პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიელი ექიმი, რომელიც საქართველოში აკრძალულ საქმიანობას ეწეოდა, დააკავეს
იტალიელი ექიმი, რომელიც საქართველოში აკრძალულ საქმიანობას ეწეოდა, დააკავეს

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, AMBEBI.GE წერ­და იტა­ლი­ე­ლი ექი­მის, და­ვი­დე ვა­ნო­ნის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და რო­გორც იტა­ლი­ა­ში, ასე­ვე, მის ფარ­გლებს გა­რეთ, თბი­ლის­ში კი ერთ-ერთ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და და პა­ცი­ენ­ტებს იღებ­და.

ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ­მა ვა­ნო­ნიმ გა­მო­ი­გო­ნა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი Stamina-თე­რა­პია, ან უბ­რა­ლოდ "სტა­მი­ნა", რო­მე­ლიც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი "სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბის" მე­თო­დია და იტა­ლი­ა­ში ბოლო წლებ­ში დის­კუ­სი­ი­სა და კა­მა­თის სა­გა­ნი გახ­და. 2015 წლის მარ­ტში, ტუ­რი­ნის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვა­ნო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა აეკ­რძა­ლა, თუმ­ცა იტა­ლი­ელ­მა პრო­ფე­სორ­მა ახა­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში და­ი­წყო და პა­ცი­ენ­ტებს თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იღებ­და.

წა­ი­კი­თხეთ: იტა­ლი­ე­ლი ექი­მის "ქარ­თუ­ლი ავან­ტი­უ­რა" - ვინ არის პრო­ფე­სო­რი, რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი აქვს და თბი­ლის­ში პა­ცი­ენ­ტებს იღებს

AMBEBI.GE-ს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, საქ­მე­ში ჩა­ერ­თო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­მაც სა­კი­თხი შე­ის­წავ­ლა და ერთი თვის შემ­დეგ შე­დე­გიც დადო - სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ვი­დე ვა­ნო­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უ­წყდა.

დღეს კი ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ იტა­ლი­ელ­მა კა­რა­ბი­ნი­ე­რებ­მა და­ვი­დე ვა­ნო­ნი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს. "სტა­მი­ნას" საქ­მის ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ეხე­ბა ქა­ლაქ ტუ­რინ­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნას, რა­შიც ვა­ნო­ნის ედე­ბა ბრა­ლი. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის შექ­მნის გარ­და, იტა­ლი­ელ პრო­ფე­სორს თაღ­ლი­თო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი და ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ნე­ი­რო­დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის სტან­დარ­ტებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვი­დე ვა­ნო­ნი იტა­ლი­ის და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და, როცა ის დი­ლით ტუ­რინ­ში და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­ნო­ნი დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, სან­ტო დო­მინ­გო­ში გამ­გზავ­რე­ბას აპი­რებ­და. გა­მო­ძი­ე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ ის სან­ტო დო­მინ­გო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნახ­ლე­ბას გეგ­მავ­და (რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, ვა­ნო­ნიმ ახალ გზას მი­აგ­ნო და ამ­ჯე­რად დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში ცდი­ლობ­და მისი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დის და­ნერგვას - ავტ.).

რო­გორც იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა ansa.it იუ­წყე­ბა, და­ვი­დე ვა­ნო­ნი თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს მკურ­ნა­ლო­ბა­ში 27 ათას ევ­როს ახ­დე­ვი­ნებ­და და პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დი­ოდ­ნენ "სტა­მი­ნას" მე­თო­დით სამ­კურ­ნა­ლოდ, რად­გან იტა­ლი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, კახა დგე­ბუ­ა­ძე

AMBEBI.GE

მომ­ზა­დე­ბუ­ლია www.ansa.it-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

იტალიელი ექიმი, რომელიც საქართველოში აკრძალულ საქმიანობას ეწეოდა, დააკავეს

იტალიელი ექიმი, რომელიც საქართველოში აკრძალულ საქმიანობას ეწეოდა, დააკავეს

რამდენიმე თვის წინ, AMBEBI.GE წერდა იტალიელი ექიმის, დავიდე ვანონის შესახებ, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული ჰქონდა როგორც იტალიაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, თბილისში კი ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობდა და პაციენტებს იღებდა.

ფსიქოლოგიის პროფესორმა ვანონიმ გამოიგონა მკურნალობის მეთოდი Stamina-თერაპია, ან უბრალოდ "სტამინა", რომელიც ალტერნატიული "სამედიცინო მკურნალობის" მეთოდია და იტალიაში ბოლო წლებში დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა. 2015 წლის მარტში, ტურინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანონის სამედიცინო საქმიანობა აეკრძალა, თუმცა იტალიელმა პროფესორმა ახალი ცხოვრება საქართველოს დედაქალაქში დაიწყო და პაციენტებს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იღებდა.

წაიკითხეთ: იტალიელი ექიმის "ქართული ავანტიურა" - ვინ არის პროფესორი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს და თბილისში პაციენტებს იღებს

AMBEBI.GE-ს მიმართვის საფუძველზე, საქმეში ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო, რომელმაც საკითხი შეისწავლა და ერთი თვის შემდეგ შედეგიც დადო - სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე დავიდე ვანონის საქართველოში საქმიანობა შეუწყდა.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ იტალიელმა კარაბინიერებმა დავიდე ვანონი გამოძიების ფარგლებში დააკავეს. "სტამინას" საქმის ახალი გამოძიება ეხება ქალაქ ტურინში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნას, რაშიც ვანონის ედება ბრალი. დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის გარდა, იტალიელ პროფესორს თაღლითობაში ედება ბრალი და ისეთი მედიკამენტების წარმოებაში, რომლებიც ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, დავიდე ვანონი იტალიის დატოვებას აპირებდა, როცა ის დილით ტურინში დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ვანონი დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო დომინგოში გამგზავრებას აპირებდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის სანტო დომინგოში საქმიანობის განახლებას გეგმავდა (როგორც ჩანს, საქართველოში საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, ვანონიმ ახალ გზას მიაგნო და ამჯერად დომინიკის რესპუბლიკაში ცდილობდა მისი მკურნალობის მეთოდის დანერგვას - ავტ.).

როგორც იტალიური გამოცემა ansa.it იუწყება, დავიდე ვანონი თითოეულ პაციენტს მკურნალობაში 27 ათას ევროს ახდევინებდა და პაციენტები საქართველოში ჩადიოდნენ "სტამინას" მეთოდით სამკურნალოდ, რადგან იტალიაში აღნიშნული მეთოდით მკურნალობა კანონით აკრძალულია.

თამარ ბოჭორიშვილი, კახა დგებუაძე

AMBEBI.GE

მომზადებულია www.ansa.it-ის მიხედვით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ