პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიკროფონი გადადო და გემშვიდობებითო..." - მოულოდნელობებით სავსე დილა და ამინდის პროგნოზი ცნობილი სახეებისგან
"მიკროფონი გადადო და გემშვიდობებითო..." - მოულოდნელობებით სავსე დილა და ამინდის პროგნოზი ცნობილი სახეებისგან

გრძელ­ფე­ხე­ბა ლა­მაზ­მა­ნე­ბი დე­კოლ­ტი­ა­ნი კა­ბე­ბით და ხში­რად, ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცე­ვი იმი­ჯით - ეს ლა­მის სტან­დარ­ტია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში ამინ­დის პროგ­ნო­ზის წამ­ყვა­ნე­ბის­თვის. თუმ­ცა, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი და ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლოც გა­მო­ნაკ­ლი­სია. 2 წლის წინ, "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მა­ში გა­და­წყვი­ტეს, რომ გრძელ­ფე­ხე­ბა ლა­მაზ­მა­ნე­ბის გარ­და, ეთე­რი ნაც­ნო­ბი და ხში­რად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც და­ეთ­მოთ, რომ­ლე­ბიც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ა­წო­დებ­დნენ ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს.

ასე გაჩ­ნდა ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ამინ­დის პროგ­ნო­ზის ბლო­კი, რო­მე­ლიც ამინ­დის არ იყოს, ყო­ველ­დღი­უ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­თაა სავ­სე.

"დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს" წამ­ყვა­ნი და ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი - ეკა სამ­ხა­რა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ ამ რუბ­რი­კამ ძა­ლი­ან გა­ა­ხა­ლი­სა დი­ლის ეთე­რი. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო...

- 2 წლის წინ, რო­დე­საც ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის ახალ თე­მებ­სა და რუბ­რი­კებს ვარ­ჩევ­დით, ჩვე­ნი გა­და­ცე­მის გე­ნე­რა­ლურ პრო­დი­უ­სერს, ნინო არა­ზაშ­ვილს იდეა გა­უჩ­ნდა, ამინ­დის პროგ­ნო­ზი მა­ყუ­რებ­ლის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა, არ წა­ეყ­ვა­ნა მხო­ლოდ ერთ კონ­კრე­ტულ წამ­ყვანს, მომ­ღი­მარ, მომ­ხიბ­ლავ გო­გო­ნას და ეს სეგ­მენ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დაგ­ვეთ­მო, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლა­სა და თავს ახალ ამ­პლუ­ა­ში მო­სინ­ჯავ­და და ჩვე­ნი თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ. იდეა ყვე­ლას მოგ­ვე­წო­ნა და ავი­ტა­ცეთ. მერე გა­დავ­წყვი­ტეთ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში წარ­დგე­ბოდ­ნენ...

- ამინ­დის პროგ­ნო­ზის წამ­ყვა­ნი სამ­ჯერ ერ­თვე­ბა ეთერ­ში, არა?

- კი, 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე, 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე და 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე. ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ ჩარ­თვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და იმ დღის ამინდს აცხა­დებს, პრაქ­ტი­კუ­ლად, მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად, ატა­რებს დი­ლას. მა­ყუ­რე­ბე­ლიც ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს გა­და­ცე­მას თვალ-ყურს, აინ­ტე­რე­სებს, ვინ იღ­ვი­ძებს მას­თან ერ­თად და ვის­გან იღებს იმ დღეს ამინ­დის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას...

- სი­ა­მოვ­ნე­ბით გთან­ხმდე­ბი­ან ისი­ნი, ასე ადრე გა­იღ­ვი­ძონ და ფორ­მა­ში მო­ვიდ­ნენ დი­ლის გა­და­ცე­მის­თვის?

- დი­ლით ადრე ად­გო­მა ბევ­რის­თვის რთუ­ლია, მაგ­რამ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გო­რი ინ­ტე­რე­სი­თა და სი­ხა­რუ­ლით მო­დი­ან... მერე თი­თო­ე­უ­ლი გარ­და იმი­სა, რომ მა­ყუ­რე­ბელს ამინ­დზე ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის, სა­კუ­თარ თავ­ზეც სა­უბ­რობს, სტუ­დი­ი­დან რო­გორც რეს­პონ­დენტს, კი­თხვებს ვუს­ვამთ...

მაგ­რამ თუ იმ დღის თემა ვთქვათ, ღრმაა და ბევრ ადა­მი­ანს მო­ი­ცავს, შე­იძ­ლე­ბა, სამი სხვა­დას­ხვა ჩარ­თვაც იყოს... მოკ­ლედ, თა­ვად რეს­პონ­დენ­ტე­ბი თა­ვი­დან­ვე ენ­თუ­ზი­აზ­მით შეხ­ვდნენ ჩვენს წა­მო­წყე­ბას, თავი მო­ე­სინ­ჯათ რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს.

- ალ­ბათ მარ­თლაც მომ­ხიბ­ვლე­ლია, როცა ხელ­ში მიკრო­ფო­ნი გი­ჭი­რავს, ხარ წამ­ყვა­ნი და მა­ყუ­რე­ბელს მის­თვის სა­ჭი­რო, სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი...

- კი, მერე შენ­თან ერ­თად არის ოპე­რა­ტო­რი, ჩარ­თვის ჯგუ­ფი, ყურ­სას­მე­ნი­დან წამ­ყვა­ნე­ბის ხმა გეს­მის, რომ­ლე­ბიც სტუ­დი­ა­ში სხე­დან და შენ­თან კონ­ტაქტს შე­კი­თხვე­ბით ამ­ყა­რე­ბენ. მიკრო­ფონ­თან ერ­თად, პლან­შე­ტიც გი­ჭი­რავს, სა­დაც წე­რია ამინ­დის პროგ­ნო­ზის ტექ­სტი.

- პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი ვინ იყო?

- ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც თა­ვი­დან თე­ატრზე და სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტერ­ვიუ იყო, ჰქონ­და სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც, ბო­ლოს ამინ­დი გა­მო­ა­ცხა­და და უეც­რად კუს ტბა­ში ჩახ­ტა, ვი­ნა­ი­დან ჩარ­თვა იქი­დან იყო. კუს ტბა ნან­კამ თა­ვად შე­არ­ჩია (მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რეს­პონ­დენ­ტი თა­ვად ირ­ჩევს ჩარ­თვის ად­გილს). მოკ­ლედ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მიკრო­ფო­ნი გა­და­დო და გემ­შვი­დო­ბე­ბი­თო, - ნავ­ში იჯდა, ადგა და წყალ­ში გა­დახ­ტა. ამ ეპი­ზოდს ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი ნახ­ვა ჰქონ­და. ასე რომ, პირ­ვე­ლი­ვე რეს­პონ­დენ­ტი­დან ახა­ლი რუბ­რი­კა წარ­მა­ტე­ბით და­ი­წყო. მას მერე, 2 წელი გა­ვი­და და ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა ჩვენს ეთერ­ში...

ამ რუბ­რი­კას გა­და­ცე­მა­ში მყა­რი ად­გი­ლი უკა­ვია, შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ ეს რუბ­რი­კა არ იც­ვლე­ბა, რად­გა­ნაც ხალ­ხს გარ­კვე­უ­ლი საქ­მე­ე­ბი მას­ზე აქვთ აწყო­ბი­ლი, მა­გა­ლი­თად, პირ­ველ ჩარ­თვა­ზე შვი­ლი გა­აღ­ვი­ძოს, მე­ო­რე­ზე - ჩა­ი­და­ნი აა­დუ­ღოს და ა.შ.

- ამი­ნის პროგ­ნო­ზის­თვის და­მა­ხა­სიაებე­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი ტერ­მი­ნე­ბი არ უჭირთ გა­მო­ცხა­დე­ბი­სას?

- "დღეს ამინდს გა­ნა­პი­რო­ბებს ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­დან ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­მა­ვა­ლი ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი და ა.შ. ამის წა­კი­თხვა თა­ვი­დან ერთი ამ­ბა­ვი იყო, მერე ცოტა გა­ვა­მარ­ტი­ვეთ. ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, ამას რო­გორ წა­ი­კი­თხა­ვენ.

- ალ­ბათ გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩარ­თვე­ბის გახ­სე­ნე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ...

- მა­გა­ლი­თად, ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი და და­თუ­ნა ალა­დაშ­ვი­ლი გვყავ­დნენ, და­თუ­ნამ და­უკ­რა და ანი­ტამ ამინ­დი წა­იმ­ღე­რა... ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი პარტნი­ორ­თან ერ­თად მო­ვი­და დი­ლის 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე და პირ­და­პირ ეთერ­ში იცეკ­ვა...

ახ­ლა­ხან გელა ჩარ­კვი­ა­ნი გვყავ­და და ირაკ­ლი­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი მოგ­ვიყ­ვა... ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი ზამ­თარ­ში გა­ყი­ნულ თბი­ლი­სის ზღვა­ში ჩახ­ტა... რამ­დენ­ჯერ­მე გვყავ­და ნინო სურ­გუ­ლა­ძე - პირ­ვე­ლად აე­რო­პორ­ტი­დან ჩა­ერ­თო, რა­ზეც თქვა - ეს ის ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, პირ­ველ სი­ხა­რულს ჩემს მშობ­ლი­უ­რი აე­რო­პორ­ტში შე­ვიგ­რძნო­ბო.

უმე­ტე­სად ყვე­ლა მა­ინც იმ ად­გილს ირ­ჩევს, რო­მე­ლიც მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. გვყავ­დნენ 112-ის ოპე­რა­ტო­რე­ბი, სას­წრა­ფოს, პატ­რუ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. 112-ის ოპე­რა­ტორ­მა მოგ­ვიყ­ვა, რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავს იკ­ლავ­და, სა­უბ­რით გა­და­ათ­ქმე­ვი­ნა. ოპე­რა­ტო­რე­ბი იხ­სე­ნებ­დნენ ცრუ გან­გა­შის ამ­ბებს. თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი იყ­ვნენ თა­ვად მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბიც, ვინც უშუ­ა­ლოდ პროგ­ნოზ­ზე მუ­შა­ო­ბენ.

რე­გი­ო­ნე­ბი­დან გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი ჩარ­თვე­ბი: მა­გა­ლი­თად, კა­ხე­თი­დან, ფო­თი­დან, ბა­თუ­მი­დან, ქუ­თა­ი­სი­დან, - ზღვის ნა­პი­რი­დან, ბა­თუ­მის ყი­ნუ­ლის მო­ედ­ნი­დან, დელ­ფი­ნა­რი­უ­მი­დან, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი­დან, პა­ლი­ას­ტო­მის ტბი­დან...

- მახ­სოვს, როცა პან­ტო­მი­მის მსა­ხი­ო­ბის ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც თქვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი იყო, ინ­ტერ­ნეტ­ში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია.

- კი, ესეც იყო, ცო­ტა­თი და­იბ­ნა, ამის გამო შე­ყოვ­ნდა, თუმ­ცა ბო­ლოს ტექ­სტი მა­ინც და­ას­რუ­ლა. მერე მომ­დევ­ნო ორი ჩარ­თვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად წარ­მო­ად­გი­ნა. ასე­თიც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რად­გა­ნაც პირ­და­პი­რი ეთე­რია...

- ვი­ნა­ი­დან რო­გორც წამ­ყვანს, უშუ­ა­ლოდ გი­წევს ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კონ­ტაქ­ტი, რას ნიშ­ნავს ეს რუბ­რი­კა შენ­თვის?

- ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე რომ ხარ, რა თქმა უნდა, სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გია. ადა­მი­ა­ნე­ბის ენ­თუ­ზი­აზმს რომ ხე­დავ, ესეც სტი­მულს გაძ­ლევს. თან, ისიც გი­ხა­რია, რომ ეს პრო­ექ­ტი თვალ­სა და ხელს შუა გან­ვი­თარ­და და გვაჩ­ვე­ნა, რამ­დე­ნად კარ­გი რუბ­რი­კაა და მოს­წონს მა­ყუ­რე­ბელს. რეს­პონ­დენ­ტე­ბი და მა­ყუ­რებ­ლე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. ასეთ დროს უფრო მეტი სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი ჩარ­თო ეთერ­ში, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ცნო­ბი­ლე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ან პი­რი­ქით.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"მიკროფონი გადადო და გემშვიდობებითო..." - მოულოდნელობებით სავსე დილა და ამინდის პროგნოზი ცნობილი სახეებისგან

"მიკროფონი გადადო და გემშვიდობებითო..." - მოულოდნელობებით სავსე დილა და ამინდის პროგნოზი ცნობილი სახეებისგან

გრძელფეხება ლამაზმანები დეკოლტიანი კაბებით და ხშირად, ყურადღებამისაქცევი იმიჯით - ეს ლამის სტანდარტია მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიაში ამინდის პროგნოზის წამყვანებისთვის. თუმცა, მსოფლიოში არსებობს გამონაკლისები და ამ მხრივ საქართველოც გამონაკლისია. 2 წლის წინ, "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში გადაწყვიტეს, რომ გრძელფეხება ლამაზმანების გარდა, ეთერი ნაცნობი და ხშირად უცნობი ადამიანებისთვისაც დაეთმოთ, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ინფორმაციას მიაწოდებდნენ ტელემაყურებელს.

ასე გაჩნდა ქართულ ტელესივრცეში სრულიად განსხვავებული ამინდის პროგნოზის ბლოკი, რომელიც ამინდის არ იყოს, ყოველდღიურად მოულოდნელობებითაა სავსე.

"დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი და ამ პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი - ეკა სამხარაძე გვეუბნება, რომ ამ რუბრიკამ ძალიან გაახალისა დილის ეთერი. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

- 2 წლის წინ, როდესაც ახალი სეზონისთვის ახალ თემებსა და რუბრიკებს ვარჩევდით, ჩვენი გადაცემის გენერალურ პროდიუსერს, ნინო არაზაშვილს იდეა გაუჩნდა, ამინდის პროგნოზი მაყურებლისთვის განსხვავებულად მიგვეწოდებინა, არ წაეყვანა მხოლოდ ერთ კონკრეტულ წამყვანს, მომღიმარ, მომხიბლავ გოგონას და ეს სეგმენტი საინტერესო ადამიანებისთვის დაგვეთმო, სადაც თითოეული ძალასა და თავს ახალ ამპლუაში მოსინჯავდა და ჩვენი თანაწამყვანები იქნებოდნენ. იდეა ყველას მოგვეწონა და ავიტაცეთ. მერე გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები საზოგადოებისთვის ცნობილები ყოფილიყვნენ, რომლებიც განსხვავებულ ამპლუაში წარდგებოდნენ...

- ამინდის პროგნოზის წამყვანი სამჯერ ერთვება ეთერში, არა?

- კი, 8-ის ნახევარზე, 9-ის ნახევარზე და 10-ის ნახევარზე. ადამიანი, ვინც ამ ჩართვებში მონაწილეობს და იმ დღის ამინდს აცხადებს, პრაქტიკულად, მაყურებელთან ერთად, ატარებს დილას. მაყურებელიც ინტერესით ადევნებს გადაცემას თვალ-ყურს, აინტერესებს, ვინ იღვიძებს მასთან ერთად და ვისგან იღებს იმ დღეს ამინდის შესახებ ინფორმაციას...

- სიამოვნებით გთანხმდებიან ისინი, ასე ადრე გაიღვიძონ და ფორმაში მოვიდნენ დილის გადაცემისთვის?

- დილით ადრე ადგომა ბევრისთვის რთულია, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ინტერესითა და სიხარულით მოდიან... მერე თითოეული გარდა იმისა, რომ მაყურებელს ამინდზე ინფორმაციას აწვდის, საკუთარ თავზეც საუბრობს, სტუდიიდან როგორც რესპონდენტს, კითხვებს ვუსვამთ...

მაგრამ თუ იმ დღის თემა ვთქვათ, ღრმაა და ბევრ ადამიანს მოიცავს, შეიძლება, სამი სხვადასხვა ჩართვაც იყოს... მოკლედ, თავად რესპონდენტები თავიდანვე ენთუზიაზმით შეხვდნენ ჩვენს წამოწყებას, თავი მოესინჯათ როგორც ჟურნალისტებს.

- ალბათ მართლაც მომხიბვლელია, როცა ხელში მიკროფონი გიჭირავს, ხარ წამყვანი და მაყურებელს მისთვის საჭირო, საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდი...

- კი, მერე შენთან ერთად არის ოპერატორი, ჩართვის ჯგუფი, ყურსასმენიდან წამყვანების ხმა გესმის, რომლებიც სტუდიაში სხედან და შენთან კონტაქტს შეკითხვებით ამყარებენ. მიკროფონთან ერთად, პლანშეტიც გიჭირავს, სადაც წერია ამინდის პროგნოზის ტექსტი.

- პირველი სტუმარი ვინ იყო?

- ნანკა კალატოზიშვილი, რომელთანაც თავიდან თეატრზე და სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, ჩვეულებრივი ინტერვიუ იყო, ჰქონდა სპორტული აქტივობებიც, ბოლოს ამინდი გამოაცხადა და უეცრად კუს ტბაში ჩახტა, ვინაიდან ჩართვა იქიდან იყო. კუს ტბა ნანკამ თავად შეარჩია (მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტი თავად ირჩევს ჩართვის ადგილს). მოკლედ, მოულოდნელად, მიკროფონი გადადო და გემშვიდობებითო, - ნავში იჯდა, ადგა და წყალში გადახტა. ამ ეპიზოდს ინტერნეტში ბევრი ნახვა ჰქონდა. ასე რომ, პირველივე რესპონდენტიდან ახალი რუბრიკა წარმატებით დაიწყო. მას მერე, 2 წელი გავიდა და ბევრი ცნობილი ადამიანი ყოფილა ჩვენს ეთერში...

ამ რუბრიკას გადაცემაში მყარი ადგილი უკავია, შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, მაგრამ ეს რუბრიკა არ იცვლება, რადგანაც ხალხს გარკვეული საქმეები მასზე აქვთ აწყობილი, მაგალითად, პირველ ჩართვაზე შვილი გააღვიძოს, მეორეზე - ჩაიდანი აადუღოს და ა.შ.

- ამინის პროგნოზისთვის დამახასიაებელი სპეციფიკური ტერმინები არ უჭირთ გამოცხადებისას?

- "დღეს ამინდს განაპირობებს ამიერკავკასიიდან ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასები და ა.შ. ამის წაკითხვა თავიდან ერთი ამბავი იყო, მერე ცოტა გავამარტივეთ. ისიც საინტერესოა, ამას როგორ წაიკითხავენ.

- ალბათ გამორჩეული ჩართვების გახსენებაც შეგიძლიათ...

- მაგალითად, ანიტა რაჭველიშვილი და დათუნა ალადაშვილი გვყავდნენ, დათუნამ დაუკრა და ანიტამ ამინდი წაიმღერა... ნინო ანანიაშვილი პარტნიორთან ერთად მოვიდა დილის 9-ის ნახევარზე და პირდაპირ ეთერში იცეკვა...

ახლახან გელა ჩარკვიანი გვყავდა და ირაკლიზე საინტერესო ამბები მოგვიყვა... ჰენრი კუპრაშვილი ზამთარში გაყინულ თბილისის ზღვაში ჩახტა... რამდენჯერმე გვყავდა ნინო სურგულაძე - პირველად აეროპორტიდან ჩაერთო, რაზეც თქვა - ეს ის ადგილია, რომელიც ძალიან მიყვარს, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, პირველ სიხარულს ჩემს მშობლიური აეროპორტში შევიგრძნობო.

უმეტესად ყველა მაინც იმ ადგილს ირჩევს, რომელიც მისთვის განსაკუთრებულია. გვყავდნენ 112-ის ოპერატორები, სასწრაფოს, პატრულის წარმომადგენლები. 112-ის ოპერატორმა მოგვიყვა, როგორ გადაარჩინა ადამიანი, რომელიც თავს იკლავდა, საუბრით გადაათქმევინა. ოპერატორები იხსენებდნენ ცრუ განგაშის ამბებს. თანაწამყვანები იყვნენ თავად მეტეოროლოგებიც, ვინც უშუალოდ პროგნოზზე მუშაობენ.

რეგიონებიდან გვაქვს ძალიან კარგი ჩართვები: მაგალითად, კახეთიდან, ფოთიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, - ზღვის ნაპირიდან, ბათუმის ყინულის მოედნიდან, დელფინარიუმიდან, ბოტანიკური ბაღიდან, პალიასტომის ტბიდან...

- მახსოვს, როცა პანტომიმის მსახიობის ვიდეომ, რომელიც თქვენი რუბრიკის სტუმარი იყო, ინტერნეტში აჟიოტაჟი გამოიწვია.

- კი, ესეც იყო, ცოტათი დაიბნა, ამის გამო შეყოვნდა, თუმცა ბოლოს ტექსტი მაინც დაასრულა. მერე მომდევნო ორი ჩართვა ჩვეულებრივად წარმოადგინა. ასეთიც შეიძლება მოხდეს, რადგანაც პირდაპირი ეთერია...

- ვინაიდან როგორც წამყვანს, უშუალოდ გიწევს ამ ადამიანებთან ურთიერთობა, კონტაქტი, რას ნიშნავს ეს რუბრიკა შენთვის?

- ამ პროცესის მონაწილე რომ ხარ, რა თქმა უნდა, საინტერესო და კარგია. ადამიანების ენთუზიაზმს რომ ხედავ, ესეც სტიმულს გაძლევს. თან, ისიც გიხარია, რომ ეს პროექტი თვალსა და ხელს შუა განვითარდა და გვაჩვენა, რამდენად კარგი რუბრიკაა და მოსწონს მაყურებელს. რესპონდენტები და მაყურებლები კმაყოფილები არიან. ასეთ დროს უფრო მეტი სურვილი გიჩნდება, რაც შეიძლება საინტერესო ადამიანი ჩართო ეთერში, უცნობი ადამიანებიდან დაწყებული, ცნობილებით დასრულებული, ან პირიქით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი