პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრობის ფასი 1 ლარიდან 2.5 ლარამდე იზრდება
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრობის ფასი 1 ლარიდან 2.5 ლარამდე იზრდება

კუს ტბის სა­ბა­გი­რო­თი სარ­გებ­ლო­ბის ტა­რი­ფი უც­ვლე­ლი რჩე­ბა, ხოლო რიყე-ნა­რი­ყა­ლას სა­ბა­გი­რო გზით სარ­გებ­ლო­ბის ფასი 1 ლა­რი­დან 2.5 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ამ მის­ცა, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

საკ­რე­ბუ­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის მიერ საკ­რე­ბუ­ლო­ში თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბა ორი­ვე სა­ბა­გი­რო­თი მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფის ლა­რი­დან ორ ლა­რამ­დე ზრდას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, თუმ­ცა, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ამ თავ­მჯდო­მა­რის, თევ­დო­რე კო­ბა­ხი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­კი­თხის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის მიერ შემ­დგო­მი გან­ხილ­ვი­სა და ახა­ლი პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით დრო­ე­ბით გა­და­დო.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, რიყე-ნა­რი­ყა­ლას სა­ბა­გი­რო­თი, ძი­რი­თა­დად, ტუ­რის­ტე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ, რომ­ლე­ბის­თვი­საც მო­მა­ტე­ბუ­ლი ტა­რი­ფიც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა, ხოლო ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი-კუს ტბის სა­ბა­გი­რო­თი მო­სარ­გებ­ლე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ორ ლა­რამ­დე გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ტყმა იქ­ნე­ბო­და.

შე­სა­ბა­მი­სად, ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ცვლი­ლე­ბის ახა­ლი პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მელ­საც კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია მის­ცეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრობის ფასი 1 ლარიდან 2.5 ლარამდე იზრდება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრობის ფასი 1 ლარიდან 2.5 ლარამდე იზრდება

კუს ტბის საბაგიროთი სარგებლობის ტარიფი უცვლელი რჩება, ხოლო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით სარგებლობის ფასი 1 ლარიდან 2.5 ლარამდე იზრდება.

აღნიშნული ცვლილებების პროექტს დადებითი რეკომენდაცია დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ მისცა, სადაც შესაბამისი საკითხი განიხილეს.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ საკრებულოში თავდაპირველად შეტანილი ცვლილება ორივე საბაგიროთი მგზავრობის ტარიფის ლარიდან ორ ლარამდე ზრდას ითვალისწინებდა, თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომისიამ თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის ინიციატივით, წარმოდგენილი საკითხის შესაბამისი სამსახურის მიერ შემდგომი განხილვისა და ახალი პროექტის შემუშავების მიზნით დროებით გადადო.

როგორც კობახიძემ განმარტა, რიყე-ნარიყალას საბაგიროთი, ძირითადად, ტურისტები სარგებლობენ, რომლებისთვისაც მომატებული ტარიფიც მისაღები იქნება, ხოლო ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის საბაგიროთი მოსარგებლე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ორ ლარამდე გაზრდილი ტარიფი მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა.

შესაბამისად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა იურიდიულ საკითხთა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ცვლილების ახალი პროექტი წარმოადგინა, რომელსაც კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი