კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასაფლაოზე ამიყვანეს. დამაგდეს საფლავზე და ხუთმა კაცმა მცემა..." - ირაკლი გედენიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმის უცნობ დეტალებზე
"სასაფლაოზე ამიყვანეს. დამაგდეს საფლავზე და ხუთმა კაცმა მცემა..." - ირაკლი გედენიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმის უცნობ დეტალებზე

ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე დღეს ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე და­ი­კი­თხა. ფო­ტოგ­რაფ­მა და­კი­თხვი­სას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც გე­დე­ნი­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე გა­იხ­სე­ნა ჯი­ქი­ას სა­საფ­ლა­ო­ზე მისი წაყ­ვა­ნის ფაქ­ტი, სა­დაც სცე­მეს და შუბ­ლზე მოკ­ვლის მუ­ქა­რით ია­რა­ღი და­ა­დეს.

"სახ­ლი­დან რო­გორც კი გა­მიყ­ვა­ნეს, ჯი­ქი­ას სა­საფ­ლა­ო­ზე ამიყ­ვა­ნეს. და­მაგ­დეს ახ­ლად­გა­დას­წო­რე­ბულ საფ­ლავ­ზე, რო­მე­ლიც იყო მი­წით და ღორ­ღით მო­ფე­ნი­ლი. ყვე­ლას ეკე­თა ნიღ­ბე­ბი და და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­მა-ექ­ვსმა კაც­მა მცე­მა გვერ­დებ­ში, მუხ­ლებ­სა და ნეკ­ნებ­ში. მა­გი­ნებ­დნენ და მთხოვ­დნენ აღი­ა­რე­ბას, თუ ვის­თან მქონ­და კავ­ში­რი და ვის ვაძ­ლევ­დი სა­ხელ­მწი­ფო დო­კუ­მენ­ტებს. ბო­ლოს, ერთ-ერ­თმა ნიღ­ბი­ან­მა გა­და­ტე­ნა ია­რა­ღი, და­მა­დო შუბ­ლზე და მი­თხრა, რომ თუ არ ვა­ღი­ა­რებ­დი, გა­მიხვრეტ­და თავს.

შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნეს "მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში", ამიყ­ვა­ნეს ბოლო სარ­თულ­ზე. დამ­ხვდა იქ და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი და "ოქ­როს­ჯაჭ­ვი­ა­ნი" უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა. სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვიცი, თუმ­ცა ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია. იქვე იმ­ყო­ფე­ბო­და კი­დევ ერთი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მცემ­და ყვე­ლა უარ­ყო­ფით პა­სუხზე. შე­მიძ­ლია მისი ამოც­ნო­ბაც. მო­ი­თხოვ­დნენ "პა­რო­ლებს" სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის, ასე­ვე კომ­პი­უ­ტე­რის "პა­როლს" და აღი­ა­რე­ბას, ვის­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ცემა დევ­ნო­ზაშ­ვი­ლის მხრი­დან არ იყო. იყო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. შეხ­ვედ­რებ­ზე ყო­ველ­თვის იყო მისი მხრი­დან ბავ­შვე­ბის მი­მართ მუ­ქა­რა, ასე­ვე მე­მუქ­რე­ბო­და, რომ გავ­რცელ­დე­ბო­და ჩემი მე­უღ­ლის პი­კან­ტუ­რი ფოტო, რო­მე­ლიც იყო ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლი და ინა­ხე­ბო­და ჩემს პი­რად კომ­პი­უ­ტერ­ში", - გა­ნა­ცხა­და გე­დე­ნი­ძემ.

ე.წ. ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ზე გუ­შინ ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის მე­უღ­ლე, ამა­ვე საქ­მის კი­დევ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, ნა­თია გე­დე­ნი­ძე და­ი­კი­თხა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს ე.წ ფო­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მოწ­მე­თა და­კი­თხვით გაგ­რძელ­და.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია კონ­ტრდაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით დევ­ნო­ზაშ­ვი­ლი. ასე­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სასაფლაოზე ამიყვანეს. დამაგდეს საფლავზე და ხუთმა კაცმა მცემა..." - ირაკლი გედენიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმის უცნობ დეტალებზე

"სასაფლაოზე ამიყვანეს. დამაგდეს საფლავზე და ხუთმა კაცმა მცემა..." - ირაკლი გედენიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმის უცნობ დეტალებზე

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დღეს ერთ-ერთი დაზარალებული ირაკლი გედენიძე დაიკითხა. ფოტოგრაფმა დაკითხვისას საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

როგორც გედენიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, სასამართლოს წინაშე გაიხსენა ჯიქიას სასაფლაოზე მისი წაყვანის ფაქტი, სადაც სცემეს და შუბლზე მოკვლის მუქარით იარაღი დაადეს.

"სახლიდან როგორც კი გამიყვანეს, ჯიქიას სასაფლაოზე ამიყვანეს. დამაგდეს ახლადგადასწორებულ საფლავზე, რომელიც იყო მიწით და ღორღით მოფენილი. ყველას ეკეთა ნიღბები და დაახლოებით ხუთმა-ექვსმა კაცმა მცემა გვერდებში, მუხლებსა და ნეკნებში. მაგინებდნენ და მთხოვდნენ აღიარებას, თუ ვისთან მქონდა კავშირი და ვის ვაძლევდი სახელმწიფო დოკუმენტებს. ბოლოს, ერთ-ერთმა ნიღბიანმა გადატენა იარაღი, დამადო შუბლზე და მითხრა, რომ თუ არ ვაღიარებდი, გამიხვრეტდა თავს.

შემდეგ წამიყვანეს "მოდულის შენობაში", ამიყვანეს ბოლო სართულზე. დამხვდა იქ დავით დევნოზაშვილი და "ოქროსჯაჭვიანი" უცნობი პიროვნება. სახელი და გვარი არ ვიცი, თუმცა ამოცნობა შემიძლია. იქვე იმყოფებოდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც მცემდა ყველა უარყოფით პასუხზე. შემიძლია მისი ამოცნობაც. მოითხოვდნენ "პაროლებს" სოციალური ქსელების და ელექტრონული ფოსტის, ასევე კომპიუტერის "პაროლს" და აღიარებას, ვისთან მქონდა ურთიერთობა. ცემა დევნოზაშვილის მხრიდან არ იყო. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეხვედრებზე ყოველთვის იყო მისი მხრიდან ბავშვების მიმართ მუქარა, ასევე მემუქრებოდა, რომ გავრცელდებოდა ჩემი მეუღლის პიკანტური ფოტო, რომელიც იყო ჩემი გადაღებული და ინახებოდა ჩემს პირად კომპიუტერში", - განაცხადა გედენიძემ.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გუშინ ირაკლი გედენიძის მეუღლე, ამავე საქმის კიდევ ერთი დაზარალებული, ნათია გედენიძე დაიკითხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ ფოტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული სასჯელაღსრულების გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ