სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური სამედიცინო ლიტერატურა, რომელზეც 20 ექიმისგან შემდგარი გუნდი მუშაობს
უნიკალური სამედიცინო ლიტერატურა, რომელზეც 20 ექიმისგან შემდგარი გუნდი მუშაობს

დღეს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან"ერ­თად სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რის მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რი გა­მო­ვი­და, "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­ეპ­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის" ასე ჰქვია 7-ტო­მე­ულს, რო­მე­ლიც 300-მდე სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექპერ­ტის მი­ე­რი არის შექ­მნი­ლი.

სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მოღ­ვა­წე­ე­ბი თუ უბ­რა­ლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი 1 მა­ი­სი­დან ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის ნა­თარ­გმნ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის Merck- ის მსოფ­ლიო ბესტსე­ლერს გა­ეც­ნო­ბი­ან. "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის" - ასე ჰქვია 7-ტო­მე­ულს, რო­მელ­საც პა­ლიტ­რა L ამ­ზა­დებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი 300 სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის მიერ შე­იქ­მნა, რაც მისი სან­დო­ო­ბის და ხა­რის­ხის გა­რან­ტია. მისი ინ­გლი­სუ­რი­დან გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბა­ზე კი 20 ექი­მის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. წიგ­ნი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე, ასე­ვე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე, რო­მელ­თაც სურ­ვი­ლი აქვთ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მეტი ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნონ. მას­შტა­ბურ ექიმ­თა ჯგუფს სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ცი­ნის ცნო­ბი­ლი დოქ­ტო­რე­ბი ბა­ტო­ნი გუ­რამ კიკ­ნა­ძე და გივი ჯა­ვაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ.

გუ­რამ კიკ­ნა­ძე: Merck-ის გა­მო­ცე­მა მსოფ­ლი­ო­ში კლა­სი­კურ ვა­რი­ან­ტად ით­ვლე­ბა, ის ყო­ველ 4-5 წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­მო­დის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე გამ­ყა­რე­ბულ ზედ­მი­წევ­ნით სან­დო მა­სა­ლას შე­ი­ცავს. ეს კლა­სი­კუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე ასე­ვე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე. ეს არის აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო მა­ღა­ლი დო­ნის, დე­ტა­ლუ­რი და ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი წიგ­ნი.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია Merck-ის სა­მე­დი­ცი­ნო ენ­ციკ­ლო­პე­დია სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის?

- სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად არის ორი კომ­პო­ნენ­ტით წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ერ­თია სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, მე­ო­რე კი პა­ცი­ენ­ტუ­რა და პა­ცი­ენ­ტის გა­ნათ­ლე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლებ­ში პა­ცი­ენ­ტის გა­ნათ­ლე­ბა სრუ­ლი­ად ცალ­კე სა­კი­თხია. სა­დაც ხაზი ეს­მე­ბა იმას, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბი­სათ­ვის პა­ცი­ენ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს წიგ­ნი სწო­რედ ამ საქ­მე­ში იქ­ნე­ბა დამ­ხმა­რე.

- ვინ მუ­შა­ობს წიგ­ნის მომ­ზა­დე­ბა­ზე?

- წიგ­ნი ითარ­გმნე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბის დიდი ჯგუ­ფის მიერ. მათ საკ­მა­ოდ კარ­გად იცი­ან თა­ვი­სი საქ­მე და შე­უძ­ლი­ათ კარ­გად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად თარ­გმნონ სა­მე­დი­ცი­ნო სა­კი­თხე­ბი. "პა­ლიტ­რა L"-ის საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ­ჯე­რად კი მე­დი­ცი­ნის სფე­რო მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში. არის ასე­თი ტერ­მი­ნი "იუ­რი­დი­უ­ლი უწიგ­ნუ­რო­ბა", რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის სა­კა­ნონ­მდებ­ლო სა­კი­თხე­ბი, მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­აა კლი­ნი­კურ მე­დი­ცი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში ცოდ­ნის და­ბა­ლი დო­ნის გამო კი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი თვით­მკურ­ნა­ლო­ბას არას­წო­რად იწყებს, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლოდ დას­რულ­დეს. გან­თლე­ბუ­ლი, მცოდ­ნე პა­ცი­ენ­ტი უკე­თე­სად ითა­ნამ­შრომ­ლობს ექიმ­თან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს პრო­ექ­ტი უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მსგავ­სი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა ხელს უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო ცოდ­ნის დო­ნის ამაღ­ლე­ბას.

გივი ჯა­ვაშ­ვი­ლი: ეს წიგ­ნი არის გან­კუთ­ვნი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ამ წიგ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით დღეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს მი­ი­ღოს თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ფორ­მა­ცია სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს ყვე­ლა სპექტრის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ. წიგ­ნი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა გა­ვეც­ნოთ ფარ­მა­კო­ლო­გი­ას, გე­ნე­ტი­კას, ცი­ტო­ლო­გი­ას და სხვა სფე­რო­ებს, ასე­ვე რო­გორ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ექიმ­თან სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამ წიგნ­ში ყვე­ლა კი­თხვა­ზე მი­ი­ღებთ პა­სუხს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯან­მრთე­ლო­ბა ფი­ზი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა და არა უბ­რა­ლოდ და­ა­ვა­დე­ბის უქონ­ლო­ბა – ამ­გვა­რი ჰარ­მო­ნია კი ჯანმთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვით მი­იღ­წე­ვა, რა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გა­გი­წევთ უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა - "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის".

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უნიკალური სამედიცინო ლიტერატურა, რომელზეც 20 ექიმისგან შემდგარი გუნდი მუშაობს

უნიკალური სამედიცინო ლიტერატურა, რომელზეც 20 ექიმისგან შემდგარი გუნდი მუშაობს

დღეს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ერთად სამედიცინო ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერი გამოვიდა, „ჯანმრთელობის ენციკლოეპდია ყველა თაობისთვის“ ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელიც 300-მდე საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო ექპერტის მიერი არის შექმნილი.

სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. „ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის“ - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს. აღნიშნული ენციკლოპედია საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცინო ექსპერტის მიერ შეიქმნა, რაც მისი სანდოობის და ხარისხის გარანტია. მისი ინგლისურიდან გადმოქართულებაზე კი 20 ექიმისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს. წიგნი ადაპტირებული იქნება როგორც პროფესიონალებზე, ასევე არაპროფესიონალებზე, რომელთაც სურვილი აქვთ სამედიცინო სფეროში მეტი ცოდნა შეიძინონ. მასშტაბურ ექიმთა ჯგუფს საქართველოს მედიცინის ცნობილი დოქტორები ბატონი გურამ კიკნაძე და გივი ჯავაშვილი ხელმძღვანელობენ.

გურამ კიკნაძე: Merck-ის გამოცემა მსოფლიოში კლასიკურ ვარიანტად ითვლება, ის ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ გამოდის და მტკიცებულებებზე გამყარებულ ზედმიწევნით სანდო მასალას შეიცავს. ეს კლასიკური სახელმძღვანელო ადაპტირებული იქნება როგორც პროფესიონალებზე ასევე არაპროფესიონალებზე. ეს არის აქამდე არსებული სამედიცინო ლიტერატურისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მაღალი დონის, დეტალური და ბევრი ინფორმაციის გამაერთიანებელი წიგნი.

- რამდენად მნიშვნელოვანია Merck-ის სამედიცინო ენციკლოპედია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის?

- სამედიცინო მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვანწილად არის ორი კომპონენტით წარმოდგენილი. ერთია სამედიცინო პერსონალი, მეორე კი პაციენტურა და პაციენტის განათლება. სამედიცინო სასწავლებლებში პაციენტის განათლება სრულიად ცალკე საკითხია. სადაც ხაზი ესმება იმას, რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებული მკურნალობისათვის პაციენტის თანამონაწილეობა. ეს წიგნი სწორედ ამ საქმეში იქნება დამხმარე.

- ვინ მუშაობს წიგნის მომზადებაზე?

- წიგნი ითარგმნება კვალიფიციური ექიმების დიდი ჯგუფის მიერ. მათ საკმაოდ კარგად იციან თავისი საქმე და შეუძლიათ კარგად და პროფესიონალურად თარგმნონ სამედიცინო საკითხები. “პალიტრა L“-ის საქმიანობა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამჯერად კი მედიცინის სფერო მაქვს მხედველობაში. არის ასეთი ტერმინი „იურიდიული უწიგნურობა“, რომელიც გულისხმობს, რომ მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა არ იცის საკანონმდებლო საკითხები, მსგავსი სიტუაციაა კლინიკურ მედიცინასთან მიმართებაშიც. სამედიცინო სფეროში ცოდნის დაბალი დონის გამო კი მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითმკურნალობას არასწორად იწყებს, რაც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. განთლებული, მცოდნე პაციენტი უკეთესად ითანამშრომლობს ექიმთან. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში. მსგავსი წიგნის გამოცემა ხელს უწყობს საზოგადოებაში სამედიცინო ცოდნის დონის ამაღლებას.

გივი ჯავაშვილი: ეს წიგნი არის განკუთვნილი ფართო საზოგადოებისთვის. ამ წიგნის საშუალებით დღეს ყველა ადამიანი შეძლებს მიიღოს თანამედროვე ინფორმაცია სამედიცინო სფეროს ყველა სპექტრის პრობლემის შესახებ. წიგნი დაგვეხმარება გავეცნოთ ფარმაკოლოგიას, გენეტიკას, ციტოლოგიას და სხვა სფეროებს, ასევე როგორ ვითანამშრომლოთ ექიმთან სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში. ამ წიგნში ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

როგორც ამბობენ, ჯანმრთელობა ფიზიკური, მენტალური და სოციალური მდგომარეობაა და არა უბრალოდ დაავადების უქონლობა – ამგვარი ჰარმონია კი ჯანმთელობაზე ზრუნვით მიიღწევა, რაშიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ უნიკალური გამოცემა - „ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის“.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს