პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თალიბები" შეიარაღებას რუსეთისგან იღებენ? - ამერიკელი გენერლის სკანდალური განცხადება
"თალიბები" შეიარაღებას რუსეთისგან იღებენ? - ამერიკელი გენერლის სკანდალური განცხადება

რუ­სეთს ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბია სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბა ბრალ­დე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი ავ­ღა­ნეთ­ში, გე­ნე­რა­ლი ჯონ ნი­კოლ­სო­ნი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ თა­ლი­ბე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბას რუ­სე­თის­გან იღე­ბენ.

ეს ვა­რა­უ­დი მა­ღა­ლი რან­გის ამე­რი­კელ­მა გე­ნე­რალ­მა, აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ჯე­იმს მა­ტის­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, 24 აპ­რილს ქა­ბულ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოთ­ქვა. ნი­კოლ­სო­ნის თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რუ­სე­თის ჩარ­თუ­ლო­ბა ავ­ღა­ნე­თის ომში, "თა­ლი­ბა­ნის" ია­რა­ღით მო­მა­რა­გე­ბა­საც გუ­ლის­ხმობ­დეს. ამე­რი­კელ­მა სარ­დალ­მა თავი აა­რი­და დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა, რომ "შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­კის­ტან­ში ბა­ზი­რე­ბუ­ლი ჰა­ყა­ნის ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ქსე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, 21 აპ­რილს მა­ზარ-ი-შა­რიფ­ში მდე­ბა­რე ავ­ღა­ნე­თის არ­მი­ის ბა­ზა­ზე მომ­ხდარ შე­ტა­კე­ბა­ში", რა­საც მა­შინ სულ ცოტა 140 ავ­ღა­ნე­ლი სამ­ხედ­რო პი­რის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ამ თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­დად­გნენ ავ­ღა­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და არ­მი­ის შტა­ბის უფ­რო­სი.

ამე­რი­კე­ლი გე­ნერ­ლის გან­ცხა­დე­ბას, რუ­სე­თის მიერ "თა­ლი­ბა­ნის" ია­რა­ღით შე­საძ­ლო მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ, პრე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა - Reuter-ის ცნო­ბით, "ერთ-ერ­თმა ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვის პი­რო­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი "თა­ლი­ბანს" ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას უწევს, ასე­ვე ამა­რა­გებს ია­რა­ღით", - წერს გა­მო­ცე­მა.

ბოლო დღე­ებ­ში, ავ­ღა­ნეთ­ში გა­აქ­ტი­ურ­და ექ­სტრე­მის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "თა­ლი­ბა­ნი", რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით ხსნი­ან. ერთი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა, რუ­სეთს სი­რი­ი­დან ავ­ღა­ნეთ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა ჰქონ­დეს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.

გა­სულ კვი­რას ავ­ღა­ნურ ქვე­და­ნა­ყოფ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლია 150 ადა­მი­ა­ნი. ქა­ლაქ მა­ზარ-ი-შა­რიფ­თან, ავ­ღა­ნურ ქვე­და­ნა­ყოფ­ზე თავ­დას­ხმა იმ ბა­ზი­დან, სა­დაც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი მსა­ხუ­რო­ბენ, 20 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მოხ­და და შე­სა­ბა­მი­სად, აფეთ­ქე­ბა ქარ­თუ­ლი ასე­ულს არ შე­ხე­ბია.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ბა­ზა­ზე, ავ­ღა­ნუ­რი სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლი შე­ვიდ­ნენ და თავი აი­ფეთ­ქეს. თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ჩე­თი და სა­სა­დი­ლო იყო, რო­მელ­შიც ავ­ღა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და ბა­ზა­ზე მო­მუ­შა­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.... მას შემ­დეგ, რაც ერ­თმა თვით­მკვლელ­მა შე­სას­ვლელ­ში თავი აი­ფეთ­ქა, ექ­სტრე­მის­ტე­ბი ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნე­ბით შე­იჭრ­ნენ. და­კა­ვე­ბუ­ლია ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მელ­საც ქამ­რით ტან­ზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ჰქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია დაჯ­გუ­ფე­ბა "თა­ლი­ბა­ნის" 15-ვე მებ­რძო­ლი, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლობ­და.

24 აპ­რილს, კი­დევ ერთი აფეთ­ქე­ბა მოხ­და - ამ­ჯე­რად, ქა­ლაქ ჰოს­ტან ახ­ლოს ამე­რი­კულ ბა­ზას­თან, თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა თავი აი­ფეთ­ქა, და­ღუ­პუ­ლია 4 და და­შა­ვე­ბუ­ლია 6 სამ­ხედ­რო...

ამ ფაქტს ავ­ღა­ნე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვა, - გა­დად­გა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, აბ­დუ­ლა ჰა­ბი­ბი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შტა­ბის უფ­რო­სი, ყა­დამ შაჰ შა­ჰი­მი. მათი თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ლი­ბე­ბის მიერ გა­სულ კვი­რას ავ­ღა­ნე­თის არ­მი­ის ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა სის­ხლი­ან­მა თავ­დას­ხმამ გა­ნა­პი­რო­ბა და სამ­ხედ­რო უწყე­ბის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მტკი­ცე­ბით, ისი­ნი სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­დად­გნენ.

ამე­რი­კის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ჯე­იმს მა­ტი­სის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ღა­ნეთ­სა და ამე­რი­კას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფრო გან­მტკიც­დე­ბა და ისი­ნი ერ­თად გა­უ­წე­ვენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას სა­ერ­თო მტერს "თა­ლი­ბანს". და­სავ­ლუ­რი პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის პირ­ვე­ლი აშ­კა­რა გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც მა­ღა­ლი რან­გის ამე­რი­კე­ლი გე­ნე­რა­ლი აკე­თებს. აქამ­დე სხვა­დას­ხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მხო­ლოდ ირი­ბი გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

"თალიბები" შეიარაღებას რუსეთისგან იღებენ? - ამერიკელი გენერლის სკანდალური განცხადება

"თალიბები" შეიარაღებას რუსეთისგან იღებენ? - ამერიკელი გენერლის სკანდალური განცხადება

რუსეთს ჯერჯერობით არ გაუკეთებია საპასუხო განცხადება ბრალდებაზე, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ ნიკოლსონი არ გამორიცხავს, რომ თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებენ.

ეს ვარაუდი მაღალი რანგის ამერიკელმა გენერალმა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთან შეხვედრის შემდეგ, 24 აპრილს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა. ნიკოლსონის თქმით, არ არის გამორიცხული, რუსეთის ჩართულობა ავღანეთის ომში, "თალიბანის" იარაღით მომარაგებასაც გულისხმობდეს. ამერიკელმა სარდალმა თავი აარიდა დეტალებზე საუბარს, მაგრამ აღნიშნა, რომ "შესაძლებელია პაკისტანში ბაზირებული ჰაყანის ექსტრემისტული ქსელის მონაწილეობა, 21 აპრილს მაზარ-ი-შარიფში მდებარე ავღანეთის არმიის ბაზაზე მომხდარ შეტაკებაში", რასაც მაშინ სულ ცოტა 140 ავღანელი სამხედრო პირის სიცოცხლე შეეწირა. ამ თავდასხმის შემდეგ გადადგნენ ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და არმიის შტაბის უფროსი.

ამერიკელი გენერლის განცხადებას, რუსეთის მიერ "თალიბანის" იარაღით შესაძლო მომარაგების შესახებ, პრესაც გამოეხმაურა - Reuter-ის ცნობით, "ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრისას განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურის მონაცემების თანახმად, რუსეთი "თალიბანს" ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, ასევე ამარაგებს იარაღით", - წერს გამოცემა.

ბოლო დღეებში, ავღანეთში გააქტიურდა ექსტრემისტული მოძრაობა "თალიბანი", რასაც საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა, რუსეთს სირიიდან ავღანეთზე ყურადღების გადატანა ჰქონდეს ჩაფიქრებული.

გასულ კვირას ავღანურ ქვედანაყოფზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 150 ადამიანი. ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან, ავღანურ ქვედანაყოფზე თავდასხმა იმ ბაზიდან, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობენ, 20 კილომეტრის დაშორებით მოხდა და შესაბამისად, აფეთქება ქართული ასეულს არ შეხებია.

ერთ-ერთი ვერსიით, ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები ბაზაზე, ავღანური სამხედრო ფორმაში გადაცმული შევიდნენ და თავი აიფეთქეს. თავდასხმის ობიექტი, სავარაუდოდ, მეჩეთი და სასადილო იყო, რომელშიც ავღანელი სამხედროები და ბაზაზე მომუშავე სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.... მას შემდეგ, რაც ერთმა თვითმკვლელმა შესასვლელში თავი აიფეთქა, ექსტრემისტები ბაზის ტერიტორიაზე მანქანებით შეიჭრნენ. დაკავებულია ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ქამრით ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. ასევე, ლიკვიდირებულია დაჯგუფება "თალიბანის" 15-ვე მებრძოლი, რომელიც თავდასხმაში მონაწილობდა.

24 აპრილს, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა - ამჯერად, ქალაქ ჰოსტან ახლოს ამერიკულ ბაზასთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია 4 და დაშავებულია 6 სამხედრო...

ამ ფაქტს ავღანეთის სამხედრო უწყებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა, - გადადგა თავდაცვის მინისტრის, აბდულა ჰაბიბი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, ყადამ შაჰ შაჰიმი. მათი თქმით, გადაწყვეტილება თალიბების მიერ გასულ კვირას ავღანეთის არმიის ბაზაზე განხორციელებულმა სისხლიანმა თავდასხმამ განაპირობა და სამხედრო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მტკიცებით, ისინი საკუთარი ნებით გადადგნენ.

ამერიკის თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მატისის განცხადებით, ავღანეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და ისინი ერთად გაუწევენ წინააღმდეგობას საერთო მტერს "თალიბანს". დასავლური პრესის ინფორმაციით, ეს არის პირველი აშკარა განცხადება რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც მაღალი რანგის ამერიკელი გენერალი აკეთებს. აქამდე სხვადასხვა მაღალჩინოსნები მხოლოდ ირიბი განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე