პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვერდით ასეთი ადამიანი მჭირდება..." - რას ყვება ერთმანეთზე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე ეფექტური წყვილი
"გვერდით ასეთი ადამიანი მჭირდება..." - რას ყვება ერთმანეთზე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე ეფექტური წყვილი

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" VII სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­ზონ­ზე პრო­ექ­ტში კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი, ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის და სიმ­პა­თი­უ­რი გა­რეგ­ნო­ბის ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­აც გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი შო­უ­თი - Холостяк გახ­და.

ირაკ­ლი უკვე კარ­გა ხა­ნია მან­დი­ლოს­ნე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ყუ­რად­რე­ბით არის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. მას სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია აქვს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დუ­რი კი­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ინ­დუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბას აწარ­მო­ებს. სა­კუ­თა­რი საქ­მე მას ძა­ლი­ან იზი­დავს და მოს­წონს...

მა­ქა­ცა­რი­ას მე­წყვი­ლე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუაა. წყვილ­მა საპ­რე­ზენ­ტა­ციო ტურ­ში­ვე მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოქ­ცე­ვა იო­ლად შეძ­ლო და ჟი­უ­რიმ ისი­ნი ძლი­ერ და პერ­სპექ­ტი­ულ პარტნი­ო­რე­ბად და­ა­სა­ხე­ლა.

სა­ლო­მეს და ირაკ­ლის AMBEBI.GE სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში შეხ­ვდა:

ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია:

- პირ­ვე­ლად პრო­ექ­ტი­დან შარ­შან მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ იმის გამო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შოუ Холостяк გა­დი­ო­და, კონ­ტრაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უარი ვთქვი... "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ჯან­სა­ღი და კარ­გად გა­კე­თე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ჩვენს ტე­ლე­სივ­რცე­ში ხან­გრძლი­ვად უნდა არ­სე­ბობ­დეს. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბი­თაც რომ ვიმ­სჯე­ლოთ, - ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ტე­ლეპ­რო­ექ­ტად არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი და გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიც კი შე­ვი­და, ამი­ტომ, არ მიკ­ვირს, რომ უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა ერის კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია.

ასე რომ, ამ შოუს მი­მართ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად ვი­ყა­ვი და ვარ გან­წყო­ბი­ლი და დიდი ფიქ­რი არ დამ­ჭირ­ვე­ბია, რომ მას­ში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა სა­მუ­შაო გრა­ფი­კი და ისევ დრო იყო, რად­გა­ნაც უკ­რა­ი­ნა­ში მი­წევს ყოფ­ნა, ასე­ვე გა­და­ღე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ვი­ჭირ­ვე, საქ­მე გა­და­ვა­ლა­გე, უკ­რა­ი­ნა­ში პარტნი­ო­რე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ისე გა­და­ი­ბა­რეს საქ­მე, რომ ახლა ყო­ველ­დღი­უ­რად 8-9 სა­ა­თი მაქვს იმის­თვის, რომ სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში ვიყო.

- ასე­თი დატ­ვირ­თვა არ გი­ჭირთ?

- გა­სულ სე­ზონ­ზე ჩემი მე­გო­ბა­რი, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი ცეკ­ვავ­და სა­ლო­მეს­თან ერ­თად და ან­დრი­ას­გან ვი­ცო­დი, რომ დღე­ში 8-9 სა­ა­თი უწევ­და რე­პე­ტი­ცია. მოკ­ლედ, ვეჭ­ვობ­დი იმას, შევ­ძლებ­დი თუ არა ამ­დე­ნი დრო­ის გა­მო­ძებ­ნას, ყვე­ლაფ­რის შე­თავ­სე­ბას და ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის (ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა) დრო­ე­ბით გვერ­დით გა­და­დე­ბას. თუმ­ცა, ცეკ­ვა უზო­მოდ მიყ­ვარს, ბავ­შვო­ბა­ში ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე დავ­დი­ო­დი. კარ­გად გა­მომ­დი­ო­და და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ფიქ­რობ­დნენ, ცეკ­ვას გავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ მშობ­ლებ­მა სხვა გზა­ზე და­მა­ყე­ნეს, სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­დავ­წყვი­ტე.

- ახლა რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ვის­წავ­ლო ის ცეკ­ვე­ბი, რა­საც პრო­ექ­ტში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მას­წავ­ლი­ან (სა­ლო­მე, დიმა - დამ­დგმე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი). ამის არ­გა­მო­ყე­ნე­ბაც და­სა­ნა­ნი იქ­ნე­ბა და ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­სი­ა­მოვ­ნო პრო­ექ­ტით, შე­ვირ­გო ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მერე აღარ მექ­ნე­ბა იმ­დე­ნი დრო, ცეკ­ვა­ში ასე გა­ვა­ტა­რო.

- რა რე­აქ­ცია გქონ­დათ, რო­დე­საც გა­ი­გეთ, რომ სა­ლო­მე ჭა­ჭუა იქ­ნე­ბო­და თქვე­ნი პარტნი­ო­რი?

- პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ეს არა­ფერს ცვლი­და, ვინც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, მგო­ნი, მას ყვე­ლა იც­ნობს და აფა­სებს რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს. მისი კა­რი­ე­რა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბით" არ და­წყე­ბუ­ლა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ბევ­რი რამ გა­უ­კე­თე­ბია და ამ წარ­მა­ტე­ბულ გზას აგ­რძე­ლებს. ჰყავს უამ­რა­ვი მოს­წავ­ლე, მაგ­რამ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­ინც ამ პრო­ექ­ტით გა­იც­ნო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ძლი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვეა, სა­ლო­მეს აქვს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შტრი­ხე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, ენერ­გე­ტი­კა, რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად ხე­დავს. სა­ლო­მე ჭა­ჭუა უდ­რის ცეკ­ვას - ეს ერთი მთე­ლია. როცა გა­ვი­გე, მას­თან უნდა მე­ცეკ­ვა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი. იყო ოდ­ნავ ში­შიც, რად­გა­ნაც იმ­დე­ნად იდე­ა­ლის­ტი და მაქ­სი­მა­ლის­ტია, სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ცეკ­ვა­ში ყვე­ლა პარტნი­ორს ჩრდი­ლავს. მე­წყვი­ლე რაც უნდა ეცა­დოს, რთუ­ლია, მი­უ­ახ­ლოვ­დეს. თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მი­ხარ­და კი­დეც, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რეა, რაც ჩემს პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­თან ახ­ლო­საა. გვერ­დით ასე­თი ადა­მი­ა­ნი მჭირ­დე­ბა, რო­მელ­საც არა თუ და­ე­ზა­რე­ბა შრო­მა, სხვა­საც აი­ძუ­ლე­ბას ამას.

სა­ლო­მე ჭა­ჭუა:

- ირაკ­ლი ჩემ­ზე ისეთ რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კობს, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, მად­ლო­ბა ამის­თვის... მეც მხო­ლოდ კარ­გის თქმა შე­მიძ­ლია. უზო­მოდ შრო­მის­მოყ­ვა­რეა. მას­თან მუ­შა­ო­ბა არ მი­ჭირს, რად­გა­ნაც ზუს­ტად ისე მოგ­ყვე­ბა, რო­გორც მე მიყ­ვარს და საქ­მეს სჭირ­დე­ბა. მოკ­ლედ, მას­თან მუ­შა­ო­ბა ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. გარ­და იმი­სა, რომ იცის, ეს პრო­ცე­სი რა რთუ­ლია, ცეკ­ვა სი­ა­მოვ­ნებს და ყვე­ლა­ფერს ინ­ტე­რე­სით აკე­თებს. მოკ­ლედ, კარ­გი ბი­ჭია!

- შენც არ იც­ნობ­დი პრო­ექ­ტამ­დე, ხომ?

- წინა სე­ზონ­ზე ჩემი პარტნი­ო­რი ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი იყო და ირაკ­ლი­ზე მის­გან მსმე­ნია, თა­ვის ტყუ­პის­ცალს ეძა­ხის, - ვგა­ვარ­თო... ირაკ­ლი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე პირ­ვე­ლად რომ მო­ვი­და, მე­გო­ნა, დეჟა­ვუ მჭირ­და, - ან­დრია ხომ არ დაბ­რუნ­და-მეთ­ქი... ეს ერთი შე­ხედ­ვით, რე­ა­ლუ­რად კი ხა­სი­ა­თით სხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან. უზო­მოდ დიდი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს და მთე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი სი­ცილ­სა და ხა­ლის­ში გაგ­ვყავს...

- ათ­ლე­ტურ აღ­ნა­გო­ბას­თან ერ­თად, ირაკ­ლი პლას­ტი­კუ­რიც აღ­მოჩ­ნდა...

- ამა­ში ის და­ეხ­მა­რა, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დი ბავ­შვო­ბა­ში ცეკ­ვავ­და... თუმ­ცა ვფიქ­რობ­დი, რომ ზედ­მე­ტად ათ­ლე­ტუ­რია ცეკ­ვე­ბის­თვის და პლას­ტი­კა­ში გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ასე არ აღ­მოჩ­ნდა, იმე­დია, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა.

ირაკ­ლი:

- პრო­ექ­ტში ძლი­ე­რი წყვი­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ერთს და­ვა­მა­ტებ, - ძლი­ე­რი წყვი­ლი არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს წყვი­ლი, რო­მე­ლიც ბევ­რს შრო­მობს. სა­ერ­თოდ თუ ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად შრო­მას ჩა­დებ, სა­კუ­თარ თავ­ზე იმუ­შა­ვებ, შე­დე­გი გექ­ნე­ბა. თუ საპ­რე­ზენ­ტა­ციო ტურ­ზე მე და სა­ლო­მემ ერ­თად რამე შევ­ძე­ლით, ეს იმის შე­დე­გია, რომ დღე­ში 2-ჯერ, 4 სა­ა­თი დარ­ბაზ­ში ვვარ­ჯი­შობთ, ვმუ­შა­ობთ.

- არ იღ­ლე­ბით?

- პირ­ვე­ლად რომ და­ვი­წყე რე­პე­ტი­ცია, ორ­გა­ნიზ­მი იმ­დე­ნად არ არის ცეკ­ვის ილე­თებს მიჩ­ვე­უ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუდ­მი­ვად ვვარ­ჯი­შობ, მუხ­ლე­ბი, სახ­სრე­ბი რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად მეტ­კი­ნა, რომ­ლის აღ­დგე­ნის­თვი­საც მეტი დროა სა­ჭი­რო... რო­გორც ვთქვი, პრო­ექ­ტი აქამ­დეც ხომ მომ­წონ­და, მაგ­რამ რაც აქ მო­ვე­დი, კი­დევ სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვი და და­ვა­ფა­სე მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის შრო­მა, რაც სამ­წუ­ხა­როდ, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას არ ჩანს, მა­ყუ­რე­ბე­ლი სა­ა­ბო­ლოო პრო­დუქტს ნა­ხუ­ლობს, არა­და, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ა­თო­ბით თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბენ.

მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რად რთუ­ლია, ვიდ­რე ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია. უბ­რა­ლოდ, იმით ვარ გა­ო­ცე­ბუ­ლი, სა­ლოს სა­ი­დან აქვს ამ­დე­ნი ენერ­გია? აქ ხომ ვვარ­ჯი­შობთ, მერე ბავ­შვებს ამე­ცა­დი­ნებს, კლა­სე­ბი ჰყავს. სხვა წყვი­ლებ­საც ეხ­მა­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი დად­გმის შეკ­ვრა­ში. ასე რომ, ზო­გა­დად დას­ვე­ნა­ბა და და­კარ­გუ­ლი ენერ­გი­ის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი (სახ­სრებს, მყე­სებს, კუნ­თებს - ყვე­ლა­ფერს გან­ტვირ­თვა სჭირ­დე­ბა), მაგ­რამ ამის დრო არ არის, შა­ბათს უკვე რე­პე­ტი­ცია გვაქვს, მომ­დევ­ნო ცეკ­ვის სწავ­ლას ვი­წყებთ...

აქ მოს­ვლის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ვა­კე­თე, ჯერ ის, რომ დღე­ში ასე­თი დატ­ვირ­თვით ვვარ­ჯი­შობ ცეკ­ვა­ში, მერე მე­გო­ნა, ილე­თე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლად და­მახ­სოვ­რე­ბას ვერ შევ­ძლებ­დი, რად­გა­ნაც კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თავი გა­ვაკ­ვირ­ვე.

- სა­ლო­მე, ამ პრო­ექ­ტში სხვა­დას­ხვა დროს ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­წყვი­ლე გყავ­და. ირაკ­ლი მათ­გან რით გან­სხვავ­დე­ბა?

- შე­და­რე­ბებს არ ვა­კე­თებ ხოლ­მე, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ერთი რამ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, - ჩემი პარტნი­ო­რე­ბი, ვინც ამ პრო­ექ­ტში მყო­ლია, რა­ღა­ცით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სხვე­ბის­გან. კონ­კრე­ტუ­ლად ირაკ­ლი ზედ­მე­ტად შრო­მის­მოყ­ვა­რეა და ცდი­ლობს, რა­საც მოგ­ვცე­მენ და რა­საც ვა­კე­თებთ, ბო­ლომ­დე ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ვა­კე­თოთ.

- ირაკ­ლი უკვე შე­ძე­ლით და არა­ერ­თი გო­გო­ნას გული მო­ი­გეთ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი საკ­მა­რი­სად შე­მო­იკ­რი­ბეთ...

- ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში ნამ­დვი­ლად მი­ვეჩ­ვიე ამას, რად­გა­ნაც ისეთ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც იდე­ა­ში რო­მან­ტი­კუ­ლია, გათ­ვლი­ლია მან­დი­ლოს­ნებ­ზე, რომ მათ იდე­ა­ლურ პა­ე­მან­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე წარ­მოდ­გე­ნა შე­უქ­მნას, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ყვე­ლა მან­დი­ლო­სა­ნი ხომ თა­ვის პრინცზე ფიქ­რობს?

- ე.ი. მათ­თვის ოც­ნე­ბის პრინ­ცი იყა­ვით.

- თავს პრინცს არ ვა­და­რებ, მაგ­რამ უხე­ში პა­რა­ლე­ლი რომ გა­ვავ­ლოთ, პრო­ექ­ტი აჩ­ვე­ნებ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გო­გო­ნამ ურ­თი­ერ­თო­ბა აა­წყოს მა­მა­კაც­თან...

ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა, ვინც გვი­ყუ­რებს, გვგულ­შე­მატ­კივ­რობს და მხარს გვი­ჭერს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"გვერდით ასეთი ადამიანი მჭირდება..." - რას ყვება ერთმანეთზე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე ეფექტური წყვილი

"გვერდით ასეთი ადამიანი მჭირდება..." - რას ყვება ერთმანეთზე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე ეფექტური წყვილი

"ცეკვავენ ვარსკვლავების" VII საერთაშორისო სეზონზე პროექტში კინოპროდიუსერი, ათლეტური აღნაგობის და სიმპათიური გარეგნობის ირაკლი მაქაცარიაც გამოჩნდა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით პოპულარული ცნობილი უკრაინული შოუთი - Холостяк გახდა.

ირაკლი უკვე კარგა ხანია მანდილოსნების გადაჭარბებული ყურადრებით არის განებივრებული. მას საკუთარი კომპანია აქვს, რომელიც საქართველოში ინდური კინოს მიმართულებით მუშაობს, ჩვენს ქვეყანაში ინდური მუსიკალური კლიპების გადაღებას აწარმოებს. საკუთარი საქმე მას ძალიან იზიდავს და მოსწონს...

მაქაცარიას მეწყვილე პროფესიონალი მოცეკვავე სალომე ჭაჭუაა. წყვილმა საპრეზენტაციო ტურშივე მაყურებლის ყურადღების ცენტრში მოქცევა იოლად შეძლო და ჟიურიმ ისინი ძლიერ და პერსპექტიულ პარტნიორებად დაასახელა.

სალომეს და ირაკლის AMBEBI.GE სარეპეტიციო დარბაზში შეხვდა:

ირაკლი მაქაცარია:

- პირველად პროექტიდან შარშან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ იმის გამო, რომ უკრაინაში შოუ Холостяк გადიოდა, კონტრაქტიდან გამომდინარე, უარი ვთქვი... "ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში ერთ-ერთი ჯანსაღი და კარგად გაკეთებული პროექტია, რომელიც ჩვენს ტელესივრცეში ხანგრძლივად უნდა არსებობდეს. მსოფლიოს მასშტაბითაც რომ ვიმსჯელოთ, - ყველაზე პოპულარულ ტელეპროექტად არის დასახელებული და გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა, ამიტომ, არ მიკვირს, რომ უამრავი მაყურებელი ჰყავს საქართველოშიც, ქვეყანაში, სადაც ცეკვა და სიმღერა ერის კულტურის ნაწილია.

ასე რომ, ამ შოუს მიმართ ძალიან დადებითად ვიყავი და ვარ განწყობილი და დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, რომ მასში ჩავრთულიყავი. ერთადერთი პრობლემა სამუშაო გრაფიკი და ისევ დრო იყო, რადგანაც უკრაინაში მიწევს ყოფნა, ასევე გადაღებები საქართველოში. რაღაცნაირად გავიჭირვე, საქმე გადავალაგე, უკრაინაში პარტნიორები მეხმარებიან, საქართველოშიც ისე გადაიბარეს საქმე, რომ ახლა ყოველდღიურად 8-9 საათი მაქვს იმისთვის, რომ სარეპეტიციო დარბაზში ვიყო.

- ასეთი დატვირთვა არ გიჭირთ?

- გასულ სეზონზე ჩემი მეგობარი, ანდრია გველესიანი ცეკვავდა სალომესთან ერთად და ანდრიასგან ვიცოდი, რომ დღეში 8-9 საათი უწევდა რეპეტიცია. მოკლედ, ვეჭვობდი იმას, შევძლებდი თუ არა ამდენი დროის გამოძებნას, ყველაფრის შეთავსებას და ჩემი საყვარელი საქმიანობის (ფილმების გადაღება) დროებით გვერდით გადადებას. თუმცა, ცეკვა უზომოდ მიყვარს, ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი. კარგად გამომდიოდა და მასწავლებლები ფიქრობდნენ, ცეკვას გავყოლოდი, მაგრამ მშობლებმა სხვა გზაზე დამაყენეს, სწავლა-განათლების მიღება გადავწყვიტე.

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ვისწავლო ის ცეკვები, რასაც პროექტში პროფესიონალები მასწავლიან (სალომე, დიმა - დამდგმელი ქორეოგრაფი). ამის არგამოყენებაც დასანანი იქნება და ვცდილობ, მაქსიმალურად ვისიამოვნო პროექტით, შევირგო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მერე აღარ მექნება იმდენი დრო, ცეკვაში ასე გავატარო.

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ სალომე ჭაჭუა იქნებოდა თქვენი პარტნიორი?

- პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა, ვინც კი საქართველოში ცხოვრობს, მგონი, მას ყველა იცნობს და აფასებს როგორც პროფესიონალს. მისი კარიერა "ცეკვავენ ვარსკვლავებით" არ დაწყებულა, წარმატებული ადამიანია, ბევრი რამ გაუკეთებია და ამ წარმატებულ გზას აგრძელებს. ჰყავს უამრავი მოსწავლე, მაგრამ ფართო საზოგადოებამ მაინც ამ პროექტით გაიცნო.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ძლიერი მოცეკვავეა, სალომეს აქვს მისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული შტრიხები, პროფესიონალიზმი, პიროვნული თვისებები, ენერგეტიკა, რასაც მაყურებელი კარგად ხედავს. სალომე ჭაჭუა უდრის ცეკვას - ეს ერთი მთელია. როცა გავიგე, მასთან უნდა მეცეკვა, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. იყო ოდნავ შიშიც, რადგანაც იმდენად იდეალისტი და მაქსიმალისტია, საკუთარი მონაცემებით ცეკვაში ყველა პარტნიორს ჩრდილავს. მეწყვილე რაც უნდა ეცადოს, რთულია, მიუახლოვდეს. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად გამიხარდა კიდეც, რადგანაც ძალიან შრომისმოყვარეა, რაც ჩემს პიროვნულ თვისებებთან ახლოსაა. გვერდით ასეთი ადამიანი მჭირდება, რომელსაც არა თუ დაეზარება შრომა, სხვასაც აიძულებას ამას.

სალომე ჭაჭუა:

- ირაკლი ჩემზე ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, მეუხერხულება, მადლობა ამისთვის... მეც მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. უზომოდ შრომისმოყვარეა. მასთან მუშაობა არ მიჭირს, რადგანაც ზუსტად ისე მოგყვება, როგორც მე მიყვარს და საქმეს სჭირდება. მოკლედ, მასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა. გარდა იმისა, რომ იცის, ეს პროცესი რა რთულია, ცეკვა სიამოვნებს და ყველაფერს ინტერესით აკეთებს. მოკლედ, კარგი ბიჭია!

- შენც არ იცნობდი პროექტამდე, ხომ?

- წინა სეზონზე ჩემი პარტნიორი ანდრია გველესიანი იყო და ირაკლიზე მისგან მსმენია, თავის ტყუპისცალს ეძახის, - ვგავართო... ირაკლი რეპეტიციაზე პირველად რომ მოვიდა, მეგონა, დეჟავუ მჭირდა, - ანდრია ხომ არ დაბრუნდა-მეთქი... ეს ერთი შეხედვით, რეალურად კი ხასიათით სხვანაირები არიან. უზომოდ დიდი იუმორის გრძნობა აქვს და მთელი გაკვეთილები სიცილსა და ხალისში გაგვყავს...

- ათლეტურ აღნაგობასთან ერთად, ირაკლი პლასტიკურიც აღმოჩნდა...

- ამაში ის დაეხმარა, რომ რაღაც პერიოდი ბავშვობაში ცეკვავდა... თუმცა ვფიქრობდი, რომ ზედმეტად ათლეტურია ცეკვებისთვის და პლასტიკაში გაუჭირდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, იმედია, ჩვენი მუშაობა ასევე გაგრძელდება.

ირაკლი:

- პროექტში ძლიერი წყვილები არიან, მაგრამ ერთს დავამატებ, - ძლიერი წყვილი არ არსებობს, არსებობს წყვილი, რომელიც ბევრს შრომობს. საერთოდ თუ ნებისმიერ საქმეში მაქსიმალურად შრომას ჩადებ, საკუთარ თავზე იმუშავებ, შედეგი გექნება. თუ საპრეზენტაციო ტურზე მე და სალომემ ერთად რამე შევძელით, ეს იმის შედეგია, რომ დღეში 2-ჯერ, 4 საათი დარბაზში ვვარჯიშობთ, ვმუშაობთ.

- არ იღლებით?

- პირველად რომ დავიწყე რეპეტიცია, ორგანიზმი იმდენად არ არის ცეკვის ილეთებს მიჩვეული, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვვარჯიშობ, მუხლები, სახსრები რაღაც სხვანაირად მეტკინა, რომლის აღდგენისთვისაც მეტი დროა საჭირო... როგორც ვთქვი, პროექტი აქამდეც ხომ მომწონდა, მაგრამ რაც აქ მოვედი, კიდევ სხვანაირად აღვიქვი და დავაფასე მოცეკვავეების შრომა, რაც სამწუხაროდ, სცენაზე გამოსვლისას არ ჩანს, მაყურებელი სააბოლოო პროდუქტს ნახულობს, არადა, ადამიანები საათობით თავდაუზოგავად შრომობენ.

მოკლედ, ეს ყველაფერი ბევრად რთულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. უბრალოდ, იმით ვარ გაოცებული, სალოს საიდან აქვს ამდენი ენერგია? აქ ხომ ვვარჯიშობთ, მერე ბავშვებს ამეცადინებს, კლასები ჰყავს. სხვა წყვილებსაც ეხმარება კონკრეტული დადგმის შეკვრაში. ასე რომ, ზოგადად დასვენაბა და დაკარგული ენერგიის აღდგენის პროცესი არის მნიშვნელოვანი (სახსრებს, მყესებს, კუნთებს - ყველაფერს განტვირთვა სჭირდება), მაგრამ ამის დრო არ არის, შაბათს უკვე რეპეტიცია გვაქვს, მომდევნო ცეკვის სწავლას ვიწყებთ...

აქ მოსვლის შემდეგ გარკვეული აღმოჩენები გავაკეთე, ჯერ ის, რომ დღეში ასეთი დატვირთვით ვვარჯიშობ ცეკვაში, მერე მეგონა, ილეთების თანმიმდევრულად დამახსოვრებას ვერ შევძლებდი, რადგანაც კარგი მეხსიერებით არ გამოვირჩევი, მაგრამ საკუთარი თავი გავაკვირვე.

- სალომე, ამ პროექტში სხვადასხვა დროს ბევრი წარმატებული მეწყვილე გყავდა. ირაკლი მათგან რით განსხვავდება?

- შედარებებს არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, - ჩემი პარტნიორები, ვინც ამ პროექტში მყოლია, რაღაცით გამოირჩევიან სხვებისგან. კონკრეტულად ირაკლი ზედმეტად შრომისმოყვარეა და ცდილობს, რასაც მოგვცემენ და რასაც ვაკეთებთ, ბოლომდე ხარისხიანად გავაკეთოთ.

- ირაკლი უკვე შეძელით და არაერთი გოგონას გული მოიგეთ, თაყვანისმცემლები საკმარისად შემოიკრიბეთ...

- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უკრაინაში ნამდვილად მივეჩვიე ამას, რადგანაც ისეთ პროექტში მივიღე მონაწილეობა, რომელიც იდეაში რომანტიკულია, გათვლილია მანდილოსნებზე, რომ მათ იდეალურ პაემანზე, ურთიერთობებზე წარმოდგენა შეუქმნას, ქვეცნობიერად ყველა მანდილოსანი ხომ თავის პრინცზე ფიქრობს?

- ე.ი. მათთვის ოცნების პრინცი იყავით.

- თავს პრინცს არ ვადარებ, მაგრამ უხეში პარალელი რომ გავავლოთ, პროექტი აჩვენებდა, როგორ შეიძლება გოგონამ ურთიერთობა ააწყოს მამაკაცთან...

ყველას დიდი მადლობა, ვინც გვიყურებს, გვგულშემატკივრობს და მხარს გვიჭერს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება