მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღქმის" მსახიობების ცრურწმენები და საინტერესო ფაქტები სერიალზე
"აღქმის" მსახიობების ცრურწმენები და საინტერესო ფაქტები სერიალზე

"აღ­ქმა" (Perception) მოგ­ვი­თხრობს ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გის ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც ში­ზოფ­რე­ნი­ით იტან­ჯე­ბა და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად FBI-ის უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ებს ისეთ საქ­მე­ებ­ში, რო­მელ­თა გა­მო­ძი­ე­ბაც მათი სირ­თუ­ლის გამო ვერ ხერ­ხდე­ბა. შოუ ტე­ლე­კომ­პა­ნია TNT-ს ეთერ­ში 2012-2015 წლებ­ში გა­დი­ო­და და სულ სამ სე­ზონს ით­ვლის.

სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ექი­მი დე­ნი­ელ პირ­სია, ნი­ჭი­ე­რი, მაგ­რამ ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ნე­იროფ­სი­ქო­ლო­გი, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და ამო­უხ­სნე­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის იწ­ვევს ხოლ­მე. პირ­სი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს აგენტ კეიტ მო­რე­ტის­თან, მის ყო­ფილ სტუ­დენ­ტთან, რო­მელ­მაც ის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­რო­ზე მუ­შო­ბა­ზე და­ი­თან­ხმა. მათ გუნდში შე­დის მაქს ლე­ვიც­კი, პირ­სის ასის­ტენ­ტი და ნა­ტა­ლი ვინ­სენ­ტი, პირ­სის ში­ზოფ­რე­ნი­ის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ჰა­ლუ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია.

  • რე­ი­ჩელ ლი კუკი (აგენ­ტი კეიტ მო­რე­ტი) ექ­ვსი თვის ფეხ­მძი­მე იყო, რო­დე­საც მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბე­ბი დას­რულ­და. ამი­ტომ მე­ო­რე სე­ზო­ნის უმე­ტეს სცე­ნებ­ში ხელ­ში ფა­ი­ლე­ბი უჭი­რავს, რომ მუ­ცე­ლი და­ფა­როს.
  • დე­ნი­ელ პირ­სს (ერიკ მა­კკორ­მა­კი) ხუმ­რო­ბით "დოქ­ტორ სტრე­ინჯს" ეძა­ხი­ან, მარ­ვე­ლის კო­მიქ­სის პერ­სო­ნა­ჟის სა­ხელს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ფილ­მი 2016 წელს გა­მო­ვი­და და მას­ში მტა­ვარ როლს ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბა­ჩი თა­მა­შობს
  • ერთ-ერთ სცე­ნა­ში, რო­დე­საც კე­ი­ტი და დე­ნი­ე­ლი ლიფ­ტში სა­უბ­რო­ბენ, ლიფ­ტის პა­ნელ­ზე მე­ცა­მე­ტე სარ­თუ­ლის ღი­ლა­კი არაა. ბევრ შე­ნო­ბა­ში 13 რი­ცხვის უიღ­ბლო­ბის ცრურ­წმე­ნის გამო, ლიფ­ტში ამო­ღე­ბუ­ლია მე­ცა­მე­ტე ღი­ლა­კი.
  • რი­ჩარდ ედი­სო­ნი, რო­მე­ლიც კეიტ ტრე­ვო­ის როლს თა­მა­შობს, სა­კულ­ტო ამე­რი­კულ კო­მე­დი­ა­ში "ფე­რის ბი­უ­ლე­რის დას­ვე­ნე­ბის დღე"-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სე­რი­ა­ში, სა­დაც ედი­სო­ნის ან­ტა­გო­ნის­ტი ჩნდე­ბა, ფე­რის ბი­უ­ლე­რის შე­სა­ხებ ხუმ­რო­ბე­ბი მრავ­ლად გა­ის­მის.
  • ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­საც ხში­რად კი­თხუ­ლობს ხოლ­მე ზო, არის "ფსი­ქო­ლო­გია დღეს", რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად ეც­ნო­ბი­ან შოუს სცე­ნა­რის­ტე­ბიც.
  • ყვე­ლა სცე­ნა­ში, სა­დაც კე­ი­ტი ბურ­გერს, ან რა­ი­მე ხორ­ცი­ანს ჭამს, ხორ­ცის ნაც­ვლად სო­ი­ოს პრო­დუქტს მი­ირ­თმევს, რად­გან მსა­ხი­ო­ბი ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლია.
#ჩა­უ­ჯე­ქი "აღ­ქმას" GDS-ზე ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვის ჩათ­ვლით 13:00 და 14:00 სა­ათ­ზე

მომ­ზა­დე­ბუ­ლია sharetv.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"აღქმის" მსახიობების ცრურწმენები და საინტერესო ფაქტები სერიალზე

"აღქმის" მსახიობების ცრურწმენები და საინტერესო ფაქტები სერიალზე

"აღქმა" (Perception) მოგვითხრობს ნეიროფსიქოლოგის ისტორიას, რომელიც შიზოფრენიით იტანჯება და ამის პარალელურად FBI-ის უწევს კონსულტაციებს ისეთ საქმეებში, რომელთა გამოძიებაც მათი სირთულის გამო ვერ ხერხდება. შოუ ტელეკომპანია TNT-ს ეთერში 2012-2015 წლებში გადიოდა და სულ სამ სეზონს ითვლის.

სერიალის მთავარი გმირი ექიმი დენიელ პირსია, ნიჭიერი, მაგრამ ექსცენტრიკული ნეიროფსიქოლოგი, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო ყველაზე რთული და ამოუხსნელი საქმეების გამოძიებაში კონსულტაციებისთვის იწვევს ხოლმე. პირსი მჭიდროდ თანამშრომლობს აგენტ კეიტ მორეტისთან, მის ყოფილ სტუდენტთან, რომელმაც ის ფედერალურ ბიუროზე მუშობაზე დაითანხმა. მათ გუნდში შედის მაქს ლევიცკი, პირსის ასისტენტი და ნატალი ვინსენტი, პირსის შიზოფრენიის შედეგად წარმოქმნილი ჰალუცინაცია, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარია.

  • რეიჩელ ლი კუკი (აგენტი კეიტ მორეტი) ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც მეორე სეზონის გადაღებები დასრულდა. ამიტომ მეორე სეზონის უმეტეს სცენებში ხელში ფაილები უჭირავს, რომ მუცელი დაფაროს.
  • დენიელ პირსს (ერიკ მაკკორმაკი) ხუმრობით "დოქტორ სტრეინჯს" ეძახიან, მარველის კომიქსის პერსონაჟის სახელს, რომლის შესახებაც ფილმი 2016 წელს გამოვიდა და მასში მტავარ როლს ბენედიქტ კამბერბაჩი თამაშობს
  • ერთ-ერთ სცენაში, როდესაც კეიტი და დენიელი ლიფტში საუბრობენ, ლიფტის პანელზე მეცამეტე სართულის ღილაკი არაა. ბევრ შენობაში 13 რიცხვის უიღბლობის ცრურწმენის გამო, ლიფტში ამოღებულია მეცამეტე ღილაკი.
  • რიჩარდ ედისონი, რომელიც კეიტ ტრევოის როლს თამაშობს, საკულტო ამერიკულ კომედიაში "ფერის ბიულერის დასვენების დღე"-ში მონაწილეობდა. სერიაში, სადაც ედისონის ანტაგონისტი ჩნდება, ფერის ბიულერის შესახებ ხუმრობები მრავლად გაისმის.
  • ჟურნალი, რომელსაც ხშირად კითხულობს ხოლმე ზო, არის "ფსიქოლოგია დღეს", რომელსაც აქტიურად ეცნობიან შოუს სცენარისტებიც.
  • ყველა სცენაში, სადაც კეიტი ბურგერს, ან რაიმე ხორციანს ჭამს, ხორცის ნაცვლად სოიოს პროდუქტს მიირთმევს, რადგან მსახიობი ვეგეტარიანელია.
#ჩაუჯექი "აღქმას" GDS-ზე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00 და 14:00 საათზე

მომზადებულია sharetv.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება