პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა: მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა
პროკურატურა: მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა

"არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და იერ­არ­ქი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და მო­მა­ვალ­ში კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ან­გა­რე­ბით გა­ნიზ­რა­ხა ძლი­ერ­მოქ­მე­დი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა" - ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"2017 წლის 2 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილ­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად სამ­კურ­ნა­ლოდ გა­ემ­გზავ­რა გერ­მა­ნი­ა­ში. გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მი­იჩ­ნია ხელ­საყ­რელ ვი­თა­რე­ბად, ვი­ნა­ი­დან უცხო ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­ი­ნიღ­ბე­ბო­და მისი გან­ზრახ­ვა, ამავდრო­უ­ლად მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი­სა და და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის დად­გე­ნა გარ­თულ­დე­ბო­და საგ­რძნობ­ლად.

გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ უმოკ­ლეს ვა­და­ში შე­ი­ძი­ნა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ჩა­სა­დე­ნად გან­კუთ­ვნი­ლი 0,8740 გრა­მი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დის" შემ­ცვე­ლი ფხვნი­ლი.

2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს, გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე და­კა­ვე­ბულ იქნა, ხოლო მისი ბარ­გის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბულ იქნა ფა­რუ­ლად შე­ნა­ხუ­ლი, მკვლე­ლო­ბის ჩა­სა­დე­ნად გან­კუთ­ვნი­ლი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი".

ამ­დე­ნად რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, ბრალ­დე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ამ­ზა­დებ­და ან­გა­რე­ბით, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მო­ტი­ვით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თა სსკ-ის 18, 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა ან­გა­რე­ბით), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს 16-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.

იხი­ლეთ ვი­დეო

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით",- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა 2017 წლის 5 მა­ისს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

პროკურატურა: მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა

პროკურატურა: მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა

"არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა" - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

"2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად.

გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება "ნატრიუმის ციანიდის" შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება "ნატრიუმის ციანიდი".

ამდენად როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

იხილეთ ვიდეო

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით",- აღნიშნულია განცხადებაში.

წინასასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება 2017 წლის 5 მაისს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

წაიკითხეთ პროკურატურის განცხადება სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ