Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“ ანგარებაა, ეს მათი პოზიციაა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“ ანგარებაა, ეს მათი პოზიციაა

თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ფიქ­რო­ბენ, რომ "მა­რილ­ზე გას­ვლა" არის ან­გა­რე­ბა, ეს მათი პო­ზი­ცი­აა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და და რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას ან­გა­რე­ბით.

დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლის მტკი­ცე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის პრე­რო­გა­ტი­ვაა, თუმ­ცა მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ სად იკ­ვე­თე­ბა საქ­მის მა­სა­ლებ­ში ან­გა­რე­ბა.

"თა­ვი­დან­ვე, რო­დე­საც დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძეს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, სა­უ­ბა­რი იყო შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­ზე და არა პატ­რი­არ­ქის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე. ეს იყო 11 თე­ბერ­ვალს, და­კა­ვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს. უბ­რა­ლოდ, თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ბრა­ლი იყო წარ­დგე­ნი­ლი 108-ე მუხ­ლით და ახლა არის 109-ე მუხ­ლით, თუმ­ცა, რით და­ა­დას­ტუ­რე­ბენ ან­გა­რე­ბას, ამას ჩვენ ვნა­ხავთ. თუ ისი­ნი თვლი­ან, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ან­გა­რე­ბას, ან­გა­რე­ბის პრო­ცე­სი და გა­რე­მო­ე­ბა უნდა და­ამ­ტკი­ცოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ. მათ მო­უ­წევს მტკი­ცე­ბა თუ რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ან­გა­რე­ბა.

თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ფიქ­რო­ბენ, რომ "მა­რილ­ზე გას­ვლა" არის ან­გა­რე­ბა, ეს მათი პო­ზი­ცი­აა", - გა­ნუ­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლის 26 აპ­რილს, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს და­უმ­ძიმ­და ბრალ­დე­ბა სსკ-ის 18, 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას ან­გა­რე­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“ ანგარებაა, ეს მათი პოზიციაა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“ ანგარებაა, ეს მათი პოზიციაა

თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“ არის ანგარება, ეს მათი პოზიციაა, - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა და რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, აღნიშნული ბრალის მტკიცება პროკურატურის პრეროგატივაა, თუმცა მისთვის გაუგებარია, თუ სად იკვეთება საქმის მასალებში ანგარება.

”თავიდანვე, როდესაც დეკანოზ მამალაძეს ბრალი წაუყენეს, საუბარი იყო შორენა თეთრუაშვილზე და არა პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე. ეს იყო 11 თებერვალს, დაკავებიდან მეორე დღეს. უბრალოდ, თავდაპირველად იყო ბრალი იყო წარდგენილი 108-ე მუხლით და ახლა არის 109-ე მუხლით, თუმცა, რით დაადასტურებენ ანგარებას, ამას ჩვენ ვნახავთ. თუ ისინი თვლიან, რომ ადგილი ჰქონდა ანგარებას, ანგარების პროცესი და გარემოება უნდა დაამტკიცოს პროკურატურამ. მათ მოუწევს მტკიცება თუ რაში გამოიხატებოდა ანგარება.

თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“ არის ანგარება, ეს მათი პოზიციაა”, - განუცხადა მიხეილ რამიშვილმა ”ინტერპრესნიუსს”.

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი