2016 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიაზე - Golden Brand 2016 ცნობილი ბრენდი "სლობოდა" ორი ჯილდოს მფლობელი გახდა

2016 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიაზე - Golden Brand 2016 ცნობილი ბრენდი "სლობოდა" ორი ჯილდოს მფლობელი გახდა

მაიონეზი "სლობოდა" უკვე 20 წელია ბაზარზეა. ამ დროის განმავლობაში "სლობოდამ" გამოიარა გემოს დახვეწისა და ინგრედიენტების ერთმანეთთან შეხამების გრძელი გზა. შედეგი სახეზეა - მაიონეზი "სლობოდა" ნატურალური ინგრედიეტებისგან შედგება და არ შეიცავს ემულგატორებს.

როგორც "სლობოდას" წარმომადგენლები ამბობენ, სლოგანი "ცოცხალი საკვები" სრულად ამართლებს ბრენდის პრინციპებს და მიდგომას მომხმარებელთან მიმართებაში. ის მზადდება ისეთი პროდუქტებისგან, როგორებიც არის: ნატურალური ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, ნატურალური მზესუმზირის ზეთი, ლიმონის წვენი, სუფთა წყაროს წყალი და ახალი საუკეთესო სუნელები.

ცოტა ხნის წინ ბიზნეს ოსკარად შერაცხული Golden Brand-ის ცერემონიალი გაიმართა. იგი ავლენს და აჯილდოვებს კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.

Golden Brand-ზე წლის საუკეთესო მაიონეზის ნომინაციაში "ოქროს ბრენდი" მაიონეზ "სლობოდას" გადაეცა, წლის საუკეთესო კეტჩუპად კი კეტჩუპი "სლობოდა" აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ "ოქროს ბრენდის" სტატუსი წლის საუკეთესო მაიონეზის ნომინაციაში "სლობოდას" მაიონეზმა მეოთხედ მოიპოვა.

შედარებით "ახალგაზრდაა" კეტჩუპი "სლობოდა", რომელიც ქართულ ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. პროდუქტმა მალევე შეძლო მომხმარებლისა და "Golden Brand" -ის ნდობა მოპოვება. კეტჩუპი ნამდვილი, დაჭყლეტილი პომიდვრისგან მზადდება, არ შეიცავს არანაირ ფხვნილს და ემულგატორებს.

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. ოქროს ბრენდის გამარჯვებულები წარმატებით იყენებენ ოქროს ბრენდის ნიშანს მარკეტინგულ და PR საქმიანობაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი