პორტუგალიელი ექსტრასენსი, რომელიც საკუთარ თავს თვითგამოცხადებულ "უფლის მაცნეს" უწოდებს, მესამე მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებს. ექსტრასენსი, სახელად ჰორაციო ვილეგასი, რომელმაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება იწინასწარმეტყველა, ამბობს, რომ ატომურ ომამდე ორიოდე კვირაა დარჩენილი. მისტიკოსის თქმით, 2017 წლის ოქტომბერში დედამიწაზე ცხოვრება განადგურდება.
მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ 2015 წელს იცოდა, რომ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდებოდა. ისიც იცოდა, რომ მილიარდერი ბიზნესმენი "ილუმინატის მეფე" იქნებოდა და მესამე მსოფლიო ომს წამოიწყებდა.
ვილიეგასის განცხადებით, დამანგრეველი ბირთვული ომი აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით, 2017 წლის 13 მაისს დაიწყება, ზუსტად 100 წლის შემდეგ პორტუგალიაში ქალწულ მარიამის გამოცხადებიდან და რამდენიმე თვე გაგრძელდება.
ვილეგასი ამბობს, რომ მთავარი, რაც ხალხმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ 13 მაისიდან დაიწყება ომი და ის აურაცხელ სიკვდილს გამოიწვევს. მისი რწმუნებით, მრავალი ცრუ ინფორმაცია გავრცელდება 13 აპრილიდან 13 მაისამდე, რაც სირიასა და ჩრდილოეთ კორეაზე იერიშის მიტანას განაპირობებს. ჰორაციოს თქმით, ოქტომბერში სამყაროს ნამდვილი აღსასრული დადგება.
მისტიკოსმა ასევე იწინასწარმეტყველა ბაშარ ასადის მკვლელობა, რაც ომის დაწყების მიზეზი გახდება.
ექსტრასენსის განცხადებით, ომი 13 ოქტომბერს დამთავრდება, მაგრამ "ზოგიერთისთვის უკვე გვიან იქნება", რადგან ომს დამანგრეველი შედეგები ექნება.
თავის დროზე წინასწარმეტყველმა ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ სამყარო 3797 წელს განადგურდებოდა.
მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით.