მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროფესორი რეზო გაგუა გარდაიცვალა
პროფესორი რეზო გაგუა გარდაიცვალა

სა­ქარ­თვე­ლოს ონ­კო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ონ­კო­ლო­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი რეზო გა­გუა გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ფე­სო­რი კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

71 წლის პრო­ფე­სო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რეზო გა­გუა და­ი­ბა­და 1945 წელს, ქა­ლაქ ფოთ­ში. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტი 1969 წელს.

1969-1970წწ. იყო ფო­თის სა­ა­ვად­მყო­ფოს ქი­რურ­გი; 1970-1972წწ. მოს­კო­ვის კლი­ნი­კუ­რი და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის კლი­ნი­კუ­რი ორ­დი­ნა­ტო­რი; 1972-1975წწ. მოს­კო­ვის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტი; 1975-1979წწ. თბი­ლი­სის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და კლი­ნი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი; 1989 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ონ­კო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გში და თო­რა­კა­ლუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ავ­ტო­რია 160-ზე მეტი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის, ეკუთ­ვნის 7 გა­მო­გო­ნე­ბა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბით, 14 რა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ტო­რუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა. 1989 წლი­დან არის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი ონ­კო­ლო­გი. ექი­მი ქი­რურ­გი-ონ­კო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი.

სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ის თემა - "რე­თო­რა­კო­ტო­მია ფილ­ტვე­ბი­სა და შუ­ა­საყ­რის ქი­რურ­გი­ა­ში", და­იც­ვა 1975 წელს.

სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ია თემა - "ად­გი­ლობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფილ­ტვის კიბო", და­იც­ვა 1991 წელს.

რეზო გო­გუა იყო მე­დი­კო-ბი­ო­ლო­გი­უ­რი აკა­დე­მი­ის წევ­რი, ნიუ-იორ­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევ­რი, ქი­რურგთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი.

მი­ღე­ბუ­ლი აქვს ღირ­სე­ბის მე­და­ლი (1998), ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია და პრო­ფე­სორ ან­დრო ღვა­მი­ჩა­ვას სა­ხე­ლო­ბის პრე­მია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

პროფესორი რეზო გაგუა გარდაიცვალა

პროფესორი რეზო გაგუა გარდაიცვალა

საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი რეზო გაგუა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პროფესორი კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს.

71 წლის პროფესორის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რეზო გაგუა დაიბადა 1945 წელს, ქალაქ ფოთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969-1970წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1970-1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972-1975წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975-1979წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით, 14 რაციონალიზატორული წინადადება. 1989 წლიდან არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი. ექიმი ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეთორაკოტომია ფილტვებისა და შუასაყრის ქირურგიაში", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციია თემა - "ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბო", დაიცვა 1991 წელს.

რეზო გოგუა იყო მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

მიღებული აქვს ღირსების მედალი (1998), ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემია და პროფესორ ანდრო ღვამიჩავას სახელობის პრემია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია