სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი სესიაშვილის კომენტარი მის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
ირაკლი სესიაშვილის კომენტარი მის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი ხვალ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვას გეგ­მავს, რო­მე­ლის შემ­დე­გაც "და­სა­ცი­ნი გახ­დე­ბა მთე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი სე­ი­საშ­ვი­ლის თქმით, მას ჰყავს ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი შვი­ლი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი სწავ­ლით, მის­წრა­ფე­ბე­ბით. "გა­მორ­ჩე­უ­ლი შვი­ლია და მე მე­ა­მა­ყე­ბა. მისი მხრი­დან რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ეჭ­ვიც კი ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ხვალ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნას გეგ­მავს. გარ­და ამი­სა, ის გა­მარ­თავს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მელ­ზეც აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რებს.

"არ მინ­და წი­ნას­წარ ვთქვა, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ და­სა­ცი­ნი გახ­დე­ბა მთე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც სი­მარ­თლე არ აინ­ტე­რე­სებს. მათ­თვის მთა­ვა­რია, რომ მათი ბოღ­მა და ღვარ­ძლი რო­გორ­ღაც გად­მო­ან­თხი­ონ. როცა მე ვე­რა­ფერს მი­ბე­და­ვენ, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს შე­ე­ხონ და ხვალ უბ­რა­ლოდ და­სა­ცი­ნი გახ­დე­ბი­ან თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ამ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე ვი­სა­უბ­რებ, თუ რე­ა­ლუ­რად რას­თან გვქო­ნია საქ­მე. მეც არ ვი­ცო­დი, არც ჩემ­მა შვილ­მა იცო­და. ჩემი შვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში პო­ლი­ცი­ა­ში არ მოხ­ვედ­რი­ლა, იმ­დე­ნად წე­სი­ერ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა. ხვალ ვი­ტყვი რე­ა­ლუ­რად რას­თან გვქონ­და საქ­მე. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის ბინ­ძუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის პო­ლი­ტი­კა აგე­ბუ­ლია სიც­რუ­ე­ზე, ტყუ­ილ­ზე, მათ­თვის არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, ადა­მი­ა­ნუ­რი მიდ­გო­მე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ხვალ ვი­სა­უბ­რებ და ყვე­ლა­ნი დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ეს იყო უბ­რა­ლოდ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გეგ­მავს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სა­მარ­თლებ­რი­ვი მსვლე­ლო­ბა მის­ცეს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ მისი რე­პუ­ტა­ცია შე­ლა­ხუ­ლია.

"მე ამას სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას ნამ­დვი­ლად მივ­ცემ. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა და­დოს დას­კვნა, თუ რას­თან გვქონ­და საქ­მე, მაგ­რამ რა­საც მე ვი­ტყვი ხვალ, ამო­წუ­რავს იმის მცი­რედ ეჭვსაც კი, რომ ჩემს შვილს შე­საძ­ლოა რა­ი­მე და­ნა­შა­ულ­თან ჰქონ­დეს კავ­ში­რი. უბ­რა­ლოდ ამ ყვე­ლა­ფერს სა­სა­ცი­ლოს გახ­დის", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის შვი­ლის, და­ვით სე­სი­აშ­ვი­ლის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქურ­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის საქ­მე მიჩ­ქმა­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი სესიაშვილის კომენტარი მის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ირაკლი სესიაშვილის კომენტარი მის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ხვალ პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, რომელის შემდეგაც "დასაცინი გახდება მთელი "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

ირაკლი სეისაშვილის თქმით, მას ჰყავს ძალიან წესიერი შვილი, რომელიც გამორჩეულია თავისი სწავლით, მისწრაფებებით. "გამორჩეული შვილია და მე მეამაყება. მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვიც კი ჩემთვის სასაცილოა", - განაცხადა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხვალ პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს. გარდა ამისა, ის გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრებს.

"არ მინდა წინასწარ ვთქვა, მაგრამ უბრალოდ დასაცინი გახდება მთელი "ნაციონალური მოძრაობა". ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სიმართლე არ აინტერესებს. მათთვის მთავარია, რომ მათი ბოღმა და ღვარძლი როგორღაც გადმოანთხიონ. როცა მე ვერაფერს მიბედავენ, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილს შეეხონ და ხვალ უბრალოდ დასაცინი გახდებიან თავიდან ბოლომდე იმდენად, რამდენადაც ამ კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრებ, თუ რეალურად რასთან გვქონია საქმე. მეც არ ვიცოდი, არც ჩემმა შვილმა იცოდა. ჩემი შვილი ცხოვრებაში პოლიციაში არ მოხვედრილა, იმდენად წესიერ ცხოვრებას ეწევა. ხვალ ვიტყვი რეალურად რასთან გვქონდა საქმე. "ნაციონალური მოძრაობა" არის ბინძური ორგანიზაცია, რომლის პოლიტიკა აგებულია სიცრუეზე, ტყუილზე, მათთვის არ არსებობს ოჯახი, ადამიანური მიდგომები. ამ ყველაფერზე ხვალ ვისაუბრებ და ყველანი დარწმუნდებით, რომ ეს იყო უბრალოდ ჩემს წინააღმდეგ მიმართული ქმედება", - განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გეგმავს, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი რეპუტაცია შელახულია.

"მე ამას სამართლებრივ რეაგირებას ნამდვილად მივცემ. თავისთავად ცხადია, პროკურატურამ უნდა დადოს დასკვნა, თუ რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ რასაც მე ვიტყვი ხვალ, ამოწურავს იმის მცირედ ეჭვსაც კი, რომ ჩემს შვილს შესაძლოა რაიმე დანაშაულთან ჰქონდეს კავშირი. უბრალოდ ამ ყველაფერს სასაცილოს გახდის", - განაცხადა სესიაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."