პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ საღამოს, დარბაზში ისე შეგვხვდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს..." - აფრიკის სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედროს ჩანაწერები
"იმ საღამოს, დარბაზში ისე შეგვხვდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს..." - აფრიკის სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედროს ჩანაწერები

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ რის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მცი­რეა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ისი­ნი იქ, რო­გო­რია მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა... გან­სა­კუთ­რე­ბით, აფ­რი­კუ­ლი მი­სი­ის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია. არა­და, ეს ქვე­ყა­ნა, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით, შიდა კონ­ფლიქ­ტე­ბი­თა და ეგ­ზო­ტი­კით, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა...

AMBEBI.GE-ს მკი­თხველს აფ­რი­კა­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით მყო­ფი ჯა­რის­კა­ცის ჩა­ნა­წერს ვთა­ვა­ზობთ.

გი­ორ­გი, 35 წლის, სერ­ჟან­ტი - "აფ­რი­კის წი­თე­ლი დღე­ე­ბი"

"ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, აფ­რი­კუ­ლი, წი­თე­ლი დღე გა­თენ­და. აქ გა­თე­ნე­ბაც და მზის ჩას­ვლაც წი­თე­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მზე ჯუნ­გლე­ბის მწვა­ნე ზღვა­ში ჩა­დის და აქოჩ­რი­ლი პალ­მე­ბი­დან ამო­ყოფს ხოლ­მე დი­ლით თავს. რო­გორც ყო­ველ­თვის, მარ­თვის ცენ­ტრში მი­ვე­დი და მი­ხა­ის ვკი­თხე, რამე ახა­ლი ხომ არ გვაქვს მეთ­ქი... - მი­ხაი პო­ლო­ნე­ლია, მარ­თვის ცენ­ტრის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ოფი­ცე­რი და ყო­ველ­თვის მზად აქვს კარ­გი, ცხე­ლი ყავა, ოღონდ, რა თქმა უნდა, შე­სა­ბა­მი­სი სტუმ­რე­ბის­თვის.

ხან­მოკ­ლე სა­უბ­რის შემ­დეგ, გა­ვი­გე, სა­დღაც მე­სა­მე რა­ი­ონ­ში ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ყო­ფი­ლა, - არის მსხვერ­პლიც; გზე­ბი გა­და­კე­ტი­ლია ბა­რი­კა­დე­ბით და ფრან­გუ­ლი ლე­გი­ო­ნის ჯა­რის­კა­ცე­ბი ცდი­ლო­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა­სო - მი­თხრა მი­ხა­იმ... მარ­თვის ცენ­ტრი­დან რომ გა­მო­ვე­დი, მი­ხა­ის სი­ტყვე­ბის დას­ტუ­რად, მარ­თლაც და­ვი­ნა­ხე ორი მო­ე­ი­რი­შე ვერ­ტმფრე­ნი, სწო­რედ იმ რა­ი­ონს დას­ტრი­ა­ლებ­დნენ თავს.

მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ად­გი­ლობ­რივ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ხვდე­ბა დღეს და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი ერთი ჯგუ­ფი მიყ­ვე­ბა მას. ად­გილ­ზე მე და ჩვე­ნი ჯგუ­ფის ერთი წევ­რი ვრჩე­ბით. მი­ხა­იმ მთხო­ვა, - შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვჭირ­დეთ და ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვი­თო. შე­ვი­ა­რე ბი­ჭებ­თან, სა­ცხოვ­რებ­ლებ­ში და "ელ­ზის" (ასე ვე­ძა­ხი ერთ ჩემს მე­ო­ბარს) ვუ­თხა­რი, - არ ვი­ცით, რა დროს დაგ­ვი­ძა­ხე­ბენ და მზად იყა­ვით-მეთ­ქი. შემ­დეგ, ოთახ­ში შე­ვე­დი და და ია­რა­ღი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მო­ვამ­ზა­დე. ვგრძნობ­დი, სი­ტუ­ა­ცია გამ­წვავ­დე­ბო­და და ცოტა არ იყოს მე­ფიქ­რე­ბო­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გას­ვლა. სუ­რა­თი, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია, - ორი მებ­რძო­ლი­დან, რო­მელ­თა­გან ერთი სა­ჭეს ვერ შორ­დე­ბა, ძი­რი­თა­დად, გან­წი­რუ­ლია...

შუ­ა­დღე გა­და­სუ­ლი იქ­ნე­ბო­და, როცა რა­ცი­ა­ზე და­მი­ძა­ხეს. მარ­თვის ცენ­ტრში მი­ბა­რებ­დნენ. ისე­დაც მო­წი­თა­ლო მი­ხა­ის აღელ­ვე­ბის­გან სახე სულ აღაჟღა­ჟე­ბუ­ლი ჰქონ­და... მე­სა­მე რა­ი­ო­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბა­ზა­ზე ჩვე­ნი მი­სი­ის ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, შვე­დი და მოლ­დო­ვე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­ტა­კე­ბა ამ ბა­ზის სი­ახ­ლო­ვეს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უკვე...

და­ვა­ლე­ბა ასე­თი იყო, - მი­სი­ის იმ ორი წევ­რის გა­მოყ­ვა­ნა და ბა­ზა­ზე მათი უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბა. არა­და, ძი­რი­თა­დი მი­სას­ვლე­ლი ქუჩა გა­და­კე­ტი­ლი იყო. სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლი ჩან­და, მაგ­რამ ყოყ­მა­ნის დროც არ იყო. თუ ბა­ზას შე­უ­ტევ­დნენ, ჩვენს მი­სი­ის წევ­რებს, ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლოვ­ნე­ბის იმე­დად, ვერ დავ­ტო­ვებ­დით... მი­ხა­ის მოკ­ლედ ვუ­თხა­რი, რომ მივ­დი­ო­დი და და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ წუთ­ში ბაზა დავ­ტო­ვეთ.

მთა­ვა­რი ქუ­ჩის შე­მოვ­ლა მხო­ლოდ ერთი გზით შე­იძ­ლე­ბო­და, - მდი­ნა­რის ნა­პი­რით უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით... მშრა­ლი სე­ზო­ნის გამო, მდი­ნა­რის დონე იმ­დე­ნად იყო დაკ­ლე­ბუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და მოძ­რა­ო­ბა. პლუს ამას, ჩვე­ნი მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მან­ქა­ნის იმე­დიც მქონ­და. გზა­ში ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი, მარ­თლაც ხში­რად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტომ მო­ვი­სურ­ვე აფ­რი­კა­ში წას­ვლა, ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი ჰქონ­და, - აფ­რი­კა ზო­გა­დად კა­ცობ­რი­ო­ბის აკ­ვნად მი­იჩ­ნე­ვა და მისი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ბუ­ნე­ბი­დან და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც აფ­რი­კა­ზე ვფლობ­დი, აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. მა­ინ­ტე­რე­სებ­და იქა­უ­რი გა­რე­მო, ხალ­ხი, ზო­გა­დი სი­ტუ­ა­ცია და რა თქმა უნდა, მე­ა­მა­ყე­ბო­და ე.წ. "შავ კონ­ტი­ნენტზე" ჩემი ქვე­ყა­ნა წარ­მო­მედ­გი­ნა.

ზო­გა­დად, სი­ტუ­ა­ცია აფ­რი­კა­ში არც ისე­თი და­ძა­ბუ­ლი და საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, რო­გორც ავ­ღა­ნეთ­ში, (იქაც ვი­ყა­ვი რამ­დენ­ჯერ­მე მი­სი­ით) მაგ­რამ საფრ­თხე აქაც არის, - მთა­ვა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი სი­ტუ­ა­ცია და ამ­ბო­ხე­ბულ­თა ბან­დე­ბი კი არა, აქა­უ­რი კლი­მა­ტი და გა­რე­მო პი­რო­ბე­ბია... ჩვე­ნი მომ­ზა­დე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი იყო, - თუ რა წარ­მო­ად­გენ­და ჩვენ­თვის უმ­თავ­რეს საფრ­თხე­ებს და რო­გორ უნდა დაგ­ვეც­ვა თავი ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ბა­ზას, სა­დაც ჩვე­ნი წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, უკა­ნა მხრი­დან მი­ვა­დე­ქი... ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ ამა­ზე ფიქ­რის დრო არ იყო... წინ სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და... სა­ერ­თოდ, იქა­უ­რი კონ­ფლიქ­ტი ძა­ლი­ან ჩალ­ხარ­თუ­ლია და წლე­ბია მუს­ლი­მებ­სა და ქრის­ტი­ა­ნებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს. იმ დღეს, ერთ-ერთ უბან­ში, რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით ახალ­გაზ­რდა ბიჭი მოკ­ლეს, რა­საც ძა­ლი­ან დიდი კონ­ფლქი­ტი მოჰ­ყვა. მარ­ტო იმ დღეს 15 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა... ამ და­ვი­და­რა­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ ჩვე­ნი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ დი­ლი­დან იყ­ვნენ წა­სუ­ლი. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩვე­ნი შვე­დი და მოლ­დო­ვე­ლი მე­გობ­რე­ბის თვა­ლე­ბი, რო­დე­საც მათ დაგ­ვი­ნა­ხეს... რო­დე­საც ისი­ნი მან­ქა­ნა­ში ჩა­ვის­ვით, მივ­ხვდი, საქ­მის ერთი, მთა­ვა­რი ნა­წი­ლი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. ახლა მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ბა­ზამ­დე მშვი­დო­ბით მივ­სუ­ლი­ყა­ვით...

გაგ­ვი­მარ­თლა. გზა­ზე არა­ვინ შეგ­ვხვედ­რია და უსაფრ­თხოდ დავ­ბრუნ­დით... იმ სა­ღა­მოს სა­სა­დი­ლო დარ­ბაზ­ში ისე შეგ­ვხვდნენ, რო­გორც ნამ­დვილ გმი­რებს, არა­და ეს ხომ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, წი­თე­ლი, აფ­რი­კუ­ლი დღის და­სას­რუ­ლი იყო..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"იმ საღამოს, დარბაზში ისე შეგვხვდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს..." - აფრიკის სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედროს ჩანაწერები

"იმ საღამოს, დარბაზში ისე შეგვხვდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს..." - აფრიკის სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედროს ჩანაწერები

ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიების შესრულების შესახებ ძალიან ბევრი რამ რის ცნობილი, თუმცა, ძალიან მცირეა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი იქ, როგორია მათი ყოველდღიურობა... განსაკუთრებით, აფრიკული მისიის შესახებ არსებობს მწირი ინფორმაცია. არადა, ეს ქვეყანა, თავისი ცხოვრების წესით, შიდა კონფლიქტებითა და ეგზოტიკით, ძალზე საინტერესოა...

AMBEBI.GE-ს მკითხველს აფრიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი ჯარისკაცის ჩანაწერს ვთავაზობთ.

გიორგი, 35 წლის,  სერჟანტი - "აფრიკის წითელი დღეები"

"ერთი ჩვეულებრივი, აფრიკული, წითელი დღე გათენდა. აქ გათენებაც და მზის ჩასვლაც წითელია, მიუხედავად იმისა, მზე ჯუნგლების მწვანე ზღვაში ჩადის და აქოჩრილი პალმებიდან ამოყოფს ხოლმე დილით თავს. როგორც ყოველთვის, მართვის ცენტრში მივედი და მიხაის ვკითხე, რამე ახალი ხომ არ გვაქვს მეთქი... - მიხაი პოლონელია, მართვის ცენტრის პასუხისმგებელი ოფიცერი და ყოველთვის მზად აქვს კარგი, ცხელი ყავა, ოღონდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტუმრებისთვის.

ხანმოკლე საუბრის შემდეგ, გავიგე, სადღაც მესამე რაიონში ძალიან დაძაბული სიტუაცია ყოფილა, - არის მსხვერპლიც; გზები გადაკეტილია ბარიკადებით და ფრანგული ლეგიონის ჯარისკაცები ცდილობენ სიტუაციის განმუხტვასო - მითხრა მიხაიმ... მართვის ცენტრიდან რომ გამოვედი, მიხაის სიტყვების დასტურად, მართლაც დავინახე ორი მოეირიშე ვერტმფრენი, სწორედ იმ რაიონს დასტრიალებდნენ თავს.

მისიის ხელმძღვანელი ადგილობრივ თავდაცვის მინისტრს ხვდება დღეს და უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ერთი ჯგუფი მიყვება მას. ადგილზე მე და ჩვენი ჯგუფის ერთი წევრი ვრჩებით. მიხაიმ მთხოვა, - შეიძლება დაგვჭირდეთ და ყურადღებით იყავითო. შევიარე ბიჭებთან, საცხოვრებლებში და "ელზის" (ასე ვეძახი ერთ ჩემს მეობარს) ვუთხარი, - არ ვიცით, რა დროს დაგვიძახებენ და მზად იყავით-მეთქი. შემდეგ, ოთახში შევედი და და იარაღი და აღჭურვილობა მოვამზადე. ვგრძნობდი, სიტუაცია გამწვავდებოდა და ცოტა არ იყოს მეფიქრებოდა გამოძახებაზე გასვლა. სურათი, დაახლოებით ასეთია, - ორი მებრძოლიდან, რომელთაგან ერთი საჭეს ვერ შორდება, ძირითადად, განწირულია...

შუადღე გადასული იქნებოდა, როცა რაციაზე დამიძახეს. მართვის ცენტრში მიბარებდნენ. ისედაც მოწითალო მიხაის აღელვებისგან სახე სულ აღაჟღაჟებული ჰქონდა... მესამე რაიონის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ბაზაზე ჩვენი მისიის ორი წარმომადგენელი, შვედი და მოლდოველი იმყოფებოდა. უკანასკნელი მონაცემებით, შეტაკება ამ ბაზის სიახლოვეს მიმდინარეობდა უკვე...

დავალება ასეთი იყო, - მისიის იმ ორი წევრის გამოყვანა და ბაზაზე მათი უსაფრთხოდ დაბრუნება. არადა, ძირითადი მისასვლელი ქუჩა გადაკეტილი იყო. სიტუაცია ძალიან რთული ჩანდა, მაგრამ ყოყმანის დროც არ იყო. თუ ბაზას შეუტევდნენ, ჩვენს მისიის წევრებს, ადგილობრივი ძალოვნების იმედად, ვერ დავტოვებდით... მიხაის მოკლედ ვუთხარი, რომ მივდიოდი და დაახლოებით ხუთ წუთში ბაზა დავტოვეთ.

მთავარი ქუჩის შემოვლა მხოლოდ ერთი გზით შეიძლებოდა, - მდინარის ნაპირით უნდა წავსულიყავით... მშრალი სეზონის გამო, მდინარის დონე იმდენად იყო დაკლებული, თავისუფლად შეიძლებოდა მოძრაობა. პლუს ამას, ჩვენი მაღალი გამავლობის მანქანის იმედიც მქონდა. გზაში ჩემს გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი, მართლაც ხშირად მეკითხებოდნენ, რატომ მოვისურვე აფრიკაში წასვლა, ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, - აფრიკა ზოგადად კაცობრიობის აკვნად მიიჩნევა და მისი ეგზოტიკური ბუნებიდან და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც აფრიკაზე ვფლობდი, აფრიკის კონტინენტზე მისიის შესასრულებლად წასვლა გადავწყვიტე. მაინტერესებდა იქაური გარემო, ხალხი, ზოგადი სიტუაცია და რა თქმა უნდა, მეამაყებოდა ე.წ. "შავ კონტინენტზე" ჩემი ქვეყანა წარმომედგინა.

ზოგადად, სიტუაცია აფრიკაში არც ისეთი დაძაბული და საფრთხის შემცველია, როგორც ავღანეთში, (იქაც ვიყავი რამდენჯერმე მისიით) მაგრამ საფრთხე აქაც არის, - მთავარი საშიშროება ადგილობრივი სიტუაცია და ამბოხებულთა ბანდები კი არა, აქაური კლიმატი და გარემო პირობებია... ჩვენი მომზადებაც შესაბამისი იყო, - თუ რა წარმოადგენდა ჩვენთვის უმთავრეს საფრთხეებს და როგორ უნდა დაგვეცვა თავი ხელთ არსებული საშუალებებით.

დაახლოებით ნახევარ საათში ბაზას, სადაც ჩვენი წევრები იმყოფებოდნენ, უკანა მხრიდან მივადექი... ვნერვიულობდი, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ იყო... წინ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა... საერთოდ, იქაური კონფლიქტი ძალიან ჩალხართულია და წლებია მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მიმდინარეობს. იმ დღეს, ერთ-ერთ უბანში, რელიგიური ნიშნით ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს, რასაც ძალიან დიდი კონფლქიტი მოჰყვა. მარტო იმ დღეს 15 ადამიანი დაიღუპა... ამ დავიდარაბაში აღმოჩნდნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, რომლებიც იქ დილიდან იყვნენ წასული. არასდროს დამავიწყდება ჩვენი შვედი და მოლდოველი მეგობრების თვალები, როდესაც მათ დაგვინახეს... როდესაც ისინი მანქანაში ჩავისვით, მივხვდი, საქმის ერთი, მთავარი ნაწილი მოგვარებული იყო. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, ბაზამდე მშვიდობით მივსულიყავით...

გაგვიმართლა. გზაზე არავინ შეგვხვედრია და უსაფრთხოდ დავბრუნდით... იმ საღამოს სასადილო დარბაზში ისე შეგვხვდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს, არადა ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი, წითელი, აფრიკული დღის დასასრული იყო..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი