პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Spilow - ქართული ტანსაცმელი ფერადი ბავშვობისთვის, რომელიც ლონდონში იყიდება
Spilow - ქართული ტანსაცმელი ფერადი ბავშვობისთვის, რომელიც ლონდონში იყიდება

სამი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი დე­დის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი სტარ­ტა­პის Spilow-ს სა­ბავ­შვო ტან­საც­მე­ლი უკვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გას­ცდა და ლონ­დონ­ში მა­ღა­ზია IGLOO-შიც იყი­დე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვი ქსო­ვი­ლე­ბის­გან შე­კე­რი­ლი ფე­რა­დი ტა­ნი­სა­მო­სი პირ­ვე­ლად 2016 წელს შე­იქ­მნა და პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე სრუ­ლად გა­ი­ყი­და.

დღეს კომ­პა­ნი­ას სამ მე­გო­ბა­რი - ტასო ჯა­ფა­რი­ძე, სოფო ჩხა­ი­ძე და მა­რინ­კა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მარ­თა­ვენ.

"არც ერთი ვართ ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნე­რი. თუმ­ცა, სა­მი­ვე დე­დე­ბი ვართ, გვყავს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენს შვი­ლებს ეც­ვათ ბუ­ნებ­რი­ვი ქსო­ვი­ლე­ბის­გან შე­კე­რი­ლი ფე­რა­დი სა­მო­სი და მომ­ხმა­რე­ბელ­საც ამა­ვეს ვთა­ვა­ზობთ. დღეს უკვე შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი გვაქვს. ჩვე­ნი ტან­საც­მე­ლი გას­ცდა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს და იყი­დე­ბა ლონ­დო­ნის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში. უკვე და­ვი­წყეთ ზრუნ­ვა წარ­მო­ე­ბის გაზ­რდა­სა და ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ტა­ნა­ზე," - გან­მარ­ტავს ტასო ჯა­ფა­რი­ძე.

Spilow მომ­ხმა­რე­ბელს 100%-ით ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლე­ბის­გან 1 დან 12 წლამ­დე ბი­ჭე­ბის­თვსი და გო­გო­ე­ბის­თვის ტან­საც­მელს სთა­ვა­ზობს. აქვთ სამი ხაზი: კლა­სი­კუ­რი, სპორ­ტუ­ლი და ვინ­ტა­ჟუ­რი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ძვე­ლე­ბუ­რი ქსო­ვი­ლე­ბის­გან იკე­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, უნი­კა­ლუ­რია და სულ რამ­დე­ნი­მე ცალი ხვდე­ბა გა­ყიდ­ვა­ში.

"ზო­გა­დად, ბავ­შვის ტან­საც­მლის შე­კერ­ვა ბევრ სირ­თუ­ლეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი ქსო­ვი­ლე­ბის შოვ­ნა მარ­ტი­ვი არაა. საკ­მა­ოდ დიდი შრო­მა დაგ­ვჭირ­და, რომ სა­სურ­ვე­ლი ხა­რის­ხი მიგ­ვე­ღო. მომ­ხმა­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლი დღი­დან გვგულ­შე­მატ­კივ­რობს და ეს გვაძ­ლევს დიდ სტი­მულს, რომ ჩვე­ნი ყო­ვე­ლი კო­ლექ­ცია წი­ნა­ზე უკე­თე­სი იყოს," - ამ­ბობს ტასო.

ამ­ჟა­მად სტარ­ტა­პი "თი­ბი­სი ბან­კის" პრო­ექტ "სტარ­ტა­პერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც პარტნი­ო­რე­ბი კომ­პა­ნი­ის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და სტარ­ტა­პი­დან უკვე მსხვილ ბიზ­ნე­სად გა­დაქ­ცე­ვას გეგ­მა­ვენ.

"ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­წყე­ბი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბის არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­მაც ბიძ­გი მის­ცა სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ ირ­გვლივ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც სულ ცოტა ხნის წინ დამ­წყებ კომ­პა­ნი­ებს მარ­თავ­დნენ, ახლა კი უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მეს. იმე­დი გვაქვს, რომ "სტარ­ტა­პე­რის" დახ­მა­რე­ბით ჩვენც შე­ვი­ტანთ წვლილს ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბის ზრდა­სა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვით­რე­ბა­ში," - აღ­ნიშ­ნავს ტასო ჯა­ფა­რი­ძე.

ახალ­გაზ­რდა სტარ­ტა­პე­რი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას ურ­ჩევს, ნუ გა­და­დე­ბენ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და და­ი­წყონ, თუნ­დაც სულ მცი­რე ნა­ბი­ჯით.

"იქ­ნე­ბა ისე­თი ეპი­ზო­დე­ბი, რო­დე­საც გგო­ნია, რომ ბევ­რს მი­აღ­წევ. თუმ­ცა ხში­რად იქ­ნე­ბა ისე­თიც, რო­დე­საც პი­რი­ქით გგო­ნია, რომ ტყუ­ი­ლად ირ­ჯე­ბი და არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ასეთ დროს შეძ­ლო, მო­ე­რიო თავს და პრაგ­მა­ტუ­ლად გა­ნაგ­რძო მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა," - ამ­ბობს სტარ­ტა­პე­რი.

Spilow-ს გუნ­დი ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს და ახლო მო­მა­ვა­ლა­ში მომ­ხმა­რე­ბელს უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს შეს­თა­ვა­ზებს.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: ADvan/ედ­ვე­ნი

Spilow - ქართული ტანსაცმელი ფერადი ბავშვობისთვის, რომელიც ლონდონში იყიდება

Spilow - ქართული ტანსაცმელი ფერადი ბავშვობისთვის, რომელიც ლონდონში იყიდება

სამი ახალგაზრდა ქართველი დედის მიერ დაარსებული სტარტაპის Spilow-ს საბავშვო ტანსაცმელი უკვე საქართველოს საზღვრებს გასცდა და ლონდონში მაღაზია IGLOO-შიც იყიდება. ბუნებრივი ქსოვილებისგან შეკერილი ფერადი ტანისამოსი პირველად 2016 წელს შეიქმნა და პირველი კოლექცია გამოჩენისთანავე სრულად გაიყიდა.

დღეს კომპანიას სამ მეგობარი - ტასო ჯაფარიძე, სოფო ჩხაიძე და მარინკა ღარიბაშვილი მართავენ.

"არც ერთი ვართ ტანსაცმლის დიზაინერი. თუმცა, სამივე დედები ვართ, გვყავს მცირეწლოვანი შვილები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს შვილებს ეცვათ ბუნებრივი ქსოვილებისგან შეკერილი ფერადი სამოსი და მომხმარებელსაც ამავეს ვთავაზობთ. დღეს უკვე შორს მიმავალი გეგმები გვაქვს. ჩვენი ტანსაცმელი გასცდა საქართველოს ფარგლებს და იყიდება ლონდონის ერთ-ერთ მაღაზიაში. უკვე დავიწყეთ ზრუნვა წარმოების გაზრდასა და ჩვენი პროდუქციის სხვა ქვეყნებში გატანაზე," - განმარტავს ტასო ჯაფარიძე.

Spilow მომხმარებელს 100%-ით ნატურალური ქსოვილებისგან 1 დან 12 წლამდე ბიჭებისთვსი და გოგოებისთვის ტანსაცმელს სთავაზობს. აქვთ სამი ხაზი: კლასიკური, სპორტული და ვინტაჟური. ეს უკანასკნელი ძველებური ქსოვილებისგან იკერება, შესაბამისად, უნიკალურია და სულ რამდენიმე ცალი ხვდება გაყიდვაში.

"ზოგადად, ბავშვის ტანსაცმლის შეკერვა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, ბუნებრივი ქსოვილების შოვნა მარტივი არაა. საკმაოდ დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ სასურველი ხარისხი მიგვეღო. მომხმარებელი პირველი დღიდან გვგულშემატკივრობს და ეს გვაძლევს დიდ სტიმულს, რომ ჩვენი ყოველი კოლექცია წინაზე უკეთესი იყოს," - ამბობს ტასო.

ამჟამად სტარტაპი "თიბისი ბანკის" პროექტ "სტარტაპერში" მონაწილეობს, რომლის დახმარებითაც პარტნიორები კომპანიის კიდევ უფრო გაძლიერებასა და სტარტაპიდან უკვე მსხვილ ბიზნესად გადაქცევას გეგმავენ.

"ბოლო წლების განმავლობაში დამწყები ბიზნესსაქმიანობების ხელშეწყობის არაერთი პროექტი განხორციელდა, რამაც ბიძგი მისცა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ დამწყებ კომპანიებს მართავდნენ, ახლა კი უკვე წარმატებული კომპანიების მფლობელები არიან და ათეულობით ადამიანი დაასაქმეს. იმედი გვაქვს, რომ "სტარტაპერის" დახმარებით ჩვენც შევიტანთ წვლილს ქვეყანაში წარმოების ზრდასა და ეკონომიკის განვითრებაში," - აღნიშნავს ტასო ჯაფარიძე.

ახალგაზრდა სტარტაპერი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველას ურჩევს, ნუ გადადებენ იდეის განხორციელებას და დაიწყონ, თუნდაც სულ მცირე ნაბიჯით.

"იქნება ისეთი ეპიზოდები, როდესაც გგონია, რომ ბევრს მიაღწევ. თუმცა ხშირად იქნება ისეთიც, როდესაც პირიქით გგონია, რომ ტყუილად ირჯები და არაფერი გამოგივა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს შეძლო, მოერიო თავს და პრაგმატულად განაგრძო მიზნების განხორციელება," - ამბობს სტარტაპერი.

Spilow-ს გუნდი ახალ კოლექციაზე მუშაობს და ახლო მომავალაში მომხმარებელს უფრო საინტერესო და მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი