სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი საზოგადოებას ქვეყნის განვითარების სამპუნქტიან გეგმას სთავაზობს
		დავით უსუფაშვილი საზოგადოებას ქვეყნის განვითარების სამპუნქტიან გეგმას სთავაზობს

პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დღეს ახა­ლი ცენ­ტრის­ტუ­ლი პარ­ტი­ის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­პუნ­ქტი­ან გეგ­მას სთა­ვა­ზობს.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის სა­მო­მავ­ლო გეგ­მას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა წრის, პრო­ფე­სი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ვმსჯე­ლობ­დი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს დღე­ვან­დელ პრობ­ლე­მებ­ზე, უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და ვი­თა­რე­ბის თვი­სებ­რი­ვად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზებ­ზე. გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე რო­გორც სხვი­სი, ისე სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთა­ვა­ზობ სამ პუნ­ქტი­ან გეგ­მას:

შე­თა­ვა­ზე­ბა #1

შევ­თან­ხმდეთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მის მთა­ვარ მი­ზეზ­ზე

თავი და­ვაღ­წი­ოთ მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბებს და შევ­თან­ხმდეთ, რომ ქვეყ­ნის პრობ­ლე­მე­ბის სა­თა­ვეა არა "ეს" ან "ის" ლი­დე­რი, "ეს" ან "ის" პარ­ტია, არა­მედ ის "დესტრუქ­ცი­უ­ლი, არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ველი", რო­მელ­ზეც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი - კარ­გიც, ცუ­დიც, სა­შუ­ა­ლოც, ძვე­ლიც, ახა­ლიც, მო­მა­ვა­ლიც - ერ­თნა­ი­რად გან­წი­რუ­ლია სა­ბო­ლოო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის. ამ ვე­ლის შექ­მნა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­სი წილი აქვს და იგი თით­ქმის უკ­ვა­ლოდ შთან­თქავს ყვე­ლა­ზე უფრო პატ­რი­ო­ტი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნაშ­რომ-ნაღ­ვა­წის უდი­დეს ნა­წილს და, სა­ბო­ლო­ოდ, თა­ვად მათ უმ­რავ­ლე­სო­ბა­საც.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ველი დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო ხდე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის:

• მრა­ვა­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის მიერ დაღ­ვრი­ლი სის­ხლი­სა და ოფ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­ბა­დე­ბაც და დღეს მისი არ­სე­ბო­ბაც გა­რე­შე ფაქ­ტო­რე­ბით მე­ტა­დაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ვიდ­რე ჩვე­ნი გეგ­მა­ზო­მი­ე­რი ბრძო­ლით, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­თა და სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მარ­თვის უნა­რით. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან თით­ქმის სამი ათე­უ­ლი წლის თავ­ზეც კი, სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია უშუ­ა­ლოდ ჩვენს ხელ­ში. მისი გა­ცი­ლე­ბით დიდი ნა­წი­ლი მი­მო­ფან­ტუ­ლია სხვა­დას­ხვა მტერ-მოყ­ვა­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დე­და­ქა­ლა­ქებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­თა­ვო ოფი­სებ­ში.

• მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ეტა­პი, რო­მე­ლიც დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო ცივი ომის დამ­თავ­რე­ბი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შე­დე­გე­ბით, სრულ­დე­ბა. ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის ვერ­ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გამო, ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი, იდე­უ­რი და იდე­ო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში არი­ან ჩაფ­ლუ­ლი. მაქ­სი­მუ­მი, რაც დღეს აშშ-ს და ევ­რო­პას ძა­ლუძთ, არის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს არა­ო­კუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო შე­მოჭ­რი­სათ­ვის ეფექ­ტი­ა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.

• ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სულ უფრო თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­რა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან და თა­მა­შის სა­კუ­თარ აგ­რე­სი­ულ წე­სებს ახ­ვევს თავს მსოფ­ლი­ოს. ჩვენს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სა­მე­ზობ­ლო­ში დი­ნა­მი­კუ­რი და არა­ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბა, რო­მელ­თა გავ­ლე­ნა ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სტა­ტუს-კვო­ზე რთუ­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია.

• გლო­ბა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი სწრა­ფად იც­ვლე­ბა ჩვენ­თვის უფრო ხელ­საყ­რე­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ი­დან უა­რე­სო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ფონ­ზე სულ უფრო რთუ­ლი გახ­დე­ბა ჩვე­ნი ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სი­სუს­ტე­ე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბა გა­რე­დან მი­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბით, რაც სა­ხი­ფა­თო ნიშ­ნუ­ლამ­დე შე­ამ­ცი­რებს ქვეყ­ნის უნარს გა­უმკლავ­დეს მზარდ შიდა და გარე გა­მოწ­ვე­ვებს.

• ამის გა­მოც დად­გა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით უკეთ პატ­რო­ნო­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

ამ დესტრუქ­ცი­უ­ლი, არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია:

1. სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა. ქვე­ყა­ნა­ში ვერ და­ვამ­კვიდ­რეთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი. ზოგ­ჯერ წარ­მა­ტე­ბი­თაც კი შე­ვებ­რძო­ლე­ბო­დით ხოლ­მე ფეს­ვგად­გმულ უსა­მარ­თლო­ბა­სა და უწეს­რი­გო­ბას, მაგ­რამ მხო­ლოდ "სას­ხვი­სო უწეს­რი­გო­ბის" შე­საც­ვლე­ლად "საჩ­ვე­ნო უწეს­რი­გო­ბით"(ასე მოხ­და 90-ია­ნე­ბის შუა წლებ­ში, 2003, 2012 წლებ­ში).

2. ნე­ო­ბოლ­შე­ვიზ­მი და მო­ნო­პო­ლია ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე. კო­მუ­ნის­ტუ­რი ერ­თპარ­ტი­უ­ლო­ბის ნაც­ვლად დამ­კვიდ­რდა არა მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბა, არა­მედ მრა­ვა­ლი პარ­ტი­ის შე­ჯიბ­რი ერ­თპარ­ტი­უ­ლო­ბის­თვის. ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იწყებ­და მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბის ლო­ზუნ­გით და ამ­თავ­რებ­და ერ­თპარ­ტი­უ­ლი რე­ა­ლო­ბით (სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით). ყვე­ლა ხე­ლი­სუ­ფა­ლი იწყებ­და მეტი დე­მოკ­რა­ტი­ის და­პი­რე­ბით და ამ­თავ­რებ­და "ზედ­მეტ დე­მოკ­რა­ტი­ას­თან" ბრძო­ლით. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი შორ­დე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბას და თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს მხო­ლოდ ამომ­რჩევ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­და და არა ქვეყ­ნის შე­ნე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე პარტნი­ო­რად. მარ­თა­ლია, ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ბო­ლო­ოდ კრა­ხით ამ­თავ­რებ­და, მაგ­რამ მემ­კვიდ­რედ არ­სით თა­ვის მსგავსს შობ­და.

3. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­თი­შუ­ლო­ბა. აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლი თუ მავ­თულხლარ­თე­ბი­თა და რუ­სუ­ლი ხიშ­ტი­თაა გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი, არა­ნაკ­ლე­ბი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა ენობ­რი­ვი და კულ­ტუ­რუ­ლი ზღუ­დე­ე­ბით არის მო­წყვე­ტი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას. მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ხუ­თე­დი მა­ინც უცხო­ეთ­შია გა­დახ­ვე­წი­ლი, ასო­ბით ათა­სი მო­ქა­ლა­ქე სი­ღა­ტა­კეს­თან ბრძო­ლას ახ­მარს მთელ ძა­ლას და ენერ­გი­ას, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი მზარ­დი პო­ლი­ტი­კუ­რი უფსკრუ­ლე­ბით ვართ ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მიჯ­ნუ­ლი. ერ­თმა­ნეთს აღარ და ვე­ღარ ვუს­მენთ, ერ­თმა­ნე­თის თან­და­თან აღა­რა­ფე­რი გვეს­მის, ერ­თმა­ნეთს ნელ-ნელა ზედ­მეტ ტვირ­თად მი­ვიჩ­ნევთ, ანუ სა­ხელ­მწი­ფოს გა­მოც­ლი­ლი აქვს მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი ბურ­ჯი - მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

4. სა­ძა­ლა­უფ­ლე­ბო ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი. ვერც ერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ აი­ცი­ლა თა­ვი­დან "სა­ძა­ლა­უფ­ლე­ბო ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მის ვირუ­სით" და­ა­ვა­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­უფ­ლე­ბა მათ­თვის მა­ლე­ვე კარ­გავ­და იდე­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას და თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა ხდე­ბო­და მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი იდეა. სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფოს ეპატ­რო­ნე­ბო­და, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რესს სა­კუ­თარ ინ­ტე­რეს­თან აი­გი­ვებ­და, ყო­ველ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენტს ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მოვ­ლე­ნად მი­იჩ­ნევ­და და მო­რიგ არ­ჩევ­ნებ­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის ამო­ცა­ნად აცხა­დებ­და.

5. ნე­გა­ტივ­ზე აგე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი მო­სახ­ლე­ო­ბას ავ­სებს არა იმე­დით და ენ­თუ­ზი­აზ­მით, არა­მედ სტრე­სით და სა­სო­წარ­კვე­თით. პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მუ­დამ უბიძ­გე­ბენ ვი­ღა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ, ვი­ღა­ცის ჩა­მო­საგ­დე­ბად, ვი­ღა­ცის პო­ლი­ტი­კუ­რად გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. პო­ზი­ტი­უ­რი, აღმშე­ნებ­ლო­ბი­თი, მა­კონ­სო­ლი­დი­რე­ბე­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი დათ­რგუნ­ვი­ლია ნე­გა­ტი­უ­რი, და­მან­გრე­ვე­ლი, გამ­თიშ­ვე­ლი ინ­სტიქ­ტე­ბით და ჟი­ნით - გვიყ­ვარს ის, ვის­თან ერ­თა­დაც გვძულს სხვა; გვძულს ყვე­ლა, ვინც არ იზი­ა­რებს ჩვენს სი­ძულ­ვილს.

6. აწ­მყო, შო­ბი­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი წარ­სუ­ლი­სა­გან. სა­ხი­ფა­თოდ დიდ­ხანს გაგ­ვიგ­რძელ­და კო­მუ­ნის­ტუ­რი წარ­სუ­ლის ყვე­ლა­ზე უფრო მან­კი­ერ გად­მო­ნაშ­თებ­თან გამ­კლა­ვე­ბა. ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი უფრო ფა­სა­დუ­რი და ზე­და­პი­რუ­ლი გა­მოგ­ვი­ვი­და. პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტე­ბის მიერ დამ­კვიდ­რე­ბულ­მა ფა­სა­დურ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­იწ­ვია ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­ვალ­ვა­ცია და დის­კრე­დი­ტა­ცია. მო­სახ­ლე­ო­ბა ორ­ცე­ცხლშუა აღ­მოჩ­ნდა - იგი,ერთი მხრივ, "ევ­რო­პა­ში ვი­თომ გა­დამხტა­რებ­მა" მი­ა­ტო­ვეს ამ­ბი­ცი­უ­რი უკან­მო­უ­ხე­და­ო­ბით და, მე­ო­რე მხრივ, "რუ­სე­თის ერ­თმორ­წმუ­ნე­ებ­მა" შე­ა­წუ­ხეს პო­პუ­ლის­ტუ­რი წინ­და­უ­ხე­და­ო­ბით.

7. არას­წო­რი სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა. დღემ­დე არ­სე­ბულ არც ერთ მმარ­თველ პარ­ტი­ას, მი­უ­ხე­და­ვად ცალ­კე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სა, არ აღ­მო­აჩ­ნდა კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მოქ­მე­დი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­სტი­ტუ­ტე­ბით მარ­თვის და ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის უნა­რი. მათ­მა ლი­დე­რებ­მა, ფორ­მა­ლუ­რებ­მაც და არა­ფორ­მა­ლუ­რებ­მაც, იცოდ­ნენ და იცი­ან მხო­ლოდ მათ­და­მი პერ­სო­ნა­ლუ­რად ლო­ი­ა­ლურ ინ­დი­ვი­დებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი ქსე­ლით მარ­თვა. 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, იც­ვლე­ბო­და მხო­ლოდ არას­წო­რი მარ­თვის სტი­ლი და ფორ­მა - მმარ­თვე­ლო­ბა მი­ტინ­გე­ბით, ია­რა­ღით, კო­რუფ­ცი­ით, ში­შით, მარ­თუ­ლი ქა­ო­სით.

8. ბუნ­დო­ვა­ნი სა­ერ­თო მო­მა­ვა­ლი. სა­ერ­თო წარ­სუ­ლის გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა ძა­ლი­ან ძნე­ლია, ხოლო სა­ერ­თო მო­მავ­ლის გა­რე­შე - სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ მო­სახ­ლე­ო­ბას გვა­ერ­თი­ა­ნებს სა­ერ­თო წარ­სუ­ლი, მაგ­რამ არა გავ­ქვს სა­ერ­თო მო­მავ­ლის მკა­ფიო სუ­რა­თი, რო­მელ­შიც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და­ი­ნა­ხავ­და თა­ვის ღირ­სე­ულ ად­გილ­საც და ყვე­ლა სხვა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის სა­ჭი­რო­ე­ბა­საც.

შე­თა­ვა­ზე­ბა #2

შევ­ქმნათ სა­მო­ქა­ლა­ქო პარტნი­ო­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად

ახა­ლი "კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლის" ფორ­მი­რე­ბა, ანუ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გამ­რუ­დე­ბუ­ლი ვექ­ტო­რე­ბის გას­წო­რე­ბა, სა­ერ­თო-ეროვ­ნუ­ლი, ზე­პარ­ტი­უ­ლი ამო­ცა­ნაა, რო­მელ­საც მთე­ლი აღმშე­ნებ­ლო­ბი­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­სურ­სით უნდა შე­ვე­ჭი­დოთ. ამო­ცა­ნა რთუ­ლია, მაგ­რამ გვაქვს სა­კუ­თა­რი ფას­და­უ­დე­ბე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პრე­ცე­დენ­ტე­ბი, თა­ვი­სი მწა­რე გაკ­ვე­თი­ლე­ბით.

ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის წინ გა­წყვე­ტი­ლი პრო­ცე­სი - წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა უნდა გა­დაზ­რდი­ლი­ყო ეროვ­ნულ- სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მშე­ნებ­ლო­ბა­ში და არა ერ­თმა­ნეთ­თან გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ ბრძო­ლა­ში. მე­ტიც, ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ თით­ქმის 100 წლის წინ გა­წყვე­ტი­ლი პრო­ცე­სი - წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა გა­დაზ­რდი­ლი­ყო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის დამ­კვიდ­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა­ში, რაც ვერ მო­ხერ­ხდა.

დღეს სწო­რედ ამ ორი სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი მას­შტა­ბის ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სის დარი ენერ­გია, შე­მარ­თე­ბა და კონ­სო­ლი­და­ცი­აა სა­ჭი­რო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტე­ბის­გა­ნაც და მო­სახ­ლე­ო­ბის­გა­ნაც. სწო­რედ ესაა სა­ჭი­რო, რათა, სა­ნამ ჯერ კი­დევ დროა, ხორ­ცი შე­ვას­ხათ მრა­ვა­ლი თა­ო­ბის სა­ნუკ­ვარ ოც­ნე­ბას - ვი­ხი­ლოთ წელ­ში გა­მარ­თუ­ლი, ძლი­ე­რი, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო.

ამი­სათ­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის წამ­ყვან ფორ­მა­ტად უნდა ვაქ­ცი­ოთ სწო­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო პარტნი­ო­რო­ბა. დღე­ი­სათ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა ძი­რი­თა­დად აწყო­ბი­ლია უფ­რო­სო­ბა­ზე, ხელ­ქვე­ი­თო­ბა­ზე, მტრულ ბა­ნა­კე­ბად და­ყო­ფა­ზე, ყვე­ლას­თვის ზე­მო­დან ყუ­რე­ბა­ზე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლის მტრად გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე. ჩვენ ცუ­დად ვი­ცით და სას­წრა­ფოდ უნდა ვის­წავ­ლოთ სწო­რედ პარტნი­ო­რო­ბა ანუ ურ­თი­ერ­თხელ­საყ­რე­ლი, თა­ნას­წო­რი, არა­ერთჯე­რა­დი, შე­თან­ხმე­ბა­სა და ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, სა­ერ­თო რე­სურ­სით, მა­ღა­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბით. მხო­ლოდ ამ­გვა­რი სუ­ლის­კვე­თე­ბით, ჩვენ-ჩვე­ნი სა­კე­თებ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო პარტნი­ო­რო­ბის და სო­ლი­და­რო­ბის კონ­ტექ­სტში მოქ­ცე­ვით შევ­ძლებთ:

• სა­ერ­თო მო­მავ­ლის და­ნახ­ვას

• ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ეროვ­ნუ­ლი თვითრწმე­ნის გან­მტკი­ცე­ბას

• სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის, აქ­ტი­უ­რო­ბის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაზ­რდას

• წე­სი­სა და კა­ნო­ნის პა­ტი­ვის­ცე­მის დამ­კვიდ­რე­ბას

• თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბას, სო­ლი­და­რო­ბას.

სა­მო­ქა­ლა­ქო პარტნი­ო­რო­ბის­თვის და მისი კონ­კრე­ტუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნის­თვის ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, ექ­სპერტთან, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან, აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქეს­თან, ვინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თუ ჯგუ­ფურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ამ სა­კი­თხებ­ზე და მზად არის ერ­თობ­ლი­ვი, უფრო ეფექ­ტი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის.

შე­თა­ვა­ზე­ბა #3

შევ­ქმნათ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბით

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში დაგ­რო­ვი­ლი ჩვე­ნი­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა ცხად­ყოფს, რომ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ჩვე­უ­ლი გზით შე­უძ­ლე­ბე­ლია - ძვე­ლე­ბუ­რად მო­რი­გი სა­ხალ­ხო ლაშ­ქრის შეკ­რე­ბა მო­რი­გი ხე­ლი­სუ­ფა­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­საც­ვლე­ლად მო­რიგ ჩი­ხამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. პოსტსაბ­ჭო­უ­რი ეპო­ქის და­სას­რუ­ლებ­ლად და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გამ­რუ­დე­ბუ­ლი ვექ­ტო­რე­ბის გა­სას­წო­რებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­და­ვე­ებ­თან უნდა მო­ვი­დეს არა მო­რი­გი მხსნე­ლი, არა­მედ კომ­პე­ტენ­ტუ­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, ეროვ­ნულ და ევ­რო­პულ კულ­ტუ­რულ-პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე მყა­რად მდგა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. ამ­გვა­რი ძა­ლის შექ­მნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ვთა­ვა­ზობ:

• და­ვი­წყოთ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტი ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბით, რაც ნიშ­ნავს იმა­საც, რომ ბევ­რი რამ შე­საძ­ლოა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ გა­მოჩ­ნდეს. მაგ­რამ ჩვე­უ­ლი გზა კვლავ იმედ­გაც­რუ­ე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს და დროა, შევ­წყვი­ტოთ ამ წრე­ზე სი­ა­რუ­ლი.

• პარ­ტია და­ვა­ფუძნოთ იდე­ით, ხედ­ვით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ისეთ მო­ქა­ლა­ქე­თა შრო­მას, რომ­ლე­ბის­თვი­საც სა­არ­სე­ბო სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ისე­თი­ვე მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა, რო­გორც სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის მო­წეს­რი­გე­ბა.

• შევ­ქმნათ პარ­ტია, რო­მე­ლიც უკომ­პრო­მი­სოდ შე­ებ­რძო­ლე­ბა თავ­სმოხ­ვე­ულ სტე­რე­ო­ტი­პებს, მა­გა­ლი­თად, იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და პატ­რი­ო­ტიზ­მი ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო ცნე­ბე­ბია, რომ თით­ქოს ევ­რო­პე­ლო­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ხარ­ჯზე მი­იღ­წე­ვა ან მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა ევ­რო­პე­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

• სა­პა­რა­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ბრძო­ლა­ში ჩა­ვე­ბათ ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ძღო­ლი­სათ­ვის სრულ­ფა­სოვ­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მით, ჩრდი­ლო­ვა­ნი მთავ­რო­ბით, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით და არა რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რის და რამ­დე­ნი­მე ლო­ზუნ­გის ამა­რა.

• პარ­ტია შევ­ქმნათ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბით. პარ­ტი­ის სა­ხე­ლი და სხვა ატ­რი­ბუ­ტე­ბიც კი ფარ­თო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­ვარ­ჩი­ოთ, რათა ეს იყოს ყვე­ლა მხარ­დამ­ჭე­რის პარ­ტია და არა ლი­დერ­თა პარ­ტია, რო­მე­ლიც და­ნარ­ჩე­ნებს მხარ­და­ჭე­რას სთხოვს.

• ერ­თად ავა­შე­ნოთ ეროვ­ნულ და ევ­რო­პულ ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რულ ნი­ა­დაგ­ზე მყა­რად მდგა­რი პარ­ტია; თა­ვი­სუ­ფალ, პატ­რი­ოტ მო­ქა­ლა­ქე­თა პარ­ტია; ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ით სა­ქარ­თვე­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბის პარ­ტია; ცენ­ტრის­ტუ­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფლან­გი­დან რა­ცი­ო­ნა­ლურ და ეფექ­ტი­ან მიდ­გო­მებს მო­უყ­რის თავს სა­ხელ­მწი­ფოს ფუნ­და­მენ­ტის გა­სა­მაგ­რებ­ლად და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი კარ­კა­სის შე­საკ­ვრე­ლად.

• ჩვე­ნი პარ­ტი­ით არ და­ვი­წყოთ სა­ხელ­მწი­ფოს მო­რი­გი ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვა და სხვი­სი გა­კე­თე­ბუ­ლის კვლავ ნგრე­ვა. ჩვე­ნი კრე­დო იყოს - რაც კარ­გია, ვუვ­ლით; რაც გვაკ­ლია, ვქმნით; რაც ცუ­დია, ვცვლით.

• ჩვე­ნი პარ­ტი­ით ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ვა­შე­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სა­ძირ­კვლად ედე­ბა ქვეყ­ნის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სის­ტე­მა იქ­ნე­ბა და რომ­ლის სა­ხუ­რა­ვის როლ­საც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ.

• შევ­ქმნათ პარ­ტია, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მისი ყვე­ლა ოპო­ნენ­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის უკე­თე­სო­ბის და არა უა­რე­სო­ბის მსურ­ვე­ლი და ხელ­შემ­წყო­ბი. ჩვენ უნდა გვქონ­დეს სურ­ვი­ლი და ამ­ბი­ცია, ვი­ყოთ არა უბ­რა­ლოდ ცუდ­ზე უკე­თე­სე­ბი, არა­მედ თა­ვის­თვად კარ­გნი.

• ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი პარ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვა­ფუძნოთ პო­ლი­ტი­კო­სის პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის გა­ნუხ­რელ და არა შერ­ჩე­ვით დაც­ვას:

* ჯერ ქვე­ყა­ნა, მერე პარ­ტია

* ჯერ პროგ­რა­მა, მერე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა

* პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და არა სი­ჯი­უ­ტე

* კომ­პრო­მი­სი და არა გა­რი­გე­ბა

* ერთ-ერ­თო­ბა და არა ერ­თა­დერ­თო­ბა

* კონ­კუ­რენ­ცია და არა მტრო­ბა

* კრი­ტი­კა და არა შე­უ­რა­ცხყო­ფა

* შემ­კრე­ბო­ბა და არა გამ­თიშ­ვე­ლო­ბა

* კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა და არა ზე­და­პი­რუ­ლო­ბა

* დი­ა­ლო­გი და არა მო­ნო­ლო­გი

* სიყ­ვა­რუ­ლი და არა სი­ძულ­ვი­ლი

• პარ­ტი­ის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში­ვე აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში. მო­სახ­ლე­ო­ბის სამ­სჯავ­რო­ზე გა­მო­ვი­ტა­ნოთ მო­მა­ვა­ლი პარ­ტი­ის ძი­რი­თა­დი ხედ­ვე­ბი, მო­ვი­პო­ვოთ მეტი მხარ­და­ჭე­რა და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­ფუძ­ვლად და გა­მოც­დი­ლე­ბად შემ­დე­გი საქ­მი­ა­ნო­ბის სწო­რად წარ­მარ­თვი­სათ­ვის.

• მა­ი­სის ბო­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გი­ნოთ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე ძი­რი­თა­დი გუნ­დი, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში გა­ფარ­თოვ­დე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ერ­თად შრო­მა­ში და ბრძო­ლა­ში გა­მოც­დი­ლებ­მა და მო­სახ­ლე­ო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით და მხარ­და­ჭე­რით აღ­ჭურ­ვი­ლებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ვა­ფუძნოთ ახა­ლი პარ­ტია.

და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად შე­ვეც­დე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზე­ბი გა­მოვ­ძებ­ნო ყვე­ლას­თან, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს არამ­ხო­ლოდ ისა­უბ­როს სირ­თუ­ლე­ებ­ზე, არა­მედ იმოქ­მე­დოს კი­დეც.

ვი­ღებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, იმა­ზე, რაც ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაც სწო­რად ვერ კეთ­დე­ბო­და, ოპო­ზი­ცი­ა­შიც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც. ამი­ტო­მაც ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, გა­მოც­დი­ლე­ბა, ძალა, ენერ­გია საქ­მის უკეთ კე­თე­ბას მო­ვახ­მა­რო.

მოვ­ძებ­ნოთ ერ­თმა­ნე­თი, სწო­რედ შე­ნე­ბის დროა!"

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით უსუფაშვილი საზოგადოებას ქვეყნის განვითარების სამპუნქტიან გეგმას სთავაზობს

		დავით უსუფაშვილი საზოგადოებას ქვეყნის განვითარების სამპუნქტიან გეგმას სთავაზობს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც დღეს ახალი ცენტრისტული პარტიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, საზოგადოებას ქვეყნის განვითარების სამპუნქტიან გეგმას სთავაზობს.

დავით უსუფაშვილის სამომავლო გეგმას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა წრის, პროფესიის, პოლიტიკური მიმდინარეობების წარმომადგენლებთან ერთად ვმსჯელობდი ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს დღევანდელ პრობლემებზე, უახლესი ისტორიის გაკვეთილებზე და ვითარების თვისებრივად გაუმჯობესების გზებზე. გავაანალიზე როგორც სხვისი, ისე საკუთარი შეცდომები და საზოგადოებას ვთავაზობ სამ პუნქტიან გეგმას:

შეთავაზება #1

შევთანხმდეთ საქართველოს ყველა ძირითადი პრობლემის მთავარ მიზეზზე

თავი დავაღწიოთ მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ურთიერთბრალდებებს და შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის პრობლემების სათავეა არა „ეს“ ან „ის“ ლიდერი, „ეს“ ან „ის“ პარტია, არამედ ის „დესტრუქციული, არასახელმწიფოებრივი პოლიტიკური ველი“, რომელზეც ყველა პოლიტიკური ლიდერი - კარგიც, ცუდიც, საშუალოც, ძველიც, ახალიც, მომავალიც - ერთნაირად განწირულია საბოლოო წარუმატებლობისთვის. ამ ველის შექმნაში, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებას თავისი წილი აქვს და იგი თითქმის უკვალოდ შთანთქავს ყველაზე უფრო პატრიოტი, პროფესიონალი, პატიოსანი პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების, სპეციალისტების, მოქალაქეების ნაშრომ-ნაღვაწის უდიდეს ნაწილს და, საბოლოოდ, თავად მათ უმრავლესობასაც.

საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, აღნიშნული ველი დღეს განსაკუთრებით სახიფათო ხდება ქართული სახელმწიფოსთვის:

• მრავალი მამულიშვილის მიერ დაღვრილი სისხლისა და ოფლის მიუხედავად, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაბადებაც და დღეს მისი არსებობაც გარეშე ფაქტორებით მეტადაა განპირობებული, ვიდრე ჩვენი გეგმაზომიერი ბრძოლით, თავდაუზოგავი შრომითა და სახელმწიფოს წარმატებული მართვის უნარით. დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის სამი ათეული წლის თავზეც კი, სახელმწიფო სუვერენიტეტის მხოლოდ მცირე ნაწილია უშუალოდ ჩვენს ხელში. მისი გაცილებით დიდი ნაწილი მიმოფანტულია სხვადასხვა მტერ-მოყვარე სახელმწიფოების დედაქალაქებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების სათავო ოფისებში.

• მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ეტაპი, რომელიც დომინირებული იყო ცივი ომის დამთავრებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგებით, სრულდება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ახალი მსოფლიო წესრიგის ვერჩამოყალიბების გამო, ინსტიტუციონალური, იდეური და იდეოლოგიური პრობლემების მოგვარებაში არიან ჩაფლული. მაქსიმუმი, რაც დღეს აშშ-ს და ევროპას ძალუძთ, არის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო შემოჭრისათვის ეფექტიანი დიპლომატიური წინააღმდეგობის გაწევა.

• ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე სულ უფრო თავისუფლდება საერთაშორისო მორალურ-პოლიტიკური ვალდებულებებისგან და თამაშის საკუთარ აგრესიულ წესებს ახვევს თავს მსოფლიოს. ჩვენს გეოპოლიტიკურ სამეზობლოში დინამიკური და არაერთმნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება, რომელთა გავლენა ბოლო ათწლეულებში დამკვიდრებულ სტატუს-კვოზე რთულად პროგნოზირებადია.

• გლობალური და რეგიონალური გეოპოლიტიკური გარემოებები სწრაფად იცვლება ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი კონფიგურაციიდან უარესობის მიმართულებით. ამ ფონზე სულ უფრო რთული გახდება ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი სისუსტეების კომპენსირება გარედან მიღებული პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური დახმარებებით, რაც სახიფათო ნიშნულამდე შეამცირებს ქვეყნის უნარს გაუმკლავდეს მზარდ შიდა და გარე გამოწვევებს.

• ამის გამოც დადგა საკუთარი ქვეყნის საკუთარი ძალებით უკეთ პატრონობის გადაუდებელი აუცილებლობა.

ამ დესტრუქციული, არასახელმწიფოებრივი პოლიტიკური ველის ძირითადი მახასიათებლებია:

1. სახელმწიფოებრივი მოუწესრიგებლობა. ქვეყანაში ვერ დავამკვიდრეთ სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი წესრიგი. ზოგჯერ წარმატებითაც კი შევებრძოლებოდით ხოლმე ფესვგადგმულ უსამართლობასა და უწესრიგობას, მაგრამ მხოლოდ „სასხვისო უწესრიგობის“ შესაცვლელად „საჩვენო უწესრიგობით“(ასე მოხდა 90-იანების შუა წლებში, 2003, 2012 წლებში).

2. ნეობოლშევიზმი და მონოპოლია ჭეშმარიტებაზე. კომუნისტური ერთპარტიულობის ნაცვლად დამკვიდრდა არა მრავალპარტიულობა, არამედ მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიულობისთვის. ყველა ხელისუფლება იწყებდა მრავალპარტიულობის ლოზუნგით და ამთავრებდა ერთპარტიული რეალობით (საკონსტიტუციო უმრავლესობით). ყველა ხელისუფალი იწყებდა მეტი დემოკრატიის დაპირებით და ამთავრებდა „ზედმეტ დემოკრატიასთან“ ბრძოლით. ყოველი მათგანი შორდებოდა მოსახლეობას და თითოეულ მოქალაქეს მხოლოდ ამომრჩევლად განიხილავდა და არა ქვეყნის შენების თანამონაწილე პარტნიორად. მართალია, ყველა მათგანი საბოლოოდ კრახით ამთავრებდა, მაგრამ მემკვიდრედ არსით თავის მსგავსს შობდა.

3. საზოგადოების გათიშულობა. აფხაზეთი და ცხინვალი თუ მავთულხლართებითა და რუსული ხიშტითაა განცალკევებული, არანაკლები ტერიტორიები და მოსახლეობა ენობრივი და კულტურული ზღუდეებით არის მოწყვეტილი სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. მოსახლეობის მეხუთედი მაინც უცხოეთშია გადახვეწილი, ასობით ათასი მოქალაქე სიღატაკესთან ბრძოლას ახმარს მთელ ძალას და ენერგიას, დანარჩენები კი მზარდი პოლიტიკური უფსკრულებით ვართ ერთმანეთისგან გამიჯნული. ერთმანეთს აღარ და ვეღარ ვუსმენთ, ერთმანეთის თანდათან აღარაფერი გვესმის, ერთმანეთს ნელ-ნელა ზედმეტ ტვირთად მივიჩნევთ, ანუ სახელმწიფოს გამოცლილი აქვს მთავარი საყრდენი ბურჯი - მოქალაქეობრივი სოლიდარობით გაერთიანებული საზოგადოება.

4. საძალაუფლებო ფუნდამენტალიზმი. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა თავიდან „საძალაუფლებო ფუნდამენტალიზმის ვირუსით“ დაავადება. სახელმწიფო ძალაუფლება მათთვის მალევე კარგავდა იდეური პოლიტიკური მიზნების მიღწევის დანიშნულებას და თავად ხელისუფლებაში ყოფნა ხდებოდა მთავარი პოლიტიკური იდეა. სახელმწიფო ძალაუფლების მოპოვებისთანავე ყოველი მათგანი მთლიანად სახელმწიფოს ეპატრონებოდა, სახელმწიფო ინტერესს საკუთარ ინტერესთან აიგივებდა, ყოველ პოლიტიკურ ოპონენტს ანტისახელმწიფოებრივ მოვლენად მიიჩნევდა და მორიგ არჩევნებზე ძალაუფლების შენარჩუნებას სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანად აცხადებდა.

5. ნეგატივზე აგებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობები. პოლიტიკური პროცესი მოსახლეობას ავსებს არა იმედით და ენთუზიაზმით, არამედ სტრესით და სასოწარკვეთით. პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებას მუდამ უბიძგებენ ვიღაცის წინააღმდეგ, ვიღაცის ჩამოსაგდებად, ვიღაცის პოლიტიკურად გასანადგურებლად. პოზიტიური, აღმშენებლობითი, მაკონსოლიდირებელი პოტენციალი დათრგუნვილია ნეგატიური, დამანგრეველი, გამთიშველი ინსტიქტებით და ჟინით - გვიყვარს ის, ვისთან ერთადაც გვძულს სხვა; გვძულს ყველა, ვინც არ იზიარებს ჩვენს სიძულვილს.

6. აწმყო, შობილი კომუნისტური წარსულისაგან. სახიფათოდ დიდხანს გაგვიგრძელდა კომუნისტური წარსულის ყველაზე უფრო მანკიერ გადმონაშთებთან გამკლავება. ევროპული დემოკრატიული მოდერნიზაციის მცდელობები უფრო ფასადური და ზედაპირული გამოგვივიდა. პოლიტიკური ელიტების მიერ დამკვიდრებულმა ფასადურმა დემოკრატიამ საზოგადოებაში გამოიწვია ფუნდამენტური ღირებულებების დევალვაცია და დისკრედიტაცია. მოსახლეობა ორცეცხლშუა აღმოჩნდა - იგი,ერთი მხრივ, „ევროპაში ვითომ გადამხტარებმა“ მიატოვეს ამბიციური უკანმოუხედაობით და, მეორე მხრივ, „რუსეთის ერთმორწმუნეებმა“ შეაწუხეს პოპულისტური წინდაუხედაობით.

7. არასწორი სახელმწიფო მმართველობა. დღემდე არსებულ არც ერთ მმართველ პარტიას, მიუხედავად ცალკეული მიღწევებისა, არ აღმოაჩნდა კანონის საფუძველზე მოქმედი სახელმწიფოს ინსტიტუტებით მართვის და ქვეყნის სტაბილური განვითარების უნარი. მათმა ლიდერებმა, ფორმალურებმაც და არაფორმალურებმაც, იცოდნენ და იციან მხოლოდ მათდამი პერსონალურად ლოიალურ ინდივიდებზე დაფუძნებული არაფორმალური ქსელით მართვა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იცვლებოდა მხოლოდ არასწორი მართვის სტილი და ფორმა - მმართველობა მიტინგებით, იარაღით, კორუფციით, შიშით, მართული ქაოსით.

8. ბუნდოვანი საერთო მომავალი. საერთო წარსულის გარეშე სახელმწიფოს შექმნა ძალიან ძნელია, ხოლო საერთო მომავლის გარეშე - სრულიად შეუძლებელი. საქართველოს დღევანდელ მოსახლეობას გვაერთიანებს საერთო წარსული, მაგრამ არა გავქვს საერთო მომავლის მკაფიო სურათი, რომელშიც ყველა მოქალაქე დაინახავდა თავის ღირსეულ ადგილსაც და ყველა სხვა თანამოქალაქის საჭიროებასაც.

შეთავაზება #2

შევქმნათ სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად

ახალი „კონსტრუქციული პოლიტიკური ველის“ ფორმირება, ანუ სახელმწიფოებრიობის გამრუდებული ვექტორების გასწორება, საერთო-ეროვნული, ზეპარტიული ამოცანაა, რომელსაც მთელი აღმშენებლობითი საზოგადოებრივი რესურსით უნდა შევეჭიდოთ. ამოცანა რთულია, მაგრამ გვაქვს საკუთარი ფასდაუდებელი ისტორიული პრეცედენტები, თავისი მწარე გაკვეთილებით.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაახლოებით 25 წლის წინ გაწყვეტილი პროცესი - წარმატებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა უნდა გადაზრდილიყო ეროვნულ- სახელმწიფოებრივ მშენებლობაში და არა ერთმანეთთან გამანადგურებელ ბრძოლაში. მეტიც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თითქმის 100 წლის წინ გაწყვეტილი პროცესი - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უნდა გადაზრდილიყო სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების მოძრაობაში, რაც ვერ მოხერხდა.

დღეს სწორედ ამ ორი საერთო ეროვნული მასშტაბის ისტორიული პროცესის დარი ენერგია, შემართება და კონსოლიდაციაა საჭირო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტებისგანაც და მოსახლეობისგანაც. სწორედ ესაა საჭირო, რათა, სანამ ჯერ კიდევ დროა, ხორცი შევასხათ მრავალი თაობის სანუკვარ ოცნებას - ვიხილოთ წელში გამართული, ძლიერი, თითოეული მოქალაქის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტი ქართული სახელმწიფო.

ამისათვის საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი ცხოვრების წამყვან ფორმატად უნდა ვაქციოთ სწორედ სამოქალაქო პარტნიორობა. დღეისათვის საზოგადოების ურთიერთმიმართება ძირითადად აწყობილია უფროსობაზე, ხელქვეითობაზე, მტრულ ბანაკებად დაყოფაზე, ყველასთვის ზემოდან ყურებაზე, განსხვავებულის მტრად გამოცხადებაზე. ჩვენ ცუდად ვიცით და სასწრაფოდ უნდა ვისწავლოთ სწორედ პარტნიორობა ანუ ურთიერთხელსაყრელი, თანასწორი, არაერთჯერადი, შეთანხმებასა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის, გაზიარებული პასუხისმგებლობით, საერთო რესურსით, მაღალი ეფექტიანობით. მხოლოდ ამგვარი სულისკვეთებით, ჩვენ-ჩვენი საკეთებლის სამოქალაქო პარტნიორობის და სოლიდარობის კონტექსტში მოქცევით შევძლებთ:

• საერთო მომავლის დანახვას

• ინდივიდუალური და ეროვნული თვითრწმენის განმტკიცებას

• სამოქალაქო ცნობიერების, აქტიურობის, პასუხისმგებლობის გაზრდას

• წესისა და კანონის პატივისცემის დამკვიდრებას

• თანამონაწილეობას, თვითორგანიზებას, სოლიდარობას.

სამოქალაქო პარტნიორობისთვის და მისი კონკრეტული მექანიზმების შექმნისთვის ვითანამშრომლებ ყველა იმ ორგანიზაციასთან, ექსპერტთან, პროფესიონალთან, აქტიურ მოქალაქესთან, ვინც ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხებზე და მზად არის ერთობლივი, უფრო ეფექტიანი ძალისხმევისთვის.

შეთავაზება #3

შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით

დამოუკიდებლობის წლებში დაგროვილი ჩვენივე გამოცდილება ცხადყოფს, რომ არსებული ვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჩვეული გზით შეუძლებელია - ძველებურად მორიგი სახალხო ლაშქრის შეკრება მორიგი ხელისუფალის დაუყოვნებლივ შესაცვლელად მორიგ ჩიხამდე მიგვიყვანს. პოსტსაბჭოური ეპოქის დასასრულებლად და სახელმწიფოებრივი ცხოვრების გამრუდებული ვექტორების გასასწორებლად ხელისუფლების სადავეებთან უნდა მოვიდეს არა მორიგი მხსნელი, არამედ კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ეროვნულ და ევროპულ კულტურულ-პოლიტიკურ ნიადაგზე მყარად მდგარი პოლიტიკური ძალა. ამგვარი ძალის შექმნით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობ:

• დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროექტი ახლებური მიდგომებით, რაც ნიშნავს იმასაც, რომ ბევრი რამ შესაძლოა დამკვიდრებული პოლიტიკური ცხოვრების წესისთვის უჩვეულოდ გამოჩნდეს. მაგრამ ჩვეული გზა კვლავ იმედგაცრუებამდე მიგვიყვანს და დროა, შევწყვიტოთ ამ წრეზე სიარული.

• პარტია დავაფუძნოთ იდეით, ხედვით, პასუხისმგებლობით გაერთიანებულ ისეთ მოქალაქეთა შრომას, რომლებისთვისაც საარსებო სოციალურ-პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საკუთარი საცხოვრებელი ბინის მოწესრიგება.

• შევქმნათ პარტია, რომელიც უკომპრომისოდ შეებრძოლება თავსმოხვეულ სტერეოტიპებს, მაგალითად, იმის შესახებ, რომ თითქოს თავისუფლება და პატრიოტიზმი ურთიერთსაპირისპირო ცნებებია, რომ თითქოს ევროპელობა მართლმადიდებლობის ხარჯზე მიიღწევა ან მართლმადიდებლობა ევროპელობას ეწინააღმდეგება.

• საპარალამენტო არჩევნებზე სახელისუფლებო ბრძოლაში ჩავებათ ქვეყნის სრულფასოვანი გაძღოლისათვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით, ჩრდილოვანი მთავრობით, ალტერნატიული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით და არა რამდენიმე ლიდერის და რამდენიმე ლოზუნგის ამარა.

• პარტია შევქმნათ თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით. პარტიის სახელი და სხვა ატრიბუტებიც კი ფართო თანამონაწილეობით შევარჩიოთ, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია და არა ლიდერთა პარტია, რომელიც დანარჩენებს მხარდაჭერას სთხოვს.

• ერთად ავაშენოთ ეროვნულ და ევროპულ ისტორიულ-კულტურულ ნიადაგზე მყარად მდგარი პარტია; თავისუფალ, პატრიოტ მოქალაქეთა პარტია; ევროატლანტიკური ინტეგრაციით საქართველოს გაძლიერების პარტია; ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს სახელმწიფოს ფუნდამენტის გასამაგრებლად და ინსტიტუციონალური კარკასის შესაკვრელად.

• ჩვენი პარტიით არ დავიწყოთ სახელმწიფოს მორიგი ახალი წელთაღრიცხვა და სხვისი გაკეთებულის კვლავ ნგრევა. ჩვენი კრედო იყოს - რაც კარგია, ვუვლით; რაც გვაკლია, ვქმნით; რაც ცუდია, ვცვლით.

• ჩვენი პარტიით ჩვენი მოსახლეობისთვის ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პოზიტიური გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები დემოკრატიული ინსტიტუტების კონსტიტუციური სისტემა იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური სტრუქტურები შეასრულებენ.

• შევქმნათ პარტია, რომელიც იქნება მისი ყველა ოპონენტი პოლიტიკური ძალის უკეთესობის და არა უარესობის მსურველი და ხელშემწყობი. ჩვენ უნდა გვქონდეს სურვილი და ამბიცია, ვიყოთ არა უბრალოდ ცუდზე უკეთესები, არამედ თავისთვად კარგნი.

• ჩვენი ყოველდღიური პარტიული საქმიანობა დავაფუძნოთ პოლიტიკოსის პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტების განუხრელ და არა შერჩევით დაცვას:

* ჯერ ქვეყანა, მერე პარტია

* ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება

* პრინციპულობა და არა სიჯიუტე

* კომპრომისი და არა გარიგება

* ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა

* კონკურენცია და არა მტრობა

* კრიტიკა და არა შეურაცხყოფა

* შემკრებობა და არა გამთიშველობა

* კვალიფიციურობა და არა ზედაპირულობა

* დიალოგი და არა მონოლოგი

* სიყვარული და არა სიძულვილი

• პარტიის ფორმირების პროცესშივე აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში. მოსახლეობის სამსჯავროზე გამოვიტანოთ მომავალი პარტიის ძირითადი ხედვები, მოვიპოვოთ მეტი მხარდაჭერა და არჩევნების შედეგები გამოვიყენოთ საფუძვლად და გამოცდილებად შემდეგი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.

• მაისის ბოლოს საზოგადოებას წარვუდგინოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ძირითადი გუნდი, რომელიც საარჩევნო პროცესში გაფართოვდება. არჩევნების შემდეგ, ერთად შრომაში და ბრძოლაში გამოცდილებმა და მოსახლეობის ჩართულობით და მხარდაჭერით აღჭურვილებმა ოფიციალურად დავაფუძნოთ ახალი პარტია.

დასახული მიზნების მისაღწევად შევეცდები თანამშრომლობის გზები გამოვძებნო ყველასთან, ვისაც სურვილი აქვს არამხოლოდ ისაუბროს სირთულეებზე, არამედ იმოქმედოს კიდეც.

ვიღებ პასუხისმგებლობას, იმაზე, რაც ჩემი მონაწილეობითაც სწორად ვერ კეთდებოდა, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც. ამიტომაც ვალდებული ვარ, გამოცდილება, ძალა, ენერგია საქმის უკეთ კეთებას მოვახმარო.

მოვძებნოთ ერთმანეთი, სწორედ შენების დროა!“

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."