სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანის საკითხზე მუშაობენ?
რუსეთში სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანის საკითხზე მუშაობენ?

ბოლო დღე­ე­ბია, უცხო­ურ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შე­საძ­ლოა, რუ­სეთ­მა სი­რი­ა­ში სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბი შე­იყ­ვა­ნოს. ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას წინ უძღო­და ბა­შარ ასა­დის გან­ცხა­დე­ბა, რომ რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტე­რო­რის­ტე­ბის მომ­რავ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას რუ­სუ­ლი სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის დახ­მა­რე­ბაც დას­ჭირ­დე­ბო­და.

ამის შე­სა­ხებ ბა­შარ ასად­მა რუ­სულ სა­ა­გენ­ტო "რია ნო­ვოს­ტის­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მტრე­ბი მო­მა­ვალ­ში გაზ­რდი­ან სი­რი­ა­ში ტე­რო­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და ქვე­ყა­ნა­ში მალე ტე­რო­რის­ტთა დიდი ჯგუ­ფე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა. "რა შემ­თხვე­ვა­შიც ჩვენ დაგ­ვჭირ­დე­ბა რუ­სუ­ლი სახ­მე­ლე­თო სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა", - აცხა­დებს ასა­დი...

25 აპ­რილს ირა­ნულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თი მზად არის სი­რი­ა­ში არ­მი­ის სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბი გაგ­ზავ­ნოს, თუკი ამას ასა­დი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ი­თხოვს. რუ­სუ­ლი მე­დია არ ადას­ტუ­რებს, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უკვე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის სახ­მე­ლე­თო, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბი იმ რე­გი­ო­ნებ­ში გან­თავ­სდე­ბი­ან, სა­დაც ასა­დის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე "აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის" მხრი­დან მეტი პრობ­ლე­მე­ბი იქ­მნე­ბა.

მარ­თა­ლია, პირ­და­პირ გან­ცხა­დე­ბით არ ადას­ტუ­რებს, მაგ­რამ ბოლო დღე­ებ­ში, სი­რი­ის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შე­სა­ხებ ბუნ­დო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა ფე­დე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვიქ­ტორ ოზე­როვ­მა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუკი მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა შე­თან­ხმე­ბა, სი­რი­ის­თვის ჰა­ერ­თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მე­ბის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ, ეს მოხ­დე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბის გა­დატ­ვირ­თვას არ გა­მო­იწ­ვევს.

მისი აზ­რით, ეს დახ­მა­რე­ბა არა­ნა­ი­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მის დარ­ღვე­ვა არ იქ­ნე­ბა, რად­გან სი­რია აწარ­მო­ებს ომს ტე­რო­რის­ტებ­თან, რა­შიც მას რუ­სე­თი ეხ­მა­რე­ბა და ამა­ში არა­კა­ნონ­ზო­მი­ე­რი არა­ფე­რია...

ამ დღე­ებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ერაყ­სა და სი­რი­ა­ში ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის "ლი­მი­ტის გა­დატ­ვირ­თვა" და­ა­ვა­ლა. Associated Press ინ­ფორ­მა­ცი­ით, პენ­ტა­გონ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უც­ვლე­ლია. რო­გორც აშშ-ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, აშშ-ის სტრა­ტე­გია ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პენ­ტა­გონ­მა ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერაყ­სა და სი­რი­ა­ში სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა უკვე გა­ზარ­და.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნავს, უწყე­ბამ სი­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი სამ­ხედ­რო გაგ­ზავ­ნა, ხოლო ერაყ­ში "სამ­ხედ­რო მრჩევ­ლე­ბი".

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, თა­ვის მხრივ, ირა­ნულ­მა მხა­რე­მაც გა­ნა­ცხა­და მზად­ყოფ­ნა იმის­თვის, რომ უფრო აქ­ტი­უ­რად და მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნად იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სი­რი­ის ბრძო­ლებ­ში.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, ალ­ბათ სრუ­ლე­ბით ლო­გი­კუ­რია და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის დას­კვნა, რომ ამ­დე­ნი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო აქ­ტი­უ­რო­ბის შემ­დეგ, სი­რია სა­ბო­ლო­ოდ გას­წორ­დე­ბა მი­წას­თან, თუმ­ცა, ეს ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხეს ვერ მოს­პობს...

თა­ვის მხრივ, აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯე­იმს მე­ტის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სი­რი­ას კი­დევ აქვს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის მა­რა­გე­ბი, რო­მელ­საც არა­ერ­თი შე­თან­ხმე­ბი­სა და გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ ანად­გუ­რებს. არა­და, მათ შემ­დგო­მი გა­მო­ყე­ნე­ბა უკი­დუ­რე­სად წინ­და­უ­ხე­და­ვი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა და­მას­კოს მხრი­დან. მა­ტისს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა რა­ო­დე­ნო­ბის ქი­მი­ურ ია­რაღ­ზეა სა­უ­ბა­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრობ­ლე­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბით უნდა მოგ­ვარ­დეს.

ასე­ვე, ცნო­ბი­ლი გახ­და ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბო­რის ჯონ­სო­ნის პო­ზი­ცია, - იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სი­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­რი­გი ფაქ­ტი მოხ­დე­ბა, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვა­შინგტონს მხარს და­უ­ჭერს, მათ შო­რის, სამ­ხედ­რო ძა­ლით. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო Reuters ავ­რცე­ლებს.

"თუ ამე­რი­კა დახ­მა­რე­ბას გვთხოვს, უა­რის თქმა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა", - გან­მარ­ტა მი­ნის­ტრმა და ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ ეს პირ­ველ რიგ­ში, საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კითხს ეხე­ბა. ამა­ვე დროს, მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ მან არ იცის, დას­ჭირ­დე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბა, რო­მელ­მაც 2013 წელს დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სი­რი­ის ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხი დაბ­ლო­კა.

ამას­თან, საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ქვეყ­ნის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, რომ სი­რი­ის პრო­ვინ­ცია იდ­ლიბ­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ბრძა­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­შარ ასად­მა ან მისი გა­რე­მოც­ვის უახ­ლო­ეს­მა წევ­რებ­მა გას­ცეს. ექ­ვსგვერ­დი­ა­ნი ან­გა­რი­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Reuters-მა გა­ნი­ხი­ლა.

საფ­რან­გე­თის დაზ­ვერ­ვის ან­გა­რი­ში ქი­მი­უ­რი თავ­დას­ხმის ად­გილ­ზე აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბის დას­კვნას და ერთ-ერთი მსხვერ­პლის სის­ხლის ანა­ლიზს ეფუძ­ნე­ბა.

"გა­მოვ­ლინ­და ზა­რი­ნის ნი­შან­თვი­სე­ბა, რო­მელ­საც სი­რი­ის მთავ­რო­ბა აწარ­მო­ებს",- წერს სა­ა­გენ­ტო და აღ­ნიშ­ნავს, რომ საფ­რან­გე­თის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მხო­ლოდ ბა­შარ ასადს და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს, მათ შო­რის მისი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­რე­მოც­ვის წევ­რებს შე­ეძ­ლოთ ქი­მი­უ­რი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მა.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჯი­ჰა­დის­ტურ დაჯ­გუ­ფე­ბებს სი­რი­ა­ში ასე­თი თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ. რო­გორც ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" რე­გი­ონ­ში არ არის.

ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის აკ­რძალ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (OPCW) და­ად­გი­ნა, რომ სი­რი­ის პრო­ვინ­ცია იდ­ლიბ­ში აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმი­სას ზა­რი­ნი ან მსგავ­სი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს.

ზა­რი­ნი - უფე­რო, უსუ­ნო სი­თხეა. იგი ნერ­ვუ­ლი აგენ­ტე­ბის რი­ცხვშია, რის გა­მოც მას ქი­მი­ურ ია­რა­ღად იყე­ნე­ბენ. ის მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რაღ­თა სი­ა­შია. 1997 წელს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის კონ­ვენ­ცი­ით ზა­რი­ნის წარ­მო­ე­ბა და და­სა­წყო­ბე­ბა აიკ­რძა­ლა და ის ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის 1-ლ სი­ა­ში მოხ­ვდა. ზა­რი­ნი ორ­გა­ნო­ფოს­ფა­ტე­ბის ნა­ერ­თია. მცი­რე კონ­ცენ­ტრა­ცი­აც კი ლე­ტა­ლუ­რია. სა­სიკ­ვდი­ლოდ საკ­მა­რი­სი დო­ზის შე­სუნ­თქვის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა 1-10- წუ­თამ­დე დრო­ში, რად­გან ფილ­ტვე­ბით შე­სუნ­თქუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა კუნ­თე­ბის დამ­ბლას იწ­ვევს. თუ ადა­მი­ა­ნი არ მი­ი­ღებს სა­სიკ­ვდი­ლო დო­ზას, მაგ­რამ მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას ჩა­ი­ტა­რებს, შე­საძ­ლოა, სა­მუ­და­მო ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღოს.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რუსეთში სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანის საკითხზე მუშაობენ?

რუსეთში სირიაში სახმელეთო ჯარების შეყვანის საკითხზე მუშაობენ?

ბოლო დღეებია, უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, რუსეთმა სირიაში სახმელეთო ჯარები შეიყვანოს. ასეთი ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა ბაშარ ასადის განცხადება, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ეფექტიანობის მიუხედავად, ტერორისტების მომრავლების შემთხვევაში, მას რუსული სახმელეთო ჯარების დახმარებაც დასჭირდებოდა.

ამის შესახებ ბაშარ ასადმა რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ მტრები მომავალში გაზრდიან სირიაში ტერორისტების რაოდენობას და ქვეყანაში მალე ტერორისტთა დიდი ჯგუფები გამოჩნდება. "რა შემთხვევაშიც ჩვენ დაგვჭირდება რუსული სახმელეთო სამხედრო ძალების დახმარება", - აცხადებს ასადი...

25 აპრილს ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის სირიაში არმიის სახმელეთო ძალები გაგზავნოს, თუკი ამას ასადი ოფიციალურად მოითხოვს. რუსული მედია არ ადასტურებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის სახმელეთო, სპეციალური დანიშნულების ძალები იმ რეგიონებში განთავსდებიან, სადაც ასადის მოწინააღმდეგე "აჯანყებულების" მხრიდან მეტი პრობლემები იქმნება.

მართალია, პირდაპირ განცხადებით არ ადასტურებს, მაგრამ ბოლო დღეებში, სირიისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ბუნდოვანი განცხადება ფედერალური საბჭოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ოზეროვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ თუკი მიღწეული იქნება შეთანხმება, სირიისთვის ჰაერთავდაცვითი სისტემების მიწოდების შესახებ, ეს მოხდება პრიორიტეტულობის გათვალისწინებით და სამხედრო წარმოების გადატვირთვას არ გამოიწვევს.

მისი აზრით, ეს დახმარება არანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა არ იქნება, რადგან სირია აწარმოებს ომს ტერორისტებთან, რაშიც მას რუსეთი ეხმარება და ამაში არაკანონზომიერი არაფერია...

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ერაყსა და სირიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის "ლიმიტის გადატვირთვა" დაავალა. Associated Press ინფორმაციით, პენტაგონში აღნიშნავენ, რომ სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელია. როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ-ის სტრატეგია ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაა.

აღსანიშნავია, რომ პენტაგონმა ბოლო თვეების განმავლობაში ერაყსა და სირიაში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა უკვე გაზარდა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, უწყებამ სირიაში რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნა, ხოლო ერაყში "სამხედრო მრჩევლები".

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თავის მხრივ, ირანულმა მხარემაც განაცხადა მზადყოფნა იმისთვის, რომ უფრო აქტიურად და მრავალრიცხოვნად იყოს წარმოდგენილი სირიის ბრძოლებში.

ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ სრულებით ლოგიკურია დასავლური მედიის დასკვნა, რომ ამდენი ქვეყნის სამხედრო აქტიურობის შემდეგ, სირია საბოლოოდ გასწორდება მიწასთან, თუმცა, ეს ტერორიზმის საფრთხეს ვერ მოსპობს...

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ სირიას კიდევ აქვს ქიმიური იარაღის მარაგები, რომელსაც არაერთი შეთანხმებისა და განცხადებების მიუხედავად, არ ანადგურებს. არადა, მათ შემდგომი გამოყენება უკიდურესად წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება დამასკოს მხრიდან. მატისს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის ქიმიურ იარაღზეა საუბარი და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს.

ასევე, ცნობილი გახდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის პოზიცია, - იმ შემთხვევაში, თუ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მორიგი ფაქტი მოხდება, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ვაშინგტონს მხარს დაუჭერს, მათ შორის, სამხედრო ძალით. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"თუ ამერიკა დახმარებას გვთხოვს, უარის თქმა გაგვიჭირდება", - განმარტა მინისტრმა და ასევე დასძინა, რომ ეს პირველ რიგში, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხს ეხება. ამავე დროს, მინისტრმა განაცხადა, რომ მან არ იცის, დასჭირდება თუ არა აღნიშნულ ქმედებას პარლამენტის თანხმობა, რომელმაც 2013 წელს დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების სირიის ოპერაციებში მონაწილეობის საკითხი დაბლოკა.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დასაბუთებულია, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ბრძანება პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ან მისი გარემოცვის უახლოესმა წევრებმა გასცეს. ექვსგვერდიანი ანგარიში საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა განიხილა.

საფრანგეთის დაზვერვის ანგარიში ქიმიური თავდასხმის ადგილზე აღებული ნიმუშების დასკვნას და ერთ-ერთი მსხვერპლის სისხლის ანალიზს ეფუძნება.

"გამოვლინდა ზარინის ნიშანთვისება, რომელსაც სირიის მთავრობა აწარმოებს",- წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ საფრანგეთის სადაზვერვო სამსახური დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ბაშარ ასადს და რამდენიმე ადამიანს, მათ შორის მისი ყველაზე გავლენიანი გარემოცვის წევრებს შეეძლოთ ქიმიური თავდასხმის შესახებ ბრძანების გაცემა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს სირიაში ასეთი თავდასხმის განხორციელების საშუალება არ აქვთ. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" რეგიონში არ არის.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW)  დაადგინა, რომ სირიის პროვინცია იდლიბში აპრილის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმისას ზარინი ან მსგავსი ნივთიერება გამოიყენეს.

ზარინი - უფერო, უსუნო სითხეა. იგი ნერვული აგენტების რიცხვშია, რის გამოც მას ქიმიურ იარაღად იყენებენ. ის მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია. 1997 წელს ქიმიური იარაღის კონვენციით ზარინის წარმოება და დასაწყობება აიკრძალა და ის ქიმიური იარაღის 1-ლ სიაში მოხვდა. ზარინი ორგანოფოსფატების ნაერთია. მცირე კონცენტრაციაც კი ლეტალურია. სასიკვდილოდ საკმარისი დოზის შესუნთქვის შემდეგ ადამიანი იღუპება 1-10- წუთამდე დროში, რადგან ფილტვებით შესუნთქული ნივთიერება კუნთების დამბლას იწვევს. თუ ადამიანი არ მიიღებს სასიკვდილო დოზას, მაგრამ მედიკამენტოზურ მკურნალობას ჩაიტარებს, შესაძლოა, სამუდამო ნევროლოგიური დაზიანება მიიღოს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"