პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭაში წყალი ადუღდა, ორი დღე ცხელი წყალი ამოჰქონდა ხალხს" - რას ჰყვებიან აფხაზეთში მომხდარ სასწაულებზე ადგილობრივები
"ჭაში წყალი ადუღდა, ორი დღე ცხელი წყალი ამოჰქონდა ხალხს" - რას ჰყვებიან აფხაზეთში მომხდარ სასწაულებზე ადგილობრივები

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ­ნი ბოლო დღე­ე­ბია უჩ­ვე­უ­ლო ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ბი­ან. გალი, ჭუ­ბურ­ხინ­ჯი, ოქუ­მი, მზი­უ­რი, გაგ­რა, სო­ხუ­მი, ათო­ნი, ბე­დია - ეს იმ ქა­ლა­ქე­ბი­სა თუ სოფ­ლე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­შიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მტკი­ცე­ბით აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა.

ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი და თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­ზე ასა­ხუ­ლია, რო­გორ გა­მო­ი­სა­ხა ფან­ჯრე­ბის მი­ნებ­ზე წმინ­და­ნე­ბი, ბე­დი­ა­ში კი ჭი­დან ცხე­ლი წყა­ლი მო­ე­დი­ნე­ბა.

სას­წა­უ­ლი პირ­ვე­ლად გალ­ში ქეც­ბა­ი­ე­ბის ოჯახ­ში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ფან­ჯა­რა­ზე ღვთის­მშო­ბე­ლი გა­მო­ი­სა­ხა. შემ­დეგ მამა გაბ­რი­ე­ლი­სა და წმინ­და გი­ორ­გის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი იხი­ლეს სხვა­დას­ხვა სოფ­ლებ­ში, სხვა­დას­ხვა ოჯა­ხის სახ­ლის ფან­ჯრებ­ზე.

AMBEBI.GE ჭუ­ბურ­ხინ­ჯის მცხოვ­რებს ნანა რუ­სი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

- აფხა­ზეთ­ში სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა, მაგ­რამ ეს კარ­გის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია თუ ცუ­დის, არ ვი­ცით. პირ­ვე­ლი სას­წა­უ­ლი გალ­ში ქეც­ბა­ი­ე­ბის ოჯახ­ში და­ფიქ­სირ­და, ფან­ჯრის მი­ნა­ზე ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი გა­მო­ი­სა­ხა. ად­გილ­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, იმ ეზო­ში 200-წლი­ა­ნი მუ­ხაა, ამი­ტომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა გა­მოთ­ქვეს ვა­რა­უ­დი, რომ ამ ად­გილ­ზე შე­საძ­ლოა ადრე ტა­ძა­რი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა სხვა სოფ­ლებ­შიც როცა და­ფიქ­სირ­და ასე­თი ფაქ­ტე­ბი, ვე­ღარ გა­ვი­გეთ რას­თან გვაქვს საქ­მე.

ჩვენ აფხა­ზეთ­ში ვცხოვ­რობთ და მშვი­დო­ბის მეტი არა­ფე­რი გვინ­და, მშვი­დო­ბა გვწყუ­რია და ღმერ­თმა გვის­მი­ნოს, ასეც იყოს. სას­წა­უ­ლი მხო­ლოდ ერთ ოჯახ­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ხალ­ხი მო­დის, ლო­ცუ­ლობს და ვი­საც სწამს, სჯე­რა რომ ეს სას­წა­უ­ლია.

- თქვენს ოჯახ­ში რა სას­წა­უ­ლი მოხ­და?

- კვი­რა­ცხოვ­ლო­ბას ეზო­ში ვი­ყა­ვი, შევ­ნიშ­ნე, რომ ფან­ჯა­რა­ზე ცის­ფე­რი ზოლი გაჩ­ნდა, მერე რა­ღაც ალი­ვით გა­მო­ი­სა­ხა, ბავ­შვს და­ვუ­ძა­ხე და ზუს­ტად 15 წუთ­ში მი­ნა­ზე მამა გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ი­სა­ხა, რო­მე­ლიც დღემ­დე არის ჩემს ფან­ჯა­რა­ზე. ღვთის წყა­ლო­ბით სამ­სა­ხუ­რიც მაქვს, ოჯახ­შიც ყვე­ლა ჯან­მრთე­ლად არის და ამი­ტომ კონ­კრე­ტუ­ლად ვე­რა­ფერს და­ვუ­კავ­ში­რებ ამ სას­წა­ულს. ვე­რა­ფერს ვე­ღარ ვამ­ბობ, იმი­ტომ რომ მერე ხალ­ხს ბევ­რი კი­თხვე­ბი უჩ­ნდე­ბა, გვწე­რენ და ა.შ. არა­და ფაქ­ტია, აფხა­ზეთ­ში აღ­დგო­მის მერე სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა.

ჩემი მე­ზობ­ლის ფან­ჯა­რა­ზე წმინ­და გი­ორ­გი გა­მო­ი­სა­ხა. ოჯახს 5 წლის შვი­ლი ჰყავს, ბავ­შვი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნეა, არც და­დის, არც ლა­პა­რა­კობს, არც იცი­ნის. როცა მათი ოთა­ხის ფან­ჯა­რა­ზე წმინ­და გი­ორ­გი გა­მო­ი­სა­ხა და მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, ბავ­შვი თურ­მე იცი­ნო­და... ჩვე­ნი სოფ­ლის ბი­ჭე­ბის­გან ვიცი, რომ მთა­ზე მათ შე­ნიშ­ნეს, რო­გორ ამო­ვი­და წყლი­დან, ორი თეთ­რებ­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი, და­ახ­ლო­ე­ბით ორი კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რეს და მერე ცი­სარ­ტყე­ლა­სა­ვით ცაში წა­ვიდ­ნენ. გა­ლი­გა­ში ჭაში წყა­ლი ადუღ­და, ორი დღე ცხე­ლი წყა­ლი ამოჰ­ქონ­და ჭი­დან ხალ­ხს. ესაა ის, რაც გად­მო­ცე­მით ვიცი და ჩემს ოჯახ­ში რა სას­წა­უ­ლიც არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მამა გაბ­რი­ე­ლის გა­მო­სახ­ვით, ამას თა­ვად ვხე­დავ. სას­წა­უ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ომის დრო­საც მოხ­და, ცრემ­ლი­ა­ნი ღვთის­მშო­ბე­ლი გა­მო­ე­ცხა­და ხალ­ხს.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი არ აძ­ლევს ად­გილ­ზე ჩას­ვლის უფ­ლე­ბას. რას ასა­ხე­ლე­ბენ ამის მი­ზე­ზად?

- ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ამ თე­მა­ზე. წა­კი­თხუ­ლი მაქვს, ქრის­ტემ თქვა, სა­ნამ მე მო­ვალ მა­ნამ­დე ჩემი წმინ­და­ნე­ბი მოვ­ლენ დე­და­მი­წა­ზეო, შე­საძ­ლოა სწო­რედ ეს პე­რი­ო­დი დად­გა. არა­ვინ არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა, ეს კარ­გის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია თუ ცუ­დის. ჩვენ უბ­რა­ლოდ სას­წა­უ­ლის მომსწრე­ნი ვართ, ჩვენს სახ­ლებ­ში და დი­დე­ბა უფალს!...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ფო­ტო­ე­ბი: აკა­კი ბას­ლან­ძე

"ჭაში წყალი ადუღდა, ორი დღე ცხელი წყალი ამოჰქონდა ხალხს" - რას ჰყვებიან აფხაზეთში მომხდარ სასწაულებზე ადგილობრივები

"ჭაში წყალი ადუღდა, ორი დღე ცხელი წყალი ამოჰქონდა ხალხს" - რას ჰყვებიან აფხაზეთში მომხდარ სასწაულებზე ადგილობრივები

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი ბოლო დღეებია უჩვეულო ფაქტების შესახებ ყვებიან. გალი, ჭუბურხინჯი, ოქუმი, მზიური, გაგრა, სოხუმი, ათონი, ბედია - ეს იმ ქალაქებისა თუ სოფლების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც ადგილობრივების მტკიცებით აღდგომის დღესასწაულის შემდეგ სასწაულები ხდება.

ვრცელდება ფოტოები და თვითმხილველები ამბობენ, რომ მათზე ასახულია, როგორ გამოისახა ფანჯრების მინებზე წმინდანები, ბედიაში კი ჭიდან ცხელი წყალი მოედინება.

სასწაული პირველად გალში ქეცბაიების ოჯახში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ფანჯარაზე ღვთისმშობელი გამოისახა. შემდეგ მამა გაბრიელისა და წმინდა გიორგის გამოსახულებები იხილეს სხვადასხვა სოფლებში, სხვადასხვა ოჯახის სახლის ფანჯრებზე.

AMBEBI.GE ჭუბურხინჯის მცხოვრებს ნანა რუსიას დაუკავშირდა, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა.

- აფხაზეთში სასწაულები ხდება, მაგრამ ეს კარგის მომასწავებელია თუ ცუდის, არ ვიცით. პირველი სასწაული გალში ქეცბაიების ოჯახში დაფიქსირდა, ფანჯრის მინაზე ღვთისმშობელი მარიამი გამოისახა. ადგილზე სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, იმ ეზოში 200-წლიანი მუხაა, ამიტომ სასულიერო პირებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ამ ადგილზე შესაძლოა ადრე ტაძარი ყოფილიყო, თუმცა სხვა სოფლებშიც როცა დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, ვეღარ გავიგეთ რასთან გვაქვს საქმე.

ჩვენ აფხაზეთში ვცხოვრობთ და მშვიდობის მეტი არაფერი გვინდა, მშვიდობა გვწყურია და ღმერთმა გვისმინოს, ასეც იყოს. სასწაული მხოლოდ ერთ ოჯახში არ დაფიქსირებულა. ხალხი მოდის, ლოცულობს და ვისაც სწამს, სჯერა რომ ეს სასწაულია.

- თქვენს ოჯახში რა სასწაული მოხდა?

- კვირაცხოვლობას ეზოში ვიყავი, შევნიშნე, რომ ფანჯარაზე ცისფერი ზოლი გაჩნდა, მერე რაღაც ალივით გამოისახა, ბავშვს დავუძახე და ზუსტად 15 წუთში მინაზე მამა გაბრიელი გამოისახა, რომელიც დღემდე არის ჩემს ფანჯარაზე. ღვთის წყალობით სამსახურიც მაქვს, ოჯახშიც ყველა ჯანმრთელად არის და ამიტომ კონკრეტულად ვერაფერს დავუკავშირებ ამ სასწაულს. ვერაფერს ვეღარ ვამბობ, იმიტომ რომ მერე ხალხს ბევრი კითხვები უჩნდება, გვწერენ და ა.შ. არადა ფაქტია, აფხაზეთში აღდგომის მერე სასწაულები ხდება.

ჩემი მეზობლის ფანჯარაზე წმინდა გიორგი გამოისახა. ოჯახს 5 წლის შვილი ჰყავს, ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, არც დადის, არც ლაპარაკობს, არც იცინის. როცა მათი ოთახის ფანჯარაზე წმინდა გიორგი გამოისახა და მომლოცველები მივიდნენ, ბავშვი თურმე იცინოდა... ჩვენი სოფლის ბიჭებისგან ვიცი, რომ მთაზე მათ შენიშნეს, როგორ ამოვიდა წყლიდან, ორი თეთრებში ჩაცმული მამაკაცი, დაახლოებით ორი კილომეტრი გაიარეს და მერე ცისარტყელასავით ცაში წავიდნენ. გალიგაში ჭაში წყალი ადუღდა, ორი დღე ცხელი წყალი ამოჰქონდა ჭიდან ხალხს. ესაა ის, რაც გადმოცემით ვიცი და ჩემს ოჯახში რა სასწაულიც არის დაფიქსირებული მამა გაბრიელის გამოსახვით, ამას თავად ვხედავ. სასწაული აფხაზეთის ტერიტორიაზე ომის დროსაც მოხდა, ცრემლიანი ღვთისმშობელი გამოეცხადა ხალხს.

- გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ სასულიერო პირებს რუსეთის პატრიარქი არ აძლევს ადგილზე ჩასვლის უფლებას. რას ასახელებენ ამის მიზეზად?

- ვერაფერს ვიტყვი ამ თემაზე. წაკითხული მაქვს, ქრისტემ თქვა, სანამ მე მოვალ მანამდე ჩემი წმინდანები მოვლენ დედამიწაზეო, შესაძლოა სწორედ ეს პერიოდი დადგა. არავინ არაფერს გვეუბნება, ეს კარგის მომასწავებელია თუ ცუდის. ჩვენ უბრალოდ სასწაულის მომსწრენი ვართ, ჩვენს სახლებში და დიდება უფალს!...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ფოტოები: აკაკი ბასლანძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი