პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური ენგურის ხიდთან - ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის ახლობლები სამართალდამცველების წინააღმდეგ
ხმაური ენგურის ხიდთან - ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის ახლობლები სამართალდამცველების წინააღმდეგ

ენ­გუ­რის ხიდ­თან რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­კა­ვე­ბუ­ლი მამა-შვი­ლი რო­გა­ვე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს.

მათ ენ­გუ­რის ხი­დის მი­სას­ვლელ­თან ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი გა­ა­ბეს და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა ბერ­კე­ტი გა­აჩ­ნია იმის­თვის, რომ რო­გა­ვე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეძ­ლოს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მო­თხოვ­ნას, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გზა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყვა, რა დრო­საც აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე და­რე­ჯან რო­გა­ვა და­ა­კა­ვეს და ზუგ­დი­დის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­რე­ჯან რო­გა­ვა და­კა­ვე­ბუ­ლი პა­ა­ტა რო­გა­ვას და არის.

იხი­ლეთ და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი

და­კა­ვე­ბულ და­რე­ჯან რო­გა­ვას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ედა­ვე­ბი­ან. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­რე­ჯან რო­გა­ვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს.

მამა-შვი­ლი რო­გა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რი­ყის მცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან, რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა ორი კვი­რის წინ გა­ი­ტა­ცეს. მამა-შვი­ლი ია­რა­ღის მუ­ქა­რით იმ დროს აიყ­ვა­ნეს, რო­დე­საც ისი­ნი მდი­ნა­რე ენ­გურ­ში და­კარ­გულ ცხენს ეძებ­დნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ამ­ჟა­მად სო­ხუ­მის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ხმაური ენგურის ხიდთან - ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის ახლობლები სამართალდამცველების წინააღმდეგ

ხმაური ენგურის ხიდთან - ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის ახლობლები სამართალდამცველების წინააღმდეგ

ენგურის ხიდთან რამდენიმე კვირის წინ დაკავებული მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ ენგურის ხიდის მისასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ყველა ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ როგავების გათავისუფლება შეძლოს.

სამართალდამცავების მოთხოვნას, რომ აქციის მონაწილეებს გზა გაეთავისუფლებინათ, შელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარეჯან როგავა დააკავეს და ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს. დარეჯან როგავა დაკავებული პაატა როგავას და არის.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

დაკავებულ დარეჯან როგავას სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დარეჯან როგავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს.

მამა-შვილი როგავები, რომლებიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლები არიან, რუსმა ოკუპანტებმა ორი კვირის წინ გაიტაცეს. მამა-შვილი იარაღის მუქარით იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ამჟამად სოხუმის იზოლატორში იმყოფებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ