საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიტყვები, რომ გუგა კუზანოვი ჩემზე იყო გადამჯდარი, შეურაცხმყოფელია" - მზია ორველაშვილის პასუხი ნინო კუზანოვას
"სიტყვები, რომ გუგა კუზანოვი ჩემზე იყო გადამჯდარი, შეურაცხმყოფელია" - მზია ორველაშვილის პასუხი ნინო კუზანოვას

ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ორ პო­პუ­ლა­რულ ქალს შო­რის სკან­და­ლია ატე­ხი­ლი. მო­ცეკ­ვა­ვე მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის, გუგა კუ­ზა­ნო­ვის ცო­ლის, ექიმ ნინო ნა­დი­რა­ძის სი­ტყვებ­მა შე­უ­რა­ცხყო. სკან­და­ლი ასე და­ი­წყო: გა­და­ცე­მა "პრა­იმ შოუს" ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა, კარ­დი­ო­ლოგ­მა ნინო ნა­დი­რა­ძემ, ეთერ­ში ის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, როცა მისი ქმა­რი პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"გუგა და­დის ყო­ველ­დღე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე და ბრუნ­დე­ბა ღა­მის ორ სა­ათ­ზე. ერთ დღეს მე­უბ­ნე­ბა, ბო­ი­სას ცოლი სულ იქ ზის და შენ ერთხელ არ მოხ­ვე­დი, მოდი, დამ­ხე­დე, ეგებ რას ვშვრე­ბიო.

ერთ დღე­საც ავის­ხი აბ­ჯა­რი, წა­ვე­დი და ვხე­დავ, თა­ვი­სი პარტნი­ო­რი ფე­ხებ­შუა ჰყავს გაგ­დე­ბუ­ლი და ზე­მო­დან არის გა­დამ­ხო­ბი­ლი ვე­ფხვი და მოყ­მე­სა­ვით. მე ვუ­თხა­რი, ეს რა ილე­თია-მეთ­ქი. თვი­თო­ნაც შეშ­ფოთ­და. ცი­ვად გა­მო­ვი­ხუ­რე კა­რე­ბი, მო­ვე­დი სახ­ლში და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი დავ­ხვდი", - აღ­ნიშ­ნა ნინო კუ­ზა­ნოვ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ვხე­დავ ეს თა­ვი­სი პარტნი­ო­რი ფე­ხებ­შუა ყავს გაგ­დე­ბუ­ლი და ზე­მო­დან არის გა­დამ­ხო­ბი­ლი..."

გუგა კუ­ზა­ნოვს პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" პარტნი­ო­რო­ბას მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი უწევ­და და, ნინო ნა­დი­რა­ძე, ლო­გი­კუ­რია ვი­ფიქ­როთ, თა­ვის მო­ნა­ყოლ­ში სწო­რედ მას გუ­ლის­ხმობ­და. ასე გა­ი­გო მზია ორ­ვე­ლაშ­ვილ­მაც მისი ნათ­ქვა­მი და, მი­უ­ხე­და­ვად იუ­მო­რით მო­ყო­ლი­ლი ამ­ბი­სა, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი დარ­ჩა.

სკან­და­ლის მე­ო­რე დღეს მზია ორ­ვე­ლაშ­ვილ­მა "სარ­კეს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­წყე­ნე­ბის მი­ზე­ზი გან­მარ­ტა.

- მზია, ნინო ნა­დი­რა­ძის მიერ ხუმ­რო­ბით ნათ­ქვა­მი ეს სი­ტყვე­ბი ასე ძა­ლი­ან რა­ტომ გე­წყი­ნათ?

- ჩემი აზ­რით, ასე­თი იუ­მო­რი ქარ­თველ ქალს არ უნდა ახა­სი­ა­თებ­დეს. როცა ადა­მი­ანს პა­ტივს ვცემ, რო­გო­რი იუ­მო­რიც უნდა ჩავ­რთო, ასეთ შე­უ­ა­ცხყო­ფას არას­დროს მი­ვა­ყე­ნებ. შე­იძ­ლე­ბა მან თქვას, რომ ეს არა­ფე­რია, უბ­რა­ლო ხუმ­რო­ბაა და სოფ­ლე­ლად ჩამ­თვა­ლონ, რად­გან ამას ავ­ყე­ვი, მაგ­რამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ამა­ზე სა­უბ­რობს.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან გამ­წა­რე­ბუ­ლი ვარ. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­მის­ვეს კი­თხვა, ასე­თი რა­ღაც შენ­ზე რო­გორ თქვაო. ხუმ­რო­ბაც რომ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბო­და ცოტა სხვა ფორ­მით ეთ­ქვა, ამას გარ­და, მე და გუგა კუ­ზა­ნო­ვი ღა­მის 2 სა­ა­თამ­დე არას­დროს ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით!

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ფრა­ზა აღ­მოჩ­ნდა თქვენ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი?

- რაც მოყ­ვა, ის, თუ რო­გორ შე­მო­ვი­და დარ­ბაზ­ში და და­ი­ნა­ხა, მის მე­უღ­ლეს რო­გორ ვყავ­დი ფე­ხებს შო­რის გაგ­დე­ბუ­ლი და რო­გორ იყო ზე­მო­დან ჩემ­ზე გა­დამ­ჯდა­რი, მერე ჩვენ რო­გორ შეგ­ვრცხვა, ის კი რო­გორ გაბ­რაზ­და და ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ ეჭ­ვი­ა­ნობ­და.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

რუბრიკის სხვა სიახლეები

"სიტყვები, რომ გუგა კუზანოვი ჩემზე იყო გადამჯდარი, შეურაცხმყოფელია" - მზია ორველაშვილის პასუხი ნინო კუზანოვას

"სიტყვები, რომ გუგა კუზანოვი ჩემზე იყო გადამჯდარი, შეურაცხმყოფელია" - მზია ორველაშვილის პასუხი ნინო კუზანოვას

ქართული შოუბიზნესის ორ პოპულარულ ქალს შორის სკანდალია ატეხილი. მოცეკვავე მზია ორველაშვილი ცნობილი პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის ცოლის, ექიმ ნინო ნადირაძის სიტყვებმა შეურაცხყო. სკანდალი ასე დაიწყო: გადაცემა "პრაიმ შოუს" ერთ-ერთმა წამყვანმა, კარდიოლოგმა ნინო ნადირაძემ, ეთერში ის პერიოდი გაიხსენა, როცა მისი ქმარი პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობდა.

"გუგა დადის ყოველდღე რეპეტიციებზე და ბრუნდება ღამის ორ საათზე. ერთ დღეს მეუბნება, ბოისას ცოლი სულ იქ ზის და შენ ერთხელ არ მოხვედი, მოდი, დამხედე, ეგებ რას ვშვრებიო.

ერთ დღესაც ავისხი აბჯარი, წავედი და ვხედავ, თავისი პარტნიორი ფეხებშუა ჰყავს გაგდებული და ზემოდან არის გადამხობილი ვეფხვი და მოყმესავით. მე ვუთხარი, ეს რა ილეთია-მეთქი. თვითონაც შეშფოთდა. ცივად გამოვიხურე კარები, მოვედი სახლში და შეურაცხყოფილი დავხვდი", - აღნიშნა ნინო კუზანოვმა.

იხილეთ ვიდეო: "ვხედავ ეს თავისი პარტნიორი ფეხებშუა ყავს გაგდებული და ზემოდან არის გადამხობილი..."

გუგა კუზანოვს პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" პარტნიორობას მზია ორველაშვილი უწევდა და, ნინო ნადირაძე, ლოგიკურია ვიფიქროთ, თავის მონაყოლში სწორედ მას გულისხმობდა. ასე გაიგო მზია ორველაშვილმაც მისი ნათქვამი და, მიუხედავად იუმორით მოყოლილი ამბისა, შეურაცხყოფილი დარჩა.

სკანდალის მეორე დღეს მზია ორველაშვილმა "სარკესთან" საუბარში განაწყენების მიზეზი განმარტა.

- მზია, ნინო ნადირაძის მიერ ხუმრობით ნათქვამი ეს სიტყვები ასე ძალიან რატომ გეწყინათ?

- ჩემი აზრით, ასეთი იუმორი ქართველ ქალს არ უნდა ახასიათებდეს. როცა ადამიანს პატივს ვცემ, როგორი იუმორიც უნდა ჩავრთო, ასეთ შეუაცხყოფას არასდროს მივაყენებ. შეიძლება მან თქვას, რომ ეს არაფერია, უბრალო ხუმრობაა და სოფლელად ჩამთვალონ, რადგან ამას ავყევი, მაგრამ მთელი საქართველო ამაზე საუბრობს.

ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ძალიან გამწარებული ვარ. ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დამისვეს კითხვა, ასეთი რაღაც შენზე როგორ თქვაო. ხუმრობაც რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ცოტა სხვა ფორმით ეთქვა, ამას გარდა, მე და გუგა კუზანოვი ღამის 2 საათამდე არასდროს ვმეცადინეობდით!

- კონკრეტულად რომელი ფრაზა აღმოჩნდა თქვენთვის შეურაცხმყოფელი?

- რაც მოყვა, ის, თუ როგორ შემოვიდა დარბაზში და დაინახა, მის მეუღლეს როგორ ვყავდი ფეხებს შორის გაგდებული და როგორ იყო ზემოდან ჩემზე გადამჯდარი, მერე ჩვენ როგორ შეგვრცხვა, ის კი როგორ გაბრაზდა და ორი დღის განმავლობაში როგორ ეჭვიანობდა.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

„ღამის სერენადები 2020“ დასრულდა

ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი დაინიშნა - ვინ არის პოპულარული ექიმის სარძლო  (ფოტოები ულამაზესი წვეულებიდან)

"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები