტოვებს.

ჩეხეთის საელჩოში მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებენ, რომ მათი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ძალადობის მსხვერპლი გახდა. საელჩოში მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ და ამბობენ, რომ მედიასთან დამატებით ინფორმაციას დაზარალებულის თანხმობის გარეშე ვერ გასცემენ.

ილია მარტყოფლიშვილი

გაზეთი "ვერსია"

გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება

"კანდელაკების ოჯახის საზრუნავი ახლა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - თარაშ კანდელაკის ადვოკატი

"ჩემი დაწინაურება რურუას საქმესთან არანაირ კავშირში არაა" - თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე