პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმება", "არა შეჯდა მწყერი ხესა..." - რა დაფარული სიბრძნეა ქართულ ანდაზებში
"თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმება", "არა შეჯდა მწყერი ხესა..." - რა დაფარული სიბრძნეა ქართულ ანდაზებში

ან­და­ზას მე­ტყვე­ლე­ბა­ში ხში­რად სი­ტუ­ა­ცი­უ­რად იყე­ნე­ბენ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას გვას­წავ­ლის. რე­ლუ­რად კი სხარ­ტი გა­მო­ნათ­ქვა­მია, რომ­ლის არა­ერთ მა­გა­ლითს იც­ნობს ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი. რა კონ­ტექ­სტით შე­თხზა და დღემ­დე შე­მოგ­ვი­ნა­ხა ცნო­ბი­ლი ან­და­ზე­ბი ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბამ? ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ მივ­მარ­თეთ, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფოლკ­ლო­რის­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გე­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს, ქე­თე­ვან სი­ხა­რუ­ლი­ძეს.

მისი თქმით, ან­და­ზა ფოლკ­ლორ­ში რო­გორც ჟან­რი ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მცი­რე ფორ­მის ნა­მუ­შევ­რებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მო­ცუ­ლო­ბით მცი­რეა, ისე­ვე რო­გორც გა­მო­ცა­ნა, სი­ტყვის მა­სა­ლა (სხარ­ტი გა­ო­ნათ­ქვა­მი)... ან­და­ზას სიბ­რძნის პო­ე­ზი­ა­საც უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც ერთ ფრა­ზა­შია მოქ­ცე­უ­ლი თა­ო­ბე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა. ან­და­ზას ხში­რად მე­ტყვე­ლე­ბა­ში იყე­ნებ­დნენ, ამი­ტომ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის თან­მდე­ვი იყო და მუ­დამ გარ­კვე­ულ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან გახ­ლდათ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ აზრს გა­მო­ხა­ტავ­და, მაგ­რამ ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად მი­სა­და­გე­ბუ­ლი იყო სი­ტუ­ა­ცი­ას­თან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ამო­ვარ­დნი­ლი იქ­ნე­ბო­და მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან და თა­ვის როლს ვერ შე­ას­რუ­ლებ­და.

ან­და­ზა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო და­ცინ­ვაც, ან რა­ღა­ცის შე­ჯა­მე­ბა... მოკ­ლედ, თა­ვის ფუნ­ქცია რომ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, უნდა მორ­გე­ბო­და სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მელ­შიც ესა თუ ის კონ­კრე­ტუ­ლი ან­და­ზა ით­ქმე­ბო­და. ხში­რად გა­რით­მუ­ლია, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა პო­ე­ტუ­რი ნი­მუ­ში არ იყოს, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად რიტ­მი აქვს და პო­ე­ზი­ის ნა­წი­ლად ამი­ტომ ით­ვლე­ბა, რის გა­მოც ეწო­დე­ბა სიბ­რძნის პო­ე­ზია.

- ან­და­ზას, რო­გორც ზღა­პარს, გან­ვი­თა­რე­ბა შე­წყვე­ტი­ლი აქვს, დღეს აღარ იქ­მნე­ბა?

- დიახ, ასეა, - თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში უპი­რა­ტე­სად უკვე შექ­მნი­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბა აღარ აქვს. ახლა ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ის, რაც უკვე შექ­მნი­ლა. გა­ვუფრ­თხილ­დეთ არ­სე­ბულ სიმ­დიდ­რეს. ან­და­ზას ის თვი­სე­ბა აქვს, რომ ეპო­ქი­სა და თა­ო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას მი­ე­სა­და­გე­ბა.

- ახლა კონ­კრე­ტუ­ლი ან­და­ზე­ბი გა­ვი­ხი­ლოთ: "ტყუ­ილს მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს". რო­გორ გგო­ნი­ათ, ეს რის­თვის შე­ი­თხზა? ისე­ვე უნდა გა­ვი­გოთ, რო­გორც გვეს­მის?

- ცხა­დია, გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით უნდა გა­ვი­გოთ, სა­ხა­რე­ბაც ამ­ბობს, რომ "არ არ­სე­ბობს არა­ფე­რი და­ფა­რუ­ლი, რო­მე­ლიც არ გა­იხ­სნე­ბა", - ტყუ­ი­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გამ­ჟღავ­ნდე­ბა. ამ ან­და­ზა­ში ისე­თი აზრი დევს, რომ ტყუ­ილს ადა­მი­ა­ნი დიდ­ხანს ვერ შე­ი­ნა­ხავს. ჯერ ერთი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ერთ-ერთი მძი­მე ცოდ­ვაა... რაც შე­ე­ხე­ბა "მოკ­ლე ფე­ხებს", - გრძელ­ფე­ხე­ბა ადა­მი­ა­ნი ცხა­დია, დიდ ნა­ბი­ჯებს და­გამს და სწა­რა­ფად და­დის. შე­სა­ბა­მი­სად, მოკ­ლე ფე­ხე­ბა სწრა­ფად ვერ ივ­ლის და ტყუ­ი­ლიც ამი­ტომ არის "მოკ­ლე ფე­ხე­ბად" წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არ შე­უძ­ლია სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი, სი­მარ­თლე მას აუ­ცი­ლე­აბ­ლად და­ე­წე­ვა და და­ა­მარ­ცხებს!..

- "რაც მო­გი­ვა და­ვი­თაო, ყვე­ლა შენი თა­ვი­თაო". ეს და­ვი­თა რომ ვე­რას­დროს გა­ვი­გეთ ვინ არის?

- არა მარ­ტო ქარ­თულ ან­და­ზებ­ში, ზო­გა­დად, სხვა ხალ­ხთა კულ­ტუ­რა­ში, რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი არის ნახ­სე­ნე­ბი, მაგ­რამ ის არა­ვის უკავ­შირ­დე­ბა. უმე­ტე­სად რით­მის­თვის არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და ზო­გა­დად, ადა­მი­ანს ნიშ­ნავს. დიახ, "და­ვი­თა" რით­მის გა­მოა აღე­ბუ­ლი, რომ "თა­ვი­თას" გა­ე­რით­მოს, რად­გა­ნაც ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის­თვის ზი­ა­ნის მიმ­ყე­ნე­ბე­ლი მა­ინც მისი სა­კუ­თა­რი გან­წყო­ბა და საქ­ცი­ე­ლია, ვი­ნა­ი­დან მას დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია, შე­სა­ბა­მი­სად, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით და და­უ­დევ­რო­ბით, ხში­რად უსი­ა­მოვ­ნე­ბას აწყდე­ბა.

- "უძაღ­ლო ქვე­ყა­ნა­ში კა­ტებს აყე­ფებ­დნე­ნო," ამის მსა­გავ­სია ასე­ვე - "ბე­და­უ­რე­ბი გა­და­შენ­დნენ და ვი­რებს აყ­რო­ყი­ნებ­დნე­ნო". რას იტყვით ამა­ზე?

- თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­თა და ფუნ­ქცი­ით, ეს ორი ან­და­ზა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მსგავ­სია. აქ გან­ზო­გა­დე­ბუ­ლია სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც წამ­ყვა­ნი ძალა და ფუნ­ქცი­ე­ბი არე­უ­ლია. ვინც სი­ტუ­ა­ცია უნდა მარ­თოს, ის ძალა არ არ­სე­ბობს. აქ ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზეც შე­იძ­ლე­ბა აქ­ცენ­ტი გა­და­ვი­ტა­ნოთ. ამი­ტომ, როცა საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ არი­ან, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სხვე­ბი იტ­ვირ­თე­ბენ ხოლ­მე ისე, რომ არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი. აქ ეს სი­ტუ­ა­ცი­აა ნა­გუ­ლის­მე­ვი.

- "ბავ­შვის პი­რით სი­მარ­თლე /ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ღა­ღა­დებ­სო". მარ­თლა ასეა?

- ბავ­შვი ყე­ლა­ზე უცოდ­ვე­ლი არ­სე­ბაა. ბავ­შვო­ბაც ერ­თა­დერ­თი პე­რი­ო­დია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც უმან­კო­ე­ბა­სა და სი­სუფ­თა­ვეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ბავ­შვს იმ ტყუ­ი­ლის თქმა არ შე­უძ­ლია, რო­მელ­საც "მოკ­ლე ფე­ხე­ბი" აქვს. რო­გორც წესი, თა­ვი­სი გა­გე­ბით, იმ სი­მარ­თლეს ამ­ბობს, რო­გორც ეს­მის და რო­გორც ხე­დავს. ამი­ტო­მაც არის ბავ­შვზე აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­გორც უმან­კო და სუფ­თა არ­სე­ბა­ზე.

- "ბა­ბუ­ის ნა­ჭამ­მა ტყე­მალ­მა შვი­ლიშ­ვილს მოს­ჭრა კბი­ლიო"...

- ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ცოდ­ვა 7 თა­ო­ბა­ზე გა­და­დის და აქ აქ­ცენ­ტი სწო­რედ წი­ნაპ­რე­ბის მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მა­ზეა. გნე­ბავთ, შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­ში დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მა­ზეც, ანუ ის, რაც წინა თა­ო­ბის მიერ არის ჩა­დე­ნი­ლი, თა­ვის შე­დეგს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ი­ღებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა უკვე მო­მა­ვალ თა­ო­ბას, შვი­ლიშ­ვი­ლებს უწევთ.

- "გამ­შვე­ლებს მეტი მოხ­ვდე­ბაო"... ვი­თომ გამ­შვე­ლე­ბელს რა­ტომ ხვდე­ბა მეტი?

- რამ­დე­ნა­დაც ის ორ მა­ჩხუ­ბარს შო­რის დგას, შუ­ა­შია, შე­საძ­ლოა, აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ხელს აქეთ-იქით იქ­ნე­ვენ, მუშ­ტი სწო­რედ მას მოხ­ვდეს, რო­გორც ბა­რი­ერს, რო­მე­ლიც მათ შო­რის არის აღ­მარ­თუ­ლი. ამი­ტომ, ვინც გაშ­ვე­ლე­ბას იწყებს, ალბთ ამის­თვის მზად უნდა იყოს. თუ ეს იცის და თავს არი­დებს, მა­შინ კარ­გი გამ­შვე­ლე­ბე­ლი ვერ ყო­ფი­ლა. აქ ფაქ­ტობ­რი­ვად, თავ­გან­წირ­ვა­ზეც არის აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლი და თან, გარ­კვე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბაც არის, მაგ­რამ გამ­შვე­ლებ­ლე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნე­თი და­ხო­ცონ.

- "ახა­ლი ცო­ცხი კარ­გად გვი­სო"...

- ეს ან­და­ზა ოჯახ­ში ახალ­შე­მო­სულ პა­ტარ­ძალ­ზეა ნათ­ქვა­მი. მა­ინც იმ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, სა­ყო­ფი­ე­რო ხა­სი­ა­თი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. პა­ტარ­ძა­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ ოჯა­ხის­თვის თავი მო­ე­წო­ნე­ბი­ნა, შინ თავ­გა­მე­ტე­ბით მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და შრო­მა რუ­ტი­ნა­ში გა­და­დის, ენ­თუ­ზი­ა­იზ­მი კვდე­ბა. თან, ახალ ცო­ცხს ხში­რი ბო­ლო­ე­ბი აქვს, რო­მე­ლიც დაგ­ვა­ში თან­და­თან ილე­ვა. ასე­ვეა ადა­მი­ნიც, - შრო­მა­ში დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იღ­ლე­ბა. ამი­ტომ მისი მონ­დო­მე­ბა კლე­ბუ­ლობს და ისე­თი აღარ არის, რო­გო­რიც თა­ვი­დან იყო.

- "არ გა­თეთრდე­ბა ყო­რა­ნი, რაც უნდა ხეხო ქვი­ში­თა"...

- აქ თვი­სობ­რივ მხა­რე­ზეა სა­უ­ბა­რი. ადა­მი­ნას აქვს სა­კუ­თა­რი თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რო­გორც უნდა ეცა­დოს, მას ვერ მო­იშ­ლის. ამას­ვე გვე­უბ­ნე­ბა, აკა­კი წე­რე­თე­ლიც "გამ­ზრდელ­ში" "მაგ­რამ მარ­ტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუ­ნე­ბამც არ უშ­ვე­ლა?!" დიახ, ამ ან­და­ზა­ში ეს აზ­რია გა­ტა­რე­ბუ­ლი. რო­გორც უნდა ვე­ცა­დოთ აღ­ზრდას, გა­მო­კე­თე­ბას, თვი­სე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, თუ მას არ აქვს მონ­დო­მე­ბა, არა­ფე­რი გა­მო­ვა. ამის სიმ­ბო­ლოა ყო­რა­ნიც, რო­მე­ლიც თა­ვის ბუ­ნე­ბით შა­ვია და რო­გორც უნდა ვე­ცა­დოთ, მას­ში სი­თეთ­რეს ვერ შე­ვი­ტანთ, ანუ ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში მკვეთრ ცვლი­ლე­ბებს შევ­ძლებთ ვერც აღ­ზრდით, ვერც სხვა მე­თო­დით, ვი­მე­ო­რებ, თუ თვი­თონ არ აქვს ადა­მი­ანს ამის სურ­ვი­ლი. ან­და­ზა ძი­რე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის შუც­ვლე­ო­ბა­ზეა.

- მგო­ნი, ამას­ვე ეხ­მი­ა­ნე­ბა "არა შეჯ­და მწყე­რი ხესა, არა იყო გვა­რი მი­სიო"...

- ეს იმა­ზეა, როცა ადა­მი­ა­ნი ისე­თი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას მო­ინ­დო­მებს, რისი შე­საძლბ­ლო­ბაც არ აქვს, ან სა­ერ­თოდ არ ეს­მის იმ საქ­მე­ში არა­ფე­რი. მისი მცდე­ლო­ბით არა­ფე­რი გა­მო­ვა. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ფიქ­რო­ბენ, რომ ყვე­ლაფ­რი შე­უძ­ლი­ათ და აქ გან­სა­უთ­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტო­ბა არ სჭირ­დე­ბათ...

- "თუ გული გუ­ლობს, ქადა ორი ხე­ლით იჭ­მე­ბაო". ადრე ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­მა მი­თხრა, რომ აქ სა­უ­ბა­რი ქა­დის გულ­ზეა და არა ადა­მი­ა­ნის გულ­ზე. თქვენ რას ფიქ­რობთ?

- თუ ქა­დის გული ვარ­გა, ე.ი. კარ­გი გა­კე­თე­ბუ­ლია, გემ­რი­ე­ლია, ორი ხე­ლით იჭ­მე­ბა, დიახ, ადა­მი­ა­ნი უფრო მონ­დო­მე­ბით მი­ირ­თმევს. თავ­და­პირ­ვე­ლად შე­იძ­ლე­ბა ასე­თი აზ­რის მქო­ნე ან­და­ზა იყო, მაგ­რამ მერე გა­ფარ­თოვ­და მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ზო­გა­დად, საქ­მის კე­თე­ბის სურ­ვილ­სა და მონ­დო­მე­ბა­ზე გა­კეთ­და აქ­ცენ­ტი. გა­და­ტა­ნი­თი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა. რო­დე­საც რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა გუ­ლით გინ­და, ორი­ვე ხელს აშ­ვე­ლებ, რომ უფრო კარ­გი გა­მო­ვი­დეს, ასე­ვე სწრა­ფად და ხა­რის­ხი­ა­ნად გა­მო­ვი­დეს. ანუ აქ ყუ­რა­დღე­ბა მონ­დო­მე­ბა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი.

- ან­და­ზა სი­ტუ­ა­ცი­უ­რად რომ გვახ­სენ­დე­ბა, ანუ "სა­ნამ ურე­მი არ გა­დაბ­რუნ­დე­ბა," რომ არ გვახ­სოვს, არ ჯო­ბია, მან­მა­დე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ან­და­ზის შე­გო­ნე­ბა. რა­ტომ არ ვაქ­ცევთ ამ ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბას?

- სა­ერ­თოდ, პრობ­ლე­მე­ბია ჩვენს მე­ტყვე­ლე­ბა­ში, ცოდ­ნა­ში. ახალ­გაზ­რდებ­ში ლექ­სი­კა და­ლე­უ­ლი და გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლია იმ "ახა­ლი ცო­ცხის­გან" გან­სხვა­ვე­ბით. მე­ტყვე­ლე­ბა­ში ბევ­რი უცხო სი­ტყვა, ბარ­ბა­რიზ­მია თავ­მოყ­რი­ლი, არა­და, მათი ანა­ლო­გი ქრთულ­ში მარ­ლაც არ­სე­ბობს. უმ­დიდ­რე­სი ენა გვაქვს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ათ­ვი­სე­ბუ­ლი არ აქვს ახალ თა­ო­ბას და არც ეს ან­და­ზე­ბი იცის. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ან­და­ზა სწო­რედ წარ­სულ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ისი­ნი ხომ ხალ­ხის წი­ა­ღი­დან არის წა­მო­სუ­ლი და მათ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სიბ­რძნეს, გა­მოც­დი­ლე­ბას ეყ­რდნო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცოდ­ნენ და სი­ტუ­ა­ცი­ას მი­უ­სა­და­გებ­დნენ ხოლ­მე. დღეს ეს ცოდ­ნაც არ არის. რო­გორც ვთქვი, მე­ტყვე­ლე­ბის სტი­ლი გა­ღა­რიბ­და, შე­იც­ვა­ლა, თო­რემ ან­და­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აზ­რიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და სა­მე­ტყვე­ლო ქმე­დე­ბაც უფრო ხა­ტო­ვა­ნი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ვასილ ბართაია
0

"რაც მოგივა დავითაო"-აქ მგონი დავა,ჩხუბი იგულისხმება.ზოგი სადავო საქმის გარკვევის გარეშე გადადის პირდაპირ ჩხუბზე ემოციის,დაუფიქრებლობის გამო და ბევრიც მოხვდება.....

"თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმება", "არა შეჯდა მწყერი ხესა..." - რა დაფარული სიბრძნეა ქართულ ანდაზებში

"თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმება", "არა შეჯდა მწყერი ხესა..." - რა დაფარული სიბრძნეა ქართულ ანდაზებში

ანდაზას მეტყველებაში ხშირად სიტუაციურად იყენებენ, გარკვეულწილად, ყოველთვის რაღაცას გვასწავლის. რელურად კი სხარტი გამონათქვამია, რომლის არაერთ მაგალითს იცნობს ქართული ფოლკლორი. რა კონტექსტით შეთხზა და დღემდე შემოგვინახა ცნობილი ანდაზები ზეპირსიტყვიერებამ? ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგესა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორს, ქეთევან სიხარულიძეს.

მისი თქმით, ანდაზა ფოლკლორში როგორც ჟანრი ჩამოყალიბდა და მცირე ფორმის ნამუშევრებს მიეკუთვნება. მოცულობით მცირეა, ისევე როგორც გამოცანა, სიტყვის მასალა (სხარტი გაონათქვამი)... ანდაზას სიბრძნის პოეზიასაც უწოდებენ, რადგანაც ერთ ფრაზაშია მოქცეული თაობების დიდი გამოცდილება. ანდაზას ხშირად მეტყველებაში იყენებდნენ, ამიტომ ყოველდღიურობის თანმდევი იყო და მუდამ გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციასთან გახლდათ დაკავშირებული. ის შეიძლება კონკრეტულ აზრს გამოხატავდა, მაგრამ ასევე აუცილებლად მისადაგებული იყო სიტუაციასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოვარდნილი იქნებოდა მოცემულობიდან და თავის როლს ვერ შეასრულებდა.

ანდაზა შეიძლება ყოფილიყო დაცინვაც, ან რაღაცის შეჯამება... მოკლედ, თავის ფუნქცია რომ შეესრულებინა, უნდა მორგებოდა სიტუაციას, რომელშიც ესა თუ ის კონკრეტული ანდაზა ითქმებოდა. ხშირად გარითმულია, თუმცა შეიძლება პოეტური ნიმუში არ იყოს, მაგრამ შინაგანად რიტმი აქვს და პოეზიის ნაწილად ამიტომ ითვლება, რის გამოც ეწოდება სიბრძნის პოეზია.

- ანდაზას, როგორც ზღაპარს, განვითარება შეწყვეტილი აქვს, დღეს აღარ იქმნება?

- დიახ, ასეა, - თანამედროვეობაში უპირატესად უკვე შექმნილი გამოიყენება. განვითარება აღარ აქვს. ახლა ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ის, რაც უკვე შექმნილა. გავუფრთხილდეთ არსებულ სიმდიდრეს. ანდაზას ის თვისება აქვს, რომ ეპოქისა და თაობების მიუხედავად, ადამიანის ცხოვრებას მიესადაგება.

- ახლა კონკრეტული ანდაზები გავიხილოთ: "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს". როგორ გგონიათ, ეს რისთვის შეითხზა? ისევე უნდა გავიგოთ, როგორც გვესმის?

- ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, სახარებაც ამბობს, რომ "არ არსებობს არაფერი დაფარული, რომელიც არ გაიხსნება", - ტყუილიც აუცილებლად გამჟღავნდება. ამ ანდაზაში ისეთი აზრი დევს, რომ ტყუილს ადამიანი დიდხანს ვერ შეინახავს. ჯერ ერთი, ქრისტიანულად ერთ-ერთი მძიმე ცოდვაა... რაც შეეხება ''მოკლე ფეხებს'', - გრძელფეხება ადამიანი ცხადია, დიდ ნაბიჯებს დაგამს და სწარაფად დადის. შესაბამისად, მოკლე ფეხება სწრაფად ვერ ივლის და ტყუილიც ამიტომ არის ''მოკლე ფეხებად'' წარმოდგენილი, არ შეუძლია სწრაფად სიარული, სიმართლე მას აუცილეაბლად დაეწევა და დაამარცხებს!..

- "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო". ეს დავითა რომ ვერასდროს გავიგეთ ვინ არის?

- არა მარტო ქართულ ანდაზებში, ზოგადად, სხვა ხალხთა კულტურაში, რომელიმე კონკრეტული სახელი არის ნახსენები, მაგრამ ის არავის უკავშირდება. უმეტესად რითმისთვის არის გამოყენებული და ზოგადად, ადამიანს ნიშნავს. დიახ, "დავითა" რითმის გამოა აღებული, რომ "თავითას" გაერითმოს, რადგანაც ზოგადად, ადამიანისთვის ზიანის მიმყენებელი მაინც მისი საკუთარი განწყობა და საქციელია, ვინაიდან მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, შესაბამისად, გაუფრთხილებლობით და დაუდევრობით, ხშირად უსიამოვნებას აწყდება.

- "უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო," ამის მსაგავსია ასევე - "ბედაურები გადაშენდნენ და ვირებს აყროყინებდნენო". რას იტყვით ამაზე?

- თავისი შინაარსითა და ფუნქციით, ეს ორი ანდაზა აბსოლუტურად მსგავსია. აქ განზოგადებულია სიტუაცია, როდესაც წამყვანი ძალა და ფუნქციები არეულია. ვინც სიტუაცია უნდა მართოს, ის ძალა არ არსებობს. აქ ჩვენს თანამედროვეობაში პროფესიონალიზმზეც შეიძლება აქცენტი გადავიტანოთ. ამიტომ, როცა საქმის სპეციალისტები არ არიან, პასუხისმგებლობას სხვები იტვირთებენ ხოლმე ისე, რომ არ აქვთ შესაბამისი მონაცემები. აქ ეს სიტუაციაა ნაგულისმევი.

- "ბავშვის პირით სიმართლე /ჭეშმარიტება ღაღადებსო". მართლა ასეა?

- ბავშვი ყელაზე უცოდველი არსებაა. ბავშვობაც ერთადერთი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც უმანკოებასა და სისუფთავესთან არის დაკავშირებული. ბავშვს იმ ტყუილის თქმა არ შეუძლია, რომელსაც "მოკლე ფეხები" აქვს. როგორც წესი, თავისი გაგებით, იმ სიმართლეს ამბობს, როგორც ესმის და როგორც ხედავს. ამიტომაც არის ბავშვზე აქცენტი გაკეთებული, როგორც უმანკო და სუფთა არსებაზე.

- "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო"...

- ქრისტიანულად ცოდვა 7 თაობაზე გადადის და აქ აქცენტი სწორედ წინაპრების მიერ დაშვებულ შეცდომაზეა. გნებავთ, შვილიშვილის აღზრდაში დაშვებულ შეცდომაზეც, ანუ ის, რაც წინა თაობის მიერ არის ჩადენილი, თავის შედეგს მომავალში გამოიღებს. შესაბამისად, ამაზე პასუხისმგებლობის აღება უკვე მომავალ თაობას, შვილიშვილებს უწევთ.

- "გამშველებს მეტი მოხვდებაო"... ვითომ გამშველებელს რატომ ხვდება მეტი?

- რამდენადაც ის ორ მაჩხუბარს შორის დგას, შუაშია, შესაძლოა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისგან, მოწინააღმდეგეებისგან, რომლებიც ხელს აქეთ-იქით იქნევენ, მუშტი სწორედ მას მოხვდეს, როგორც ბარიერს, რომელიც მათ შორის არის აღმართული. ამიტომ, ვინც გაშველებას იწყებს, ალბთ ამისთვის მზად უნდა იყოს. თუ ეს იცის და თავს არიდებს, მაშინ კარგი გამშველებელი ვერ ყოფილა. აქ ფაქტობრივად, თავგანწირვაზეც არის აქცენტი გადატანილი და თან, გარკვეული გაფრთხილებაც არის, მაგრამ გამშველებლების გარეშე შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთი დახოცონ.

- "ახალი ცოცხი კარგად გვისო"...

- ეს ანდაზა ოჯახში ახალშემოსულ პატარძალზეა ნათქვამი. მაინც იმ სიტუაციიდან, საყოფიერო ხასიათიდან მომდინარეობს. პატარძალი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოჯახისთვის თავი მოეწონებინა, შინ თავგამეტებით მუშაობდა. როდესაც უკვე ჩვეულებრივი ხდება ყველაფერი და შრომა რუტინაში გადადის, ენთუზიაიზმი კვდება. თან, ახალ ცოცხს ხშირი ბოლოები აქვს, რომელიც დაგვაში თანდათან ილევა. ასევეა ადამინიც, - შრომაში დროთა განმავლობაში იღლება. ამიტომ მისი მონდომება კლებულობს და ისეთი აღარ არის, როგორიც თავიდან იყო.

- "არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა"...

- აქ თვისობრივ მხარეზეა საუბარი. ადამინას აქვს საკუთარი თვისებები, რომელიც როგორც უნდა ეცადოს, მას ვერ მოიშლის. ამასვე გვეუბნება, აკაკი წერეთელიც "გამზრდელში" "მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?!" დიახ, ამ ანდაზაში ეს აზრია გატარებული. როგორც უნდა ვეცადოთ აღზრდას, გამოკეთებას, თვისებების გაუმჯობესებას, თუ მას არ აქვს მონდომება, არაფერი გამოვა. ამის სიმბოლოა ყორანიც, რომელიც თავის ბუნებით შავია და როგორც უნდა ვეცადოთ, მასში სითეთრეს ვერ შევიტანთ, ანუ შინაგან სამყაროში მკვეთრ ცვლილებებს შევძლებთ ვერც აღზრდით, ვერც სხვა მეთოდით, ვიმეორებ, თუ თვითონ არ აქვს ადამიანს ამის სურვილი. ანდაზა ძირეული თვისებების შუცვლეობაზეა.

- მგონი, ამასვე ეხმიანება "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო"...

- ეს იმაზეა, როცა ადამიანი ისეთი რაღაცის გაკეთებას მოინდომებს, რისი შესაძლბლობაც არ აქვს, ან საერთოდ არ ესმის იმ საქმეში არაფერი. მისი მცდელობით არაფერი გამოვა. ეს ის შემთხვევაა, როცა ფიქრობენ, რომ ყველაფრი შეუძლიათ და აქ განსაუთრებული ოსტატობა არ სჭირდებათ...

- "თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმებაო". ადრე ვახუშტი კოტეტიშვილმა მითხრა, რომ აქ საუბარი ქადის გულზეა და არა ადამიანის გულზე. თქვენ რას ფიქრობთ?

- თუ ქადის გული ვარგა, ე.ი. კარგი გაკეთებულია, გემრიელია, ორი ხელით იჭმება, დიახ, ადამიანი უფრო მონდომებით მიირთმევს. თავდაპირველად შეიძლება ასეთი აზრის მქონე ანდაზა იყო, მაგრამ მერე გაფართოვდა მისი მნიშვნელობა და ზოგადად, საქმის კეთების სურვილსა და მონდომებაზე გაკეთდა აქცენტი. გადატანითი დატვირთვა შეიძინა. როდესაც რაღაცის გაკეთება გულით გინდა, ორივე ხელს აშველებ, რომ უფრო კარგი გამოვიდეს, ასევე სწრაფად და ხარისხიანად გამოვიდეს. ანუ აქ ყურადღება მონდომებაზეა გადატანილი.

- ანდაზა სიტუაციურად რომ გვახსენდება, ანუ "სანამ ურემი არ გადაბრუნდება," რომ არ გვახსოვს, არ ჯობია, მანმადე გავითვალისწინოთ ანდაზის შეგონება. რატომ არ ვაქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას?

- საერთოდ, პრობლემებია ჩვენს მეტყველებაში, ცოდნაში. ახალგაზრდებში ლექსიკა დალეული და გაღარიბებულია იმ "ახალი ცოცხისგან" განსხვავებით. მეტყველებაში ბევრი უცხო სიტყვა, ბარბარიზმია თავმოყრილი, არადა, მათი ანალოგი ქრთულში მარლაც არსებობს. უმდიდრესი ენა გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ათვისებული არ აქვს ახალ თაობას და არც ეს ანდაზები იცის. როგორც უკვე აღვნიშნე, ანდაზა სწორედ წარსულში გამოიყენებოდა. ისინი ხომ ხალხის წიაღიდან არის წამოსული და მათ ცხოვრებისეულ სიბრძნეს, გამოცდილებას ეყრდნობა. ყველაფერი კარგად იცოდნენ და სიტუაციას მიუსადაგებდნენ ხოლმე. დღეს ეს ცოდნაც არ არის. როგორც ვთქვი, მეტყველების სტილი გაღარიბდა, შეიცვალა, თორემ ანდაზების გამოყენებით აზრიც მრავალფეროვანია და სამეტყველო ქმედებაც უფრო ხატოვანი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE